სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა უძველეს დროში მცხოვრები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ძვალი შეისწავლეს - როგორ იცოცხლა მან უმკაცრეს პირობებში: უდიდესი აღმოჩენა, რომელიც საიდუმლოს ფარდას ხდის
მეცნიერებმა  უძველეს დროში მცხოვრები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ძვალი შეისწავლეს - როგორ იცოცხლა მან უმკაცრეს პირობებში: უდიდესი აღმოჩენა, რომელიც საიდუმლოს ფარდას ხდის

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა და სხვებ­ზე ზრუნ­ვის უნა­რი, ალ­ბათ, მთა­ვა­რია, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ადა­მი­ანს არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, არა­მედ მი­ლი­არ­დო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. მეც­ნი­ე­რებ­მა ეს თე­ო­რია კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს, რო­დე­საც უჩ­ვე­უ­ლო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე პა­ტა­რა ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლის ძვლის შეს­წავ­ლა გა­და­წყვი­ტეს.

1989 წელს, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ას­თან, კოვა ნეგ­რას გა­მოქ­ვა­ბულ­ში, პა­ლე­ონ­ტო­ლოგ­თა ჯგუფ­მა ექ­ვსი წლის ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლის შიდა ყუ­რის ძვლის ხუთ სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ფრაგ­მენ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვერ და­ად­გი­ნეს, რა სქე­სის იყო ბავ­შვი, მას თინა და­არ­ქვეს.

მარ­ცხე­ნა ძვლის ზედა მხა­რე უჩ­ვე­უ­ლო გა­ს­ქე­ლე­ბუ­ლია

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბი­ან ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბის სხე­უ­ლის მსგავს ფრაგ­მენ­ტებს. ისი­ნი ძი­რი­თა­დად პო­უ­ლო­ბენ უფრო დიდ ნაშ­თებს, რო­გო­რი­ცაა თა­ვის ქალა, კბი­ლე­ბი ან კი­დუ­რე­ბის ძვლე­ბი.

ფრაგ­მენ­ტის აღ­მო­ჩე­ნი­სას მა­შინ­ვე მიხ­ვდნენ, რომ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თეს.

ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი ევ­რო­პა­ში ასო­ბით ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც ჰო­მი­ნი­დე­ბის ცალ­კე­უ­ლი სა­ხე­ო­ბა.

დად­გე­ნი­ლია, რომ ნა­პოვ­ნი ძვლის ფრაგ­მენ­ტი120 ათა­სი­დან 40 ათას წლის წი­ნან­დე­ლია.

"ფრაგ­მენ­ტის სკა­ნი­რე­ბამ ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა: რო­გორც აღ­მოჩ­ნდა. ნე­ან­დერ­ტა­ლელს და­უ­ნის სინ­დრო­მის თან­და­ყო­ლი­ლი დე­ფექ­ტე­ბი ჰქონ­და. რა­მაც შე­საძ­ლოა, ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - ამ­ბობს ვა­ლენ­ტინ ვი­ლა­ვერ­დე ბო­ნი­ლა, ვა­ლენ­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრი­მი­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის ის­ტო­რი­ის ემე­რი­ტუ­სის პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც გა­თხრებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ხუთ სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ძვლის ფრაგ­მენ­ტი წარ­მოდ­გე­ნას ქმნის, რომ ნე­ან­დერ­ტა­ლელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვი სა­ვა­რა­უ­დოდ, მზრუნ­ვე­ლი ახ­ლობ­ლე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი

გა­დარ­ჩე­ნის საფრ­თხე

პრო­ფე­სორ ვი­ლა­ვერ­დეს თქმით, და­ზი­ა­ნე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, თი­ნას ხში­რად აწუ­ხებ­და ყუ­რის ინ­ფექ­ცია და სმე­ნის პრობ­ლე­მა. მას უჭირ­და წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ მოძ­რა­ო­ბაც.

"მას ძა­ლი­ან რთუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, მის გა­დარ­ჩე­ნას საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. ამ პრობ­ლე­მებს მარ­ტო ვერ გა­და­ლა­ხავ­და“, - თვლის მეც­ნი­ე­რი.

და­უ­ნის სინ­დრო­მი არის და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ანს უვი­თარ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ქრო­მო­სო­მა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა, ასე­ვე გუ­ლის, საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თი­ნამ ექ­ვსი წელი იცო­ცხლა, რაც პრი­მი­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბის ნორ­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას აღე­მა­ტე­ბა.

ად­გი­ლი, სა­დაც ძვლის ფრაგ­მენ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

შე­და­რე­ბის­თვის, მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, 1920-იანი წლე­ბი­დან 1940-იან წლე­ბამ­დე, და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა 9-დან 12 წლამ­დე იყო.

ალ­კა­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა, რომ­ლებ­მაც თი­ნას ყუ­რის ძვა­ლი გა­მო­იკ­ვლი­ეს, და­ად­გი­ნეს, რომ გო­გო­ნას დედა მარ­ტო ძნე­ლად თუ გა­უმკლავ­დე­ბო­და ბავ­შვის მოვ­ლას. იმის­თვის, რომ გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე წელი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა იყო სა­ჭი­რო.

მეც­ნი­ე­რე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი ჟურ­ნალ Science Advances-ის ივ­ლი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ახლა მთა­ვა­რი კი­თხვა ის არის, რა იყო გო­გო­ნას მოვ­ლი­სას მათი მო­ტი­ვა­ცია, ალ­ტრუ­იზ­მი თუ თუ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი. ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ დიდ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

"ამ ბავ­შვის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა რომ არ მი­ექ­ცი­ათ, ის ექვს წე­ლი­წადს ვერ იცო­ცხლებ­და“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ვი­ლა­ვერ­დე.

  • ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბის ქცე­ვის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი

ის, რომ ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი თა­ვი­ანთ შშმ თა­ნა­მოძ­მე­ებ­ზე ზრუ­ნავ­დნენ, მეც­ნი­ე­რებ­მა დიდი ხა­ნია იცოდ­ნენ. თუმ­ცა, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ კა­მათს იმა­ზე, თუ რაში სჭირ­დე­ბო­დათ ეს.

"ზო­გი­ერთს სჯე­რა, რომ მათ უყ­ვარ­დათ სა­კუ­თა­რი ტო­მე­ლე­ბი. სხვე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ასე­თი ქცე­ვა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რით“, - აცხა­დე­ბენ კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი.

ეს­პა­ნელ მეც­ნი­ერ­თა ჯგუფს, რო­მელ­მაც თი­ნას პა­ტა­რა ძვა­ლი შე­ის­წავ­ლა, მერ­სე­დეს კონ­დე ვალ­ვერ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"არ­სე­ბობს სხვა ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბის ნაშ­თე­ბი სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბით, და­ა­ვა­დე­ბე­ბით ან და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რომ­ლებ­საც, ალ­ბათ, ასე­ვე სჭირ­დე­ბო­დათ თა­ნა­მოძ­მე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და მან BBC-ს. ”მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნი ზრდას­რუ­ლი იყო და მათი პა­თო­ლო­გი­ე­ბი არ იყო თან­და­ყო­ლი­ლი, არა­მედ შე­ძე­ნი­ლი იყო სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში: ჭრი­ლო­ბე­ბი, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.”

"მსგავ­სი ქცე­ვის მი­ზე­ზე­ბი ბო­ლომ­დე გა­სა­გე­ბი არ არის. ვეხ­მა­რე­ბი ზრდას­რულ ადა­მი­ანს ალ­ტრუ­ის­ტუ­ლი მიზ­ნით, თუ უბ­რა­ლოდ ტომ­ში ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გრძნო­ბა იყო. ის თუ წარ­სულ­ში სხვას ეხ­მა­რე­ბო­და, მო­მა­ვალ­ში მა­საც და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ", - დას­ძენს ექ­სპერ­ტი.

  • რამ­დე­ნად ალ­ტრუ­ის­ტე­ბი ვართ?

თი­ნას შემ­თხვე­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სია, რად­გან ის ამ და­ა­ვა­დე­ბით და­ი­ბა­და, მაგ­რამ მა­ინც ექ­ვსი წელი მო­ა­ხერ­ხა ამ და­ა­ვა­დე­ბით ცხოვ­რე­ბა.

"ეს ნიშ­ნავს, რომ მათ ძა­ლი­ან უნ­დო­დათ გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა და მას­ზე ზრუნ­ვა“, - ამ­ბობს მერ­სე­დეს კონ­დე ვალ­ვერ­დე.

თუ ამ დას­კვნას ჩვე­ნი სა­ხე­ო­ბის ევო­ლუ­ცი­ის კონ­ტექ­სტში შევ­ხე­დავთ, შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი ავ­ლენ­დნენ ალ­ტრუ­ის­ტულ ქცე­ვას, ისე­ვე რო­გორც ჩვენ.

ცნო­ბი­ლია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე შიმ­პან­ზემ დე­დის ზრუნ­ვის წყა­ლო­ბით, 23 თვე იცო­ცხლა, მოვ­ლა­ში უფ­რო­სი შვი­ლი ეხ­მა­რე­ბო­და. რო­დე­საც შე­წყვი­ტა დე­დის დახ­მა­რე­ბა, მან ვე­ღარ შეძ­ლო მარ­ტომ მოვ­ლა და შიმ­პან­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლი ადა­მი­ა­ნი

კონ­დე ვალ­ვერ­დეს აზ­რით, ჰომო სა­პი­ენსსა და ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლებს უნდა ჰყო­ლო­დათ სა­ერ­თო წი­ნა­პა­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე თა­ნამ­გრძნო­ბი იყო. მა­შა­სა­და­მე, ორი­ვე სა­ხე­ო­ბამ მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო ეს თვი­სე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბულ ევო­ლუ­ცი­ურ შტოს გა­ნე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ.

ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის­გა­ნაც წარ­მო­იშ­ვნენ ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი და ჰომო სა­პი­ენ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი წლის წინ ცხოვ­რობ­და.

"ჩვე­ნი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი შე­საძ­ლოა, ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გო­გო­ნას - ან მის დე­დას, რათა მას უფრო გა­ად­ვი­ლე­ბო­და შვილ­ზე ზრუნ­ვა. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი ძა­ლი­ან გვგავ­დნენ“, - ამ­ბობს მერ­სე­დეს კონ­დე ვალ­ვერ­დე.

მეც­ნი­ე­რის აზ­რით, აღ­მო­ჩე­ნა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს შე­ვის­წავ­ლოთ "ევო­ლუ­ცი­უ­რი ბი­ო­ლო­გი­ის ღრმა მეც­ნი­ე­რუ­ლი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სვამს კი­თხვას, რო­დის და რო­გორ ჩნდე­ბა ადა­მი­ა­ნის უნი­კა­ლუ­რი ქცე­ვა, რო­დე­საც ის ზრუნ­ვას იწყებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­უც­ველ წევ­რებ­ზე...“

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მეცნიერებმა უძველეს დროში მცხოვრები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ძვალი შეისწავლეს - როგორ იცოცხლა მან უმკაცრეს პირობებში: უდიდესი აღმოჩენა, რომელიც საიდუმლოს ფარდას ხდის

მეცნიერებმა  უძველეს დროში მცხოვრები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ძვალი შეისწავლეს - როგორ იცოცხლა მან უმკაცრეს პირობებში: უდიდესი აღმოჩენა, რომელიც საიდუმლოს ფარდას ხდის

საზოგადოებაში ცხოვრება და სხვებზე ზრუნვის უნარი, ალბათ, მთავარია, რამაც საშუალება მისცა ადამიანს არა მხოლოდ გადარჩენილიყო, არამედ მილიარდობით წლის განმავლობაში განვითარებულიყო. მეცნიერებმა ეს თეორია კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როდესაც უჩვეულო მახასიათებლების მქონე პატარა ნეანდერტალელის ძვლის შესწავლა გადაწყვიტეს.

1989 წელს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიასთან, კოვა ნეგრას გამოქვაბულში, პალეონტოლოგთა ჯგუფმა ექვსი წლის ნეანდერტალელის შიდა ყურის ძვლის ხუთ სანტიმეტრიანი ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ დაადგინეს, რა სქესის იყო ბავშვი, მას თინა დაარქვეს.

მარცხენა ძვლის ზედა მხარე უჩვეულო გასქელებულია

არქეოლოგები იშვიათად ხვდებიან ნეანდერტალელების სხეულის მსგავს ფრაგმენტებს. ისინი ძირითადად პოულობენ უფრო დიდ ნაშთებს, როგორიცაა თავის ქალა, კბილები ან კიდურების ძვლები.

ფრაგმენტის აღმოჩენისას მაშინვე მიხვდნენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.

ნეანდერტალელები ევროპაში ასობით ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. კლასიფიცირდება, როგორც ჰომინიდების ცალკეული სახეობა.

დადგენილია, რომ ნაპოვნი ძვლის ფრაგმენტი120 ათასიდან 40 ათას წლის წინანდელია.

"ფრაგმენტის სკანირებამ ძალიან მოულოდნელი შედეგი აჩვენა: როგორც აღმოჩნდა. ნეანდერტალელს დაუნის სინდრომის თანდაყოლილი დეფექტები ჰქონდა. რამაც შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში“, - ამბობს ვალენტინ ვილავერდე ბონილა, ვალენსიის უნივერსიტეტის პრიმიტიული საზოგადოებების ისტორიის ემერიტუსის პროფესორი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობდა.

ხუთ სანტიმეტრიანი ძვლის ფრაგმენტი წარმოდგენას ქმნის, რომ ნეანდერტალელ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი სავარაუდოდ, მზრუნველი ახლობლებით იყო გარშემორტყმული

გადარჩენის საფრთხე

პროფესორ ვილავერდეს თქმით, დაზიანების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თინას ხშირად აწუხებდა ყურის ინფექცია და სმენის პრობლემა. მას უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება და სავარაუდოდ მოძრაობაც.

"მას ძალიან რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, მის გადარჩენას საფრთხე ემუქრებოდა. ამ პრობლემებს მარტო ვერ გადალახავდა“, - თვლის მეცნიერი.

დაუნის სინდრომი არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს უვითარდება დამატებითი ქრომოსომა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, ასევე გულის, საჭმლის მონელების და სხვა ორგანოების პრობლემები.

მიუხედავად ამისა, თინამ ექვსი წელი იცოცხლა, რაც პრიმიტიულ საზოგადოებებში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნორმალური სიცოცხლის ხანგრძლივობას აღემატება.

ადგილი, სადაც ძვლის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

შედარებისთვის, მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1920-იანი წლებიდან 1940-იან წლებამდე, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-დან 12 წლამდე იყო.

ალკალას უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებმაც თინას ყურის ძვალი გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ გოგონას დედა მარტო ძნელად თუ გაუმკლავდებოდა ბავშვის მოვლას. იმისთვის, რომ გოგონა რამდენიმე წელი გადარჩენილიყო, სოციალური ჯგუფის სხვა წევრების დახმარება იყო საჭირო.

მეცნიერების მუშაობის შედეგები ჟურნალ Science Advances-ის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა.

მეცნიერებისთვის ახლა მთავარი კითხვა ის არის, რა იყო გოგონას მოვლისას მათი მოტივაცია, ალტრუიზმი თუ თუ პირადი ინტერესები. ნეანდერტალელები იყვნენ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ დიდ ტერიტორიებზე.

"ამ ბავშვისთვის განსაკუთრებული ყურადღება რომ არ მიექციათ, ის ექვს წელიწადს ვერ იცოცხლებდა“, - ამბობს პროფესორი ვილავერდე.

  • ნეანდერტალელების ქცევის მახასიათებლები

ის, რომ ნეანდერტალელები თავიანთ შშმ თანამოძმეებზე ზრუნავდნენ, მეცნიერებმა დიდი ხანია იცოდნენ. თუმცა, ისინი აგრძელებენ კამათს იმაზე, თუ რაში სჭირდებოდათ ეს.

"ზოგიერთს სჯერა, რომ მათ უყვარდათ საკუთარი ტომელები. სხვები ამტკიცებენ, რომ ასეთი ქცევა გამოწვეული იყო თანაგრძნობის უნარით“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ესპანელ მეცნიერთა ჯგუფს, რომელმაც თინას პატარა ძვალი შეისწავლა, მერსედეს კონდე ვალვერდე ხელმძღვანელობდა.

"არსებობს სხვა ნეანდერტალელების ნაშთები სხვადასხვა პათოლოგიებით, დაავადებებით ან დაზიანებებით, რომლებსაც, ალბათ, ასევე სჭირდებოდათ თანამოძმეების დახმარება“, - განუცხადა მან BBC-ს. ”მაგრამ ყველა მათგანი ზრდასრული იყო და მათი პათოლოგიები არ იყო თანდაყოლილი, არამედ შეძენილი იყო სიცოცხლის განმავლობაში: ჭრილობები, დაავადებები, მოტეხილობები და სხვა დაზიანებები.”

"მსგავსი ქცევის მიზეზები ბოლომდე გასაგები არ არის. ვეხმარები ზრდასრულ ადამიანს ალტრუისტული მიზნით, თუ უბრალოდ ტომში ურთიერთდახმარება აუცილებელი გრძნობა იყო. ის თუ წარსულში სხვას ეხმარებოდა, მომავალში მასაც დაეხმარებოდნენ", - დასძენს ექსპერტი.

  • რამდენად ალტრუისტები ვართ?

თინას შემთხვევა გამონაკლისია, რადგან ის ამ დაავადებით დაიბადა, მაგრამ მაინც ექვსი წელი მოახერხა ამ დაავადებით ცხოვრება.

"ეს ნიშნავს, რომ მათ ძალიან უნდოდათ გოგონას დახმარება და მასზე ზრუნვა“, - ამბობს მერსედეს კონდე ვალვერდე.

თუ ამ დასკვნას ჩვენი სახეობის ევოლუციის კონტექსტში შევხედავთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეანდერტალელები ავლენდნენ ალტრუისტულ ქცევას, ისევე როგორც ჩვენ.

ცნობილია შემთხვევა, როდესაც დაუნის სინდრომის მქონე შიმპანზემ დედის ზრუნვის წყალობით, 23 თვე იცოცხლა, მოვლაში უფროსი შვილი ეხმარებოდა. როდესაც შეწყვიტა დედის დახმარება, მან ვეღარ შეძლო მარტომ მოვლა და შიმპანზე გარდაიცვალა.

ასე გამოიყურებოდა ნეანდერტალელი ადამიანი

კონდე ვალვერდეს აზრით, ჰომო საპიენსსა და ნეანდერტალელებს უნდა ჰყოლოდათ საერთო წინაპარი, რომელიც ასევე თანამგრძნობი იყო. მაშასადამე, ორივე სახეობამ მემკვიდრეობით მიიღო ეს თვისება, თუმცა ისინი განსხვავებულ ევოლუციურ შტოს განეკუთვნებოდნენ.

ადამიანის სახეობა, რომლისგანაც წარმოიშვნენ ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსი, დაახლოებით მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

"ჩვენი თეორიის თანახმად, სოციალური ჯგუფის სხვა წევრები შესაძლოა, ეხმარებოდნენ გოგონას - ან მის დედას, რათა მას უფრო გაადვილებოდა შვილზე ზრუნვა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნეანდერტალელები ძალიან გვგავდნენ“, - ამბობს მერსედეს კონდე ვალვერდე.

მეცნიერის აზრით, აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ "ევოლუციური ბიოლოგიის ღრმა მეცნიერული პრობლემა, რომელიც სვამს კითხვას, როდის და როგორ ჩნდება ადამიანის უნიკალური ქცევა, როდესაც ის ზრუნვას იწყებს საზოგადოების დაუცველ წევრებზე...“

წყარო