სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ წავიდა ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში - პოლიტიკოსი გავრცელებულ ჭორებს პასუხობს: "მჭირდებოდა ეს 2-3 თვე..."
რატომ წავიდა ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში - პოლიტიკოსი გავრცელებულ ჭორებს პასუხობს: "მჭირდებოდა ეს 2-3 თვე..."

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამე­რი­კა­შია. პო­ლი­ტი­კო­სი ფო­ტო­ებს შტა­ტე­ბი­დან ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე აქ­ვეყ­ნებს. ენმ-ს ყო­ფი­ლი თავ­ჯდო­მა­რის შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ, გაჩ­ნდა კი­თხვა, რა­ტომ და­ტო­ვა პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლო. ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა ხა­ბე­იშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იქ პო­ლი­ტი­კო­სის ძმა ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ათწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ხა­ბე­იშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დროს ნახა.

ხა­ბე­იშ­ვილს ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და ვკი­თხეთ, რა მიზ­ნით გა­ემ­გზავ­რა, ასე­ვე და­ვუს­ვით კი­თხვა ჭო­რებ­ზე, ხომ არ აპი­რებ­და პო­ლი­ტი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში გა­დას­ვლას.

- ვფიქ­რობ, იმა­ზე გა­სა­გე­ბად რაც სა­ჯა­როდ და ღიად ვი­სა­უბ­რე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ახ­სნა. ივ­ნის­ში ვთქვი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო მჭირ­დე­ბო­და მი­ნი­მუმ ორი თვე, რომ რის­კე­ბი და­ვა­ზღვიო და რის გამო მი­წევს ამის ახ­სნა.

აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი პრო­ცე­სებ­ში ( რო­გორც ენმ-ს პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე) და სწო­რედ ამი­ტომ მჭირ­დე­ბო­და ეს 2-3 თვე რომ აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში არ­ცერ­თი წამი არ დავ­კარ­გო.

- ლე­ვან, ვი­ცით, რომ თქვე­ნი ძმა წლე­ბია მანდ ცხოვ­რობს, თით­ქოს ამი­ტომ სა­უბ­რობ­დნენ რომ მას­თან გა­დახ­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად.

- რა უხერ­ხუ­ლია, ამის შემ­დეგ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ამა­ზე ვი­სა­უბ­რო.

ასე და­ას­რუ­ლა სა­უ­ბა­რი ჩვენ­თან ხა­ბე­იშ­ვილ­მა და მა­ი­სის აქ­ცი­ე­ბის დროს ხა­ბე­იშ­ვილ­მა სას­ტი­კად ცე­მის კად­რი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1 მა­ისს, აქ­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სას­ტი­კად სცე­მეს. მა­შინ ჯერ კი­დევ ენმ-ს თავ­ჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებ­და.

8 ივ­ნისს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. იგი ამ პო­ზი­ცი­ა­ზე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეც­ვა­ლა.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რედ 2023 წლის 30 იან­ვარს აირ­ჩი­ეს. მან ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიკა მე­ლია შეც­ვა­ლა.

ივ­ლის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ენმ-მ პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აირ­ჩია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რატომ წავიდა ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში - პოლიტიკოსი გავრცელებულ ჭორებს პასუხობს: "მჭირდებოდა ეს 2-3 თვე..."

რატომ წავიდა ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში - პოლიტიკოსი გავრცელებულ ჭორებს პასუხობს: "მჭირდებოდა ეს 2-3 თვე..."

ლევან ხაბეიშვილი ამერიკაშია. პოლიტიკოსი ფოტოებს შტატებიდან ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე აქვეყნებს. ენმ-ს ყოფილი თავჯდომარის შტატებში გამგზავრების შემდეგ, გაჩნდა კითხვა, რატომ დატოვა პოლიტიკოსმა საქართველო. ამბობენ, რომ შესაძლოა ხაბეიშვილი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ იქ პოლიტიკოსის ძმა ცხოვრობს, რომელიც ათწლიანი განშორების შემდეგ, ხაბეიშვილმა რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ნახა.

ხაბეიშვილს ამერიკაში დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა მიზნით გაემგზავრა, ასევე დავუსვით კითხვა ჭორებზე, ხომ არ აპირებდა პოლიტიკაში საცხოვრებლად შტატებში გადასვლას.

- ვფიქრობ, იმაზე გასაგებად რაც საჯაროდ და ღიად ვისაუბრე, შეუძლებელია ახსნა. ივნისში ვთქვი, რომ ჯანმრთელობის გამო მჭირდებოდა მინიმუმ ორი თვე, რომ რისკები დავაზღვიო და რის გამო მიწევს ამის ახსნა.

აგვისტოს ბოლოდან აქტიურად ვიქნები პროცესებში ( როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე) და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ეს 2-3 თვე რომ აქტიურ საარჩევნო პერიოდში არცერთი წამი არ დავკარგო.

- ლევან, ვიცით, რომ თქვენი ძმა წლებია მანდ ცხოვრობს, თითქოს ამიტომ საუბრობდნენ რომ მასთან გადახვედით საცხოვრებლად.

- რა უხერხულია, ამის შემდეგ, რომ იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო.

ასე დაასრულა საუბარი ჩვენთან ხაბეიშვილმა და მაისის აქციების დროს ხაბეიშვილმა სასტიკად ცემის კადრი გამოგვიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, აქციაზე პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემეს. მაშინ ჯერ კიდევ ენმ-ს თავჯდომარის პოსტს იკავებდა.

8 ივნისს ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. იგი ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ 2023 წლის 30 იანვარს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილი ენმ-მ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩია.

წაიკითხეთ ასევე: