პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი მსახიობი, რომელიც ქრისტიანულ ტაძარში დადის და სანთლებს ანთებს - სკანდალური განქორწინებები და ტრავმა: ვინ არის ბირჯე აქალაი, რომელიც ექიმებმა "სიკვდილს გამოსტაცეს"
თურქი მსახიობი, რომელიც ქრისტიანულ ტაძარში დადის და სანთლებს ანთებს - სკანდალური განქორწინებები და ტრავმა: ვინ არის ბირჯე აქალაი, რომელიც ექიმებმა "სიკვდილს გამოსტაცეს"

ბირ­ჯე აქა­ლაი ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბია, მას ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც კარ­გად იც­ნობს. მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ბირ­ჯე ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ტრავ­მამ აი­ძუ­ლა მო­მა­ვა­ლი შე­ეც­ვა­ლა. ბირ­ჯე ძლი­ე­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ქა­ლია.

  • მის ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა ნელ-ნელა მო­ვი­და. ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი რწმე­ნა სიყ­ვა­რუ­ლის მი­მართ არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა.

თურ­ქუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი 1984 წლის 19 ივ­ნისს სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო, ამი­ტომ მშობ­ლე­ბი დიდ დროს უთ­მობ­დნენ მის აღ­ზრდას. აქა­ლა­ის დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო, მაგ­რამ ქალი სწავ­ლობ­და მუ­სი­კას და ხატ­ვას, კარ­გად ერ­კვე­ო­და პო­ლი­ტი­კა­ში. მამა კონ­დი­ცი­რე­ბის კომ­პა­ნი­ას ფლობ­და სტამ­ბოლ­ში.

აქა­ლა­ის თქმით, მა­მის კომ­პა­ნი­ას ოჯა­ხის­თვის სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ მო­უ­ტა­ნია. ხან­და­ხან ჯი­ბის ფუ­ლიც არ ჰქონ­და. მშობ­ლე­ბი ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლად ზრდიდ­ნენ.

სამი წლის ასაკ­ში გო­გო­ნამ ბა­ლე­ტის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბობ­და. ბირ­ჯე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გახ­დე­ბო­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა ექ­ნე­ბო­და. 2000 წელს მი­ღე­ბულ­მა ტრავ­მამ მისი კა­რი­ე­რა და­ან­გრია. ბუ­ნე­ბით მე­ოც­ნე­ბე მსა­ხი­ო­ბი, სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, რის­თვი­საც მზად არ იყო.

სხვა გზა არ ჰქონ­და, პრო­ფე­სია უნდა შე­ეც­ვა­ლა. 2003 წელს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა, გა­და­წყვი­ტა თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სი გამ­ხდა­რი­ყო. მა­ლე­ვე მიხ­ვდა რომ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ერთ წე­ლი­წად­ში აკა­დე­მი­უ­რი აიღო და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში სცა­და ბედი.

2004 წელს "მის თურ­ქე­თის“ კონ­კურ­სზე მე-3 ად­გილ­ზე გა­ვი­და. გო­გო­ნას ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, სა­დაც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას გა­და­წყვი­ტა მსა­ხი­ო­ბო­ბა ეცა­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თა­ვი­დან ჩა­ა­ბა­რა. 2006 წელს კი აქა­ლა­ის დე­ბი­უ­ტი შედ­გა და ეპი­ზო­დუ­რი როლი მი­ი­ღო სე­რი­ალ­ში "Destiny", ხოლო ერთი წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა სხვა სე­რი­ალ­ში "ასი".

მსა­ხი­ო­ბი თა­ვი­სი გა­სა­ო­ცა­რი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით მალე შე­ნიშ­ნეს. 2007 წელს მან ითა­მა­შა ფილმში "Alarm", ხოლო ერთი წლის შემ­დეგ მე­ლოდ­რა­მებ­ში "ზამ­თრის ზღა­პა­რი" და "აჯან­ყე­ბა".

მშობ­ლებ­თან ერ­თად

მაგ­რამ აქა­ლა­ის პო­პუ­ლა­რო­ბამ პიკს მი­აღ­წია, რო­დე­საც ითა­მა­შა სე­რი­ალ­ში "ცასა და დე­და­მი­წას შო­რის". მისი გმი­რი დას­თან ერ­თად სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ასი­ა­თა­სო­ბით თურ­ქი მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ძა­ბუ­ლი ადევ­ნებ­და თვალს სე­რი­ალს. კრი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით მან შეძ­ლო ძლი­ე­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ქა­ლის თა­მა­ში ეკ­რან­ზე.

2013 წლი­დან-2016 წლამ­დე კი­დევ ოთხ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს. 2017 წელს კი ბირ­ჯეს­თვის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და "შავ-თეთ­რი სიყ­ვა­რუ­ლი", რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და არა მხო­ლოდ თურ­ქეთ­ში, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით.

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან "შეშ­ლი­ლი მე­ტყე­ვე“

2020 წელს მსა­ხი­ო­ბი ეკ­რან­ზე დაბ­რუნ­და სე­რი­ა­ლით "ბა­ბი­ლო­ნი". ბირ­ჯეს კა­რი­ე­რა და პი­რა­დი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია, რო­დე­საც პრო­ექ­ტზე "ცასა და დე­და­მი­წას შო­რის" მუ­შა­ო­ბი­სას თა­ვი­სი პარტნი­ო­რი, მუ­რატ იუ­ნალ­მი­ში შე­უყ­ვარ­და. ისი­ნი 2011 წელს და­ქორ­წინ­დნენ. მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, წყვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო და 2013 წელს წყვი­ლი და­შორ­დნენ.

ერთი წლის შემ­დეგ, სე­რი­ა­ლის "პა­ტა­რა ბოსი" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, აკა­ლა­იმ მსა­ხი­ო­ბი სარფ ლე­ვენ­დოღ­ლუ გა­იც­ნო და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მე­ო­რედ იქორ­წი­ნა. ისი­ნი ყველ­გან ერ­თად და­დი­ოდ­ნენ, თით­ქოს მათ შო­რის იდი­ლია იყო. თუმ­ცა 2017 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბირ­ჯე და სარ­ფი გან­ქორ­წინ­დნენ.

თურ­ქუ­ლი ტაბ­ლო­ი­დე­ბი წერ­დნენ, რომ ლე­ვენ­დოღ­ლუ და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ქალს შვი­ლი გა­ე­ჩი­ნა, მაგ­რამ აქა­ლა­ის, რომ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბაც მხო­ლოდ თურ­ქე­თით აღარ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, არ სურ­და კა­რი­ე­რა­ში ხან­გრძლი­ვი შეს­ვე­ნე­ბა აეღო. ბირ­ჯე სტამ­ბოლ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე იყო, რო­დე­საც მისი ქმა­რი კუ­რორტზე პა­პა­რა­ცებ­მა სხვა ქალ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი გა­მო­ი­ჭი­რეს. მსა­ხო­ბი ამ ამ­ბის შემ­დეგ ქმარს და­შორ­და.

"ბავ­შვებ­ზე და ქორ­წი­ნე­ბა­ზე ფიქ­რი მა­ში­ნებს", - აღი­ა­რა ბირ­ჯემ. ორი წლის წინ, მსა­ხი­ობს გულ­ზე პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. ექი­მე­ბის დრო­უ­ლი ჩა­რე­ვით სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა/

  • სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ბირ­ჯეს შე­სა­ხებ

ბირ­ჯე კარ­გად მღე­რის, რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ცია თურ­ქუ­ლი რა­დი­ოს ჩარ­ტებ­ში ლი­დე­რობ­და.

მსა­ხი­ობს ბევ­რი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. მათ შო­რის რი­ნოპ­ლას­ტი­კა და ის რე­გუ­ლა­რუ­ლად იყე­ნებს ფი­ლერს ტუ­ჩის შე­სავ­სე­ბად.

ბირ­ჯეს რამ­დე­ნი­მე ტატუ აქვს. ხელ­ზე პე­პე­ლა, ფეხ­ზე კი კატა. მა­ჯა­ზე პირ­ვე­ლი ქმრის სა­ხე­ლი ჰქონ­და ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შე­ას­წო­რა და ყვა­ვი­ლად გა­და­ა­კე­თა. იგი­ვე მოხ­და მე­ო­რე ქმრის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მსა­ხი­ობს მისი სა­ხე­ლის შეს­წო­რე­ბაც მო­უ­წია.

  • გა­ოგ­ნე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი

ბირ­ჯემ კი­დევ ერთხელ ჩა­აგ­დო შოკ­ში ფა­ნე­ბი, რო­დე­საც ერთ დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თლის დან­თე­ბი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. აქა­ლაი ფო­ტო­ებ­ზე წერ­და, რომ შობა მისი საყ­ვა­რე­ლი პე­რი­ო­დია. გულ­შე­მატ­კივ­რებს კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდათ მის რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა აქა­ლა­ის მათი კი­თხვე­ბის­თვის პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ის მუს­ლი­მია, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლის, რომ ქრის­ტი­ა­ნულ ტა­ძარ­შიც მი­ვი­დეს.

"ეს ფო­ტო­ე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს, ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნი და­დის მე­ჩეთ­ში ან სი­ნა­გო­გა­ში და პი­რი­ქით, ამა­ში ხელს არ უშ­ლით თა­ვი­სი რე­ლი­გია".

"და­დი­ან, მაგ­რამ ისი­ნი სან­თლებს არ ან­თე­ბენ...“ - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში. ფა­ნე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, ბირ­ჯემ სარ­წმუ­ნო­ე­ბა შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ თვი­თონ მსა­ხი­ობს არა­ფე­რი უთ­ქვამს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

თურქი მსახიობი, რომელიც ქრისტიანულ ტაძარში დადის და სანთლებს ანთებს - სკანდალური განქორწინებები და ტრავმა: ვინ არის ბირჯე აქალაი, რომელიც ექიმებმა "სიკვდილს გამოსტაცეს"

თურქი მსახიობი, რომელიც ქრისტიანულ ტაძარში დადის და სანთლებს ანთებს - სკანდალური განქორწინებები და ტრავმა: ვინ არის ბირჯე აქალაი, რომელიც ექიმებმა "სიკვდილს გამოსტაცეს"

ბირჯე აქალაი ცნობილი თურქი მსახიობია, მას ქართველი მაყურებელიც კარგად იცნობს. მწვანეთვალება ბირჯე ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა, მაგრამ ტრავმამ აიძულა მომავალი შეეცვალა. ბირჯე ძლიერი და მიზანდასახული ქალია.

  • მის ცხოვრებაში პოპულარობა ნელ-ნელა მოვიდა. ორი წარუმატებელი ქორწინების მიუხედავად მისი რწმენა სიყვარულის მიმართ არ განელებულა.

თურქული კინოს ვარსკვლავი 1984 წლის 19 ივნისს სტამბოლში დაიბადა. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ მშობლები დიდ დროს უთმობდნენ მის აღზრდას. აქალაის დედა დიასახლისი იყო, მაგრამ ქალი სწავლობდა მუსიკას და ხატვას, კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში. მამა კონდიცირების კომპანიას ფლობდა სტამბოლში.

აქალაის თქმით, მამის კომპანიას ოჯახისთვის სტაბილური შემოსავალი არ მოუტანია. ხანდახან ჯიბის ფულიც არ ჰქონდა. მშობლები ერთადერთ ქალიშვილს თავისუფლად ზრდიდნენ.

სამი წლის ასაკში გოგონამ ბალეტის შესწავლა დაიწყო და ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა. ბირჯე დარწმუნებული იყო, რომ ცნობილი მოცეკვავე გახდებოდა და მოგვიანებით საკუთარი საბალეტო სკოლა ექნებოდა. 2000 წელს მიღებულმა ტრავმამ მისი კარიერა დაანგრია. ბუნებით მეოცნებე მსახიობი, სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რისთვისაც მზად არ იყო.

სხვა გზა არ ჰქონდა, პროფესია უნდა შეეცვალა. 2003 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სტამბოლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, გადაწყვიტა თეატრის კრიტიკოსი გამხდარიყო. მალევე მიხვდა რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. ერთ წელიწადში აკადემიური აიღო და სამოდელო სააგენტოში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, შემდეგ კი სილამაზის კონკურსში სცადა ბედი.

2004 წელს "მის თურქეთის“ კონკურსზე მე-3 ადგილზე გავიდა. გოგონას ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობა შესთავაზეს, სადაც სამი წლის განმავლობაში სპორტული გადაცემა მიჰყავდა. ტელევიზიაში მუშაობისას გადაწყვიტა მსახიობობა ეცადა და უნივერსიტეტში თავიდან ჩააბარა. 2006 წელს კი აქალაის დებიუტი შედგა და ეპიზოდური როლი მიიღო სერიალში "Destiny", ხოლო ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა სხვა სერიალში "ასი".

მსახიობი თავისი გასაოცარი გარეგნობის წყალობით მალე შენიშნეს. 2007 წელს მან ითამაშა ფილმში "Alarm", ხოლო ერთი წლის შემდეგ მელოდრამებში "ზამთრის ზღაპარი" და "აჯანყება".

მშობლებთან ერთად

მაგრამ აქალაის პოპულარობამ პიკს მიაღწია, როდესაც ითამაშა სერიალში "ცასა და დედამიწას შორის". მისი გმირი დასთან ერთად სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება. ასიათასობით თურქი მაყურებელი დაძაბული ადევნებდა თვალს სერიალს. კრიტიკოსების შეფასებით მან შეძლო ძლიერი და მიზანდასახული ქალის თამაში ეკრანზე.

2013 წლიდან-2016 წლამდე კიდევ ოთხ სერიალში გადაიღეს. 2017 წელს კი ბირჯესთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გამოვიდა "შავ-თეთრი სიყვარული", რომელიც პოპულარული გახდა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

კადრი სერიალიდან "შეშლილი მეტყევე“

2020 წელს მსახიობი ეკრანზე დაბრუნდა სერიალით "ბაბილონი". ბირჯეს კარიერა და პირადი ერთმანეთში აირია, როდესაც პროექტზე "ცასა და დედამიწას შორის" მუშაობისას თავისი პარტნიორი, მურატ იუნალმიში შეუყვარდა. ისინი 2011 წელს დაქორწინდნენ. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, წყვილს შორის კონფლიქტი დაიწყო და 2013 წელს წყვილი დაშორდნენ.

ერთი წლის შემდეგ, სერიალის "პატარა ბოსი" გადასაღებ მოედანზე, აკალაიმ მსახიობი სარფ ლევენდოღლუ გაიცნო და რამდენიმე თვეში მეორედ იქორწინა. ისინი ყველგან ერთად დადიოდნენ, თითქოს მათ შორის იდილია იყო. თუმცა 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ბირჯე და სარფი განქორწინდნენ.

თურქული ტაბლოიდები წერდნენ, რომ ლევენდოღლუ დაჟინებით მოითხოვდა ქალს შვილი გაეჩინა, მაგრამ აქალაის, რომლის პოპულარობაც მხოლოდ თურქეთით აღარ შემოიფარგლებოდა, არ სურდა კარიერაში ხანგრძლივი შესვენება აეღო. ბირჯე სტამბოლში გადაღებებზე იყო, როდესაც მისი ქმარი კურორტზე პაპარაცებმა სხვა ქალთან ჩახუტებული გამოიჭირეს. მსახობი ამ ამბის შემდეგ ქმარს დაშორდა.

"ბავშვებზე და ქორწინებაზე ფიქრი მაშინებს", - აღიარა ბირჯემ. ორი წლის წინ, მსახიობს გულზე პრობლემები აღმოაჩნდა. ექიმების დროული ჩარევით სიკვდილს გადაურჩა/

  • საინტერესო ფაქტები ბირჯეს შესახებ

ბირჯე კარგად მღერის, რამდენიმე კომპოზიცია თურქული რადიოს ჩარტებში ლიდერობდა.

მსახიობს ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. მათ შორის რინოპლასტიკა და ის რეგულარულად იყენებს ფილერს ტუჩის შესავსებად.

ბირჯეს რამდენიმე ტატუ აქვს. ხელზე პეპელა, ფეხზე კი კატა. მაჯაზე პირველი ქმრის სახელი ჰქონდა ტატუირებული, მაგრამ განქორწინების შემდეგ შეასწორა და ყვავილად გადააკეთა. იგივე მოხდა მეორე ქმრის სახელთან დაკავშირებით. მსახიობს მისი სახელის შესწორებაც მოუწია.

  • გაოგნებული გულშემატკივრები

ბირჯემ კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში ფანები, როდესაც ერთ დღეს ეკლესიაში სანთლის დანთებისას გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. აქალაი ფოტოებზე წერდა, რომ შობა მისი საყვარელი პერიოდია. გულშემატკივრებს კითხვები გაუჩნდათ მის რელიგიასთან დაკავშირებით, თუმცა აქალაის მათი კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია. სხვადასხვა წყაროებში ვკითხულობთ, რომ ის მუსლიმია, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ ქრისტიანულ ტაძარშიც მივიდეს.

"ეს ფოტოები არაფერს ნიშნავს, ბევრი ქრისტიანი დადის მეჩეთში ან სინაგოგაში და პირიქით, ამაში ხელს არ უშლით თავისი რელიგია".

"დადიან, მაგრამ ისინი სანთლებს არ ანთებენ...“ - წერენ კომენტარებში. ფანების ნაწილის აზრით, ბირჯემ სარწმუნოება შეიცვალა, თუმცა ამის შესახებ თვითონ მსახიობს არაფერი უთქვამს.