სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გიორგი უდესიანი და რეზო ქურასბედიანი კატეგორიულად გამორიცხავენ ამ საქმესთან შემხებლობას“ - რას აცხადებს ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი
“გიორგი უდესიანი და რეზო ქურასბედიანი კატეგორიულად გამორიცხავენ ამ საქმესთან შემხებლობას“ - რას აცხადებს ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

ად­ვო­კატ ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბის გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი­სა და რეზო ქუ­რას­ბე­დი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­დეს.

ად­ვო­კა­ტებ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ და შოთა თუთ­ბე­რი­ძემ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლი­ვი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს.

“სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის შე­საძ­ლო ექ­სტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით. ამა­ვე დროს, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობ­დეს ვერ­სი­ა­ზე ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, სა­უ­ბა­რია გი­ორ­გი უდე­სი­ან­სა და რეზო ქუ­რას­ბე­დი­ან­ზე. მქონ­და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და ისი­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის შემ­ხებ­ლო­ბას ამ საქ­მე­ზე. ისი­ნი არი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს გა­მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლოა, ამ ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობ­დეს, არის წმინ­და წყლის პრო­პა­გან­და და მას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და "ინ­ტერ­პო­ლის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც, რო­მელ­მაც გია უდე­სი­ა­ნის ძებ­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უარი უთხრა", - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

ად­ვო­კატ შოთა თუთ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გახ­მა­უ­რე­ბით ჩნდე­ბა ეჭვი, რომ პრო­პა­გან­და ემ­სა­ხუ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, უნდა მოხ­დეს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა.

“ბუ­ნებ­რი­ვია, ომის ეს რე­ვი­ზია ცალ­სა­ხად არის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბა იმი­ტომ, რომ იქ გა­სარ­კვე­ვი და გა­და­სა­ხე­დი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია. გია უდე­სი­ა­ნი გახ­ლდათ ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თის მე­თა­უ­რი აგ­ვის­ტოს ომში, მას აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლებს რუ­სე­თი უს­წორ­დე­ბა, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი სა­ტე­ლი­ტი მთავ­რო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, ამ ფაქტს ადას­ტუ­რებს ისიც, რომ არ­ცერ­თი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო არ აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას უდე­სი­ა­ნის ექ­სტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ორი სა­ხელ­მწი­ფოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი და შე­სა­ბა­მი­სი გა­რან­ტი­ე­ბი აქვს, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამ გეგ­მას რე­ა­ლი­ზა­ცია უწე­რია, გვექ­ნე­ბა სი­ტუ­ა­ცია, როცა პრაქ­ტი­კუ­ლად, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დაკ­ვე­თას, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხორცს შე­ას­ხამს", - გა­ნა­ცხა­და შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ანს თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში 2015 წლის 28 მარტს მოკ­ლეს, მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ხარ­ძი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად 2016 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ა­ცხა­და.

ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პირი - უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და ორი­ვე მათ­განს და­უს­წრებ­ლად, 19-19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­ზე ამ დრომ­დე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ.

ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და პა­ტიმ­რო­ბი­დან 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ხარ­ძი­ა­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მას კუს ტბის წი­ლე­ბი ზე­წო­ლით და­ათ­მო­ბი­ნეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“გიორგი უდესიანი და რეზო ქურასბედიანი კატეგორიულად გამორიცხავენ ამ საქმესთან შემხებლობას“ - რას აცხადებს ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

“გიორგი უდესიანი და რეზო ქურასბედიანი კატეგორიულად გამორიცხავენ ამ საქმესთან შემხებლობას“ - რას აცხადებს ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება გამოძიება ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გიორგი უდესიანისა და რეზო ქურასბედიანის წინააღმდეგ მოქმედებდეს.

ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ჩამდენი პირის შესაძლო ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მივესალმებით. ამავე დროს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება გამოძიება მუშაობდეს ვერსიაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა წინააღმდეგ, საუბარია გიორგი უდესიანსა და რეზო ქურასბედიანზე. მქონდა მათთან კომუნიკაცია და ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ნებისმიერი ტიპის შემხებლობას ამ საქმეზე. ისინი არიან აბსოლუტურად უდანაშაულონი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს გამოძიება შესაძლოა, ამ ვერსიაზეც მუშაობდეს, არის წმინდა წყლის პროპაგანდა და მას აქვს პოლიტიკური მიზნები. მოგეხსენებათ, გიორგი უდესიანი არის პოლიტიკური დევნილი, რაც დადასტურებულია ჩვენი მეგობარი დასავლური სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებების და "ინტერპოლის" გადაწყვეტილებითაც, რომელმაც გია უდესიანის ძებნაზე საქართველოს ხელისუფლებას უარი უთხრა", - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის წინასაარჩევნო პერიოდში გახმაურებით ჩნდება ეჭვი, რომ პროპაგანდა ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების რეალიზებას, რომლის თანახმად, უნდა მოხდეს 2008 წლის აგვისტოს ომის გარკვეული გარემოებების გადახედვა.

“ბუნებრივია, ომის ეს რევიზია ცალსახად არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იმიტომ, რომ იქ გასარკვევი და გადასახედი ნამდვილად არაფერია. გია უდესიანი გახლდათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო შენაერთის მეთაური აგვისტოს ომში, მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს რუსეთი უსწორდება, მათ შორის, საკუთარი სატელიტი მთავრობების დახმარებით, ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ არცერთი ცივილიზებული, დასავლური სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას უდესიანის ექსტრადიციასთან დაკავშირებით. ეს არის დაკავშირებული ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აქვს მინიჭებული პოლიტიკური დევნილის სტატუსი და შესაბამისი გარანტიები აქვს, თუმცა ბუნებრივია, თუ “ქართული ოცნების“ ამ გეგმას რეალიზაცია უწერია, გვექნება სიტუაცია, როცა პრაქტიკულად, ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის დაკვეთას, საქართველოს ხელისუფლება ხორცს შეასხამს", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს მოკლეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა.

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი - უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორია დატოვებული ჰქონდათ.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე, 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.

ასევე იხილეთ: