საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზებს აშფოთებს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ჩამოსახლდებიან რუსები, რაც გამოიწვევს დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას" - რა ხდება აფხაზეთში?
"აფხაზებს აშფოთებს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ჩამოსახლდებიან რუსები, რაც გამოიწვევს დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას" - რა ხდება აფხაზეთში?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც წინა კვი­რა­ში ლა­მის მღელ­ვა­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, გრძელ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი “ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა“ გა­მო­იწ­ვია. გა­სუ­ლი კვი­რის მთა­ვა­რი თემა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა გახ­და. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, აფხა­ზეთ­ში დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს "აპარტ-სას­ტუმ­რო­ე­ბის და ბი­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის მო­წეს­რი­გე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, აუქ­მებს აფხა­ზეთ­ში უცხო­ე­ლე­ბის მიერ სა­ცხოვ­რებ­ლის შე­ძე­ნის დღეს მოქ­მედ აკ­რძალ­ვას. აფხა­ზე­ბის პრო­ტეს­ტი საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოდ­გა. რა იცით, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რა საფრ­თხეს ხე­და­ვენ აფხა­ზე­ბი და რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლოდ?

- აფხა­ზებს აშ­ფო­თებს და მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რად­გან კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­მო­სახ­ლდე­ბი­ან რუ­სე­ბი, რაც გა­მო­იწ­ვევს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვას. რო­გორც ვხე­დავთ, მო­სახ­ლე­ო­ბის მკა­ფიო და მკაცრ რე­აქ­ცი­ას მოყ­ვა ის, რომ დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის ბევ­რმა დე­პუ­ტატ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნონპ­რო­ექტს ხმას არ მის­ცემს. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ თუ მათი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა იქ­ნე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით არის კი­დეც, ამ კა­ნონპ­რო­ექტს გა­იწ­ვე­ვენ. სა­ქარ­თვე­ლოს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს სა­კი­თხი ასე­ვე პრობ­ლე­მუ­რია მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის - აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის მი­სა­ღე­ბი. აქამ­დე ჩვენ მზად ვი­ყა­ვით და ვართ კი­დე­ვაც, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მივ­ცეთ აფხა­ზებს და არა­მარ­ტო მათ, მთლი­ა­ნო­ბა­ში ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვინც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლომ არ უნდა მის­ცეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა იმათ, ვინც კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­სახ­ლდე­ბი­ან...

- ჩვენ ვი­ცით, რა და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა ჰქონ­და რუ­სეთს ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახლა რო­გო­რია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბჟა­ნია ამ ზე­წო­ლის ქვეშ მოქ­მე­დებს, თუ მის­თვის ეს ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბის მო­რი­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა?

- რო­გორც აფხა­ზე­ბი ამ­ბო­ბენ, ბჟა­ნი­ას­თვის და მისი გუნ­დის­თვის ეს არის ერთი მხრივ ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და მე­ო­რე მხრივ რუ­სე­თის წი­ნა­შე გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ... არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის­გან გქონ­დეს იმე­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს შე­ე­ხე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც”, სა­ნაც­ვლოდ კრემ­ლის მხრი­დან მერე ისეთ მო­თხოვ­ნე­ბი იწყე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­გაგ­დოს. ბიჭ­ვინ­თას რაც შე­ე­ხე­ბა, იქ ჯერ კი­დევ არაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი ეს პრო­ცე­სი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ნე­ბის­მი­ერ დროს...

- აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ ზო­გად ვი­თა­რე­ბას რომ შე­ვე­ხოთ, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ შე­იც­ვა­ლა რა­ი­მე ქარ­თვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუნ­დაც იმ ცნო­ბი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის შე­დე­გად?

- არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ჩვენ­თან აქამ­დეც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გა­ლის რა­ი­ო­ნი და არის დღემ­დე. და­ნარ­ჩე­ნი კი, აფხა­ზებს ქარ­თვე­ლებ­თან არა­ნა­ი­რი სა­ერ­თოს ქონა არ უნ­დათ... ისი­ნი ელო­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს­გან ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბას, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო არ აპი­რებს, ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია..

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"აფხაზებს აშფოთებს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ჩამოსახლდებიან რუსები, რაც გამოიწვევს დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას" - რა ხდება აფხაზეთში?

"აფხაზებს აშფოთებს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ჩამოსახლდებიან რუსები, რაც გამოიწვევს დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას" - რა ხდება აფხაზეთში?

ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა, რაც წინა კვირაში ლამის მღელვარებაში გადაიზარდა, გრძელდება. ადგილობრივების პროტესტი “ბინების შესახებ კანონპროექტმა“ გამოიწვია. გასული კვირის მთავარი თემა ხელისუფლების მხრიდან ბინების მშენებლობის ლეგალიზაციის მორიგი მცდელობა გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

- როგორც ცნობილია, აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის მომზადებულ კანონპროექტს "აპარტ-სასტუმროების და ბინების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“, რომელიც, ფაქტობრივად, აუქმებს აფხაზეთში უცხოელების მიერ საცხოვრებლის შეძენის დღეს მოქმედ აკრძალვას. აფხაზების პროტესტი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. რა იცით, მიმდინარე მოვლენების შესახებ, რა საფრთხეს ხედავენ აფხაზები და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამ კანონმდებლობამ საქართველოს სამომავლოდ?

- აფხაზებს აშფოთებს და მათთვის მიუღებელია ეს კანონმდებლობა, რადგან კანონის ამოქმედების შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ჩამოსახლდებიან რუსები, რაც გამოიწვევს დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას. როგორც ვხედავთ, მოსახლეობის მკაფიო და მკაცრ რეაქციას მოყვა ის, რომ დე ფაქტო პარლამენტის ბევრმა დეპუტატმა უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს ხმას არ მისცემს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ მათი რაოდენობრივი უპირატესობა იქნება და ჯერჯერობით არის კიდეც, ამ კანონპროექტს გაიწვევენ. საქართველოს რაც შეეხება, ეს საკითხი ასევე პრობლემურია მთელი ქვეყნისთვის - აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოელი მოქალაქეების ჩამოსახლება ნამდვილად არ არის მისაღები. აქამდე ჩვენ მზად ვიყავით და ვართ კიდევაც, რომ მოქალაქეობა მივცეთ აფხაზებს და არამარტო მათ, მთლიანობაში ბოლო წლების განმავლობაში, ვინც დაიბადა და გაიზარდა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ საქართველომ არ უნდა მისცეს მოქალაქეობა იმათ, ვინც კანონის მიღების შემთხვევაში ჩამოსახლდებიან...

- ჩვენ ვიცით, რა დაჟინებული მოთხოვნა ჰქონდა რუსეთს ბიჭვინთის აგარაკების შემთხვევაში, ახლა როგორია რუსეთის ხელისუფლების პოზიცია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბჟანია ამ ზეწოლის ქვეშ მოქმედებს, თუ მისთვის ეს ფინანსური მოგების მორიგი საშუალებაა?

- როგორც აფხაზები ამბობენ, ბჟანიასთვის და მისი გუნდისთვის ეს არის ერთი მხრივ ფინანსური ინტერესები და მეორე მხრივ რუსეთის წინაშე გარკვეული ვალდებულებები ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ... არ შეიძლება რუსეთისგან გქონდეს იმედი ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, ეს შეეხება “ქართულ ოცნებასაც”, სანაცვლოდ კრემლის მხრიდან მერე ისეთ მოთხოვნები იწყება, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოს. ბიჭვინთას რაც შეეხება, იქ ჯერ კიდევ არაა დასრულებული ეს პროცესი, თუმცა შეიძლება დასრულდეს ნებისმიერ დროს...

- აფხაზეთში არსებულ ზოგად ვითარებას რომ შევეხოთ, ბოლო წლების განმავლობაში თუ შეიცვალა რაიმე ქართველებთან დაკავშირებით, თუნდაც იმ ცნობილი სოციალური პროგრამის შედეგად?

- არსებითად არაფერი შეცვლილა, ჩვენთან აქამდეც დაკავშირებული იყო გალის რაიონი და არის დღემდე. დანარჩენი კი, აფხაზებს ქართველებთან არანაირი საერთოს ქონა არ უნდათ... ისინი ელოდებიან საქართველოსგან ძალის არგამოყენებაზე ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყებას, რასაც საქართველო არ აპირებს, ამიტომ ამ მიმართულებით გაჩერებულია სიტუაცია..

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი