საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი
"ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ მე-3 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სას­ტი­პენ­დიო და პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დარ­გით მეტი ახალ­გაზ­რდის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაა.

წელს კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რომ“ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი გა­ა­ორ­მა­გა და სტი­პენ­დია მა­ღა­ლი მოს­წრე­ბის III-IV კურ­სის 6 სტუ­დენტს და­უ­ნიშ­ნა. მათ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბა კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო სათ­ბურ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო ვე­ნახ­ში,

სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ბლის სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა­ში, მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ვის­ში, პარტნი­ო­რი ფერ­მე­რე­ბის ნაკ­ვე­თებ­სა და სათ­ბუ­რებ­ში გა­ი­ა­რონ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ა­ტებს ახ­ლო­დან გა­გაც­ნობთ. ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის პროგ­რა­მის III კურ­სის სტუ­დენტს, მი­ხე­ილ ნატ­როშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

მი­ხე­ილ, რო­გორ გა­ი­გეთ „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ და იც­ნობ­დით თუ არა მა­ნამ­დე კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას?

დიახ, „აგ­როს­ფე­როს“ მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, მე­ტიც, სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბა მაქვს და მისი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­თვის ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი კომ­პა­ნი­ის ვა­კან­სი­ე­ბით აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მებ­ზე. სტუ­დენ­ტე­ბი კარ­გად ვიც­ნობთ „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ა­ტებ­საც, რად­გან მათი ფო­ტო­ე­ბი და ფრა­ზე­ბი ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია გა­მოკ­რუ­ლი.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნი­ათ მსგავ­სი ტი­პის პროგ­რა­მე­ბი?

ჩემი აზ­რით, ამ­გვა­რი პროგ­რა­მე­ბი უფრო მე­ტად გვიღ­ვი­ვებს სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის სურ­ვილს. როცა იცი, რომ ამ­გვა­რი რამ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, უფრო მე­ტად ცდი­ლობ კარ­გად სწავ­ლას. მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა შენი ეს მო­ტი­ვა­ცია რა­ღა­ცით ჯილ­დოვ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ჟი­რე­ბას, ის ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ვია შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გით?

ჩემი ინ­ტე­რე­სი ამ სფე­რო­სად­მი ბავ­შვო­ბა­ში და­ი­წყო. და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის წინ პა­პა­ჩემ­მა ვე­ნა­ხი გა­ა­შე­ნა, რომ­ლის მოვ­ლა­ში მეც ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სხვლა თუ სხვა მწვა­ნე ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მო­სავ­ლის აღე­ბა და ღვი­ნის კე­თე­ბა ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. ამავდრო­უ­ლად, ვხვდე­ბო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­უ­ლად არ კეთ­დე­ბო­და და პა­პა­ჩე­მის მე­ურ­ნე­ო­ბა მხო­ლოდ წი­ნაპ­რე­ბის­გან ბო­ძე­ბულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბო­და. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, უკეთ შე­მეს­წავ­ლა ეს სფე­რო და სიღ­რმი­სე­უ­ლად მცოდ­ნო­და ვე­ნა­ხის მოვ­ლი­სა და ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ოპე­რა­ცია.

მი­ხე­ილ, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი ჩემს სწავ­ლას შე­ე­ხე­ბა. სექ­ტემ­ბერ­ში ორი თვით უნი­ვერ­სი­ტე­ტის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბორ­დო­ში მივ­დი­ვარ, სა­დაც ერთ-ერთ ცნო­ბილ მა­რან­ში გა­ვივ­ლი პრაქ­ტი­კას. სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, მა­გის­ტრა­ტუ­რა­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე ვგეგ­მავ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ, ჩემი თავი კერ­ძო სექ­ტორ­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია, სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხი­თა და მეღ­ვი­ნე­ო­ბით.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

"ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს კომპანია „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,

სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის პროგრამის III კურსის სტუდენტს, მიხეილ ნატროშვილს ვესაუბრეთ.

მიხეილ, როგორ გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ და იცნობდით თუ არა მანამდე კომპანიის საქმიანობას?

დიახ, „აგროსფეროს“ მანამდეც ვიცნობდი, მეტიც, საკუთარი მეურნეობა მაქვს და მისი პროდუქციის მომხმარებელი ვარ. გარდა ამისა, ყოველთვის ვინტერესდებოდი კომპანიის ვაკანსიებით აგრარული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმებზე. სტუდენტები კარგად ვიცნობთ „აგროსფეროს“ სტიპენდიატებსაც, რადგან მათი ფოტოები და ფრაზები ჩვენს ბიბლიოთეკაშია გამოკრული.

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მსგავსი ტიპის პროგრამები?

ჩემი აზრით, ამგვარი პროგრამები უფრო მეტად გვიღვივებს სტუდენტებს სწავლის სურვილს. როცა იცი, რომ ამგვარი რამ არის ხელმისაწვდომი, უფრო მეტად ცდილობ კარგად სწავლას. მეორე მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ეს მოტივაცია რაღაცით ჯილდოვდება. რაც შეეხება სტაჟირებას, ის ერთგვარი გზამკვლევია შემდგომი განვითარებისთვის.

რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?

ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი ბავშვობაში დაიწყო. დაახლოებით 50 წლის წინ პაპაჩემმა ვენახი გააშენა, რომლის მოვლაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. სხვლა თუ სხვა მწვანე ოპერაციების ჩატარება, მოსავლის აღება და ღვინის კეთება ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამავდროულად, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი პროფესიულად არ კეთდებოდა და პაპაჩემის მეურნეობა მხოლოდ წინაპრებისგან ბოძებულ ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, უკეთ შემესწავლა ეს სფერო და სიღრმისეულად მცოდნოდა ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენებისთვის საჭირო ყველა ოპერაცია.

მიხეილ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უახლოესი გეგმები ჩემს სწავლას შეეხება. სექტემბერში ორი თვით უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მივდივარ, სადაც ერთ-ერთ ცნობილ მარანში გავივლი პრაქტიკას. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. საბოლოოდ, ჩემი თავი კერძო სექტორში წარმომიდგენია, საკუთარი ვენახითა და მეღვინეობით.

NS