საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედ პიტს შეყვარებულმა, ინეს დე რამონმა დაბანა “ასწავლა” - "ჰიგიენასთან დაკავშირებით დაუდევარი იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ეს ყველასთვის შვებაა"
ბრედ პიტს შეყვარებულმა, ინეს დე რამონმა დაბანა “ასწავლა” - "ჰიგიენასთან დაკავშირებით დაუდევარი იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ეს ყველასთვის შვებაა"

და­სავ­ლუ­რი ყვი­თე­ლი პრე­სა დიდი ხა­ნია წერს იმის შე­სა­ხებ, რომ ბრედ პიტი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა ჰი­გი­ე­ნის სიყ­ვა­რუ­ლით, თუმ­ცა ახლა ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, ინეს დე რა­მო­ნის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. "დე­ი­ლი მე­ი­ლი" წერს, რომ ინეს­მა ბრე­დი Fight Club-ის სუ­ნი­დან ახა­ლი თა­ი­გუ­ლის სურ­ნელ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა.

"ის ინე­სის­თვის შე­იც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ 60 წლის ოს­კა­რო­სან მსა­ხი­ობ­ზე.

"ბრე­დი ადრე შხა­პის მი­ღე­ბა­სა და თმის და­ბა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ და­უ­დე­ვა­რი იყო, შხა­პის მი­ღე­ბი­სას მხო­ლოდ სა­პონ­სა და წყალს იყე­ნებ­და და უარს ამ­ბობ­და დე­ო­დო­რან­ტის ან ოდე­კო­ლო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

  • ის ხში­რად ერთი ან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ბა­ნა­ობ­და, ინეს­თან უკვე სხვა ამ­ბა­ვია. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ეს ჩვე­ვა შე­ეც­ვა­ლა", - ამ­ბობს წყა­რო. ინ­სა­ი­დე­რის თქმით, მსა­ხი­ო­ბი მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს თა­ვის გარ­დე­რობს, უფ­ლე­ბას აძ­ლევს ინესს, აურ­ჩი­ოს ოდე­კო­ლო­ნი და კბი­ლე­ბის ძა­ფის გა­მო­ყე­ნე­ბაც კი და­ი­წყო.

"ახლა მას უყ­ვარს და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლე­ბი და კა­ნის კრე­მე­ბიც; ამ მხრივ ჩვე­ვე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, რაც ყვე­ლას­თვის შვე­ბაა", - დას­ძენს ის.

ეს ამ­ბა­ვი ბრე­დის ყო­ფი­ლი ლოს-ან­ჯე­ლე­სე­ლი ოთა­ხის მე­გობ­რის, Beverly Hills 90210-ის ვარ­სკვლა­ვის, ჯე­ი­სონ პრისტლის აღი­ა­რე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი ზოგ­ჯერ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იღებ­და შხაპს.

იან­ვარ­ში LIVE with Kelly and Mark-ში გა­მო­ჩე­ნი­სას, ჯე­ი­სონ­მა გა­იხ­სე­ნა თა­მა­ში, რო­მელ­საც ის თა­ვის ოთა­ხის მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და, რათა ენა­ხათ, ვინ გაძ­ლებ­და ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს შხა­პის გა­რე­შე.

"ბრე­დი იგებ­და, ყო­ველ­თვის ბრე­დი. არა მგო­ნია, რომ ასეც ახ­ლაა, მაგ­რამ მა­შინ მას შე­ეძ­ლო, შხა­პის გა­რე­შე დიდ­ხანს ყო­ფი­ლი­ყო", - ახ­სნა ჯე­ი­სონ­მა.

  • ამა­სო­ბა­ში, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბრე­დი ყო­ფილ ცოლ­თან, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის ფონ­ზე, ინეს­თან ერ­თად ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ფიქ­რობს.

პი­ტის მე­გო­ბარ­მა DailyMail.com-ს უთხრა: "ბრე­დის­თვის და­მან­გრე­ვე­ლია, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს შვი­ლებ­თან, მაგ­რამ ინე­სი ნამ­დვი­ლი ნუ­გე­შის წყა­რო გახ­და და ამან უფრო და­ა­ახ­ლო­ვა ისი­ნი. მის ცხოვ­რე­ბა­ში მეტი ბავ­შვის ყოლა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი.

ბრე­დი და ინე­სი პირ­ვე­ლად ერ­თად 2022 წლის 20 ნო­ემ­ბერს, ბო­ნოს კონ­ცერ­ტზე, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ნა­ხეს. პიტ­თან შეხ­ვედ­რამ­დე, დე რა­მო­ნი "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბის" მსა­ხი­ობ პოლ უეს­ლი­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ყო­ფილ­მა წყვილ­მა, რო­მელ­მაც მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზად "გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი" და­ა­სა­ხე­ლა, 2019 წელს იქორ­წი­ნა და სა­ერ­თო შვი­ლე­ბი არ ჰყავთ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ბრედ პიტს შეყვარებულმა, ინეს დე რამონმა დაბანა “ასწავლა” - "ჰიგიენასთან დაკავშირებით დაუდევარი იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ეს ყველასთვის შვებაა"

ბრედ პიტს შეყვარებულმა, ინეს დე რამონმა დაბანა “ასწავლა” - "ჰიგიენასთან დაკავშირებით დაუდევარი იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ეს ყველასთვის შვებაა"

დასავლური ყვითელი პრესა დიდი ხანია წერს იმის შესახებ, რომ ბრედ პიტი არ გამოირჩევა ჰიგიენის სიყვარულით, თუმცა ახლა ახალი შეყვარებულის, ინეს დე რამონის წყალობით, ყველაფერი შეიცვალა. "დეილი მეილი" წერს, რომ ინესმა ბრედი Fight Club-ის სუნიდან ახალი თაიგულის სურნელზე გადაიყვანა.

"ის ინესისთვის შეიცვალა", - განაცხადა წყარომ 60 წლის ოსკაროსან მსახიობზე.

"ბრედი ადრე შხაპის მიღებასა და თმის დაბანასთან დაკავშირებით საკმაოდ დაუდევარი იყო, შხაპის მიღებისას მხოლოდ საპონსა და წყალს იყენებდა და უარს ამბობდა დეოდორანტის ან ოდეკოლონის გამოყენებაზე.

  • ის ხშირად ერთი ან ორი დღის განმავლობაში არ ბანაობდა, ინესთან უკვე სხვა ამბავია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ჩვევა შეეცვალა", - ამბობს წყარო. ინსაიდერის თქმით, მსახიობი მეტ ყურადღებას აქცევს თავის გარდერობს, უფლებას აძლევს ინესს, აურჩიოს ოდეკოლონი და კბილების ძაფის გამოყენებაც კი დაიწყო.

"ახლა მას უყვარს დამატენიანებლები და კანის კრემებიც; ამ მხრივ ჩვევები გააუმჯობესა, რაც ყველასთვის შვებაა", - დასძენს ის.

ეს ამბავი ბრედის ყოფილი ლოს-ანჯელესელი ოთახის მეგობრის, Beverly Hills 90210-ის ვარსკვლავის, ჯეისონ პრისტლის აღიარებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ მსახიობი ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ იღებდა შხაპს.

იანვარში LIVE with Kelly and Mark-ში გამოჩენისას, ჯეისონმა გაიხსენა თამაში, რომელსაც ის თავის ოთახის მეგობრებთან ერთად თამაშობდა, რათა ენახათ, ვინ გაძლებდა ყველაზე დიდხანს შხაპის გარეშე.

"ბრედი იგებდა, ყოველთვის ბრედი. არა მგონია, რომ ასეც ახლაა, მაგრამ მაშინ მას შეეძლო, შხაპის გარეშე დიდხანს ყოფილიყო", - ახსნა ჯეისონმა.

  • ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრედი ყოფილ ცოლთან, ანჯელინა ჯოლისთან მიმდინარე სასამართლო დავების ფონზე, ინესთან ერთად ოჯახის შექმნაზე ფიქრობს.

პიტის მეგობარმა DailyMail.com-ს უთხრა: "ბრედისთვის დამანგრეველია, რომ პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ აქვს შვილებთან, მაგრამ ინესი ნამდვილი ნუგეშის წყარო გახდა და ამან უფრო დააახლოვა ისინი. მის ცხოვრებაში მეტი ბავშვის ყოლა არ არის გამორიცხული.

ბრედი და ინესი პირველად ერთად 2022 წლის 20 ნოემბერს, ბონოს კონცერტზე, ლოს-ანჯელესში ნახეს. პიტთან შეხვედრამდე, დე რამონი "ვამპირის დღიურების" მსახიობ პოლ უესლიზე იყო დაქორწინებული.

ყოფილმა წყვილმა, რომელმაც მათი დაშორების მიზეზად "გამოუსწორებელი განსხვავებები" დაასახელა, 2019 წელს იქორწინა და საერთო შვილები არ ჰყავთ.

წყარო