სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალს, რომელზეც ქმარმა იძალადა, ბრალი ალკოჰოლის მიღებისა და თვითმკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს - დუბაიში მომუშავე სტიუარდესას უმძიმესი ისტორია
ქალს, რომელზეც ქმარმა იძალადა, ბრალი ალკოჰოლის მიღებისა და თვითმკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს - დუბაიში მომუშავე სტიუარდესას უმძიმესი ისტორია

დუ­ბა­ი­ში ირ­ლან­დი­ე­ლი სტი­უ­არ­დე­სა და­ა­კა­ვეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, მას ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გამო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

28 წლის, ტორი ტოუი, წარ­მო­შო­ბით ბო­ი­ლი­დან, როს­კო­მო­ნის საგ­რა­ფო­დან არის. ის Emirates Airlines-ში მუ­შა­ობს. ახლა მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლა აქვს აკ­რძა­ლუ­ლი.

სა­მარ­თლებ­რი­ვი ჯგუ­ფის, Detained in Dubai (DiD) წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ტო­რის სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ქმა­რი და­ნით და­ე­დევ­ნა და და­არ­ტყა, შემ­დეგ კი აბა­ზა­ნის კარ­თან ხელი მო­უ­ჭი­რა და ცდი­ლობ­და, მის­თვის მკლა­ვი გა­და­ე­ტე­ხა.

ტო­რიმ თქვა, რომ თავ­დას­ხმის შემ­დეგ, რა­მაც მას მძი­მე და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­უ­ტო­ვა, თა­ვის მოკ­ვლა სცა­და.

მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, ტო­უ­ის დუ­ბა­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ახლა ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნას ვერ ტო­ვებს, რად­გან მისი პას­პორ­ტი დაბ­ლო­კი­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ ირ­ლან­დი­ა­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბა.

  • DiD-ის მეშ­ვე­ო­ბით, ტო­უ­იმ გა­ნა­ცხა­და: "არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში მო­მა­ვალ კვი­რას. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვარ, მინ­და, ირ­ლან­დი­ა­ში დავ­ბრუნ­დე და ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რო. მივ­მარ­თავ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­როთ."

DiD-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტო­უ­ის შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­დეს იმ ცი­ხე­ში, რო­მე­ლიც "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი­თა და წა­მე­ბი­თაა" ცნო­ბი­ლი.

Detained in Dubai-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, რადა სტირ­ლინ­გი, აცხა­დებს: "ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ დუ­ბა­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სას­წრა­ფოდ მოხ­სნას ბრალ­დე­ბე­ბი ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ, გა­ა­უქ­მოს მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვა და მის­ცეს მას სა­შუ­ა­ლე­ბა, დე­დას­თან ერ­თად გაფ­რინ­დეს სახ­ლში, ირ­ლან­დი­ა­ში. მას ბრა­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა­ში ედე­ბა.

უც­ნა­უ­რია, რომ არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დიდ რე­სურ­სებს ქვე­ყა­ნა­ში ალ­კოჰო­ლის ლე­გა­ლუ­რო­ბის პრო­პა­გან­დის­თვის ხარ­ჯავს. რე­ა­ლუ­რად, ადა­მი­ა­ნებს კვლავ რე­გუ­ლა­რუ­ლად ედე­ბათ ბრა­ლი ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა­სა და ფლო­ბა­ში. ტო­რის გა­მოც­დი­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ტრა­გი­კუ­ლია და გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვათ, მას გა­უ­მარ­თლა, რომ სა­ერ­თოდ, ცო­ცხა­ლია."

შემ­დეგ მან გან­მარ­ტა: "ტო­რიმ ირ­ლან­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­გეგ­მა, მაგ­რამ რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში მი­ვი­და, უთხრეს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ქმრის მიერ აღ­ძრუ­ლი საქ­მე შე­წყდა, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვა დარ­ჩა.

მან პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას მი­მარ­თა, სა­დაც და­არ­წმუ­ნეს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვა მო­იხ­სნე­ბო­და, მაგ­რამ ეს არ მომ­ხდა­რა. მე­ო­რე დღეს ტო­რიმ და მის­მა ქმარ­მა ცოტა ღვი­ნო და­ლი­ეს, უცებ ქმა­რი გაბ­რაზ­და და ცოლი ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა".

ტო­უ­იმ შემ­დეგ სუ­ი­ცი­დი სცა­და და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

სტირ­ლინ­გმა აღ­ნიშ­ნა: "შემ­დე­გი, რაც ახ­სოვს, არის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და და პო­ლი­ცია, რომ­ლებ­მაც გა­მო­აღ­ვი­ძეს. ალ ბარ­შას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი.

ირ­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, სა­ი­მონ ჰა­რის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმუ­შა­ვებს ამ "სა­ში­ნელ" ამ­ბავ­ში ჩარ­თვა­ზე, ხოლო საქ­მე ირ­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტატ­მა მარი ლუ მაკ­დო­ნალდმა წა­მოს­წია.

ჰა­რის­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მაკ­დო­ნალდს და თქვა, რომ დე­პუ­ტატ­თან ერ­თად იმუ­შა­ვებს "საქ­მე­ში ჩარ­თვი­სა და იმის და­სად­გე­ნად, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, და­ვეხ­მა­როთ ირ­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქეს".

ხოლო მაკ­დო­ნალ­დის თქმით, ის ტო­უ­ის ესა­უბ­რა.

"ტო­რის უბ­რა­ლოდ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა სურს. ახლა ვი­თხოვ, რო­გორც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­და­უ­დე­ბელ სა­კითხს, რომ გა­ვა­კე­თოთ გან­ცხა­დე­ბა ამ პა­ლა­ტი­დან, რათა თქვენ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ოთ, ელჩი გა­მო­ი­ძა­ხოთ და ცხა­დად გა­ნუ­ცხა­დოთ დუ­ბა­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ არც ერთ ქალს არ უნდა მო­ექ­ცნენ ასე, და ირ­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქეს, ირ­ლან­დი­ელ ქალს ასე ვერ მო­ე­პყრო­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და მან.

ჰა­რის­მა უპა­სუ­ხა, რომ ტო­უ­ის საქ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და და მას ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

Sky News-თან სა­უბ­რი­სას, ტო­რის დე­ი­დამ, ენ ფლინ­მა თქვა: “ეს ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლია მთე­ლი ოჯა­ხის­თვის".

მან აღ­წე­რა თა­ვი­სი დის­შვი­ლი, რო­გორც "ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდა ქალი", რო­მე­ლიც "მხი­ა­რუ­ლია და მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარს".

"მან Emirates-ში თა­ვი­სი ოც­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყო და სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, მოგ­ზა­უ­რო­ბაც შე­ეძ­ლო. დუ­ბაი უყ­ვარ­და, იქ მე­გობ­რე­ბის ფარ­თო ქსე­ლი აქვს".

სტი­უ­არ­დე­სას უთხრეს, რომ "ვე­რა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბო­და" და რომ საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში 18 ივ­ლისს გა­და­ვა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქალს, რომელზეც ქმარმა იძალადა, ბრალი ალკოჰოლის მიღებისა და თვითმკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს - დუბაიში მომუშავე სტიუარდესას უმძიმესი ისტორია

ქალს, რომელზეც ქმარმა იძალადა, ბრალი ალკოჰოლის მიღებისა და თვითმკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს - დუბაიში მომუშავე სტიუარდესას უმძიმესი ისტორია

დუბაიში ირლანდიელი სტიუარდესა დააკავეს და სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის შემდეგ, მას ალკოჰოლის მიღებისა და თვითმკვლელობის მცდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

28 წლის, ტორი ტოუი, წარმოშობით ბოილიდან, როსკომონის საგრაფოდან არის. ის Emirates Airlines-ში მუშაობს. ახლა მას ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული.

სამართლებრივი ჯგუფის, Detained in Dubai (DiD) წარმომადგენლის თქმით, ტორის სამხრეთ აფრიკელი ქმარი დანით დაედევნა და დაარტყა, შემდეგ კი აბაზანის კართან ხელი მოუჭირა და ცდილობდა, მისთვის მკლავი გადაეტეხა.

ტორიმ თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ, რამაც მას მძიმე დაჟეჟილობები და დაზიანებები დაუტოვა, თავის მოკვლა სცადა.

მაგრამ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ტოუის დუბაის სასამართლოს მიერ ალკოჰოლის მოხმარებასა და თვითმკვლელობის მცდელობაში ახლა ბრალი წარედგინა.

მისი თქმით, ქვეყანას ვერ ტოვებს, რადგან მისი პასპორტი დაბლოკილია, რაც ნიშნავს, რომ ირლანდიაში ვერ დაბრუნდება.

  • DiD-ის მეშვეობით, ტოუიმ განაცხადა: "არ ვიცი, რა მოხდება სასამართლოში მომავალ კვირას. სასოწარკვეთილი ვარ, მინდა, ირლანდიაში დავბრუნდე და ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარო. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, გთხოვთ, დაგვეხმაროთ."

DiD-მა განაცხადა, რომ ტოუის შეიძლება ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდეს იმ ციხეში, რომელიც "ადამიანის უფლებების დარღვევებითა და წამებითაა" ცნობილი.

Detained in Dubai-ის აღმასრულებელი დირექტორი, რადა სტირლინგი, აცხადებს: "ჩვენ მოვუწოდებთ დუბაის ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოხსნას ბრალდებები ტორის წინააღმდეგ, გააუქმოს მოგზაურობის აკრძალვა და მისცეს მას საშუალება, დედასთან ერთად გაფრინდეს სახლში, ირლანდიაში. მას ბრალი თვითმკვლელობის მცდელობასა და ალკოჰოლის მოხმარებაში ედება.

უცნაურია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები საზოგადოებრივი ურთიერთობების დიდ რესურსებს ქვეყანაში ალკოჰოლის ლეგალურობის პროპაგანდისთვის ხარჯავს. რეალურად, ადამიანებს კვლავ რეგულარულად ედებათ ბრალი ალკოჰოლის მოხმარებასა და ფლობაში. ტორის გამოცდილება უბრალოდ ტრაგიკულია და გულახდილად რომ ვთქვათ, მას გაუმართლა, რომ საერთოდ, ცოცხალია."

შემდეგ მან განმარტა: "ტორიმ ირლანდიაში დაბრუნება დაგეგმა, მაგრამ როდესაც აეროპორტში მივიდა, უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ ქმრის მიერ აღძრული საქმე შეწყდა, მაგრამ მოგზაურობის აკრძალვა დარჩა.

მან პოლიციის განყოფილებას მიმართა, სადაც დაარწმუნეს, რომ მოგზაურობის აკრძალვა მოიხსნებოდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. მეორე დღეს ტორიმ და მისმა ქმარმა ცოტა ღვინო დალიეს, უცებ ქმარი გაბრაზდა და ცოლი ღალატში დაადანაშაულა".

ტოუიმ შემდეგ სუიციდი სცადა და პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

სტირლინგმა აღნიშნა: "შემდეგი, რაც ახსოვს, არის სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია, რომლებმაც გამოაღვიძეს. ალ ბარშას პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და სახლში დაბრუნებამდე კიდევ რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებული.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ იმუშავებს ამ "საშინელ" ამბავში ჩართვაზე, ხოლო საქმე ირლანდიის პარლამენტში დეპუტატმა მარი ლუ მაკდონალდმა წამოსწია.

ჰარისმა მადლობა გადაუხადა მაკდონალდს და თქვა, რომ დეპუტატთან ერთად იმუშავებს "საქმეში ჩართვისა და იმის დასადგენად, თუ როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ ირლანდიის მოქალაქეს".

ხოლო მაკდონალდის თქმით, ის ტოუის ესაუბრა.

"ტორის უბრალოდ, სახლში დაბრუნება სურს. ახლა ვითხოვ, როგორც აბსოლუტურად გადაუდებელ საკითხს, რომ გავაკეთოთ განცხადება ამ პალატიდან, რათა თქვენ, პრემიერ-მინისტრო, საქმეში ჩაერიოთ, ელჩი გამოიძახოთ და ცხადად განუცხადოთ დუბაის ხელისუფლებას, რომ არც ერთ ქალს არ უნდა მოექცნენ ასე, და ირლანდიის მოქალაქეს, ირლანდიელ ქალს ასე ვერ მოეპყრობიან", - განაცხადა მან.

ჰარისმა უპასუხა, რომ ტოუის საქმის შესახებ არაფერი იცოდა და მას ინფორმირებისთვის მადლობა გადაუხადა.

Sky News-თან საუბრისას, ტორის დეიდამ, ენ ფლინმა თქვა: “ეს ძალიან სტრესულია მთელი ოჯახისთვის".

მან აღწერა თავისი დისშვილი, როგორც "ლამაზი ახალგაზრდა ქალი", რომელიც "მხიარულია და მოგზაურობა უყვარს".

"მან Emirates-ში თავისი ოცნების სამსახური დაიწყო და სამსახურთან ერთად, მოგზაურობაც შეეძლო. დუბაი უყვარდა, იქ მეგობრების ფართო ქსელი აქვს".

სტიუარდესას უთხრეს, რომ "ვერაფერი გაკეთდებოდა" და რომ საქმე სასამართლოში 18 ივლისს გადავა.

წყარო