კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა "ევროპული საქართველო“ დატოვეს
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა "ევროპული საქართველო“ დატოვეს

მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი - ვერ დავ­რჩე­ბი ვერც ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში და ვერც ამ პო­ლი­ტი­კურ გუნდში , - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ, გიგა ბო­კე­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ა­ში უთან­ხმო­ე­ბა პრა­ი­მე­რი­ზის ჩა­ტა­რე­ბის წეს­მა გა­მო­იწ­ვია. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბი­თი კონ­ფლიქ­ტი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს­თან და მის მხარ­დამ­ჭერ გუნდთან.

კერ­ძოდ, ბო­კე­რი­ას თქმით, პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ გიგი წე­რე­თელ­მა, გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ და პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პრა­ი­მე­რიზ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ გა­და­უ­წყვე­ტელ ამომ­რჩევ­ლებ­საც, ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი პარ­ტი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის, და­ის­ვა თავ­მჯდო­მა­რის, მიის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

“რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­და­პარ­ტი­უ­ლი პრა­ი­მე­რი­ზი დას­რუ­ლე­ბუ­ლია - ჩემი აზ­რით, ყვე­ლა ხარ­ვე­ზის მი­უ­ხე­და­ვად, ეს იყო უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი პრო­ცე­სი - წი­ნას­წარ რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა დე­ლე­გა­ტებ­მა აირ­ჩი­ეს პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო სია, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი პრე­ცე­დენ­ტია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რა­ში.

კონ­კუ­რენ­ცია იყო საკ­მა­ოდ მწვა­ვე, რაც რე­ა­ლუ­რი პრა­ი­მე­რი­ზის­თვის სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, პარ­ტი­ის ერთი ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა რო­გორც პრა­ი­მე­რი­ზის შე­დე­გე­ბი, ისე გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცია პრა­ი­მე­რიზ­ში მო­ნა­წი­ლე გუნ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კერ­ძოდ, მე მხა­რი და­ვუ­ჭი­რე პრა­ი­მე­რიზ­ში მო­ნა­წი­ლე იმ გუნდს, რო­მელ­მაც ლო­მის წილი შე­ი­ტა­ნა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და პარ­ტი­ის ახა­ლი ში­ნა­არ­სის შექ­მნა­ში, რა­მაც ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და და ეს ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტე­ბის კვლე­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა.

ამას გარ­და, აზ­რთა არ­სე­ბი­თი სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია სა­კი­თხმა, თუ ვის უნდა ჰქო­ნო­და პრა­ი­მე­რიზ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა.

ჩემი პო­ზი­ცი­ით, და პარ­ტი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი შე­თან­ხმე­ბით, ეს მხო­ლოდ იმ პი­რებს უნდა შეს­ძლე­ბო­დათ, ვინც არ ერი­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მხარ­და­ჭე­რის სა­ჯა­როდ და­ფიქ­სი­რე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ გიგი წე­რე­თელ­მა, გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ და პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პრა­ი­მე­რიზ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ გა­და­უ­წყვე­ტელ ამომ­რჩევ­ლებ­საც, რომ­ლებ­საც არ სურ­დათ ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მკა­ფიო, სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რა.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა პარ­ტი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის, და­ის­ვა თავ­მჯდო­მა­რის ანუ ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

მე, რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ვთვლი, რომ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს კამ­პა­ნია “ხმე­ბის გაფ­ლან­გვის და რე­ჟი­მის­თვის ჩუ­ქე­ბის “ თა­ო­ბა­ზე, ამ და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა, რა შე­დე­გი­თაც არ უნდა დას­რულ­დეს ის, შე­უძ­ლე­ბელს ხდის რო­გორც ამ პრო­პა­გან­დის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, ისე პარ­ტი­ის მხრი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბას.

რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ისე­დაც ბევ­რია ისე­თი პარ­ტია, რო­მე­ლიც ატყუ­ებს სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს, ისე­დაც ბევ­რია ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ამ­ბობს ერთს, აკე­თებს მე­ო­რეს.

„ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ შე­ეძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ნა­წილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ არ­ჩე­უ­ლი კურ­სი­დან გა­და­ეხ­ვია და სწო­რედ ამი­ტომ ჩვე­ნი გზე­ბი აქ იყო­ფა.

მე ვერ ავი­ღებ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, არ და­ვა­ყე­ნო ჩემი კან­დი­და­ტუ­რა 11 აგ­ვის­ტოს და­ნიშ­ნულ პარ­ტი­ულ ყრი­ლო­ბა­ზე.

ამას­თან ერ­თად, ამ და­პი­რის­პი­რე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბი­თი კონ­ფლიქ­ტი ჩემს იქამ­დე უახ­ლო­ეს პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ორ­თან აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს­თან და მის მხარ­დამ­ჭერ გუნდთან.

შე­სა­ბა­მი­სად, ვერ დავ­რჩე­ბი ვერც ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში და ვერც ამ პო­ლი­ტი­კურ გუნდში.

პარ­ტი­ის დღე­ვან­დე­ლი პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და მათი პო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ტი­ის შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის გა­რე­შე”, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

ამას­თან ბრი­ფინგზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პარ­ტია და­ტო­ვა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მაც. ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ას ტო­ვებს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი „ვის სა­ხელ­საც რა­ი­მე ახა­ლი უკავ­შირ­დე­ბა პარ­ტი­ა­ში“.

„ყვე­ლა, „არა­ფე­რი არ არის ის, რაც იქ დარ­ჩე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი დევს ერთ ყუთ­ში, ყვე­ლა­ფე­რი არის ციფ­რუ­ლი, ამი­ტომ იზ­რდე­ბო­და პარ­ტია და ა.შ. ის ყუთი არ­სად არ მი­დის, ჩვენ რაც გვაქვს, თან დაგ­ვაქვს ასე რომ, პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვაგ­რძე­ლებთ. ამ ბრძო­ლა­ში იმი­ტომ არ შე­მოვ­სულ­ვარ, რომ კაკო ბო­ბო­ხი­ძემ და გიგი წე­რე­თელ­მა ხელი შე­მი­შა­ლონ. გეგ­მებს გა­გა­გე­ბი­ნებთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად იქ­ნე­ბა, ვიდ­რე დღეს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ვი­ხი­ლავთ თუ არა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წა­სუ­ლებს ახა­ლი პარ­ტი­ის ფორ­მატ­ში“, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „გან­ვი­ხი­ლავთ. ვი­მოქ­მე­დებთ ამომ­რჩევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ ვნა­ხავთ, რომ დრო არ გვყოფ­ნის, შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ. ჩვენ ვმოქ­მე­დებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით“.

ავტორი:

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა "ევროპული საქართველო“ დატოვეს

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა "ევროპული საქართველო“ დატოვეს

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი - ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე დაპირისპირებამ გამოავლინა სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი პარტიის გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.

კერძოდ, ბოკერიას თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, ამ ყველაფერმა კი პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის, მიის პასუხისმგებლობის საკითხი.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროპულ საქართველოში შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია - ჩემი აზრით, ყველა ხარვეზის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად დადებითი პროცესი - წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა აირჩიეს პარტიის საპარლამენტო სია, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.

კონკურენცია იყო საკმაოდ მწვავე, რაც რეალური პრაიმერიზისთვის სრულიად ნორმალურია.

თუმცა, სამწუხაროდ, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, ჩემი, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის შექმნაში, რამაც ევროპული საქართველოს მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც დასტურდება.

ამას გარდა, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება.

ჩემი პოზიციით, და პარტიის თავდაპირველი შეთანხმებით, ეს მხოლოდ იმ პირებს უნდა შესძლებოდათ, ვინც არ ერიდება ევროპული საქართველოს მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირებას.

სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ ევროპული საქართველოს მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა.

ამ ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი.

მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია “ხმების გაფლანგვის და რეჟიმისთვის ჩუქების “ თაობაზე, ამ დაპირისპირების გაღვივება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, შეუძლებელს ხდის როგორც ამ პროპაგანდის განეიტრალებას, ისე პარტიის მხრიდან წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისედაც ბევრია ისეთი პარტია, რომელიც ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ისედაც ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს.

„ევროპულ საქართველოს“ შეეძლო საზოგადოებისთვის ამ მანკიერი პრაქტიკის ალტერნატივა შეეთავაზებინა.

სამწუხაროდ, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და სწორედ ამიტომ ჩვენი გზები აქ იყოფა.

მე ვერ ავიღებ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი და შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11 აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე.

ამასთან ერთად, ამ დაპირისპირებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.

შესაბამისად, ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში.

პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და მათი პოზიციის მხარდამჭერი პარტიის წევრები მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვა თამარ ჩერგოლეიშვილმაც. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტიას ტოვებს ყველა ის ადამიანი „ვის სახელსაც რაიმე ახალი უკავშირდება პარტიაში“.

„ყველა, „არაფერი არ არის ის, რაც იქ დარჩება, ყველაფერი დევს ერთ ყუთში, ყველაფერი არის ციფრული, ამიტომ იზრდებოდა პარტია და ა.შ. ის ყუთი არსად არ მიდის, ჩვენ რაც გვაქვს, თან დაგვაქვს ასე რომ, პოლიტიკურ მოღვაწეობას, რასაკვირველია, ვაგრძელებთ. ამ ბრძოლაში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა ხელი შემიშალონ. გეგმებს გაგაგებინებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე დღეს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა "ევროპული საქართველოდან" წასულებს ახალი პარტიის ფორმატში“, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „განვიხილავთ. ვიმოქმედებთ ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვნახავთ, რომ დრო არ გვყოფნის, შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით“.