სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთად" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გადამზადდა მასტერ ტრენერთა გუნდი სიღარიბის დაძლევის UPG მიდგომის დანერგვის ხელშეწყობისთვის
"ერთად" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გადამზადდა მასტერ ტრენერთა გუნდი სიღარიბის დაძლევის UPG მიდგომის დანერგვის  ხელშეწყობისთვის

ლტოლ­ვილ­თა და­ნი­ის საბ­ჭოს (DRC) ორ­გა­ნი­ზე­ბით, „ერ­თად ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰა­ბის მიერ 40 მას­ტერ ტრე­ნე­რი გა­დამ­ზად­და. მას­ტერ ტრე­ნე­რე­ბად შე­ირჩნენ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ასე­ვე, ლტოლ­ვილ­თა და­ნი­ის საბ­ჭოს მენ­ტო­რე­ბი და World Vision სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი.

ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­და 6-დან 13 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით და მო­ი­ცავ­და სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ის (UPG) შე­სა­ვალ პრინ­ცი­პებს, ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ა­სა და მიდ­გო­მებს, ასე­ვე პრო­ექ­ტის პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს - სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, მე­წარ­მე­ო­ბა და ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა.

სას­წავ­ლო კურ­სის მი­ზა­ნია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას კონ­კრე­ტულ სფე­რო­სა ან მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში მო­წყვლად ოჯა­ხებ­თან მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბის­თვის. ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინგ-კურ­სი შე­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად მას­ტერ ტრე­ნე­რე­ბის­თვის და მო­ი­ცავ­და რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი სფე­როს სწავ­ლე­ბის თე­ო­რი­ულ ნა­წილ­სა და პრაქ­ტი­კულ მიდ­გო­მებს, ასე­ვე, ტრე­ნე­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და უნა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბელ ინ­სტრუ­მენ­ტებს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­ტერ ტრე­ნე­რე­ბი თა­ვის მხრივ, გა­და­ამ­ზა­დე­ბენ 39 ოჯა­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბის კონ­სულ­ტანტს და 160 სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, რაც ხელს შე­უ­წყობს პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბას და ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბის სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვას, რათა UPG მო­დე­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ერთ-ერთ მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტად ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის გზა­ზე.

სას­წავ­ლო კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მას­ტერ ტრე­ნე­რის სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა.

ქეთი ფა­ცა­ცია, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, ლტოლ­ვილ­თა და­ნი­ის საბ­ჭო: „ახ­ლად­და­ნერ­გი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის პი­ლო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის შექ­მნი­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ცოდ­ნის პლატ­ფორ­მას და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს ძი­რი­თა­დი და დამ­ხმა­რე სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფე­ბის ხელ­შე­წყო­ბით სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მნას. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბი მო­ი­ცავს - მას­ტერ ტრე­ნე­რებს, მენ­ტო­რებს და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­სა და ოჯახ­თან მო­მუ­შა­ვე პი­რებს - კონ­სულ­ტან­ტებს და სხვა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰა­ბის­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო შე­სა­ბა­მი­სი მას­ტერ ტრე­ნე­რე­ბის შერ­ჩე­ვა პარტნი­ორ სა­ა­გენ­ტო­ებს შო­რის და მათი გა­დამ­ზა­დე­ბა. ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა მო­ნა­წი­ლე­თა აქ­ტი­ურ­მა ჩარ­თუ­ლო­ბამ, მო­ტი­ვა­ცი­ამ, ნდო­ბამ და მზა­ო­ბამ, რო­გორც ტრე­ნე­რე­ბის უწყვე­ტი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ, რათა თი­თო­ე­ულ­მა სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის ამ პრო­ცეს­ში.“

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა თეა გვა­რა­მა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრო­ექ­ტის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს World Vision სა­ქარ­თვე­ლოს და DRC-ს. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სის შექ­მნი­სა და გავ­რცე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნა და UPG მო­დე­ლის ოთხი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს და და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მას­ტერ ტრე­ნე­რე­ბად გა­დამ­ზა­დე­ბა, ერთი მხრივ, გაზ­რდის მათ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და მე­ო­რე მხრივ, ხელს შე­უ­წყობს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

“ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვას კონ­კრე­ტუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. გარ­და იმი­სა, რომ ვაძ­ლი­ე­რებთ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ ოჯა­ხებს 4 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით (სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, სა­არ­სე­ბო წყა­რო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა,ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა) ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მე­თო­დო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და­ნერგვის ხელ­შე­წყო­ბაა, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ ისე ცენ­ტრა­ლურ დო­ნე­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მისს სა­ა­გენ­ტო­ებს წარ­მო­ად­გენ­და, რაც სა­მო­მავ­ლოდ პრო­ცე­სის მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ვი­ნა­ი­დან მე­თო­დო­ლო­გია და მიდ­გო­მე­ბი ახა­ლია, ჩვენ მუდ­მი­ვად ვახ­დენთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფას, იმი­სათ­ვის, რომ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მის­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა შეძ­ლონ მე­თო­დო­ლო­გი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ტრე­ნინ­გის პრო­ცეს­ში მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან კარ­გი უკუ­კავ­ში­რი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­იხ­ვე­წე­ბა რო­გორც სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლი, ასე­ვე მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად დავ­გეგ­მეთ სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბიც, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერგვას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.” - ნინო ლო­მი­ძე, World Vision სა­ქარ­თვე­ლო.

პრო­ექტს „ერ­თად – ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის” ახორ­ცი­ე­ლებს კონ­სორ­ცი­უ­მი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან World Vision გერ­მა­ნია (WV), World Vision სა­ქარ­თვე­ლო, ლტოლ­ვილ­თა და­ნი­ის საბ­ჭო (DRC) სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის, შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (SSA). პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ერთად" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გადამზადდა მასტერ ტრენერთა გუნდი სიღარიბის დაძლევის UPG მიდგომის დანერგვის ხელშეწყობისთვის

"ერთად" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გადამზადდა მასტერ ტრენერთა გუნდი სიღარიბის დაძლევის UPG მიდგომის დანერგვის  ხელშეწყობისთვის

ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ორგანიზებით, „ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო ჰაბის მიერ 40 მასტერ ტრენერი გადამზადდა. მასტერ ტრენერებად შეირჩნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები და ასევე, ლტოლვილთა დანიის საბჭოს მენტორები და World Vision საქართველოს ფასილიტატორები.

ტრენინგები ჩატარდა 6-დან 13 ივლისის ჩათვლით და მოიცავდა სიღარიბის დაძლევის მეთოდოლოგიის (UPG) შესავალ პრინციპებს, ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, ასევე პროექტის პრიორიტეტულ მიმართულებებს - სოციალური დაცვა, სოციალური გაძლიერება, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება.

სასწავლო კურსის მიზანია კვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მაღალი ხარისხის ტრენინგის ჩატარებასა და კვალიფიციური მხარდაჭერის უზრუნველყოფას კონკრეტულ სფეროსა ან მიმართულებაში მოწყვლად ოჯახებთან მომუშავე პირებისთვის. ინტენსიური ტრენინგ-კურსი შემუშავდა სპეციალურად მასტერ ტრენერებისთვის და მოიცავდა როგორც შესაბამისი სფეროს სწავლების თეორიულ ნაწილსა და პრაქტიკულ მიდგომებს, ასევე, ტრენერებისთვის საჭირო კომპეტენციებისა და უნარების გასაუმჯობესებელ ინსტრუმენტებს.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული მასტერ ტრენერები თავის მხრივ, გადაამზადებენ 39 ოჯახის გაძლიერების კონსულტანტს და 160 საჯარო მოხელეს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას და ცოდნის გავრცელების სისტემური მიდგომების დანერგვას, რათა UPG მოდელი ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის გზაზე.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს მასტერ ტრენერის სერტიფიკატი გადაეცა.

ქეთი ფაცაცია, პროექტის მენეჯერი, ლტოლვილთა დანიის საბჭო: „ახლადდანერგილი ინსტრუმენტების, გამოცდილებისა და სისტემების პილოტად გამოყენებისთვის შექმნილია საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც წარმოადგენს მრავალგანზომილებიან ინტეგრირებულ ცოდნის პლატფორმას და კოორდინაციას უწევს ძირითადი და დამხმარე საკონსულტაციო ჯგუფების ხელშეწყობით სასწავლო რესურსის შექმნას. საგანმანათლებლო ჰაბი მოიცავს - მასტერ ტრენერებს, მენტორებს და ფასილიტატორებსა და ოჯახთან მომუშავე პირებს - კონსულტანტებს და სხვა. საგანმანათლებლო ჰაბისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო შესაბამისი მასტერ ტრენერების შერჩევა პარტნიორ სააგენტოებს შორის და მათი გადამზადება. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მონაწილეთა აქტიურმა ჩართულობამ, მოტივაციამ, ნდობამ და მზაობამ, როგორც ტრენერების უწყვეტი გაუმჯობესებისა და სრულყოფილებისკენ, რათა თითოეულმა საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სიღარიბის დაძლევის ამ პროცესში.“

შეხვედრის დასასრულს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თეა გვარამაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებს World Vision საქართველოს და DRC-ს. მან ხაზი გაუსვა, რომ საგანმანათლებლო რესურსის შექმნისა და გავრცელების მექანიზმის შექმნა და UPG მოდელის ოთხივე მიმართულებით სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლების მასტერ ტრენერებად გადამზადება, ერთი მხრივ, გაზრდის მათ კომპეტენციებსა და შესაძლებლობებს შესაბამისი მიმართულებებით და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის გამოყენებას პროექტის ფარგლებში არსებული აქტივობების შესაბამისად.

“ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენებით. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ პროგრამაში ჩართულ ოჯახებს 4 ძირითადი მიმართულებით (სოციალური დაცვა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა,ფინანსური განათლების ხელშეწყობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა) ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მეთოდოლოგიის მიმართულებების დანერგვის ხელშეწყობაა, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრენინგის მონაწილეთა უმრავლესობა სახელმწიფოს შესაბამისს სააგენტოებს წარმოადგენდა, რაც სამომავლოდ პროცესის მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვინაიდან მეთოდოლოგია და მიდგომები ახალია, ჩვენ მუდმივად ვახდენთ განხორციელების პროცესში საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენას და პროცესის სრულყოფას, იმისათვის, რომ პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფოს შესაბამისმა სააგენტოებმა შეძლონ მეთოდოლოგიის დამოუკიდებლად განხორციელება, კოორდინირება და თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესაბამისად. ტრენინგის პროცესში მივიღეთ ძალიან კარგი უკუკავშირი, რის საფუძველზეც დაიხვეწება როგორც სატრენინგო მოდული, ასევე მთლიანი პროცესი. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო საქმიანობებიც, რომელიც ხელს შეუწყობს მეთოდოლოგიის დანერგვას და პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.” - ნინო ლომიძე, World Vision საქართველო.

პროექტს „ერთად – ოჯახების გაძლიერებისთვის” ახორციელებს კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში არიან World Vision გერმანია (WV), World Vision საქართველო, ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველოში და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (SSA). პროექტი ხორციელდება შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

NS