კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება" - რას ამბობს გამოკითხვის შემდეგ ნადიმ ხმალაძე და რა კითხვები ჰქონდათ მასთან
"ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება" - რას ამბობს გამოკითხვის შემდეგ ნადიმ ხმალაძე და რა კითხვები ჰქონდათ მასთან

"ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­ში­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ნა­დიმ ხმა­ლა­ძემ გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • ნა­დიმ ხმა­ლა­ძის თქმით, მას კი­თხვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვეს.

"და­ის­ვა კი­თხვე­ბი ჩემს ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე წარ­სულ­ში, ოღონდ ძა­ლი­ან შორს წარ­სულ­ში. და­ის­ვა კი­თხვა უკ­რა­ი­ნა­ზე, ჩემს იქ ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რა­ღაც ყო­ფი­თი კი­თხვე­ბი. არც კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მე პირ­ზე ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი, ზო­გა­დი სა­უ­ბა­რი იყო - ხომ არ მაქვს ვინ­მეს­თან უცხო­ეთ­ში კავ­ში­რი. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­ში­ნე­ბა, შე­ში­ნე­ბა თუ რა­ღაც ასე­თი", - აცხა­დებს ნა­დიმ ხმა­ლა­ძე

  • ამას­თან, რო­გორც ნა­დიმ ხმა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, კი­თხვე­ბი იყო ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, თუმ­ცა სა­ერ­თო ჯამ­ში მათი ში­ნა­არ­სი გა­უ­გე­ბა­რი იყო.

"იყო კი­თხვე­ბი, რა თქმა უნდა, ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს რა­ი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, რა­ი­მე სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი კონ­კრე­ტი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს, თუ გინ­და, რომ ვინ­მეს­გან ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო, ასე სა­ბავ­შვო კი­თხვე­ბის დას­მა, ეს იყო ძა­ლი­ან აბ­სურ­დუ­ლი, უბ­რა­ლოდ ვერ გა­ვი­გეთ კი­თხვე­ბის ში­ნა­არ­სი, ვის წი­ნა­აღ­მდეგ იყო და რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

ნა­დიმ ხმა­ლა­ძემ 20 ივ­ნისს გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ტე­რო­რიზ­მი­სა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მუხ­ლით უწყე­ბა­ში იბა­რებს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება" - რას ამბობს გამოკითხვის შემდეგ ნადიმ ხმალაძე და რა კითხვები ჰქონდათ მასთან

"ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება" - რას ამბობს გამოკითხვის შემდეგ ნადიმ ხმალაძე და რა კითხვები ჰქონდათ მასთან

"ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება", - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

  • ნადიმ ხმალაძის თქმით, მას კითხვები უკრაინაში ყოფნასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

"დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში, ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც კონკრეტულად ვინმე პირზე ყოფილა საუბარი, ზოგადი საუბარი იყო - ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი", - აცხადებს ნადიმ ხმალაძე

  • ამასთან, როგორც ნადიმ ხმალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, კითხვები იყო ტერორიზმთან დაკავშირებითაც, თუმცა საერთო ჯამში მათი შინაარსი გაუგებარი იყო.

"იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. თუ არის საშიშროება, რომ ქვეყანაში მოხდეს რაიმე ტერორისტული აქტი, რაიმე სახელმწიფო გადატრიალება, გარკვეული კონკრეტიზაცია უნდა მოხდეს, თუ გინდა, რომ ვინმესგან ინფორმაცია მიიღო, ასე საბავშვო კითხვების დასმა, ეს იყო ძალიან აბსურდული, უბრალოდ ვერ გავიგეთ კითხვების შინაარსი, ვის წინააღმდეგ იყო და რას ემსახურებოდა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ნადიმ ხმალაძემ 20 ივნისს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებს.