პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური დაპირისპირების სისხლიანი გაგრძელება ოკუპირებულ ცხინვალში - ბიბილოვის ძმისშვილებს, რომლებსაც მის "ჯალათებს" ეძახიან, ცეცხლი გაუხსნეს
პოლიტიკური დაპირისპირების სისხლიანი გაგრძელება ოკუპირებულ ცხინვალში -  ბიბილოვის ძმისშვილებს, რომლებსაც მის "ჯალათებს" ეძახიან, ცეცხლი გაუხსნეს
  • ფო­ტო­ზე: ლევ კა­ბი­სო­ვი

14 ივ­ლისს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სრო­ლა იყო ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში. რო­გორც მე­დია წერს, ცე­ცხლი "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ძმის­შვი­ლებს გა­უხ­სნეს.

შემ­თხვე­ვა მე-12 სკო­ლის წინ მოხ­და.

"უც­ნობ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ძმის­შვი­ლებს, სერ­გო და ლევ კა­ბი­სო­ვებს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ამ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის ძმა (ალან გაგ­ლო­ე­ვი) ალიკ გაგ­ლო­ე­ვიც“, - წერს მე­დია "ტე­ლეგ­რა­მარხზე" დაყ­რდნო­ბით.

ძმე­ბი კა­ბი­სო­ვე­ბი ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ekhokavkaza.com წერს, სამ­ხრეთ ოსუ­რი მე­დია ამ ფაქ­ტზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­შიც გაჩ­ნდა.

რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს "სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მომ­ხდა­რის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით". მე­დია წერს, რომ ალან გაგ­ლო­ევ­მა და­ა­ვა­ლა უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­მო­ავ­ლი­ნონ და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცენ სრო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი.

  • ვინ არი­ან ძმე­ბი კა­ბი­სო­ვე­ბი?

სერ­გო და ლევ კა­ბი­სო­ვებს "ბი­ბი­ლო­ვის ჯა­ლა­თებს" ეძახ­დნენ ამ უკა­ნას­კნე­ლის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს. ისი­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი და მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ არა­ერთ ძა­ლა­დობ­რივ ინ­ცი­დენ­ტში. მათ ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ ბი­ბი­ლო­ვის ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში - ცე­მა­სა და მუ­ქა­რა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ა.წ. 9 ივ­ნისს სამ­ხრეთ ოსეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა. რო­გორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თა­ნახ­მად "ნი­ხას­მა", ამ­ჟა­მინ­დე­ლი დე ფქტო პრე­ზი­დენ­ტის ალან გაგ­ლო­ე­ვის პარ­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ მისი ოპო­ნენ­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ გა­მარ­ჯვე­ბა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის, "ერ­თი­ა­ნი ოსე­თის" პარ­ტი­ას ერგო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პოლიტიკური დაპირისპირების სისხლიანი გაგრძელება ოკუპირებულ ცხინვალში - ბიბილოვის ძმისშვილებს, რომლებსაც მის "ჯალათებს" ეძახიან, ცეცხლი გაუხსნეს

პოლიტიკური დაპირისპირების სისხლიანი გაგრძელება ოკუპირებულ ცხინვალში -  ბიბილოვის ძმისშვილებს, რომლებსაც მის "ჯალათებს" ეძახიან, ცეცხლი გაუხსნეს
  • ფოტოზე: ლევ კაბისოვი

14 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სროლა იყო ოკუპირებულ ცხინვალში. როგორც მედია წერს, ცეცხლი "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს.

შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.

"უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევ კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია "ტელეგრამარხზე" დაყრდნობით.

ძმები კაბისოვები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ekhokavkaza.com წერს, სამხრეთ ოსური მედია ამ ფაქტზე დიდი ხნის განმავლობაში დუმდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაშიც გაჩნდა.

როგორც იტყობინებიან, ამ დროისთვის მიმდინარეობს "საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენის მიზნით". მედია წერს, რომ ალან გაგლოევმა დაავალა უმოკლეს ვადაში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ სროლაში მონაწილე პირები.

  • ვინ არიან ძმები კაბისოვები?

სერგო და ლევ კაბისოვებს "ბიბილოვის ჯალათებს" ეძახდნენ ამ უკანასკნელის ე.წ. პრეზიდენტობის დროს. ისინი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ძალოვან უწყებებში იყვნენ დასაქმებული და მონაწილეობდნენ არაერთ ძალადობრივ ინციდენტში. მათ ხშირად ადანაშაულებდნენ ბიბილოვის ოპონენტების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებში - ცემასა და მუქარაში.

შეგახსენებთ, ა.წ. 9 ივნისს სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად "ნიხასმა", ამჟამინდელი დე ფქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ მისი ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ გამარჯვება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის, "ერთიანი ოსეთის" პარტიას ერგო.