სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Euro 2024 - ის სიმბოლური ნაკრების კარის ქართველი დარაჯი -"მამარდა" სხვადასხვა საიტების რჩეულია
Euro 2024 - ის სიმბოლური ნაკრების კარის ქართველი დარაჯი -"მამარდა" სხვადასხვა საიტების რჩეულია

დას­რულ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, თუმ­ცა სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო ჯერ კი­დევ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით ცხოვ­რობს.

სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი სა­ი­ტე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ ევრო2024 -ის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რე­ბებს, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ევ­რო­პის წამ­ყვან ფეხ­ბურ­თე­ლებ­ში ქარ­თვე­ლიც გა­მო­ე­რია.

WhoScored-ის მი­ხედ­ვით, სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბის მე­კა­რე ქარ­თვე­ლი გოლ­კი­პე­რი გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლია.

"ტურ­ნირ­ზე ბრწყინ­ვა­ლედ ას­პა­რე­ზო­ბის შე­დე­გად ქარ­თველ­მა მე­კა­რემ ჩვე­ნი გუნ­დის სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვა ად­გი­ლი. 23 წლის კა­რის და­რა­ჯი ჩე­ხეთ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­შით სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბე­ბის მხრივ სა­ერ­თო რე­ი­ტინ­გში 9.25 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და“, - ვკი­თხუ­ლობთ სა­იტ­ზე.

  • WhoScored-ის სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბის სას­ტარ­ტო შემ­დგენ­ლო­ბა კი ასე­თია:

მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო, 7.76)

მცვე­ლე­ბი: იო­ზუა კი­მი­ხი (გერ­მა­ნია, 7.45), იაკა ბი­ო­ლი (სლო­ვე­ნია, 7.33), პეპე (პორ­ტუ­გა­ლია, 7.33), ნუნუ მენ­დე­ში (პორ­ტუ­გა­ლია, 7.51)

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი: ფა­ბი­ან რუ­ი­სი (ეს­პა­ნე­თი, 7.56), დანი ოლმო (ეს­პა­ნე­თი, 7.72), ჯა­მალ მუ­სი­ა­ლა (7.51)

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი: ლა­მინ ია­მა­ლი (ეს­პა­ნე­თი, 7.61), კოდი გაკპო (ნი­დერ­ლან­დე­ბი, 7.59), ნიკო უი­ლი­ამ­სი (ეს­პა­ნე­თი, 7.39)

სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბი შე­ად­გი­ნა ბრი­ტა­ნულ­მა ანა­ლი­ტი­კურ­მა კომ­პა­ნია Opta-მაც, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­რის და­რა­ჯი გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მის სი­ა­შიც მოხ­ვდა.

  • Opta-ს სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი

მცვე­ლე­ბი: იო­ზუა კი­მი­ხი, მარკ გი, მა­ნუ­ელ აკან­ჯი, მარკ კუ­კუ­რე­ლია

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი: ლა­მინ ია­მა­ლი, დანი ოლმო, ფა­ბი­ან რუ­ი­სი, ნიკო უი­ლი­ამ­სი, ტონი კრო­ო­სი

თავ­დამ­სხმე­ლი: კოდი გაკპო

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რემ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა, ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ოთხ მატჩში მე­ტო­ქე­თა 29-ჯერ დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მო­ი­გე­რია, რაც ტურ­ნირ­ზე სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ. მან კონ­კუ­რენ­ტებს დიდი უპირ­ტე­სო­ბით აჯო­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთლა ყარამანი არ არი
14

მარა ფიფომფამ გამოსვლებზე ჯავა ჰარლალ ნერუ და ფიგაროს ძმააო სიმონ 

ზ. ვ.
1

უეფას საიტმა მენიო დაასახელა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ. მაგრა მიჰქარეს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

Euro 2024 - ის სიმბოლური ნაკრების კარის ქართველი დარაჯი -"მამარდა" სხვადასხვა საიტების რჩეულია

Euro 2024 - ის სიმბოლური ნაკრების კარის ქართველი დარაჯი -"მამარდა" სხვადასხვა საიტების რჩეულია

დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, თუმცა საფეხბურთო სამყარო ჯერ კიდევ ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან გამოყოლილი საინტერესო ამბებით ცხოვრობს.

სხვადასხვა სპორტული საიტები აქვეყნებენ ევრო2024 -ის სიმბოლურ ნაკრებებს, სასიხარულოა, რომ ევროპის წამყვან ფეხბურთელებში ქართველიც გამოერია.

WhoScored-ის მიხედვით, სიმბოლური ნაკრების მეკარე ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია.

"ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“, - ვკითხულობთ საიტზე.

  • WhoScored-ის სიმბოლური ნაკრების სასტარტო შემდგენლობა კი ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)

მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ მენდეში (პორტუგალია, 7.51)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)

სიმბოლური ნაკრები შეადგინა ბრიტანულმა ანალიტიკურმა კომპანია Opta-მაც, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მის სიაშიც მოხვდა.

  • Opta-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: იოზუა კიმიხი, მარკ გი, მანუელ აკანჯი, მარკ კუკურელია

ნახევარმცველები: ლამინ იამალი, დანი ოლმო, ფაბიან რუისი, ნიკო უილიამსი, ტონი კროოსი

თავდამსხმელი: კოდი გაკპო

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა.

იხილეთ ასევე: