პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუმახერების დინასტიის გამარჯვებები, ტრაგედია, სკანდალები, ბრძოლა - "ფორმულა 1"-ის ლეგენდა, “სკანდალური“ ძმა, შვილები და მეუღლე, რომელმაც ქმრისთვის ყველაფერი დათმო
შუმახერების დინასტიის გამარჯვებები, ტრაგედია, სკანდალები, ბრძოლა  - "ფორმულა 1"-ის ლეგენდა, “სკანდალური“ ძმა, შვილები და მეუღლე, რომელმაც ქმრისთვის ყველაფერი დათმო

ლე­გენ­და­რუ­ლი მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი 2013 წელს მომ­ხდა­რი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. ის მე­დი­ას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს, მისი მე­უღ­ლე კი იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნებს მრბო­ლე­ლის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ებს.

მი­ხა­ე­ლის ძმამ, 49 წლის რალფ­მა კი ახ­ლა­ხანს მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა. შვიდგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის უმ­ცროს­მა ძმამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღი­ა­რა, რომ მას­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

"ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა­ში ისაა, როცა გვერ­დით შე­სა­ფე­რი­სი პარტნი­ო­რი გე­გუ­ლე­ბა და მას­თან ყვე­ლაფ­რის გა­ზი­ა­რე­ბა შე­გიძ­ლია", - წერს შუ­მა­ხე­რი.

სწო­რედ მის­მა გან­ცხა­დე­ბამ და­აბ­რუ­ნა შუ­მა­ხე­რე­ბის ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

მი­ხა­ი­ლის ცოლი - კო­რი­ნა კი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია შუ­მე­ხე­რე­ბის ოჯახ­ში, რო­მელ­მაც ქმრის გამო ყვე­ლა­ფე­რი დათ­მო და მთელ დროს მხო­ლოდ მის ახ­ლობ­ლებ­ზე ზრუნ­ვის­თვის ანა­წი­ლებს.

MailOnline-მა დაწ­ვრი­ლე­ბით და­ათ­ვა­ლი­ე­რა "ფორ­მუ­ლა 1"-ის ჩემ­პი­ო­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხუ­რი კუ­ლი­სე­ბი.

  • მა­იკლ შუ­მა­ხე­რი - "ფორ­მუ­ლა 1"-ის ლე­გენ­და, ტრა­გე­დია სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე და ცო­ლის ურ­ყე­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მის­თვის დღემ­დე იბ­რძვის

გერ­მა­ნელ­მა ლე­გენ­დამ 1994-2004 წლებ­ში მო­ი­გო შვი­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. თუმ­ცა, 2013 წლის 29 დე­კემ­ბერს, მისი ცხოვ­რე­ბა მყი­სი­ე­რად შეც­ვა­ლა ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ. შუ­მა­ხერ­მა, რო­მე­ლიც 15 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოს­ტა­ტუ­რად მარ­თავ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრაფ და სა­ხი­ფა­თო მან­ქა­ნებს, 43 წლის ასაკ­ში, 2012 წელს კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა.

ერთი წლის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში სრი­ა­ლი­სას კლდეს შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც თა­ვის კრი­ტი­კუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია. მას თა­ვის ტვინ­ზე ორი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ 2014 წლის პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სპორ­ტის ლე­გენ­და სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა დღემ­დე გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ცო­ლის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ის დღემ­დე შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდე­ბა­რე ვი­ლა­ში ცხოვ­რობს.

  • რალფ შუ­მა­ხე­რი - “სკან­და­ლუ­რი“ ძმა, რო­მელ­მაც F1-ის მწვერ­ვალს მი­აღ­წია, და­ქორ­წინ­და Playboy-ის მო­დელ­ზე და შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ გეი ურ­თი­ერ­თო­ბა­შია

რალფ შუ­მა­ხერ­საც რბო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და. მაგ­რამ მისი მიღ­წე­ვე­ბი უფ­როს­მა ძმამ, მი­ხა­ილ შუ­მა­ხერ­მა გა­და­ფა­რა. თუმ­ცა, რალ­ფის­თვის ეს დის­კომ­ფორ­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა. პი­რი­ქით, მე­დი­ას­თან ყო­ველ­თვის ზახს უს­ვამ­და, რომ მისი უფ­რო­სი ძმა ნამ­დვი­ლი ლე­გენ­და იყო.

1995 წელს რალფ­მა ია­პო­ნი­ა­ში Formula Nippon რბო­ლის სე­რია მო­ი­გო, 1997 წელს კი სე­ზო­ნის F1-ის ბი­ლე­თი მო­ი­პო­ვა. რბო­ლა­ში იას­პა­რე­ზა 11 წელი და მო­ი­გო ექ­ვსი გრან პრი. რალფ­მა მო­ტოს­პორ­ტი მის ძმას­თან ერ­თად 2012 წლის ბო­ლოს და­ტო­ვა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პოსტ-რბო­ლის კა­რი­ე­რა გა­ნაგ­რძო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, მან ძმის ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა.

მან ახ­ლა­ხან ღიად გა­ნუ­ცხა­და მე­დი­ას, რომ გეი ურ­თი­ერ­თო­ბა­შია თა­ვის ბიზ­ნეს მე­ნე­ჯერ­თან, ნი­ცა­ში მცხოვ­რებ ეტი­ენ­თან. იქამ­დე “სკან­და­ლუ­რი“ შუ­მა­ხე­რი 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო Playboy-ის მო­დელ კორა-კე­რო­ლინ ბრინკმან­ზე. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს 2015 წელს და­შორ­დნენ.

მათ შე­ე­ძი­ნათ ვაჟი - და­ვი­თი, რო­მე­ლიც ახლა 22 წლი­საა და ასე­ვე მრბო­ლე­ლია.

  • მიკ შუ­მა­ხე­რი - ერ­თგუ­ლი ვაჟი, რო­მე­ლიც მა­მის კვალს გაჰ­ყვა

მი­ხე­ილ შუ­მა­ხე­რის ვაჟი მიკ შუ­მა­ხე­რი, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს სულ რა­ღაც 14 წლის იყო. ფაქტს ის პი­რა­დად შე­ეს­წრო. მან უკვე მო­ი­პო­ვა ტი­ტუ­ლე­ბი "ფორ­მუ­ლა 3"-ისა და "ფორ­მუ­ლა 2"-ის უმ­ცროს კა­ტე­გო­რი­ებ­ში. ის 2024 წლის FIA მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე Alpine-ის­თვის ას­პა­რე­ზობს და რჩე­ბა F1 სა­რე­ზერ­ვო მძღო­ლად.

მიკი უკი­დუ­რე­სად მე­გობ­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა და მი­უ­ხე­და­ვად მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მა­მის მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა, მა­ინც ხში­რად სა­უბ­რობს მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მისი თქმით, მამა ყო­ველ­თვის ეუბ­ნე­ბო­და: “აკე­თე ის, რაც გიყ­ვარს“... 2018 წელს მიკ­მა აღ­წე­რა მა­მა­მი­სი, რო­გორც "მისი კერ­პი".

მიკი 23 წლის და­ნი­ელ მო­დელ ლა­ი­ლა ჰა­სა­ნო­ვიჩს ხვდე­ბა. ლა­ი­ლა და მიკი რე­გუ­ლა­რუ­ლად უზი­ა­რე­ბენ ფო­ტო­ებს თა­ვი­ანთ ოთხ მი­ლი­ონ­ზე მეტ გა­მომ­წერს.

  • დე­ვიდ შუ­მა­ხე­რი - და­მან­გრე­ვე­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხერ­ხე­მა­ლი

რალფ შუ­მა­ხე­რი­სა და კო­რას ვაჟი - დე­ვი­დი ბი­ძაშ­ვილ­თან, მიკ­თან ერ­თად კარ­ტინ­გე­ბის ტრა­სა­ზე გა­ი­ზარ­და. დე­ვი­დი ას­პა­რე­ზობ­და "ფორ­მუ­ლა 4"-ისა და "ფორ­მუ­ლა 3"-ის რბო­ლებ­ში, მაგ­რამ დიდი წარ­მა­ტე­ბის­თვის არას­დროს მი­უღ­წე­ვია.

მან რბო­ლა 2022 წელს მი­ა­ტო­ვა და აპი­რებ­და გა­და­სუ­ლი­ყო გერ­მა­ნი­ის ტუ­რის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­ში DTM. თუმ­ცა ჰო­კე­ნ­ჰა­იმ­რინგზე სა­ში­ნე­ლი ავა­რია გა­ნი­ცა­და. ის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მრბო­ლელ თო­მას პრე­ინგს შე­ე­ჯა­ხა, ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. დე­ვი­დი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა: ავა­რი­ის შე­დე­გად ხერ­ხე­მა­ლი და­უ­ზი­ან­და. შე­საძ­ლოა რბო­ლას ვე­რას­დროს დაბ­რუ­ნე­ბო­და, თუმ­ცა რალ­ფის ვაჟი გა­მო­ჯან­მრთელ­და და დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

  • კო­რი­ნა შუ­მა­ხე­რი - “მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი“, რო­მელ­საც მი­ხა­ი­ლი იქამ­დე შე­უყ­ვარ­და, ვიდ­რე მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბო­და

"მე ის ყო­ველ­დღე მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ მა­იკ­ლი აქ არის", - თქვა შუ­მა­ხე­რის მე­უღ­ლემ კო­რი­ნამ, რო­დე­საც 2021 წლის Netflix-ის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში რვაწ­ლი­ა­ნი დუ­მი­ლი და­არ­ღვია. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, კო­რი­ნამ, რო­მე­ლიც 29 წლის იყო, აიღო მთლი­ა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოჯახ­ზე, ფი­ნან­სებ­ზე და ქმრის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა, ტრა­გე­დი­ამ­დე ის იყო მისი ქმრის წარ­მა­ტე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი.

კო­რი­ნა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მან ცხე­ნოს­ნო­ბა აირ­ჩია და 2010 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტიც მო­ი­გო. გარ­და ამი­სა, იყო გო­ნი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ქმარს ინ­ვეს­ტი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

ის მრბო­ლელს სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა 1991 წელს გა­აც­ნო. სულ რა­ღაც ოთხი წლის შემ­დეგ, ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ.

“მე შე­მიყ­ვარ­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. ვგრძნობ­დი, რომ ის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ჩემ­თვის“, -გა­ნა­ცხა­და კო­რი­ნამ შო­უ­ში.

თა­ვის მხრივ, შუ­მა­ხე­რი ძა­ლი­ან აფა­სებ­და მე­უღ­ლეს და ღიად აცხა­დებ­და, რომ ისი­ნი ერ­თად იღებ­დნენ ყვე­ლა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

  • ჯინა-მა­რია შუ­მა­ხე­რი - ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დე­დის კვალს გაჰ­ყვა

26 წლის ჯინა-მა­რია დე­დის კვალს გაჰ­ყვა და ცხე­ნოს­ნო­ბა არ­ჩია. მისი თქმით, ცხე­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა აძ­ლევ­და ძა­ლას, რომ მა­მის ტრა­გე­დია და­ე­ვი­წყე­ბი­ნა და ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. დედა-შვი­ლი ფლო­ბენ რან­ჩოს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ გივ­რინსში, რო­მე­ლიც 2005 წელს მათ მი­ხა­ელ­მა აჩუ­ქა. სწო­რედ იქ უვ­ლი­ან ცხე­ნებს.

ჯინა-მა­რია უაღ­რე­სად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხე­და­რია და მო­გე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი შე­ჯიბ­რი, მათ შო­რის 2017 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი FEI მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მან მო­ი­პო­ვა ოქ­როს მე­და­ლი და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს უმ­ცრო­სი მხედ­რე­ბის­თვის.

ჯინა-მა­რია ახლა ძი­რი­თა­დად შვე­ი­ცა­რი­ა­ში თა­ვის საქმროს­თან, 27 წლის იან ბეტ­კეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს. წყვი­ლი ქორ­წილს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მა­ლი­ორ­კა­ში მდე­ბა­რე ვი­ლა­ში გეგ­მავს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

შუმახერების დინასტიის გამარჯვებები, ტრაგედია, სკანდალები, ბრძოლა - "ფორმულა 1"-ის ლეგენდა, “სკანდალური“ ძმა, შვილები და მეუღლე, რომელმაც ქმრისთვის ყველაფერი დათმო

შუმახერების დინასტიის გამარჯვებები, ტრაგედია, სკანდალები, ბრძოლა  - "ფორმულა 1"-ის ლეგენდა, “სკანდალური“ ძმა, შვილები და მეუღლე, რომელმაც ქმრისთვის ყველაფერი დათმო

ლეგენდარული მიხაელ შუმახერი 2013 წელს მომხდარი სათხილამურო ტრაგედიის შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძვის და რეაბილიტაციის კურსს გადის. ის მედიასთან არ თანამშრომლობს, მისი მეუღლე კი იშვიათად აქვეყნებს მრბოლელის შესახებ სიახლეებს.

მიხაელის ძმამ, 49 წლის რალფმა კი ახლახანს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის უმცროსმა ძმამ "ინსტაგრამზე" პარტნიორთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და აღიარა, რომ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.

"ყველაზე მშვენიერი ცხოვრებაში ისაა, როცა გვერდით შესაფერისი პარტნიორი გეგულება და მასთან ყველაფრის გაზიარება შეგიძლია", - წერს შუმახერი.

სწორედ მისმა განცხადებამ დააბრუნა შუმახერების ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მიხაილის ცოლი - კორინა კი ყველაზე გავლენიანი ადამიანია შუმეხერების ოჯახში, რომელმაც ქმრის გამო ყველაფერი დათმო და მთელ დროს მხოლოდ მის ახლობლებზე ზრუნვისთვის ანაწილებს.

MailOnline-მა დაწვრილებით დაათვალიერა "ფორმულა 1"-ის ჩემპიონის პირადი ცხოვრება და ოჯახური კულისები.

  • მაიკლ შუმახერი - "ფორმულა 1"-ის ლეგენდა, ტრაგედია სათხილამურო ტრასაზე და ცოლის ურყევი სიყვარული, რომელიც მისთვის დღემდე იბრძვის

გერმანელმა ლეგენდამ 1994-2004 წლებში მოიგო შვიდი მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა, 2013 წლის 29 დეკემბერს, მისი ცხოვრება მყისიერად შეცვალა ტრაგიკულმა შემთხვევამ. შუმახერმა, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოსტატურად მართავდა მსოფლიოს ყველაზე სწრაფ და სახიფათო მანქანებს, 43 წლის ასაკში, 2012 წელს კარიერა დაასრულა.

ერთი წლის შემდეგ, საფრანგეთის ალპებში სრიალისას კლდეს შეეჯახა, რამაც თავის კრიტიკული დაზიანებები გამოიწვია. მას თავის ტვინზე ორი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ 2014 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში, კომაში იმყოფებოდა. სპორტის ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა დღემდე გადის რეაბილიტაციას და ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოლის დახმარება ესაჭიროება. ის დღემდე შვეიცარიაში მდებარე ვილაში ცხოვრობს.

  • რალფ შუმახერი - “სკანდალური“ ძმა, რომელმაც F1-ის მწვერვალს მიაღწია, დაქორწინდა Playboy-ის მოდელზე და შემდეგ განაცხადა, რომ გეი ურთიერთობაშია

რალფ შუმახერსაც რბოლაში წარმატებული კარიერა ჰქონდა. მაგრამ მისი მიღწევები უფროსმა ძმამ, მიხაილ შუმახერმა გადაფარა. თუმცა, რალფისთვის ეს დისკომფორტი არასდროს ყოფილა. პირიქით, მედიასთან ყოველთვის ზახს უსვამდა, რომ მისი უფროსი ძმა ნამდვილი ლეგენდა იყო.

1995 წელს რალფმა იაპონიაში Formula Nippon რბოლის სერია მოიგო, 1997 წელს კი სეზონის F1-ის ბილეთი მოიპოვა. რბოლაში იასპარეზა 11 წელი და მოიგო ექვსი გრან პრი. რალფმა მოტოსპორტი მის ძმასთან ერთად 2012 წლის ბოლოს დატოვა და წარმატებული პოსტ-რბოლის კარიერა განაგრძო. როგორც ამბობენ, საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, მან ძმის ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტა.

მან ახლახან ღიად განუცხადა მედიას, რომ გეი ურთიერთობაშია თავის ბიზნეს მენეჯერთან, ნიცაში მცხოვრებ ეტიენთან. იქამდე “სკანდალური“ შუმახერი 14 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო Playboy-ის მოდელ კორა-კეროლინ ბრინკმანზე. ისინი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდნენ.

მათ შეეძინათ ვაჟი - დავითი, რომელიც ახლა 22 წლისაა და ასევე მრბოლელია.

  • მიკ შუმახერი - ერთგული ვაჟი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა

მიხეილ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი, ტრაგიკული შემთხვევის დროს სულ რაღაც 14 წლის იყო. ფაქტს ის პირადად შეესწრო. მან უკვე მოიპოვა ტიტულები "ფორმულა 3"-ისა და "ფორმულა 2"-ის უმცროს კატეგორიებში. ის 2024 წლის FIA მსოფლიო ჩემპიონატზე Alpine-ისთვის ასპარეზობს და რჩება F1 სარეზერვო მძღოლად.

მიკი უკიდურესად მეგობრული პიროვნებაა და მიუხედავად მისი ვალდებულებისა, შეინარჩუნოს მამის მდგომარეობის კონფიდენციალურობა, მაინც ხშირად საუბრობს მამასთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, მამა ყოველთვის ეუბნებოდა: “აკეთე ის, რაც გიყვარს“... 2018 წელს მიკმა აღწერა მამამისი, როგორც "მისი კერპი".

მიკი 23 წლის დანიელ მოდელ ლაილა ჰასანოვიჩს ხვდება. ლაილა და მიკი რეგულარულად უზიარებენ ფოტოებს თავიანთ ოთხ მილიონზე მეტ გამომწერს.

  • დევიდ შუმახერი - დამანგრეველი ავტოკატასტროფა და დაზიანებული ხერხემალი

რალფ შუმახერისა და კორას ვაჟი - დევიდი ბიძაშვილთან, მიკთან ერთად კარტინგების ტრასაზე გაიზარდა. დევიდი ასპარეზობდა "ფორმულა 4"-ისა და "ფორმულა 3"-ის რბოლებში, მაგრამ დიდი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია.

მან რბოლა 2022 წელს მიატოვა და აპირებდა გადასულიყო გერმანიის ტურისტული მანქანების ჩემპიონატში DTM. თუმცა ჰოკენჰაიმრინგზე საშინელი ავარია განიცადა. ის თანამემამულე მრბოლელ თომას პრეინგს შეეჯახა, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. დევიდი სასწაულებრივად გადარჩა: ავარიის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა. შესაძლოა რბოლას ვერასდროს დაბრუნებოდა, თუმცა რალფის ვაჟი გამოჯანმრთელდა და დაბრუნება გადაწყვიტა.

  • კორინა შუმახერი - “მფარველი ანგელოზი“, რომელსაც მიხაილი იქამდე შეუყვარდა, ვიდრე მსოფლიო ვარსკვლავი გახდებოდა

"მე ის ყოველდღე მენატრება, მაგრამ მაიკლი აქ არის", - თქვა შუმახერის მეუღლემ კორინამ, როდესაც 2021 წლის Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში რვაწლიანი დუმილი დაარღვია. ტრაგედიის შემდეგ, კორინამ, რომელიც 29 წლის იყო, აიღო მთლიანი პასუხისმგებლობა ოჯახზე, ფინანსებზე და ქმრის ჯანმრთელობაზე. თუმცა, ტრაგედიამდე ის იყო მისი ქმრის წარმატების განუყოფელი ნაწილი.

კორინა სპორტით იყო დაკავებული. მან ცხენოსნობა აირჩია და 2010 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. გარდა ამისა, იყო გონიერი ბიზნესმენი, რომელიც ქმარს ინვესტირებაში ეხმარებოდა.

ის მრბოლელს საერთო მეგობარმა 1991 წელს გააცნო. სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, ისინი დაქორწინდნენ.

“მე შემიყვარდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ადამიანი იყო. ვგრძნობდი, რომ ის რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის“, -განაცხადა კორინამ შოუში.

თავის მხრივ, შუმახერი ძალიან აფასებდა მეუღლეს და ღიად აცხადებდა, რომ ისინი ერთად იღებდნენ ყველანაირ გადაწყვეტილებებს.

  • ჯინა-მარია შუმახერი - ქალიშვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა

26 წლის ჯინა-მარია დედის კვალს გაჰყვა და ცხენოსნობა არჩია. მისი თქმით, ცხენებთან მუშაობა აძლევდა ძალას, რომ მამის ტრაგედია დაევიწყებინა და ცხოვრება გაეგრძელებინა. დედა-შვილი ფლობენ რანჩოს შვეიცარიის ქალაქ გივრინსში, რომელიც 2005 წელს მათ მიხაელმა აჩუქა. სწორედ იქ უვლიან ცხენებს.

ჯინა-მარია უაღრესად წარმატებული მხედარია და მოგებული აქვს მრავალი შეჯიბრი, მათ შორის 2017 წელს შვეიცარიაში გამართული FEI მსოფლიო ჩემპიონატი. 2018 წლის თებერვალში, მან მოიპოვა ოქროს მედალი და სათავეში ჩაუდგა მსოფლიო ჩემპიონატს უმცროსი მხედრებისთვის.

ჯინა-მარია ახლა ძირითადად შვეიცარიაში თავის საქმროსთან, 27 წლის იან ბეტკესთან ერთად ცხოვრობს. წყვილი ქორწილს უახლოეს მომავალში, მალიორკაში მდებარე ვილაში გეგმავს.

ასევე იხილეთ: