პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შევნიშნეთ ბიჭი, რომელიც შენობის სახურავზე ცოცავდა, მას თოფი ჰქონდა“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები: უახლესი დეტალები დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ
“შევნიშნეთ ბიჭი, რომელიც შენობის სახურავზე ცოცავდა, მას თოფი ჰქონდა“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები: უახლესი დეტალები დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ

მე­დია აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ერთ-ერთ კან­დი­დატ­ზე, დო­ნალდ ტრამპზე თავ­დას­ხმის უახ­ლეს დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს. ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე ასე­ვე ვრცელ­დე­ბა 20 წლის ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი თო­მას მე­თიუ კრუკ­სის 18+ ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მისი ცხე­და­რი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ად­გი­ლი­დან გა­აქვთ.

New York Post- ი წერს, რომ პენ­სილ­ვა­ნი­ელ­მა კრუქსმა კამ­პა­ნი­ის დროს რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა. ერთ-ერ­თმა ტყვი­ამ ტრამ­პი ყუ­რის მი­და­მო­ებ­ში დაჭ­რა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხე­ბაც. ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე თვითმხილ­ველ­მა თქვა, რომ გას­რო­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე, მათ და­ი­ნა­ხეს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე ავი­და და ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბეს, მაგ­რამ მათ რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

“ჩვენ შევ­ნიშ­ნეთ ბიჭი, რო­მე­ლიც გვერ­დი­თა შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე ცო­ცავ­და, მას თოფი ჰქონ­და. ჩვენ პო­ლი­ცი­ას მი­ვუ­თი­თეთ, რომ იქ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, თუმ­ცა თით­ქოს არც იცოდ­ნენ რა ხდე­ბო­და. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე: “რა­ტომ ლა­პა­რა­კობს ტრამ­პი? რა­ტომ არ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სცე­ნი­დან? შემ­დეგ ხუთი გას­რო­ლა გა­ის­მა“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი მე­თიუ კრუქ­სის შე­სა­ხებ?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის პენ­სილ­ვა­ნი­ის მკვიდ­რი იყო. შემ­თხვე­ვის დროს სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა ეს­რო­ლა და გა­ა­ნე­იტ­რა­ლა. მე­თიუ კრუქ­სი ცხოვ­რობ­და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვალ მან­ძილ­ზე იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც სრო­ლა მოხ­და. მე­დი­ის ცნო­ბით, მან 2022 წელს და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე იყო და მა­თე­მა­ტი­კა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­თვის სკო­ლა­ში ჯილ­დოს სა­ხით, 500 დო­ლა­რიც კი მი­ი­ღო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­გორც პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ამომ­რჩე­ველ­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი აჩ­ვე­ნებს, კრუქ­სი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლი. ასე­ვე არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მან 17 წლის ასაკ­ში 15 დო­ლა­რი შეს­წი­რა "დე­მოკ­რა­ტებს".

  • რო­გორც TMZ-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ზე ჩანს, კრუქ­სი სა­ხუ­რავ­ზე, მუ­ცელ­ზე მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ია­რა­ღით ხელ­ში და ასე ეს­რო­და სა­მიზ­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად და­შავ­და.

შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღუ­პა, ორი მო­ნა­წი­ლე კი - მძი­მედ და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რიც, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლე­საშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ (FBI-მ) ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­ქ­სია. დო­ნალდ ტრამპმა სა­ა­ვად­მყო­ფო შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“შევნიშნეთ ბიჭი, რომელიც შენობის სახურავზე ცოცავდა, მას თოფი ჰქონდა“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები: უახლესი დეტალები დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ

“შევნიშნეთ ბიჭი, რომელიც შენობის სახურავზე ცოცავდა, მას თოფი ჰქონდა“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები: უახლესი დეტალები დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ

მედია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის უახლეს დეტალებს აქვეყნებს. ტელეგრამარხებზე ასევე ვრცელდება 20 წლის ლიკვიდირებული თომას მეთიუ კრუკსის 18+ ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მისი ცხედარი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ადგილიდან გააქვთ.

New York Post- ი წერს, რომ პენსილვანიელმა კრუქსმა კამპანიის დროს რამდენჯერმე გაისროლა. ერთ-ერთმა ტყვიამ ტრამპი ყურის მიდამოებში დაჭრა. ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებაც. ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რამდენიმე თვითმხილველმა თქვა, რომ გასროლამდე ცოტა ხნით ადრე, მათ დაინახეს მამაკაცი, რომელიც შენობის სახურავზე ავიდა და ამის შესახებ პოლიციას აცნობეს, მაგრამ მათ რეაგირება არ ჰქონიათ.

“ჩვენ შევნიშნეთ ბიჭი, რომელიც გვერდითა შენობის სახურავზე ცოცავდა, მას თოფი ჰქონდა. ჩვენ პოლიციას მივუთითეთ, რომ იქ შეიარაღებული ადამიანი იყო, თუმცა თითქოს არც იცოდნენ რა ხდებოდა. შემდეგ ვიფიქრე: “რატომ ლაპარაკობს ტრამპი? რატომ არ ჩამოიყვანეს სცენიდან? შემდეგ ხუთი გასროლა გაისმა“, - განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

  • რა არის ცნობილი მეთიუ კრუქსის შესახებ?

როგორც ცნობილია, ის პენსილვანიის მკვიდრი იყო. შემთხვევის დროს საიდუმლო სამსახურმა ესროლა და გაანეიტრალა. მეთიუ კრუქსი ცხოვრობდა დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც სროლა მოხდა. მედიის ცნობით, მან 2022 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. არსებული ინფორმაციით, ის სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო და მათემატიკასა და მეცნიერებაში გამოჩენილი ინიციატივებისთვის სკოლაში ჯილდოს სახით, 500 დოლარიც კი მიიღო.

საინტერესოა, რომ როგორც პენსილვანიის შტატის ამომრჩეველთა ჩანაწერები აჩვენებს, კრუქსი რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი. ასევე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მან 17 წლის ასაკში 15 დოლარი შესწირა "დემოკრატებს".

  • როგორც TMZ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებზე ჩანს, კრუქსი სახურავზე, მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში იყო იარაღით ხელში და ასე ესროდა სამიზნეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალესაშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკქსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ასევე იხილეთ: