სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ში დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს - რა განაცხადეს მედიასთან ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა
სუს-ში დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს - რა განაცხადეს მედიასთან ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა

ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სუს-ში დღეს ორი პირი გა­მო­კი­თხეს.

და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბულ­მა ალი ხან­გოშ­ვილ­მა და გი­ორ­გი კუშ­ტა­ნაშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან არ და­დას­ტუ­რეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისი­ნი უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ი­კი­თხნენ, თუმ­ცა, ალი ხან­გოშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­კი­თხვა სუს-ის აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ი­ძე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

“გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი იყო, რო­მელ­საც გას­ცა პა­სუ­ხი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­წე­რილ­ზე მოგ­ვა­წე­რი­ნეს ხელი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ნა­ტა­ლია წიკ­ლა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს.

“ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა კონ­კრე­ტულ პირ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­ბა­რე­ბა მათი მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სუს-ში დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს - რა განაცხადეს მედიასთან ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა

სუს-ში დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს - რა განაცხადეს მედიასთან ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში დღეს ორი პირი გამოკითხეს.

დაკითხვაზე დაბარებულმა ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა მედიასთან არ დადასტურეს ინფორმაცია, რომ ისინი უწყებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ, თუმცა, ალი ხანგოშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკითხვა სუს-ის აღნიშნულ გამოიძებას შეეხებოდა.

“გარკვეული კითხვები იყო, რომელსაც გასცა პასუხი. აქედან გამომდინარე დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გაუთქმელობის ხელწერილზე მოგვაწერინეს ხელი“, - განაცხადა ადვოკატმა ნატალია წიკლაურმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

“ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.