პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევაკუაცია აეროპორტში, ბომბის არსებობის საფრთხე, თავდასხმა სარკინიგზო ქსელზე - რა ხდება საფრანაგეთში ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (ფოტოები)
ევაკუაცია აეროპორტში, ბომბის არსებობის საფრთხე, თავდასხმა სარკინიგზო ქსელზე - რა ხდება საფრანაგეთში ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (ფოტოები)

რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პა­რიზ­ში ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნია და­ი­წყე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე არი­ან. მთე­ლი დღეა, არე­უ­ლო­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბას ვხე­დავთ.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის წინ, საფ­რან­გე­თის ჩქა­როს­ნულ სარ­კი­ნიგ­ზო ქსელ­ზე რამ­დე­ნი­მე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ის ობი­ექ­ტებს ცე­ცხლი გან­ზრახ წა­უ­კი­დეს და და­ზი­ა­ნე­ბულ ხა­ზებ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხდა. აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­და ამი­სა, აზელ-მი­უ­ლუ­ზის აე­რო­პორ­ტში ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს "ბომ­ბის არ­სე­ბო­ბის" შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ბომ­ბი არ აღ­მოჩ­და და აე­რო­პორ­ტმა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა.

ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, საფ­რან­გეთ­ში, ბა­ზელ-მი­უ­ლუ­ზის აე­რო­პორ­ტმა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აე­რო­პორ­ტი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ზო­გი­ერ­თი რე­ი­სი გა­უქ­მდა და ზო­გიც გა­და­ი­დო.

რო­გორც აე­რო­პორ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მგზავ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გახ­და სა­ჭი­რო. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, ვინ დგას ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ საფ­რან­გეთ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს ჯა­შუ­შო­ბი­სა და არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ევაკუაცია აეროპორტში, ბომბის არსებობის საფრთხე, თავდასხმა სარკინიგზო ქსელზე - რა ხდება საფრანაგეთში ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (ფოტოები)

ევაკუაცია აეროპორტში, ბომბის არსებობის საფრთხე, თავდასხმა სარკინიგზო ქსელზე - რა ხდება საფრანაგეთში ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (ფოტოები)

რამდენიმე საათში პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია დაიწყება, თუმცა მანამდე ფრანგი სამართალდამცველები სერიოზული გამოწვევის წინაშე არიან. მთელი დღეა, არეულობის შექმნის მცდელობას ვხედავთ.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის წინ, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

საფრანგეთის ეროვნული რკინიგზის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს და დაზიანებულ ხაზებზე მოძრაობა შეფერხდა. აღდგენის სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, აზელ-მიულუზის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, რადგან სამართალდამცავებს "ბომბის არსებობის" შესახებ შეატყობინეს. ბომბი არ აღმოჩდა და აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

ევაკუაციის შემდეგ, საფრანგეთში, ბაზელ-მიულუზის აეროპორტმა მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ განცხადებას აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ზოგიერთი რეისი გაუქმდა და ზოგიც გადაიდო.

როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოების მიზნით გახდა საჭირო. ორივე შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს ჯაშუშობისა და არეულობის მოწყობის ბრალდებით.

წყარო