საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი
"სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ მე-3 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სას­ტი­პენ­დიო და პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დარ­გით მეტი ახალ­გაზ­რდის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაა.

წელს „აგ­როს­ფე­რომ“ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი გა­ა­ორ­მა­გა და სტი­პენ­დია მა­ღა­ლი მოს­წრე­ბის III-IV კურ­სის 6 სტუ­დენტს და­უ­ნიშ­ნა. მათ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბა კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო სათ­ბურ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო ვე­ნახ­ში,

სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ბლის სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა­ში, მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ვის­ში, პარტნი­ო­რი ფერ­მე­რე­ბის ნაკ­ვე­თებ­სა და სათ­ბუ­რებ­ში გა­ი­ა­რონ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ა­ტებს ახ­ლო­დან გა­გაც­ნობთ. ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რო­ნო­მი­ის პროგ­რა­მის IV კურ­სის სტუ­დენტს, ნია სუ­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

ნია, რო­გორ გა­ი­გეთ „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ და იც­ნობ­დით თუ არა მა­ნამ­დე კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას?

„აგ­როს­ფე­რო“ ხში­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ველ­წლი­ურ და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მებ­ზე, ამი­ტომ კომ­პა­ნი­ას მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი. ამას­თან ერ­თად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს აგ­როპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ საგ­ნის­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლებს, პრე­პა­რა­ტებ­სა და სხვა სა­ჭი­რო პრო­დუქ­ცი­ას სწო­რედ „აგ­როს­ფე­რო“ გვაწ­ვდის. სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხე­ბაც მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია და მას შემ­დეგ, რაც ჩემი ერთ-ერთი კურ­სე­ლი გახ­და სტი­პენ­დი­ა­ტი, გა­დავ­წყვი­ტე ბედი მეც მე­ცა­და.

თქვე­ნი აზ­რით, რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის?

პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი ეძ­ლე­ვა სტუ­დენტს, რომ მე­ტად ჩა­ერ­თოს სწავ­ლის პრო­ცეს­ში. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ხე­დავ, რო­გორ ფას­დე­ბა შენი შრო­მა და ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი. გარ­და ამი­სა, ამ ტი­პის პროგ­რა­მე­ბი არის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­იღ­რმაო ცოდ­ნა და მი­ი­ღო და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გით?

მე-8 კლას­ში იყა­ვი, რო­დე­საც კა­ხეთ­ში, ერთ-ერთ ვე­ნახ­ში აღ­მოვ­ჩნდი. მა­შინ მივ­ხვდი, რომ არ მინ­დო­და ოფის­ში ჯდო­მა და მერ­ჩივ­ნა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ბუ­ნე­ბას­თან ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თა­ვი­დან მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვიც­ვა­ლე და ახლა აგ­რო­ნო­მი­ის პროგ­რა­მა­ზე ვსწავ­ლობ. მე-4 კურ­სის ბო­ლოს შე­მიძ­ლია ამა­ყად ვთქვა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ სფე­როს შე­ვე­ხე და შე­ვის­წავ­ლე არა მარ­ტო მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა, არა­მედ მე­ხი­ლე­ო­ბა, მე­კენკრე­ო­ბა, მე­თხი­ლე­ო­ბა და ა.შ.

თქვე­ნი აზ­რით, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

მგო­ნია, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. ხში­რად ჩვე­ნი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მათი წი­ნაპ­რე­ბის და­ტო­ვე­ბუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის მოვ­ლა არ ეხა­ლი­სე­ბათ და ქა­ლაქ­ში და­საქ­მე­ბას არ­ჩე­ვენ. ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, რად­გან რე­გი­ო­ნე­ბი არ არის ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ იქ და­ფუძ­ნე­ბა ბევ­რმა მო­ინ­დო­მოს. ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის­თვის კი მეტი ხელ­შე­წყო­ბაა სა­ჭი­რო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გი­ო­ნებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდაც.

ნია, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

მარ­თა­ლია მე-4 კურ­სზე ვარ და ბევ­რი რამ უკვე შე­ვის­წავ­ლე, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ჭირ­დე­ბა ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა. ამას­თან ერ­თად, ვა­პი­რებ აგ­რო­ბიზ­ნეს მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ვის­წავ­ლო ან გა­ვი­ა­რო და­მა­ტე­ბი­თი კურ­სე­ბი, რათა აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში გარ­კვე­ვაც შევ­ძლო. სა­ბო­ლო­ოდ კი, იმე­დი მაქვს, ჩემი ცოდ­ნი­თა და შრო­მით გარ­კვე­ულ წვლილს შე­ვი­ტან სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რო­ნო­მი­ი­სა და, ზო­გა­დად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

"სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,

სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის პროგრამის IV კურსის სტუდენტს, ნია სულაძეს ვესაუბრეთ.

ნია, როგორ გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ და იცნობდით თუ არა მანამდე კომპანიის საქმიანობას?

„აგროსფერო“ ხშირად არის წარმოდგენილი აგრარული უნივერსიტეტის ყოველწლიურ დასაქმების ფორუმებზე, ამიტომ კომპანიას მანამდეც ვიცნობდი. ამასთან ერთად, უნივერსიტეტში მოქმედებს აგროპროექტი, რომელიც პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს. ამ საგნისთვის მაღალი ხარისხის სათესლე მასალებს, პრეპარატებსა და სხვა საჭირო პროდუქციას სწორედ „აგროსფერო“ გვაწვდის. სტიპენდიის შესახებაც მქონდა ინფორმაცია და მას შემდეგ, რაც ჩემი ერთ-ერთი კურსელი გახდა სტიპენდიატი, გადავწყვიტე ბედი მეც მეცადა.

თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებისთვის?

პირველ რიგში, ძალიან დიდი სტიმული ეძლევა სტუდენტს, რომ მეტად ჩაერთოს სწავლის პროცესში. სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი. გარდა ამისა, ამ ტიპის პროგრამები არის საშუალება გაიღრმაო ცოდნა და მიიღო დამატებითი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით.

როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?

მე-8 კლასში იყავი, როდესაც კახეთში, ერთ-ერთ ვენახში აღმოვჩნდი. მაშინ მივხვდი, რომ არ მინდოდა ოფისში ჯდომა და მერჩივნა ჩემი საქმიანობა ბუნებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. თავიდან მეღვინეობაზე ჩავაბარე, მაგრამ მიმართულება შევიცვალე და ახლა აგრონომიის პროგრამაზე ვსწავლობ. მე-4 კურსის ბოლოს შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრ სფეროს შევეხე და შევისწავლე არა მარტო მევენახეობა, არამედ მეხილეობა, მეკენკრეობა, მეთხილეობა და ა.შ.

თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სოფლის მეურნეობა საქართველოში?

მგონია, რომ სოფლის მეურნეობის დარგი ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის. ხშირად ჩვენი თაობის წარმომადგენლებს მათი წინაპრების დატოვებული მეურნეობის მოვლა არ ეხალისებათ და ქალაქში დასაქმებას არჩევენ. ეს გასაგებიცაა, რადგან რეგიონები არ არის ისეთი განვითარებული, რომ იქ დაფუძნება ბევრმა მოინდომოს. ამ პრობლემის გადაჭრისთვის კი მეტი ხელშეწყობაა საჭირო, აუცილებელია რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაც.

ნია, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მართალია მე-4 კურსზე ვარ და ბევრი რამ უკვე შევისწავლე, მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებლად დამჭირდება ცოდნის გაღრმავება. ამასთან ერთად, ვაპირებ აგრობიზნეს მენეჯმენტი შევისწავლო ან გავიარო დამატებითი კურსები, რათა აგრომეურნეობის ფინანსურ საკითხებში გარკვევაც შევძლო. საბოლოოდ კი, იმედი მაქვს, ჩემი ცოდნითა და შრომით გარკვეულ წვლილს შევიტან საქართველოში აგრონომიისა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.

NS