კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილიას ვერცხლი და აზერბაიჯანელისთვის ნაჩუქარი ოქრო - თითქმის მოგებული ფინალი სულამანიძემ ბოლო წუთებში მიღებული გაფრთხილების შედეგად დათმო
ილიას ვერცხლი და აზერბაიჯანელისთვის ნაჩუქარი ოქრო - თითქმის მოგებული ფინალი სულამანიძემ ბოლო წუთებში მიღებული გაფრთხილების შედეგად დათმო

ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100 კგ) ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ფი­ნალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ათ­ლეტს, ზე­ლიმ კო­ცო­ევს დუ­პირსპირ­და და სამ­წუ­ხა­როდ და­მარ­ცხდა. მთე­ლი ბრძო­ლა ქარ­თველს მიჰ­ყავ­და, ბოლო წა­მე­ბამ­დე ვაზ­რით იგებ­და კი­დეც, თუმ­ცა ბოლო 12 წამ­ში მი­ღე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გამო ის შეხ­ვედ­რი­დან მოხ­სნეს.

ქარ­თველ­მა ას­პა­რე­ზო­ბა მე­ო­რე წრი­დან და­ი­წყო - იტა­ლი­ელ ჯე­ნა­რო პი­რე­ლის იპო­ნით სძლია, შემ­დეგ კი ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, ია­პო­ნი­ის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე აა­რონ ვოლფს ვა­ზა­რით მო­უ­გო. ილია ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში შვე­ი­ცა­რი­ელ და­ნი­ელ აი­ხის და­უ­პი­რის­პირ­და და უს­წარ­ფე­სად, იპო­ნით 11 წამი გა­ი­მარ­ჯვა.

ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მე­სა­მე მე­და­ლია - ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი მე­ო­რედ გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა.

ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში ( ბა­ტუტ­ზე ხტო­მა, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა, ძა­ლოს­ნო­ბა, ძი­უ­დო) 28 სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
0

რატომ არავის უჩნდება ეჭვი მსაჯების კეთილსინდისირებაზე, პირველი შიდო არ იყო, სხვა შემთხვევაში იმ გდებაზე იპონს მისცემდნენ, არ გახსოვთ კადრები წარსულიდან აზერები, როგოგ დარბოდნენ ჩანთებით მსაჯების მოსასყიდად?

მიშა
1

ყველაზე ხარისხიანი ძიუდო იჭიდავა ილიამ!

ჩვენი მწვრთნელის უაზრო შიშისთვის რომ დაეჯერებინა და ეჭიდავა ბოლო 30 წამი იცოცხლე კარგი იყო!

ილიკო დიდი კაცი ხარ დიდი სპორცმენი და გექნება დიდი მიღწევები!

გაიხარე!!!

ავტორი:

ილიას ვერცხლი და აზერბაიჯანელისთვის ნაჩუქარი ოქრო - თითქმის მოგებული ფინალი სულამანიძემ ბოლო წუთებში მიღებული გაფრთხილების შედეგად დათმო

ილიას ვერცხლი და აზერბაიჯანელისთვის ნაჩუქარი ოქრო - თითქმის მოგებული ფინალი სულამანიძემ ბოლო წუთებში მიღებული გაფრთხილების შედეგად დათმო

ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ოლიმპიური თამაშების ფინალში აზერბაიჯანელ ათლეტს, ზელიმ კოცოევს დუპირსპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა. მთელი ბრძოლა ქართველს მიჰყავდა, ბოლო წამებამდე ვაზრით იგებდა კიდეც, თუმცა ბოლო 12 წამში მიღებული გაფრთხილებების გამო ის შეხვედრიდან მოხსნეს.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ კი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო. ილია ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ აიხის დაუპირისპირდა და უსწარფესად, იპონით 11 წამი გაიმარჯვა.

ეს საქართველოსთვის მესამე მედალია - ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

იხილეთ ასევე: