სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი

სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია GM PHARMA-მ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე უკ­რა­ი­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ცია და კი­დევ ერთხელ მი­ე­ნი­ჭა კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის (GMP) შე­სა­ბა­მი­სო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი – PIC/S GMP. აღ­ნიშ­ნუ­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მყა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბის (ტაბ­ლე­ტი, კაფ­სუ­ლა) წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი, სა­წარ­მოს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის, სა­წყო­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ურ-ინ­ჟინ­რუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ზო­გა­დად, ხა­რის­ხის მარ­თვი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­სპექ­ცი­ე­ბის კონ­ვენ­ცია/კო­ო­პე­რა­ცი­ის სქე­მის (PIC/S) ჰარ­მო­ნი­ზე­ბულ GMP სტან­დარ­ტებ­თან, ევ­რო­კავ­ში­რის GMP დი­რექ­ტი­ვებ­თან და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნებ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია.

PIC/S-ი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რომ­ლის მთა­ვარ მი­ზანს GMP ინ­სპექ­ტი­რე­ბის წე­სე­ბის ჰარ­მო­ნი­ზე­ბა წარ­მო­ად­გენს, რაც სა­ერ­თო სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­თა და კო­ო­პე­რა­ცი­ის სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ინ­სპექ­ტო­რე­ბის მუდ­მი­ვი გა­დამ­ზა­დე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. PIC/S-ი კონ­ვენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს, რე­გი­ო­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თნ­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მაა. ორ­გა­ნი­ზა­ცია 1995 წელს და­არ­სდა და ამ­ჟა­მად 56 ქვეყ­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს აერ­თი­ა­ნებს (ევ­რო­პის, ამე­რი­კის, აზი­ის, ქვე­ყა­ნე­ბი, ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია, სხვ.). უკ­რა­ი­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო PIC/S-ს გა­ერ­თი­ა­ნე­ბას 2011 წლი­დან შე­უ­ერ­თდა. პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან მხო­ლოდ ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი და უკ­რა­ი­ნაა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­ნიშ­ნულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, რაც უკ­რა­ი­ნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და ინ­სპექ­ტო­რე­ბის მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბაა.

GM PHARMA-მ სა­ერ­თა­შო­რი­სო PIC/S GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი პირ­ვე­ლად ჯერ კი­დევ 2014 წელს მო­ი­პო­ვა, მას შემ­დეგ კი უკვე მე­ხუ­თედ წარ­მა­ტე­ბით გა­დის აღ­ნიშ­ნულ ინ­სპექ­ტი­რე­ბას.

მსოფ­ლიო მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა თუ ჯან­დაც­ვის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის­თვის PIC/S-ის GMP სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბას­თან და გლო­ბა­ლურ იმიჯ­თან, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მა­ღალ ხა­რისხთან და უსაფრ­თხო­ე­ბის მყარ გა­რან­ტი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამა­ვე დროს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, მათ შო­რის GM PHARMA-სთვის, შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ცაა, PIC/S-ის წევრ ზო­გი­ერთ ქვეყ­ნებ­ში და­ა­რე­გის­ტრი­როს და შე­ი­ტა­ნოს პრო­დუქ­ცია და­მა­ტე­ბი­თი GMP-ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შე, რაც კომ­პა­ნი­ას სა­ო­პე­რა­ციო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

GM PHARMA, PIC/S GMP სერ­ტი­ფი­კატ­თან ერ­თად, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა ეროვ­ნულ თუ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატ­სა და ნე­ბარ­თვას ფლობს, მაგ.: ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP (სა­ქარ­თვე­ლო), ხა­რის­ხის მარ­თვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ცი­ის (NSF International) – NSF/ANSI. ამას­თან, GM PHARMA-ს წარ­მა­ტე­ბით აქვს გავ­ლი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის (EU GMP) სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აუ­დი­ტი:

2022 წ. – კომ­პა­ნია PHARMAKON, და­ნია; ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) პარტნი­ო­რი. 2023 – Heacon Service GmbH, ფარ­მა-აუ­დი­ტის ჯგუ­ფი, გერ­მა­ნია.

2023 – Woodley BioReg, დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აუ­დი­ტე­ბი ადას­ტუ­რებს GM PHARMA-ს მის­წარ­ფე­ბას მუდ­მივ სრულ­ყო­ფი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბი­სად­მი, და კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს კომ­პა­ნი­ის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რის, იმიჯს.

GM PHARMA 2000 წელს და­არ­სდა და მას შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. დღე­ი­სათ­ვის კომ­პა­ნია >140 ბრენ­დი­თა და >230 გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მით ფლობს პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთ უდი­დეს პორ­ტფელს რე­გი­ონ­ში და მო­ი­ცავს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ჯგუფს, საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ჩათ­ვლით. კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს 100-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტს და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია მსოფ­ლი­ოს 7 ქვე­ყა­ნა­ში.

GM PHARMA ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მუდ­მივ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში – ამ­პუ­ლე­ბის, ლი­ო­ფი­ლი­ზა­ტე­ბის, ორა­ლუ­რი ხსნა­რე­ბის სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის და­მა­ტე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა და ახა­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა, ასე­ვე უფრო მეტი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და მო­ძი­ე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც ანა­ლო­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და GM PHARMA -ს სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე არ მო­ე­პო­ვე­ბა.

GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში, რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

GM PHARMA – ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი

GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი

საერთაშორისო, მულტინაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა მაღალი ავტორიტეტის მქონე უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჩატარებული ინსპექცია და კიდევ ერთხელ მიენიჭა კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი – PIC/S GMP. აღნიშნულით დასტურდება, რომ კომპანიაში მიმდინარე მყარი სამკურნალო ფორმების (ტაბლეტი, კაფსულა) წარმოების პროცესი, საწარმოს, ლაბორატორიების, საწყობის, ტექნოლოგიურ-ინჟინრული აღჭურვილობისა და ზოგადად, ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სისტემები ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია/კოოპერაციის სქემის (PIC/S) ჰარმონიზებულ GMP სტანდარტებთან, ევროკავშირის GMP დირექტივებთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.

PIC/S-ი სხვადასხვა ქვეყნის კარგი საწარმოო პრაქტიკის მარეგულირებელი ორგანოების მსოფლიო გაერთიანებაა, რომლის მთავარ მიზანს GMP ინსპექტირების წესების ჰარმონიზება წარმოადგენს, რაც საერთო სტანდარტების შემუშავებითა და კოოპერაციის სქემაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი ინსპექტორების მუდმივი გადამზადებით ხორციელდება. PIC/S-ი კონვენციაში მონაწილე მარეგულირებელ ორგანოებს, რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის გაძლიერების საუკეთესო პლატფორმაა. ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა და ამჟამად 56 ქვეყნის მარეგულირებელს აერთიანებს (ევროპის, ამერიკის, აზიის, ქვეყანები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სხვ.). უკრაინის მარეგულირებელი ორგანო PIC/S-ს გაერთიანებას 2011 წლიდან შეუერთდა. პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და უკრაინაა წარმომადგენელი აღნიშნულ გაერთიანებაში, რაც უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მაღალი რეპუტაციისა და ინსპექტორების მაღალი კვალიფიკაციის დადასტურებაა.

GM PHARMA-მ საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი პირველად ჯერ კიდევ 2014 წელს მოიპოვა, მას შემდეგ კი უკვე მეხუთედ წარმატებით გადის აღნიშნულ ინსპექტირებას.

მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოებისა თუ ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის PIC/S-ის GMP სერტიფიცირება მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის სანდოობასთან და გლობალურ იმიჯთან, ფარმაცევტული პროდუქციის მაღალ ხარისხთან და უსაფრთხოების მყარ გარანტიებთან ასოცირდება. ამავე დროს, აღნიშნული სერტიფიკატი ფარმაცევტული კომპანიებისთვის, მათ შორის GM PHARMA-სთვის, შესაძლებლობაცაა, PIC/S-ის წევრ ზოგიერთ ქვეყნებში დაარეგისტრიროს და შეიტანოს პროდუქცია დამატებითი GMP-ინსპექტირების გარეშე, რაც კომპანიას საოპერაციო გეოგრაფიული არეალის გაფართოვების საშუალებას მისცემს.

GM PHARMA, PIC/S GMP სერტიფიკატთან ერთად, ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ეროვნულ თუ სხვა საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას ფლობს, მაგ.: ნაციონალური GMP (საქართველო), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის (NSF International) – NSF/ANSI. ამასთან, GM PHARMA-ს წარმატებით აქვს გავლილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სტანდარტების შესაბამისობის რამდენიმე მნიშვნელოვანი აუდიტი:

2022 წ. – კომპანია PHARMAKON, დანია; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პარტნიორი. 2023 – Heacon Service GmbH, ფარმა-აუდიტის ჯგუფი, გერმანია.

2023 – Woodley BioReg, დიდი ბრიტანეთი.

აღნიშნული აუდიტები ადასტურებს GM PHARMA-ს მისწარფებას მუდმივ სრულყოფისა და ინოვაციებისადმი, და კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის, როგორც საქართველოს და კავკასიის რეგიონის ფარმაცევტულ ინდუსტრიის ლიდერის, იმიჯს.

GM PHARMA 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის კომპანია >140 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით. კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში.

GM PHARMA ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში – ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება, მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა და ახალი ფარმაცევტული ბაზრების ათვისება, ასევე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ისეთი პრეპარატების წარმოებასა და მოძიებაზე, რომლებსაც ანალოგები საქართველოსა და GM PHARMA -ს საექსპორტო ბაზრებზე არ მოეპოვება.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

R