საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტუდენტობისას ხშირად ვიბნევით, ასეთი ინიციატივები კი მოტივაციას გაძლევს და თვითგამორკვევაში გეხმარება" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი
"სტუდენტობისას ხშირად ვიბნევით, ასეთი ინიციატივები კი მოტივაციას გაძლევს და თვითგამორკვევაში გეხმარება" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ მე-3 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სას­ტი­პენ­დიო და პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დარ­გით მეტი ახალ­გაზ­რდის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაა.

წელს „აგ­როს­ფე­რომ“ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი გა­ა­ორ­მა­გა და სტი­პენ­დია მა­ღა­ლი მოს­წრე­ბის III-IV კურ­სის 6 სტუ­დენტს და­უ­ნიშ­ნა. მათ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბა კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო სათ­ბურ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო ვე­ნახ­ში,

სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ბლის სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა­ში, მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ვის­ში, პარტნი­ო­რი ფერ­მე­რე­ბის ნაკ­ვე­თებ­სა და სათ­ბუ­რებ­ში გა­ი­ა­რონ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ა­ტებს ახ­ლო­დან გა­გაც­ნობთ. ამ­ჯე­რად, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის პროგ­რა­მის III კურ­სის სტუ­დენტს, ლე­ვან კი­კა­ჩე­იშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

ლე­ვან, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნი­ათ „აგ­როს­ფე­როს“ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა?

სტუ­დენ­ტო­ბი­სას ხში­რად ვიბ­ნე­ვით, ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კი მო­ტი­ვა­ცი­ას გაძ­ლევს და თვით­გა­მორ­კვე­ვა­ში გეხ­მა­რე­ბა. საქ­მე ისაა, რომ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბის ბევ­რი გზა არ­სე­ბობს და ზოგ­ჯერ რთუ­ლია, მიხ­ვდე რო­მე­ლი გზის არ­ჩე­ვა ჯობს. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, სხვა­დას­ხვა რამ მო­სინ­ჯო და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. „აგ­როს­ფე­როს“ პროგ­რა­მე­ბი სწო­რედ ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა, ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს პრაქ­ტი­კა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვი­ა­როთ და სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ში უკეთ გა­ვერ­კვეთ.

რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გით?

ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და ჩემი მო­მავ­ლის მას­თან და­კავ­ში­რე­ბაც სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე. გარ­და ამი­სა, ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ვსტუმ­რობ­დი პა­პა­ჩე­მის ვე­ნახს, მას­თან ერ­თად ვუვ­ლი­დი ვაზს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი რთველ­ში და სხვა­დას­ხვა პრო­ცეს­ში. ვფიქ­რობ, მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა, გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დელ­მა გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

ლე­ვან, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გე­გე­მე­ბი, რო­გორ ხე­დავთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გზის გან­ვი­თა­რე­ბას?

სამ­წუ­ხა­როდ, პა­პა­ჩე­მის ვე­ნა­ხი აქ­ტი­უ­რი აღარ არის, რომ მისი გზა გა­ვაგ­რძე­ლო. ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა კი მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, თა­ნაც, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ბა­ზა­რი უკვე საკ­მა­ოდ გა­ჯე­რე­ბუ­ლია, რაც თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს. ამი­ტომ ჯერ რა­ი­მე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ო­ბას ვი­სურ­ვებ­დი, პი­რად მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე ფიქ­რს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას­თან ერ­თად და­ვი­წყებ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სტუდენტობისას ხშირად ვიბნევით, ასეთი ინიციატივები კი მოტივაციას გაძლევს და თვითგამორკვევაში გეხმარება" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

"სტუდენტობისას ხშირად ვიბნევით, ასეთი ინიციატივები კი მოტივაციას გაძლევს და თვითგამორკვევაში გეხმარება" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,

სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის პროგრამის III კურსის სტუდენტს, ლევან კიკაჩეიშვილს ვესაუბრეთ.

ლევან, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ ეს ინიციატივა?

სტუდენტობისას ხშირად ვიბნევით, ასეთი ინიციატივები კი მოტივაციას გაძლევს და თვითგამორკვევაში გეხმარება. საქმე ისაა, რომ სწავლის პერიოდში განვითარების ბევრი გზა არსებობს და ზოგჯერ რთულია, მიხვდე რომელი გზის არჩევა ჯობს. ამიტომ უმჯობესია, სხვადასხვა რამ მოსინჯო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „აგროსფეროს“ პროგრამები სწორედ ამაში გვეხმარება, ის შესაძლებლობას გვაძლევს პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით გავიაროთ და საკუთარ ინტერესებში უკეთ გავერკვეთ.

როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?

ბუნება ძალიან მიზიდავს და ჩემი მომავლის მასთან დაკავშირებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. გარდა ამისა, ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი პაპაჩემის ვენახს, მასთან ერთად ვუვლიდი ვაზს, მონაწილეობას ვიღებდი რთველში და სხვადასხვა პროცესში. ვფიქრობ, მომავალი პროფესიისადმი ინტერესის გაღვივება და კონკრეტულად მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების არჩევა, გარკვეულწილად ამ ბავშვობისდროინდელმა გამოცდილებამაც განაპირობა.

ლევან, როგორია თქვენი სამომავლო გეგემები, როგორ ხედავთ თქვენი პროფესიული გზის განვითარებას?

სამწუხაროდ, პაპაჩემის ვენახი აქტიური აღარ არის, რომ მისი გზა გავაგრძელო. ყველაფრის თავიდან დაწყება კი მარტივი არ იქნება, თანაც, სოფლის მეურნეობის ბაზარი უკვე საკმაოდ გაჯერებულია, რაც თავის დამკვიდრებას კიდევ უფრო გაართულებს. ამიტომ ჯერ რაიმე მსხვილი კომპანიის ფარგლებში მუშაობას ვისურვებდი, პირად მეურნეობაზე ფიქრს კი მოგვიანებით, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად დავიწყებ.

NS