კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილი "ქართული სულის" ალბომის პრეზენტაცია
თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილი "ქართული სულის" ალბომის პრეზენტაცია

29 ივ­ლისს, ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვალ „ქარ­თუ­ლი სუ­ლის“ ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ლი­ტე­რა­ტორს, პუბ­ლი­ცისტსა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძეს მი­ე­ძღვნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა, სიმ­ბო­ლუ­რად, მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ი­მარ­თა. თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძეს 75 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და.

პრე­ზენ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ჩა­ტარ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბას თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ალ­ბომ­მა ფეს­ტი­ვა­ლის არ­ქი­ვი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ის KTW ჯგუ­ფის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ცა.

„ფეს­ტი­ვა­ლი „ქარ­თუ­ლი სული“ თბი­ლი­სი­დან და­ი­წყო და მალე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხს სჭირ­დე­ბა ის, რის­თვი­საც ეს ფეს­ტი­ვა­ლი და­არ­სდა - მო­მავ­ლის იმე­დი“. - ეს სი­ტყვე­ბი თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძეს ეკუთ­ვნის. ის ფეს­ტი­ვალ „ქარ­თუ­ლი სუ­ლის“ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საბ­ჭოს წევ­რი და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წამ­ყვა­ნი იყო.

„თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი და უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი იყო. ის, რო­გორც პატ­რი­ო­ტი და ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი კაცი, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­მა­ტი­ა­ნე გახ­ლდათ. რუს­თა­ვე­ლის სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, „მა­ჯა­ში­სა შემ­ტყვე­ბა­რი“ იყო, ზუს­ტად იცო­და, სად უჭირ­და ან ულ­ხინ­და ხალ­ხს, სიღ­რმი­სე­უ­ლად იც­ნობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, მწერ­ლო­ბას და, სა­ერ­თოდ, კულ­ტუ­რას. სწო­რედ ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის გარ­კვე­ვა-და­ფუძ­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზანს, რომ­ლის ის­ტო­რი­ის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე. ეს ალ­ბო­მი მის ნა­თელ ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა,“ - პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ, KTW ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

„ქარ­თუ­ლი სული“ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ტარ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის ის­ტო­რია 2002 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან იწყე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს იყო მი­ძღვნი­თი ზე­ი­მე­ბი და დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღებს ემ­თხვე­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვე­ულ კულ­ტუ­რულ გა­რე­მოს გას­ცდა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა. 2007 წლი­დან და­წეს­და „ქარ­თუ­ლი სუ­ლის“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო და ოქ­როს მე­და­ლი, რომ­ლი­თაც ფეს­ტი­ვალ­მა და­ა­ჯილ­დო­ვა კულ­ტუ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი და ან­სამ­ბლე­ბი, მწერ­ლე­ბი და მხატ­ვრე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი და ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი. ჯილ­დოს­თან ერ­თად ლა­უ­რე­ა­ტებს ფუ­ლა­დი პრი­ზიც გა­და­ე­ცე­მო­დათ.

„ქარ­თუ­ლი სუ­ლის“ ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნიც ხომ ეს არის - მი­ა­ნი­ჭოს ადა­მი­ა­ნებს სი­ხა­რუ­ლი, გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ისი­ნი სიყ­ვა­რულ­ში“. - თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე, 2018 წელი.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულიკო
0

ის იყო უდიდესი ქართველი , მგზნებარე პატრიოტი.ხშირი შემოქმედებითი საღამოები უნდა მივუძღვნათ , ხშირად ვახსენოთ და დავანახოთ მომავალ თაობას რა არის და როგორია სამშობლოს სიყვარული, რომელიც დიდი ცოდნითა და განათლებით მკვიდრდება ადამიანში. თამაზ ტყემალაძე იყო სამშობლოს სიყვარულის გადმოცემის ოსტატი, დიდი ხელოვანი, ქართული სიტყვის თაყვანისმცემელი და მასწავლებელი! დიდება მას!

ქართველი!
0

ნათელი და სანთელი მის ლამაზ

სულს!

ავტორი:

თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილი "ქართული სულის" ალბომის პრეზენტაცია

თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილი "ქართული სულის" ალბომის პრეზენტაცია

29 ივლისს, ხელოვნების ფესტივალ „ქართული სულის“ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცნობილ ლიტერატორს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს, თამაზ ტყემალაძეს მიეძღვნა. ღონისძიება, სიმბოლურად, მის დაბადების დღეზე გაიმართა. თამაზ ტყემალაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა.

პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ღონისძიებას თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ალბომმა ფესტივალის არქივიდან მოპოვებული ფოტოები და ჩანაწერები გააერთიანა. ის KTW ჯგუფის მხარდაჭერით გამოიცა.

„ფესტივალი „ქართული სული“ თბილისიდან დაიწყო და მალე მთელი საქართველო მოიცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს სჭირდება ის, რისთვისაც ეს ფესტივალი დაარსდა - მომავლის იმედი“. - ეს სიტყვები თამაზ ტყემალაძეს ეკუთვნის. ის ფესტივალ „ქართული სულის“ საორგანიზაციო საბჭოს წევრი და სადღესასწაულო ღონისძიებების წამყვანი იყო.

„თამაზ ტყემალაძე ჩემი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი იყო. ის, როგორც პატრიოტი და ქვეყნის ერთგული კაცი, თავისი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის მემატიანე გახლდათ. რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მაჯაშისა შემტყვებარი“ იყო, ზუსტად იცოდა, სად უჭირდა ან ულხინდა ხალხს, სიღრმისეულად იცნობდა საქართველოს ისტორიას, მწერლობას და, საერთოდ, კულტურას. სწორედ ქართული იდენტობის გარკვევა-დაფუძნება წარმოადგენდა ფესტივალის მიზანს, რომლის ისტორიის სათავეებთან იდგა თამაზ ტყემალაძე. ეს ალბომი მის ნათელ ხსოვნას ეძღვნება,“ - პრეზენტაციაზე აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა.

„ქართული სული“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

ფესტივალის ისტორია 2002 წლის გაზაფხულიდან იწყება. თავდაპირველად ეს იყო მიძღვნითი ზეიმები და დღესასწაულები, რომლებიც საიუბილეო თარიღებს ემთხვეოდა. მოგვიანებით, ღონისძიებები ჩვეულ კულტურულ გარემოს გასცდა და მთელი საქართველო მოიცვა. 2007 წლიდან დაწესდა „ქართული სულის“ სპეციალური ჯილდო და ოქროს მედალი, რომლითაც ფესტივალმა დააჯილდოვა კულტურის გამორჩეული მოღვაწეები და ანსამბლები, მწერლები და მხატვრები, მუსიკოსები და ქორეოგრაფები. ჯილდოსთან ერთად ლაურეატებს ფულადი პრიზიც გადაეცემოდათ.

„ქართული სულის“ ფესტივალის მიზანიც ხომ ეს არის - მიანიჭოს ადამიანებს სიხარული, გააერთიანოს ისინი სიყვარულში“. - თამაზ ტყემალაძე, 2018 წელი.

R