კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი" - რა იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მთავარი სათქმელი და რას აცხადებს ის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
"აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი" - რა იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მთავარი სათქმელი და რას აცხადებს ის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

აშშ სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით და მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში ზო­გი­ერ­თის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე უზრა ზე­ი­ამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის მიერ დიდი ხნის, ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის, მათ შო­რის აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მხო­ლოდ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა

“აქ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ის­თვი­სა და სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის 32 წლის პარტნი­ო­რო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კულ დროს ვიმ­ყო­ფე­ბი.

ამა­ღამ და­ვას­რუ­ლე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა, ბოლო ორი დღის დის­კუ­სი­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტთან, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­დი­ას­თან.

  • აშშ-ის სამი საკ­ვან­ძო მე­სი­ჯი გა­და­ვე­ცი:

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით და მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში ზო­გი­ერ­თის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზას, ავ­ნებს ჩვენს პარტნი­ო­რო­ბას და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

ე.წ. უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის კა­ნო­ნი ავ­ნებს ქარ­თველ ხალ­ხს, მათ შო­რის აქ­ტი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ ჯან­დაც­ვას, სკო­ლებს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, მე­დი­ა­სა და ბევრ სხვა რა­მეს. შე­დე­გად, ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ყი­ნა დიდი ბრძო­ლის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბი­სა და და­ში­ნე­ბის ეს­კა­ლა­ცია თა­ნაბ­რად სა­გან­გა­შოა.

მე­ტიც, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის მიერ დიდი ხნის და ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის, მათ შო­რის აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ჩემი მე­ო­რე მე­სი­ჯი ის არის, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­დამ­ჭე­რია. რო­გორც ქარ­თვე­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ას, არ ას­რუ­ლებს 2008 წლის 6-პუნ­ქტი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. დღეს მა­მაც ქარ­თველ ქა­ლებს შევ­ხვდი, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან პუ­ტი­ნის აგ­რე­სი­ის შე­დე­გად, ტან­ჯვი­სა და გამ­ძლე­ო­ბის შე­სა­ხებ მათი ის­ტო­რი­ე­ბი მო­ვის­მი­ნე. აშშ-ის პო­ზი­ცია არ შეც­ვლი­ლა და არ შე­იც­ვლე­ბა, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ასო­ბით ათა­სი იძუ­ლე­ბუ­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მხარ­და­ჭე­რას", - გა­ნა­ცხა­და მან.

ავტორი:

"აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი" - რა იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მთავარი სათქმელი და რას აცხადებს ის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

"აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი" - რა იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მთავარი სათქმელი და რას აცხადებს ის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა.

  • მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის, ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება

“აქ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვისა და საქართველო-აშშ-ის 32 წლის პარტნიორობისთვის განსაკუთრებით კრიტიკულ დროს ვიმყოფები.

ამაღამ დავასრულე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბოლო ორი დღის დისკუსიები პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან.

  • აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი:

შეერთებული შტატები სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ავნებს ჩვენს პარტნიორობას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.

ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ავნებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა რამეს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ესკალაცია თანაბრად საგანგაშოა.

მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის და ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.

ჩემი მეორე მესიჯი ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. როგორც ქართველებმა ძალიან კარგად იციან, 16 წლის განმავლობაში რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას, არ ასრულებს 2008 წლის 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. დღეს მამაც ქართველ ქალებს შევხვდი, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან პუტინის აგრესიის შედეგად, ტანჯვისა და გამძლეობის შესახებ მათი ისტორიები მოვისმინე. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ასობით ათასი იძულებულით გადაადგილებული ქართველის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის მხარდაჭერას", - განაცხადა მან.