კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ - ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა" - გოცირიძე
"დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ - ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა" - გოცირიძე

დახ­მა­რე­ბა შეგ­ვი­ჩე­რა ევ­რო­კავ­შირ­მა, გერ­მა­ნი­ამ, და­ნი­ამ, უკვე აშშ-მ და ეს უკვე დო­მი­ნოს პრინ­ცი­პის სა­ხეს იღებს - მთე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ა­ჩე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით და ამას მოჰ­ყვე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამე­რი­კის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • მი­სი­ვე თქმით, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დარ­ჩა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ეს იმის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­ექ­ცე­ვა სრულ სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სამ­ხედ­რო კუ­თხით, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვეყ­ნის გა­ღა­ტა­კე­ბას და 90-იან წლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ნიშ­ნავს.

"ბოლო, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მიერ შე­ჩე­რე­ბულ­მა დახ­მა­რე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ვი­ცით, რომ დახ­მა­რე­ბა შეგ­ვი­ჩე­რა ევ­რო­კავ­შირ­მა, გერ­მა­ნი­ამ, და­ნი­ამ, აი, აგერ უკვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და ეს უკვე დო­მი­ნოს პრინ­ცი­პის სა­ხეს იღებს და მთე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ა­ჩე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით. ამას მოჰ­ყვე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი, გაგ­რძელ­დე­ბა უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან ქვეყ­ნის იზო­ლა­ცია, რო­გორც არის მსოფ­ლიო ბან­კის, სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც დგას დღეს მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ყვე­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი. ამას მოჰ­ყვე­ბა უმუ­შევ­რო­ბა, ქვეყ­ნის დაც­ლა, ფა­სე­ბის ზრდა და ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლა. ჯერ კი­დევ იკა­ვე­ბენ თავს და სულ რა­ღაც 3 თვეა დარ­ჩე­ნი­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და ელო­დე­ბი­ან არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს. თუ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დარ­ჩა ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში, ეს იმის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­ექ­ცე­ვა სრულ სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სამ­ხედ­რო კუ­თხით და ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, ნიშ­ნავს ქვეყ­ნის გა­ღა­ტა­კე­ბას და 90-იან წლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას.

აი, ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" , რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის გვერ­დით და­ა­ყე­ნა და აგერ, "ჰა­მა­სის" იმ ტე­რო­რის­ტის გვერ­დით ზის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც გუ­შინ აა­ფეთ­ქეს და ხე­დავს რა გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა ქვე­ყა­ნა. და­ნა­შა­ულს სჩა­დის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ქვე­ყა­ნას ღა­ლა­ტობს, ღა­ლა­ტობს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ქვეყ­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად, არის ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით," - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის 95 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტ პირ­და­პირ დახ­მა­რე­ბას აჩე­რებს. კერ­ძოდ, რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვის შე­დე­გად, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 95 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტ დახ­მა­რე­ბას აჩე­რებს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სარ­გე­ბელს მო­უ­ტან­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას.

ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და ტყუ­ი­ლის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში წევ­რო­ბის ნორ­მებს.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს პროგ­რა­მე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რო­მელ­თაც სარ­გე­ბე­ლი მო­აქვთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით.

ავტორი:

"დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ - ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა" - გოცირიძე

"დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ - ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა" - გოცირიძე

დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს - მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით და ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.

  • მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ფინანსური, პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით, რაც ფაქტობრივად, ქვეყნის გაღატაკებას და 90-იან წლების დაბრუნებას ნიშნავს.

"ბოლო, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეჩერებულმა დახმარებების მოცულობამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ვიცით, რომ დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, აი, აგერ უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს და მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით. ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, გაგრძელდება უკვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის იზოლაცია, როგორც არის მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდი, ისევე როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომელზეც დგას დღეს მთელი სახელმწიფო და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა. ჯერ კიდევ იკავებენ თავს და სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ელოდებიან არჩევნების შედეგებს. თუ ეს ხელისუფლება დარჩა ძალაუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ფინანსური პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს ფაქტობრივად, ნიშნავს ქვეყნის გაღატაკებას და 90-იან წლების დაბრუნებას.

აი, ასეთი დანაშაული ჩაიდინა "ქართულმა ოცნებამ" , რომელმაც საკუთარი ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენა და აგერ, "ჰამასის" იმ ტერორისტის გვერდით ზის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუშინ ააფეთქეს და ხედავს რა გარემოცვაში აღმოჩნდა ქვეყანა. დანაშაულს სჩადის "ქართული ოცნება", ქვეყანას ღალატობს, ღალატობს კონსტიტუციას და ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დასაყენებლად, არის ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით," - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.