საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამჟამად ინიციატივა ოკუპანტის ხელშია... უნდა ველოდოთ თუ არა შემოდგომაზე "უკრაინულ სიურპრიზს"? - რა ხდება ფრონტის ხაზზე
ამჟამად ინიციატივა ოკუპანტის ხელშია... უნდა ველოდოთ თუ არა შემოდგომაზე "უკრაინულ სიურპრიზს"? -  რა ხდება ფრონტის ხაზზე

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც უკ­რა­ი­ნის ფრონტზე სახ­მე­ლე­თო შე­ტა­კე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბამ იკლო. სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ, რომ მხა­რე­ე­ბის პა­უ­ზა სე­რი­ო­ზუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში რუ­სე­თის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

"ამ ეტაპ­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვა კვლავ რუ­სე­ბის ხელ­ში რჩე­ბა, მაგ­რამ ფრონტზე გარ­და­ტე­ხა, ან ზა­ფხუ­ლის ოპე­რა­ცია, რა­საც მო­ვე­ლო­დით, ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, ან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ის არც და­ი­წყე­ბა. უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მეს მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია ვთქვათ, რომ შე­მოდ­გო­მის­თვის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან რუ­სებს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ა­კარ­გვი­ნონ, რათა რუ­სუ­ლი და­წო­ლა შემ­ცი­დეს ან სა­ერ­თოდ შე­ჩერ­დეს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია და უკ­რა­ი­ნე­ლებს შე­იძ­ლე­ბა სი­ურპრი­ზი ჰქონ­დეთ შე­მო­ნა­ხუ­ლი...“, - ამ­ბობს ambebi.ge-სთან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

"ჩვენ რა­საც უკ­რა­ი­ნა­ში ახლა ვუ­ყუ­რებთ, ეს არის იმ შე­ტე­ვის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სებ­მა მა­ის­ში და­ი­წყეს - ამ შემ­თხვე­ვა­ში ხარ­კო­ვის და დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით (სა­დაც თე­ბერ­ვლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბრძო­ლე­ბი უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობს). უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა დო­ნეცკ­ში და კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით 6კმ-ით და­ი­ხი­ეს სიღ­რმე­ში. რა თქმა უნდა, ეს დო­ნეც­კის ფრონტზე ფუნ­და­მენ­ტურ ცვლი­ლე­ბას არ მო­ას­წა­ვებს, მაგ­რამ ინი­ცი­ა­ტი­ვა კვლავ რუ­სე­ბის ხელ­შია. ეს არ არის ერთი დიდი ახა­ლი შე­ტე­ვა, ეს არის არ­სე­ბუ­ლი შე­ტე­ვის გაგ­რძე­ლე­ბა. ხარ­კო­ვის ოლქს რაც შე­ე­ხე­ბა, იქ რუ­სე­ბის იე­რი­ში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, იმი­ტომ, რომ რუ­სე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი იყო ვოლ­ჩანსკის აღე­ბა, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს, მე­ტიც, ახლა ვოლ­ჩანსკის ქუ­ჩებ­ში გრძელ­დე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბი და ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში რუ­სებ­მა უკა­ნაც კი და­ი­ხი­ეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპ­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვა კვლავ რუ­სე­ბის ხელ­ში რჩე­ბა, მაგ­რამ გარ­და­ტე­ხა ან ზა­ფხუ­ლის ოპე­რა­ცია, რა­საც მო­ვე­ლო­დით, ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა ან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ის არც და­ი­წყე­ბა.

  • ამ ეტაპ­ზე ასე­თი სუ­რა­თი გვაქვს:

ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს შუა დო­ნეც­კის ოლ­ქში, ლუ­განსკის ოლ­ქის 95% უკა­ვი­ათ რუ­სებს, ხარ­კო­ვის ოლ­ქში რუ­სებს მხო­ლოდ სა­სა­ზღვრო პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვი­ათ (და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 კმ-შია სა­ზღვრი­დან ფრონ­ტის ხაზი), ისიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ ვოლ­ჩანსკში, სა­დაც შე­ტა­კე­ბე­ბი მი­დის. ხარ­კოვს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სებს გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ ეს ად­ვი­ლი ამო­ცა­ნა არ იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას 50 ათა­სი სამ­ხედ­რო შე­უ­სი­ეს და ვა­რა­უ­დია, რომ მარ­ტო ამ ორ თვე­ში იქე­დან 20 ათა­სია დაჭ­რი­ლი და და­ღუ­პუ­ლი. ეს ძა­ლი­ან დიდი ციფ­რია. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტემ­პი შე­ნელ­და.

უკ­რა­ი­ნის მხრი­დან წელს სა­ერ­თოდ რა­ი­მეს მო­ლო­დი­ნიც არ არის, არც გან­ცხა­დე­ბა ყო­ფი­ლა რა­ი­მე გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია ვთქვათ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შე­მოდ­გო­მის­თვის შე­ეც­დე­ბი­ან, რუ­სებს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ა­კარ­გვი­ნონ, იმას, რომ რუ­სუ­ლი და­წო­ლა შემ­ცი­დეს, ან სა­ერ­თოდ შე­ჩერ­დეს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია და უკ­რა­ი­ნე­ლებს, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა სი­ურპრი­ზი ჰქონ­დეთ შე­მო­ნა­ხუ­ლი (შე­ტე­ვას ვგუ­ლის­ხმობ), ვი­ნა­ი­დან წინა წელს აღ­მოჩ­ნდა, რომ მათი მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნას­წარ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი შე­ტე­ვა იყო ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ისი­ნი გეგ­მებს არ გა­ახ­მა­უ­რე­ბენ.

დახ­მა­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში უკვე უკ­რა­ინ­ლე­თა ხელ­ში ვი­ხი­ლავთ F-16-ებს, რო­გორც და­ა­ნონსდა, ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ცა­შიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან... სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ბლინ­კენ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ასე იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ეს ეტა­პობ­რი­ვი გა­და­ცე­მის პრო­ცე­სია. ასე­ვე, და­ა­ნონსდა 5 "პეტ­რი­ო­ტის“ სის­ტე­მის გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ფა­რავს ცენ­ტრა­ლურ უკ­რა­ი­ნას, მათ შო­რის მო­აზ­რე­ბუ­ლია ისე­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლქი, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლქი და ა.შ. რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი იყო და ამი­ტო­მაც ვხე­დავ­დით რუ­სე­ბის მხრი­დან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტენ­სი­ურ და­ბომბვას. ასე­ვე, იგეგ­მე­ბა სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბით და სა­არ­ტი­ლე­რიო რა­კე­ტე­ბით შევ­სე­ბა, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი და დე­ფი­ცი­ტუ­რია უკ­რა­ი­ნის­თვის. სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნელ­თა რი­გებ­ში კვლავ გა­იზ­რდე­ბა იმ ზუს­ტი ჯი­პი­ე­სის მარ­თვა­დი და­მიზ­ნე­ბა­დი რა­კე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც ისი­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­დან უშ­ვებ­დნენ და გა­უშ­ვე­ბენ. ზო­გა­დად, ეს არის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ია­რა­ღი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იყე­ნე­ბენ (JDAM-ებზე მაქვს სა­უ­ბა­რი). ასე­ვე, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ითხო­ვენ იმ ფრთო­სან რა­კე­ტებს, რო­მელ­თაც შე­უძ­ლია გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნონ ომში, მაგ­რამ ეს ზო­გა­დად ძალ­ზე პრობ­ლე­მუ­რი ნა­წი­ლია იმი­ტომ, რომ ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი დე­ფი­ცი­ტუ­რია და გერ­მა­ნია თა­ვის ფრთო­სან რა­კე­ტებს "ტა­უ­რუ­სებს“ არ იძ­ლე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­გლი­სურ-ფრან­გულ რა­კე­ტებს - "სტორმ-შე­დოუ“-ს (Storm Shadow), ისი­ნი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად შე­ზღუ­დუ­ლი იყო და შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ფიქ­როთ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მისი მა­რა­გი თით­ქმის ამო­წუ­რეს, ან ძალ­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ღა აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი. ასე­ვე, ამ რა­კე­ტე­ბის ცოტა რა­ო­დე­ნო­ბა აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი ინ­გლი­სე­ლებ­სა და ფრან­გებს, ამი­ტო­მაც დე­ფი­ცი­ტუ­რი გახ­და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. ნა­ტოს ალი­ან­სის მთე­ლი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ეს ია­რა­ღი ყვე­ლას აქვს ცოტ-ცოტა (კო­ლექ­ტი­უ­რად ბევ­რია) და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი. რა თქმა უნდა, ამ ია­რა­ღის სინ­ქრო­ნი­ზი­რე­ბა ხდე­ბა, ანუ ერთი თვითმფრი­ნა­ვი­დან მე­ო­რე­ზე შე­იძ­ლე­ბა მათი გა­და­ტა­ნა და გაშ­ვე­ბა, მაგ­რამ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ბევ­რს აქვს ცოტ-ცოტა და ყვე­ლამ ცოტ-ცოტა რომ გა­დას­ცა უკ­რა­ი­ნას, ეს სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დიდ სუ­რათს არ ქმნის, რა­საც მა­გა­ლი­თად, ერ­თი­ა­ნი მა­სობ­რი­ვი დიდი გა­და­ცე­მის პა­კე­ტი იზამ­და.

ამი­ტო­მა­ცაა პრობ­ლე­მა ცოტ-ცოტა მი­წო­დე­ბა, ეს სუ­რათს და უკ­რა­ი­ნელ­თა შე­ტე­ვით პო­ტენ­ცი­ალს დი­დად არ ზრდის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ამე­რი­კა უფრო შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ის ერთი ძალა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბო­და გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ აშშ-ში შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა ხელს უშ­ლის პრო­ცე­სებს, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა ეწო­დე­ბა. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და გა­მოწ­ვე­ვაა უკ­რა­ი­ნის­თვის.

ბოლო თვე­ებ­ში რუ­სე­თის და­ნა­კარ­გი ისე­თი დი­დია, რაც ომის და­წყე­ბის პირ­ველ კვი­რებ­ში არ ყო­ფი­ლა. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ რუ­სე­ბი უტე­ვენ რო­გორც დო­ნეც­კის, ისე ხარ­კო­ვის ოლქს და შე­სა­ბა­მი­სად, დი­დძა­ლი ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­ნა­კარ­გზეა სა­უ­ბა­რი. მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია და შემ­ცი­რე­ბუ­ლია მო­ხა­ლი­სე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რაც იქი­და­ნაც ჩანს, რომ რუ­სებ­მა გა­ზარ­დეს ხელ­ფა­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის და პო­ტენ­ცი­უ­რი ახალ­წვე­უ­ლე­ბის­თვის. ეს არის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ნა­წი­ლი იმა­ზე, რომ რუ­სეთს შე­იძ­ლე­ბა ფული კვლავ აქვს, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბას არ სურს უკ­რა­ი­ნულ ხორცსა­კეპ­ში აღ­მოჩ­ნდეს.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თის მხა­რეს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის, დაჭ­რი­ლე­ბის და და­ღუ­პუ­ლე­ბის რი­ცხვი აღე­მა­ტე­ბა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ იმა­ვე სსრკ-ში ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცია რუ­სებს სულ რა­ღაც 25 ათა­სი სამ­ხედ­როს სიკ­ვდი­ლად და­უჯ­და. ახლა ყვე­ლა - რუ­სუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი, თუ და­სავ­ლუ­რი მო­ნა­ცე­მით ეს ციფ­რი, რო­გორც მი­ნი­მუმ, 8-ჯერ მე­ტია. ზო­გა­დად, ახლა რუ­სეთს ცე­ცხლის შე­წყვე­ტა სურს, არც რუ­სეთს აქვს ამო­უ­წუ­რა­ვი რე­სურ­სი და მა­საც სჭირ­დე­ბა ამო­სუნ­თქვა. თუკი რუ­სეთს მი­ე­ცა ამო­სუნ­თქვის შან­სი, მის­თვის ეს იქ­ნე­ბა ის სიგ­ნა­ლი, რომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მას შერ­ჩე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ გა­ნა­ახ­ლებს ომს. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ უკ­რა­ი­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბას და­თან­ხმდეს, ამ ომში მან ისე­დაც დიდი მსხვერ­პლი გა­ი­ღო და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს იმა­ში, რომ ამ­ხე­ლა მსხვერ­პლის გა­ღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის ცე­ცხლს წყვეტს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ ომში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ერ­თია და ომის დას­რუ­ლე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა მე­ო­რე, ამი­ტო­მაც ომის დას­რუ­ლე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა, მა­ნამ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თოდ რა­ი­მეს და­თან­ხმდნენ“.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ამჟამად ინიციატივა ოკუპანტის ხელშია... უნდა ველოდოთ თუ არა შემოდგომაზე "უკრაინულ სიურპრიზს"? - რა ხდება ფრონტის ხაზზე

ამჟამად ინიციატივა ოკუპანტის ხელშია... უნდა ველოდოთ თუ არა შემოდგომაზე "უკრაინულ სიურპრიზს"? -  რა ხდება ფრონტის ხაზზე

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის ფრონტზე სახმელეთო შეტაკებების ინტენსივობამ იკლო. სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავდნენ, რომ მხარეების პაუზა სერიოზული და მასშტაბური შეტევის წინაპირობა იქნებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში რუსეთის მხრიდან განხორციელდებოდა, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.

"ამ ეტაპზე ინიციატივა კვლავ რუსების ხელში რჩება, მაგრამ ფრონტზე გარდატეხა, ან ზაფხულის ოპერაცია, რასაც მოველოდით, ჯერ არ დაწყებულა, ან საბოლოო ჯამში, ის არც დაიწყება. უკრაინის მხრიდან ჯერჯერობით რაიმეს მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია ვთქვათ, რომ შემოდგომისთვის უკრაინელები შეეცდებიან რუსებს ინიციატივა დააკარგვინონ, რათა რუსული დაწოლა შემციდეს ან საერთოდ შეჩერდეს. გამორიცხული არაფერია და უკრაინელებს შეიძლება სიურპრიზი ჰქონდეთ შემონახული...“, - ამბობს ambebi.ge-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი გიორგი კობერიძე:

"ჩვენ რასაც უკრაინაში ახლა ვუყურებთ, ეს არის იმ შეტევის გაგრძელება, რომელიც რუსებმა მაისში დაიწყეს - ამ შემთხვევაში ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით (სადაც თებერვლიდან მოყოლებული, ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს). უკრაინელებმა ვერ შეძლეს დაცვითი პოზიციების შენარჩუნება დონეცკში და კიდევ დაახლოებით 6კმ-ით დაიხიეს სიღრმეში. რა თქმა უნდა, ეს დონეცკის ფრონტზე ფუნდამენტურ ცვლილებას არ მოასწავებს, მაგრამ ინიციატივა კვლავ რუსების ხელშია. ეს არ არის ერთი დიდი ახალი შეტევა, ეს არის არსებული შეტევის გაგრძელება. ხარკოვის ოლქს რაც შეეხება, იქ რუსების იერიში წარუმატებელი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ რუსების ერთ-ერთი პირველი მიზანი იყო ვოლჩანსკის აღება, რაც ვერ მოახერხეს, მეტიც, ახლა ვოლჩანსკის ქუჩებში გრძელდება შეტაკებები და ზოგიერთ მონაკვეთში რუსებმა უკანაც კი დაიხიეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ინიციატივა კვლავ რუსების ხელში რჩება, მაგრამ გარდატეხა ან ზაფხულის ოპერაცია, რასაც მოველოდით, ჯერ არ დაწყებულა ან საბოლოო ჯამში, ის არც დაიწყება.

  • ამ ეტაპზე ასეთი სურათი გვაქვს:

ბრძოლები მიმდინარეობს შუა დონეცკის ოლქში, ლუგანსკის ოლქის 95% უკავიათ რუსებს, ხარკოვის ოლქში რუსებს მხოლოდ სასაზღვრო პოზიციები უკავიათ (დაახლოებით 7-8 კმ-შია საზღვრიდან ფრონტის ხაზი), ისიც ყველაზე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტ ვოლჩანსკში, სადაც შეტაკებები მიდის. ხარკოვს არაფერი ემუქრება. სავარაუდოდ, რუსებს გააზრებული ჰქონდათ, რომ ეს ადვილი ამოცანა არ იქნებოდა, ამიტომ ამ მიმართულებას 50 ათასი სამხედრო შეუსიეს და ვარაუდია, რომ მარტო ამ ორ თვეში იქედან 20 ათასია დაჭრილი და დაღუპული. ეს ძალიან დიდი ციფრია. ამიტომაცაა, რომ ახლა ამ მიმართულებით ტემპი შენელდა.

უკრაინის მხრიდან წელს საერთოდ რაიმეს მოლოდინიც არ არის, არც განცხადება ყოფილა რაიმე გარდატეხის შეტანის შესახებ, მაგრამ შესაძლებელია ვთქვათ, რომ უკრაინელები შემოდგომისთვის შეეცდებიან, რუსებს ინიციატივა დააკარგვინონ, იმას, რომ რუსული დაწოლა შემციდეს, ან საერთოდ შეჩერდეს. გამორიცხული არაფერია და უკრაინელებს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიურპრიზი ჰქონდეთ შემონახული (შეტევას ვგულისხმობ), ვინაიდან წინა წელს აღმოჩნდა, რომ მათი მხრიდან ნებისმიერი წინასწარ დაანონსებული შეტევა იყო ძალიან დიდი შეცდომა და შესაბამისად, ახლა ისინი გეგმებს არ გაახმაურებენ.

დახმარებას რაც შეეხება, რამდენიმე კვირაში უკვე უკრაინლეთა ხელში ვიხილავთ F-16-ებს, როგორც დაანონსდა, ზაფხულის ბოლოს ცაშიც გამოჩნდებიან... სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბლინკენმაც განაცხადეს, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ეს ეტაპობრივი გადაცემის პროცესია. ასევე, დაანონსდა 5 "პეტრიოტის“ სისტემის გადაცემა, რომელიც ამ შემთხვევაში დაფარავს ცენტრალურ უკრაინას, მათ შორის მოაზრებულია ისეთი ტერიტორიები, როგორიცაა ზაპოროჟიეს ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი და ა.შ. რომელიც შედარებით მოშიშვლებული იყო და ამიტომაც ვხედავდით რუსების მხრიდან ამ მიმართულებით ინტენსიურ დაბომბვას. ასევე, იგეგმება საარტილერიო ჭურვებით და საარტილერიო რაკეტებით შევსება, რომლებიც ყოველთვის ყველაზე პრობლემური და დეფიციტურია უკრაინისთვის. სავარაუდოდ, უკრაინელთა რიგებში კვლავ გაიზრდება იმ ზუსტი ჯიპიესის მართვადი დამიზნებადი რაკეტების რაოდენობა, რომელთაც ისინი თვითმფრინავებიდან უშვებდნენ და გაუშვებენ. ზოგადად, ეს არის ალბათ ყველაზე ძვირფასი იარაღი, რომელსაც უკრაინელები იყენებენ (JDAM-ებზე მაქვს საუბარი). ასევე, უკრაინელები ითხოვენ იმ ფრთოსან რაკეტებს, რომელთაც შეუძლია გარდატეხა შეიტანონ ომში, მაგრამ ეს ზოგადად ძალზე პრობლემური ნაწილია იმიტომ, რომ ფრთოსანი რაკეტები დეფიციტურია და გერმანია თავის ფრთოსან რაკეტებს "ტაურუსებს“ არ იძლევა. რაც შეეხება ინგლისურ-ფრანგულ რაკეტებს - "სტორმ-შედოუ“-ს (Storm Shadow), ისინი რაოდენობრივად შეზღუდული იყო და შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ უკრაინელებმა მისი მარაგი თითქმის ამოწურეს, ან ძალზე მცირე რაოდენობაღა აქვთ დარჩენილი. ასევე, ამ რაკეტების ცოტა რაოდენობა აქვთ დარჩენილი ინგლისელებსა და ფრანგებს, ამიტომაც დეფიციტური გახდა მისი გამოყენება. ნატოს ალიანსის მთელი პრობლემა ისაა, რომ ეს იარაღი ყველას აქვს ცოტ-ცოტა (კოლექტიურად ბევრია) და სხვადასხვანაირი. რა თქმა უნდა, ამ იარაღის სინქრონიზირება ხდება, ანუ ერთი თვითმფრინავიდან მეორეზე შეიძლება მათი გადატანა და გაშვება, მაგრამ რაოდენობრივად ბევრს აქვს ცოტ-ცოტა და ყველამ ცოტ-ცოტა რომ გადასცა უკრაინას, ეს საბოლოო ჯამში, დიდ სურათს არ ქმნის, რასაც მაგალითად, ერთიანი მასობრივი დიდი გადაცემის პაკეტი იზამდა.

ამიტომაცაა პრობლემა ცოტ-ცოტა მიწოდება, ეს სურათს და უკრაინელთა შეტევით პოტენციალს დიდად არ ზრდის. ამ შემთხვევაში ამერიკა უფრო შეიძლება ყოფილიყო ის ერთი ძალა, რომელსაც ექნებოდა გადაცემის მთავარი შემსრულებელი ფუნქცია, მაგრამ ვხედავთ, რომ აშშ-ში შიდა პოლიტიკური კინკლაობა და დაპირისპირება ხელს უშლის პროცესებს, რომელსაც უკრაინის დახმარება ეწოდება. ეს სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა უკრაინისთვის.

ბოლო თვეებში რუსეთის დანაკარგი ისეთი დიდია, რაც ომის დაწყების პირველ კვირებში არ ყოფილა. ეს განპირობებულია იმითაც, რომ რუსები უტევენ როგორც დონეცკის, ისე ხარკოვის ოლქს და შესაბამისად, დიდძალი ცოცხალი ძალის დანაკარგზეა საუბარი. მსხვერპლის რაოდენობა ძალიან გაზრდილია და შემცირებულია მოხალისეთა რაოდენობა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ რუსებმა გაზარდეს ხელფასების რაოდენობა მოხალისეებისთვის და პოტენციური ახალწვეულებისთვის. ეს არის მიმანიშნებელი ნაწილი იმაზე, რომ რუსეთს შეიძლება ფული კვლავ აქვს, მაგრამ მოსახლეობას არ სურს უკრაინულ ხორცსაკეპში აღმოჩნდეს.

უკრაინელების მონაცემებით, რუსეთის მხარეს დაშავებულების, დაჭრილების და დაღუპულების რიცხვი აღემატება ნახევარ მილიონს. გავიხსენოთ, რომ იმავე სსრკ-ში ავღანეთის ოპერაცია რუსებს სულ რაღაც 25 ათასი სამხედროს სიკვდილად დაუჯდა. ახლა ყველა - რუსული, უკრაინული, თუ დასავლური მონაცემით ეს ციფრი, როგორც მინიმუმ, 8-ჯერ მეტია. ზოგადად, ახლა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა სურს, არც რუსეთს აქვს ამოუწურავი რესურსი და მასაც სჭირდება ამოსუნთქვა. თუკი რუსეთს მიეცა ამოსუნთქვის შანსი, მისთვის ეს იქნება ის სიგნალი, რომ უკრაინის ტერიტორიები მას შერჩება მანამ, სანამ არ განაახლებს ომს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა მოლაპარაკებას დათანხმდეს, ამ ომში მან ისედაც დიდი მსხვერპლი გაიღო და შესაბამისად, ძალიან რთულია, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ ამხელა მსხვერპლის გაღების მიუხედავად, ის ცეცხლს წყვეტს. ჯერჯერობით, ამ ომში ცეცხლის შეწყვეტა ერთია და ომის დასრულებაზე მოლაპარაკება მეორე, ამიტომაც ომის დასრულებაზე მოლაპარაკება ვიდრე არ იქნება, მანამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინელები ამ მიმართულებით საერთოდ რაიმეს დათანხმდნენ“.