სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მოერიდეთ უმ საკვებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას“ - ინფექციონისტის რეკომენდაციები: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ზღვაზე დასვენებას გეგმავთ
“მოერიდეთ უმ საკვებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას“ - ინფექციონისტის რეკომენდაციები: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ზღვაზე დასვენებას გეგმავთ

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მაია ბუ­წაშ­ვი­ლი ზღვის სე­ზონ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა. მისი თქმით, ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ღე­ბი­ნე­ბით და დი­ა­რე­ით მიმ­დი­ნა­რე რო­გორც ვირუ­სუ­ლი ისე ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი.

ბუ­წაშ­ვი­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გან­მარ­ტავს, თუ რა და­ა­ვა­დე­ბებს უნდა უფრთხილ­დეთ, თუ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბას აპი­რებთ.

“რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, უნდა აღი­ნიშ­ნოს დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ანუ ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­საც მო­წამ­ვლას ეძა­ხი­ან, უკავ­ში­რე­ბენ ზღვის წყალს, მაგ­რამ უფრო მე­ტად კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე ხდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბა. ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია შე­იმ­ჩნე­ვა. კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის დატ­ვირ­თვი­სას ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა სა­თა­ნა­დოდ არ ხდე­ბა. საკ­ვე­ბის შე­ნახ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­საძ­ლოა ირ­ღვე­ო­დეს. სი­ცხის დროს თუ ცივ პი­რო­ბებ­ში არ ხდე­ბა პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვა, ეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას პრობ­ლე­მას უქ­მნის.

შე­საძ­ლოა, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში ბოსტნე­უ­ლის რე­ცხვა დარ­ღვე­უ­ლი იყოს, რაც ხელს უწყობს ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. ხში­რია ღე­ბი­ნე­ბით, დი­ა­რე­ით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი. კლა­სი­კუ­რი მო­წამ­ვლა და არა­ინ­ფექ­ცია ვლინ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც საკ­ვებ­ში მზა ტოქ­სი­ნია და 2-3 სა­ათ­ში იწყე­ბა ღე­ბი­ნე­ბა. ეს მზა საკ­ვე­ბის არას­წორ პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვი­სას მას­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტოქ­სი­ნის შე­დე­გია. ხში­რად ვხე­დავთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ან და იქ ეწყე­ბათ ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, ზოგ­ჯერ კი ტემ­პე­რა­ტუ­რაც. შემ­დეგ უკან დაბ­რუ­ნე­ბა უწევთ, პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ დას­ვე­ნე­ბის დროს.

  • ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, მით უმე­ტეს კუ­რორ­ტე­ბის­თვის, ღე­ბი­ნე­ბით და დი­ა­რე­ით მიმ­დი­ნა­რე რო­გორც ვირუ­სუ­ლი ისე ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბია და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. თუ ადა­მი­ანს ჩი­ვი­ლი არ აქვს და თავს ჯან­მრთე­ლად გრძნობს, ზღვის კუ­რორ­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის, კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის.

რთუ­ლია უნი­ვერ­სა­ლურ პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მაგ­რამ ძი­რი­თა­დად რამ­დე­ნი­მე წე­სია. პირ­ვე­ლი: ხე­ლის და­ბა­ნა და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, სწრა­ფი კვე­ბის თუ სხვა ობი­ექ­ტებ­ში არ მი­ვი­ღებთ უმ საკ­ვებს, სა­ლა­თებს, კრე­მი­ან ნამ­ცხვრებს, სა­დაც მა­ღა­ლია რის­კი. თერ­მუ­ლად, ახ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ამ მხრივ უფრო უსაფრ­თხოა, რო­მე­ლიც ცხე­ლია და თერ­მუ­ლად და­მუ­შავ­და ნაკ­ლებ საფრ­თხეს შე­ი­ცავს.

ასე­ვე ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე ხში­რია მზეს­თან, სი­ცხეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი ჰქონ­დეს გა­და­ხუ­რე­ბას, “მზის დაკ­ვრას“. აქ­ტი­ურ სა­ა­თებ­ში მზეს მო­ვე­რი­დოთ. დი­ლით და სა­ღა­მოს გა­ვი­დეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ბევ­რი სი­თხე, წყა­ლი მი­ვი­ღოთ“, - აღ­ნიშ­ნა ბუ­წაშ­ვილ­მა.

წყა­რო: interpressnews

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“მოერიდეთ უმ საკვებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას“ - ინფექციონისტის რეკომენდაციები: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ზღვაზე დასვენებას გეგმავთ

“მოერიდეთ უმ საკვებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას“ - ინფექციონისტის რეკომენდაციები: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ზღვაზე დასვენებას გეგმავთ

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ზღვის სეზონზე არსებული გამოწვევებისა და გართულებების თავიდან აცილებისთვის რეკომენდაციებს იძლევა. მისი თქმით, ზაფხულის სეზონისთვის, დამახასიათებელია ღებინებით და დიარეით მიმდინარე როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული ინფექციები.

ბუწაშვილი “ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, თუ რა დაავადებებს უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ.

“როდესაც ვსაუბრობთ ინფექციურ დაავადებებზე, უნდა აღინიშნოს დიარეული დაავადებები, ანუ ნაწლავური ინფექციები. ადამიანები, რასაც მოწამვლას ეძახიან, უკავშირებენ ზღვის წყალს, მაგრამ უფრო მეტად კვების ობიექტებზე ხდება ინფიცირება. ზღვის კურორტებზე, ადამიანების ძალიან დიდი კონცენტრაცია შეიმჩნევა. კვების ობიექტების დატვირთვისას ჰიგიენური ნორმების დაცვა სათანადოდ არ ხდება. საკვების შენახვის პროცედურები შესაძლოა ირღვეოდეს. სიცხის დროს თუ ცივ პირობებში არ ხდება პროდუქტის შენახვა, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობას პრობლემას უქმნის.

შესაძლოა, კვების ობიექტებში ბოსტნეულის რეცხვა დარღვეული იყოს, რაც ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას. ხშირია ღებინებით, დიარეით მიმდინარე დაავადებები. კლასიკური მოწამვლა და არაინფექცია ვლინდება მაშინ, როდესაც საკვებში მზა ტოქსინია და 2-3 საათში იწყება ღებინება. ეს მზა საკვების არასწორ პირობებში შენახვისას მასში გამომუშავებული ტოქსინის შედეგია. ხშირად ვხედავთ, რომ ადამიანები დასასვენებლად მიდიან და იქ ეწყებათ ღებინება, დიარეა, ზოგჯერ კი ტემპერატურაც. შემდეგ უკან დაბრუნება უწევთ, პრობლემები ექმნებათ დასვენების დროს.

  • ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს კურორტებისთვის, ღებინებით და დიარეით მიმდინარე როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული ინფექციებია დამახასიათებელი. თუ ადამიანს ჩივილი არ აქვს და თავს ჯანმრთელად გრძნობს, ზღვის კურორტიდან დაბრუნებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის, კვლევის ჩატარების აუცილებლობა არ არის.

რთულია უნივერსალურ პრევენციულ ზომებზე საუბარი მაგრამ ძირითადად რამდენიმე წესია. პირველი: ხელის დაბანა და პირადი ჰიგიენა. უმჯობესი იქნება, სწრაფი კვების თუ სხვა ობიექტებში არ მივიღებთ უმ საკვებს, სალათებს, კრემიან ნამცხვრებს, სადაც მაღალია რისკი. თერმულად, ახლად დამუშავებული საკვები ამ მხრივ უფრო უსაფრთხოა, რომელიც ცხელია და თერმულად დამუშავდა ნაკლებ საფრთხეს შეიცავს.

ასევე ზღვის კურორტებზე ხშირია მზესთან, სიცხესთან დაკავშირებული პრობლემები. სიფრთხილეა საჭირო. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას, “მზის დაკვრას“. აქტიურ საათებში მზეს მოვერიდოთ. დილით და საღამოს გავიდეთ სანაპიროზე, ბევრი სითხე, წყალი მივიღოთ“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

წყარო: interpressnews

ასევე იხილეთ: