პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანიას ეფექტი - შთამბეჭდავი გამოჩენა და დუმილი: "ის ძალიან ჭკვიანია და იდუმალი ქალის მისტიკა შექმნა იმით, რომ თვალსაწიერიდან ქრება და..."
მელანიას ეფექტი - შთამბეჭდავი გამოჩენა და დუმილი: "ის ძალიან ჭკვიანია და იდუმალი ქალის მისტიკა შექმნა იმით, რომ თვალსაწიერიდან ქრება და..."

მე­ლა­ნი­ას ეფექ­ტი - შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მო­ჩე­ნა და დუ­მი­ლი: "ის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია და იდუ­მა­ლი ქა­ლის მის­ტი­კა შექ­მნა იმით, რომ თვალ­სა­წი­ე­რი­დან ქრე­ბა და..."

მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ეს­რო­ლეს, დო­ნალდ ტრამ­პის მე­უღ­ლე, მე­ლა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა.

რეს­პუბ­ლი­კურ წი­თელ ფერ­ში ჩაც­მუ­ლი, ის მი­ლუ­ო­კი­ში, რეს­პუბ­ლი­კურ ეროვ­ნულ კონ­ვენ­ცი­ა­ზე კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით მარ­ტო შე­ვი­და.

რო­გორც უცხო­უ­რი მე­დია აფა­სებს, მე­ლა­ნია ბრწყინ­ვა­ლე და მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო, თუმ­ცა მისი სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნა უფრო პო­დი­უმ­ზე გას­ვლას ჰგავ­და, ვიდ­რე - პო­ლი­ტი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ისე­თი დის­ტან­ცი­უ­რი იყო, რო­გორც არას­დროს.

ის ქმარს ხან­გრძლი­ვი მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვის შემ­დეგ შე­უ­ერ­თდა და სცე­ნა­ზე სწო­რედ მა­შინ ავი­და, რო­დე­საც ხალ­ხში ბუშ­ტე­ბი და­ეშ­ვა. დო­ნალდ ტრამ­პი მას ჩა­ხუ­ტე­ბით მი­ე­სალ­მა და წყვილ­მა ლო­ყა­ზე აკო­ცა ერ­თმა­ნეთს.

შემ­დეგ ქმარ­მა ხელი ჩაჰ­კი­და და მათ სცე­ნა­ზე გა­ი­ა­რეს, სა­დაც ტრამ­პის ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

მას შემ­დეგ, რაც დო­ნალ­დი პრე­ზი­დენ­ტად პირ­ვე­ლად 2016 წელს აირ­ჩი­ეს, მე­ლა­ნია ტრამპმა ამე­რი­კუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა ჩვე­უ­ლი წესი და­არ­ღვია.

თეთრ სახ­ლში ტრამ­პის პირ­ვე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის სხვა პირ­ველ ლე­დებ­თან შე­და­რე­ბით გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი ფი­გუ­რა იყო და ინ­ტე­რე­სე­ბის ვიწ­რო სპექტრზე ფო­კუ­სირ­დე­ბო­და. აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვე­ბი აღ­წერს მას, რო­გორც "სი­კე­თის ელჩს" და ბავ­შვთა სა­კი­თხე­ბის ად­ვო­კატს.

თეთრ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის მე­უღ­ლის გვერ­დით ძი­რი­თა­დად, არ ჩნდე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, მე­ლა­ნია ნიუ-იორკში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ტრამ­პი პირ­ვე­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ვი­საც და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რი დას­დეს. მის გვერ­დით ასე­ვე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მან თა­ვი­სი პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო ნო­მი­ნა­ცია მე­სა­მედ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­პო­ვა.

"მე­ლა­ნია აკე­თებს იმას, რაც მე­ლა­ნი­ას უნდა", - აღ­ნიშ­ნა მერი ჯორ­დან­მა, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის ბი­ოგ­რაფ­მა, The Art of Her Deal - მა კი და­წე­რა: "ის მკაც­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და არ გა­ა­კე­თებს რა­ი­მეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამას სხვე­ბი აკე­თე­ბენ. ასე მო­საქ­ცე­ვად არა­ნა­ირ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ გრძნობს".

მე­ლა­ნია ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი პირ­ვე­ლი ლე­დია თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, უც­ნო­ბია მისი მო­საზ­რე­ბა.

გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან მე­უღ­ლე­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა.

"მონ­სტრმა, რო­მელ­მაც ჩემი მე­უღ­ლე არა­ა­და­მი­ა­ნურ პო­ლი­ტი­კურ მან­ქა­ნად აღიქ­ვა, სცა­და, და­ეხ­შო დო­ნალ­დის გა­ტა­ცე­ბა - მისი სი­ცი­ლი, გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა, მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი და შთა­გო­ნე­ბა", - თქვა მან.

"ჩემი მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი - მისი ადა­მი­ა­ნუ­რი მხა­რე - და­მარ­ხუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მან­ქა­ნის ქვეშ. დო­ნალ­დი გუ­ლუხ­ვი და მზრუნ­ვე­ლი კა­ცია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სი და უკე­თე­სი წლე­ბი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი".

პარ­ტი­ის ღო­ბის­ძი­ე­ბებ­ზე, ტრა­დი­ცი­უ­ლად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წე­სია, რომ კან­დი­და­ტის მე­უღ­ლე სი­ტყვით გა­მო­ვი­დეს და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მოჰ­ყვეს.

ოთხშა­ბათ სა­ღა­მოს, უშა ვენ­სმა - ტრამ­პის ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ჯეი დი ვენ­სის მე­უღ­ლემ - სწო­რედ ეს გა­ა­კე­თა. მან თა­ვის მე­უღ­ლეს "ხორ­ცი­სა და კარ­ტო­ფი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი" კაცი უწო­და, მაგ­რამ მისი თავ­და­დე­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნად თქვა, რომ ახლა მას ინ­დურ ვე­გე­ტა­რი­ა­ნულ საჭ­მელს უმ­ზა­დებს.

და მა­შინ, როცა დო­ნალდ ტრამ­პის უფ­როს­მა ვაჟ­მა, დონ უმ­ცროს­მა, შუ­ა­თა­ნა ვაჟ­მა ერიკ­მა, რძალ­მა ლა­რამ და შვი­ლიშ­ვილ­მა კაიმ ტრამ­პის სა­უ­კე­თე­სო მხა­რე­ებ­ზე ისა­უბ­რეს, მე­ლა­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლა­ზე უარი თქვა.

2016 წლის ღო­ბის­ძი­ე­ბა­ზეც, რო­დე­საც ტრამპმა პირ­ვე­ლად წა­რად­გი­ნა თა­ვი­სი მე­უღ­ლე, ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად გან­ვი­თარ­და.

მე­ლა­ნია მი­შელ ობა­მას სი­ტყვის პლა­გი­ა­ტის­თვის გა­აკ­რი­ტი­კეს, რო­მე­ლიც მან 2008 წელს, ბა­რა­კის წარ­დგე­ნი­სას წარ­მოთ­ქვა. მომ­ხდარ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ლა­ნი­ას სი­ტყვის ავ­ტორ­მა აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

პირ­ვე­ლი ლე­დე­ბი ყო­ველ­თვის მკაც­რად გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან მათი იმი­ჯის, ჩაც­მუ­ლო­ბი­სა და იმ სა­კი­თხე­ბის გამო, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც გა­და­წყვე­ტენ.

მაგ­რამ მე­ლა­ნია ტრამ­პი მათ შო­რის პირ­ვე­ლია, ვინც ადრე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­ლი იყო. ის ფო­ტო­ებ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს თა­ვი­სი იმი­ჯის ძა­ლას.

"ის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია და იდუ­მა­ლი ქა­ლის მის­ტი­კა შექ­მნა იმით, რომ თვალ­სა­წი­ე­რი­დან ქრე­ბა და შემ­დეგ, როცა გა­მო­დის, ეს გა­ცი­ლე­ბით დიდი ამ­ბა­ვი ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ჯორ­და­ნი, - "ის არ ჩნდე­ბა ხში­რად, მაგ­რამ ჩნდე­ბა მა­შინ, როცა ეს დო­ნალდ ტრამპს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა".

შა­ბათს დო­ნალ­დის სი­ცო­ცხლე­ზე თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, მე­ლა­ნია თით­ქოს, და­კარ­გუ­ლი იყო. მაგ­რამ ამ­ჯე­რად, თა­ვი­სი გა­მო­ჩე­ნით, რო­დე­საც VIP სექ­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ კი­ბე­ებ­ზე ნელა ავი­და, ზე­მოთ შე­ჩერ­და და არე­ნის ყვე­ლა კუ­თხეს და­უქ­ნია ხელი, მან თა­ვი­სი იმი­ჯის ძალა და ოს­ტა­ტო­ბა აჩ­ვე­ნა.

მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, მისი მთა­ვა­რი ძალა იყოს. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მელანიას ეფექტი - შთამბეჭდავი გამოჩენა და დუმილი: "ის ძალიან ჭკვიანია და იდუმალი ქალის მისტიკა შექმნა იმით, რომ თვალსაწიერიდან ქრება და..."

მელანიას ეფექტი - შთამბეჭდავი გამოჩენა და დუმილი: "ის ძალიან ჭკვიანია და იდუმალი ქალის მისტიკა შექმნა იმით, რომ თვალსაწიერიდან ქრება და..."

მელანიას ეფექტი - შთამბეჭდავი გამოჩენა და დუმილი: "ის ძალიან ჭკვიანია და იდუმალი ქალის მისტიკა შექმნა იმით, რომ თვალსაწიერიდან ქრება და..."

მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს, დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

რესპუბლიკურ წითელ ფერში ჩაცმული, ის მილუოკიში, რესპუბლიკურ ეროვნულ კონვენციაზე კლასიკური მუსიკის თანხლებით მარტო შევიდა.

როგორც უცხოური მედია აფასებს, მელანია ბრწყინვალე და მომხიბვლელი იყო, თუმცა მისი სცენაზე გამოჩენა უფრო პოდიუმზე გასვლას ჰგავდა, ვიდრე - პოლიტიკურ ღონისძიებაზე. ამასთანავე, ყოფილი პირველი ლედი ისეთი დისტანციური იყო, როგორც არასდროს.

ის ქმარს ხანგრძლივი მისასალმებელი სიტყვის შემდეგ შეუერთდა და სცენაზე სწორედ მაშინ ავიდა, როდესაც ხალხში ბუშტები დაეშვა. დონალდ ტრამპი მას ჩახუტებით მიესალმა და წყვილმა ლოყაზე აკოცა ერთმანეთს.

შემდეგ ქმარმა ხელი ჩაჰკიდა და მათ სცენაზე გაიარეს, სადაც ტრამპის ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.

მას შემდეგ, რაც დონალდი პრეზიდენტად პირველად 2016 წელს აირჩიეს, მელანია ტრამპმა ამერიკული საპრეზიდენტო პოლიტიკის ყველა ჩვეული წესი დაარღვია.

თეთრ სახლში ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში, ის სხვა პირველ ლედებთან შედარებით განმარტოებული ფიგურა იყო და ინტერესების ვიწრო სპექტრზე ფოკუსირდებოდა. აშშ-ის ეროვნული არქივები აღწერს მას, როგორც "სიკეთის ელჩს" და ბავშვთა საკითხების ადვოკატს.

თეთრ სახლში ცხოვრების დასრულების შემდეგ, ის მეუღლის გვერდით ძირითადად, არ ჩნდებოდა.

მაგალითად, მელანია ნიუ-იორკში არ იმყოფებოდა, როდესაც ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდა, ვისაც დანაშაულში მსჯავრი დასდეს. მის გვერდით ასევე არ იმყოფებოდა, როდესაც მან თავისი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მესამედ, ოფიციალურად მოიპოვა.

"მელანია აკეთებს იმას, რაც მელანიას უნდა", - აღნიშნა მერი ჯორდანმა, ყოფილი პირველი ლედის ბიოგრაფმა, The Art of Her Deal - მა კი დაწერა: "ის მკაცრად დამოუკიდებელია და არ გააკეთებს რაიმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვები აკეთებენ. ასე მოსაქცევად არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს".

მელანია ყველაზე იდუმალი პირველი ლედია თანამედროვე ისტორიაში. საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, უცნობია მისი მოსაზრება.

გამონაკლისი იყო ვრცელი განცხადება, რომელიც მან მეუღლეზე თავდასხმის შემდეგ გაავრცელა.

"მონსტრმა, რომელმაც ჩემი მეუღლე არაადამიანურ პოლიტიკურ მანქანად აღიქვა, სცადა, დაეხშო დონალდის გატაცება - მისი სიცილი, გამომგონებლობა, მუსიკის სიყვარული და შთაგონება", - თქვა მან.

"ჩემი მეუღლის ცხოვრების ძირითადი ასპექტები - მისი ადამიანური მხარე - დამარხული იყო პოლიტიკური მანქანის ქვეშ. დონალდი გულუხვი და მზრუნველი კაცია, რომელთან ერთადაც ყველაზე უარესი და უკეთესი წლები მაქვს გამოვლილი".

პარტიის ღობისძიებებზე, ტრადიციულად დამკვიდრებული წესია, რომ კანდიდატის მეუღლე სიტყვით გამოვიდეს და ოჯახური ცხოვრების შესახებ მოჰყვეს.

ოთხშაბათ საღამოს, უშა ვენსმა - ტრამპის ახლად დანიშნული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის მეუღლემ - სწორედ ეს გააკეთა. მან თავის მეუღლეს "ხორცისა და კარტოფილის მოყვარული" კაცი უწოდა, მაგრამ მისი თავდადების აშკარა ნიშნად თქვა, რომ ახლა მას ინდურ ვეგეტარიანულ საჭმელს უმზადებს.

და მაშინ, როცა დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟმა, დონ უმცროსმა, შუათანა ვაჟმა ერიკმა, რძალმა ლარამ და შვილიშვილმა კაიმ ტრამპის საუკეთესო მხარეებზე ისაუბრეს, მელანიამ სიტყვით გამოსვლაზე უარი თქვა.

2016 წლის ღობისძიებაზეც, როდესაც ტრამპმა პირველად წარადგინა თავისი მეუღლე, ყველაფერი ცუდად განვითარდა.

მელანია მიშელ ობამას სიტყვის პლაგიატისთვის გააკრიტიკეს, რომელიც მან 2008 წელს, ბარაკის წარდგენისას წარმოთქვა. მომხდარზე მოგვიანებით მელანიას სიტყვის ავტორმა აიღო პასუხისმგებლობა.

პირველი ლედები ყოველთვის მკაცრად განიხილებიან მათი იმიჯის, ჩაცმულობისა და იმ საკითხების გამო, რომელზე მუშაობასაც გადაწყვეტენ.

მაგრამ მელანია ტრამპი მათ შორის პირველია, ვინც ადრე პროფესიონალი მოდელი იყო. ის ფოტოებზე შესანიშნავად გამოიყურება და კარგად აცნობიერებს თავისი იმიჯის ძალას.

"ის ძალიან ჭკვიანია და იდუმალი ქალის მისტიკა შექმნა იმით, რომ თვალსაწიერიდან ქრება და შემდეგ, როცა გამოდის, ეს გაცილებით დიდი ამბავი ხდება", - აღნიშნავს ჯორდანი, - "ის არ ჩნდება ხშირად, მაგრამ ჩნდება მაშინ, როცა ეს დონალდ ტრამპს ნამდვილად სჭირდება".

შაბათს დონალდის სიცოცხლეზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, მელანია თითქოს, დაკარგული იყო. მაგრამ ამჯერად, თავისი გამოჩენით, როდესაც VIP სექციისკენ მიმავალ კიბეებზე ნელა ავიდა, ზემოთ შეჩერდა და არენის ყველა კუთხეს დაუქნია ხელი, მან თავისი იმიჯის ძალა და ოსტატობა აჩვენა.

მისი გაუჩინარება, ზოგჯერ შეიძლება, მისი მთავარი ძალა იყოს. წყარო

იხილეთ ასევე: