სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსალოდნელია ახალი სუბიექტების გამოჩენა, გაცოცხლდებიან ძველებიც" - რა ხდება ოპოზიციაში: ექსპერტები ახალ პოლიტიკურ ერთობას აფასებენ
"მოსალოდნელია ახალი სუბიექტების გამოჩენა, გაცოცხლდებიან ძველებიც" - რა ხდება ოპოზიციაში: ექსპერტები ახალ პოლიტიკურ ერთობას აფასებენ

გუ­შინ სამ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თო­ბა გა­მო­ა­ცხა­და - "ახა­ლი“, "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, "დროა“ გა­ერ­თი­ან­და, თუმ­ცა ამ ერ­თო­ბის­თვის ჯერ სა­ერ­თო სა­ხელ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ არის.

არ­სე­ბობ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ამომ­რჩე­ვე­ლი პარ­ტია "ლე­ლო­საც" იხი­ლავ­და, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ასე არ მოხ­და.

  • "ლელო ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია ძა­ლი­ან მყარ და მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად. მცი­რე გან­სხვა­ვე­ბე­ბი იყო ჩვენს ხედ­ვებს შო­რის და ამი­ტომ ამ წუთ­ში შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. თუმ­ცა თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, არ იკე­ტე­ბა ამით პრო­ცე­სი და, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და არა მხო­ლოდ ლე­ლოს­თან, რად­გან დრო საკ­მა­რი­სი ჯერ კი­დევ არის“, - თქვა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ექ­სპერ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში გია ხუ­ხაშ­ვი­ლი და გია ძა­ბი­რა­ძე ახალ პო­ლი­ტი­კურ ძვრებს აა­ნა­ლი­ზე­ბენ და გარ­კვე­ულ პროგ­ნო­ზებს აკე­თე­ბენ.

  • პრო­ცე­სი და­ი­წყო და ჩემი აზ­რით, ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, - ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ალი­ან­სე­ბის შექ­მნა.

ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოხ­და, რა­მაც სხვა­დას­ხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პარ­ტია წარ­მოშ­ვა, თუმ­ცა ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, მსგავ­სი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბი მათ ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბის და ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

"თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ჰყავ­და საკ­მა­ოდ მყა­რი ელექ­ტო­რა­ტი და ამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან ეს ელექ­ტო­რა­ტი მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. რო­დე­საც ახლა ლა­პა­რა­კია ამ 2 პო­ლუს­ზე - ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორი პო­ლუ­სი. თუ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოც“ რო­მე­ლი­მე პო­ლუს­ზე მო­ძებ­ნის ად­გილს, ეს იქ­ნე­ბა იმის გა­რან­ტია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მაქ­სი­მა­ლუ­რად აით­ვი­სებს ოპო­ზი­ცი­ურ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ხმებს. მე არ ვლა­პა­რა­კობ შუ­ა­შის­ტურ ხმებ­ზე და ძა­ლი­ან სა­კა­მა­თოა ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი რამ­დე­ნად მი­ემ­ხრო­ბა ამ ფრთას, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩევ­ლის როლი აქ ძა­ლი­ან დიდი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სწო­რად და­ლაგ­და დღეს­დღე­ო­ბით - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რა­ტის სრუ­ლი ათ­ვი­სე­ბა მოხ­დე­ბა. ეს გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა ვერ გა­და­ლა­ხოს 5%-იანი ბა­რი­ე­რი. რო­გორ გა­ი­ყო­ფა ხმე­ბი, ეგ სხვა თე­მაა. მე ვფიქ­რობ, ჯერ­ჯე­რო­ბით, პირ­ველ ად­გილ­ზე მა­ინც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“ და მე­ო­რე­ზე - "ახ­ლე­ბი“, თუ რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა ამ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, ამას და­ვაკ­ვირ­დე­ბით და ვნა­ხავთ, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა.

პრობ­ლე­მა ის არის, რომ მოხ­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­უ­ჯე­რებ­ლო­ბა. "ახ­ლე­ბი“ ხომ ჰა­ე­რი­დან არ წარ­მო­შო­ბი­ლან? - იქ იყო კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი, იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი, ამი­ტომ ამან გარ­კვე­უ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ამ მოძ­რა­ო­ბის შიგ­ნით. ისე­ვე რო­გორც თა­ვის დრო­ზე "ევ­რო­პულ­მა“ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეწარ­მო­ე­ბი­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა. ამი­ტომ რე­ა­ლო­ბა გვაქვს დღეს ასე­თი. ერთი ფაქ­ტო­რია კი­დევ - არ ვი­ცით, რო­გორ დაჯ­გუფ­დე­ბა შუ­ა­შის­ტუ­რი "ლელო-გა­ხა­რი­ას“ ტან­დე­მი. შედ­გე­ბა მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თუ არ შედ­გე­ბა. პრო­ცე­სი ახლა და­ი­წყო, ბო­ლომ­დე ხომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის. ამას თან სდევს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის თუ მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­ჩე­ნა, ეს პრო­ცე­სიც და­ი­წყე­ბა და კი­დევ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი გაჩ­ნდე­ბი­ან, გა­ცო­ცხლდე­ბი­ან ძვე­ლე­ბიც. პრო­ცე­სი და­ი­წყო და ჩემი აზ­რით, ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის,“ - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

  • "უკვე ჩანს არა 3, არა­მედ 4 ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის კონ­ტუ­რე­ბი. 4 უკვე არის კრი­ტი­კუ­ლად მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვლე­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია. თუ ამ ოთხი­დან ერ­თიც ვერ გა­და­ლა­ხავს 5%-იან ბა­რი­ერს, ეს ნაშ­თი მი­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბე­ღელ­ში, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 26 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არამ­ხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ირ­ჩე­ვენ, არა­მედ ირ­ჩე­ვენ ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტორს.

"რო­გორც ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ეს არ არის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა. თუ ჩვენ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ამომ­რჩე­ველს სეგ­მენ­ტე­ბად დავ­ყოფთ და სრულ და­ფარ­ვა­ზე ვი­ფიქ­რებთ, რა სუ­რა­თიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გვაქვს, ეს არ არის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და სამი ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი ცენ­ტრის ფორ­მი­რე­ბა. ეს გახ­ლავთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, "ლელო“ და "ახა­ლი“ და მე­სა­მე ესაა გა­ხა­რია, რო­გორც მე­სა­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი ცენ­ტრი. ეს იქ­ნე­ბო­და ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­ნა­წი­ლე­ბა, იმის­თვის, რომ ნაშ­თე­ბის პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო და მისი მი­ნი­მი­ზა­ცია მომ­ხდა­რი­ყო, პარ­ტი­ე­ბი კი ამ სამი ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ორ­ბი­ტა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლიყ­ვნენ. რა­ტომ­ღაც ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბით ვერ შედ­გა "ლე­ლო­სა“ და “ახა­ლის“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად, ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე რის­კებს ზრდის. იმი­ტომ, რომ უკვე ჩანს არა სამი, არა­მედ 4 ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის კონ­ტუ­რე­ბი და 4 უკვე არის კრი­ტი­კუ­ლად მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვლე­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია. თუ ამ ოთხი­დან ერ­თიც ვერ გა­და­ლა­ხავს 5%-იან ბა­რი­ერს, ეს ნაშ­თი მი­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბე­ღელ­ში.

ისე უც­ნა­უ­რად მი­დის პრო­ცე­სი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მე-5 ცენ­ტრიც გაჩ­ნდეს. ვფიქ­რობ, ოპო­ზი­ცია პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბით და უც­ნა­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი მა­შინ, როცა ქარ­ტი­ის სა­ხით გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი მა­გი­და­ზეა და არ­სე­ბობს. ეს ბუნ­დო­ვა­ნე­ბა, ამომ­რჩე­ველ­ში ნი­ჰი­ლის­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს, რაც ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას. ამით მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისარ­გებ­ლებს. მე მა­ინც ვი­სურ­ვებ­დი რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ნახ­ლდეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ლე­ლო­სა“ და "ახალს“ შო­რის იმის­თვის, რომ მათ შეძ­ლონ ერ­თო­ბა. მათ გა­სა­ყო­ფი ჯერ არა­ფე­რი აქვთ. დღეს ამო­ცა­ნაა ძა­ლა­უფ­ლე­ბი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მო­შო­რე­ბა. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ამო­ცა­ნა, სა­ხელ­მწი­ფოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხომ არ ვირ­ჩევთ, ჩვენ ვირ­ჩევთ ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტორს.

ამომ­რჩე­ვე­ლი 26 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნებ­ზე რომ წავა, ის, პირ­ველ რიგ­ში, ირ­ჩევს არა პარ­ტი­ებს, არა­მედ ირ­ჩევს ქვეყ­ნის მო­მა­ვალს. და­სავ­ლე­თი თუ რუ­სე­თი? - რე­ფე­რენ­დუმ­ზე მი­დის. ამ დიდ არ­ჩე­ვან­თან ერ­თად გვაქვს კი­დევ ქვე­არ­ჩე­ვა­ნი. კი ბა­ტო­ნო, და­სავ­ლურ პარ­ტი­ას უნდა მივ­ცე ხმა და ამ და­სავ­ლურ პარ­ტი­ებ­შიც მას აქვს ქვე­არ­ჩე­ვა­ნი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბია. თუ "ლელო“ ახალ­თან გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და, იქ­ნე­ბო­და იდე­ა­ლუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია. სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი რომ იყოს, კარ­გი იქ­ნე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მოსალოდნელია ახალი სუბიექტების გამოჩენა, გაცოცხლდებიან ძველებიც" - რა ხდება ოპოზიციაში: ექსპერტები ახალ პოლიტიკურ ერთობას აფასებენ

"მოსალოდნელია ახალი სუბიექტების გამოჩენა, გაცოცხლდებიან ძველებიც" - რა ხდება ოპოზიციაში: ექსპერტები ახალ პოლიტიკურ ერთობას აფასებენ

გუშინ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტიკური ერთობა გამოაცხადა - "ახალი“, "გირჩი - მეტი თავისუფლება“, "დროა“ გაერთიანდა, თუმცა ამ ერთობისთვის ჯერ საერთო სახელზე შეთანხმებული არ არის.

არსებობდა მოლოდინი, რომ ამ გაერთიანებაში ამომრჩეველი პარტია "ლელოსაც" იხილავდა, თუმცა რატომღაც ასე არ მოხდა.

  • "ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა. თუმცა თავისთავად ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი და, ბუნებრივია, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არა მხოლოდ ლელოსთან, რადგან დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ექსპერტები პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი და გია ძაბირაძე ახალ პოლიტიკურ ძვრებს აანალიზებენ და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ.

  • პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ოპოზიციურ ფლანგზე ის სწორი მიმართულებით მიდის, - ასე შეაფასა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური ალიანსების შექმნა.

ექსპერტის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება მოხდა, რამაც სხვადასხვა დამოუკიდებელი პარტია წარმოშვა, თუმცა ძაბირაძის შეფასებით, მსგავსი კონფიგურაციები მათ ოპოზიციური ხმების სრულად ათვისების და ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.

"თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა საკმაოდ მყარი ელექტორატი და ამ 12 წლის განმავლობაში, მან ეს ელექტორატი მთლიანობაში შეინარჩუნა. როდესაც ახლა ლაპარაკია ამ 2 პოლუსზე - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ ორი პოლუსი. თუ "ევროპული საქართველოც“ რომელიმე პოლუსზე მოძებნის ადგილს, ეს იქნება იმის გარანტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად აითვისებს ოპოზიციურ ნაციონალურ ხმებს. მე არ ვლაპარაკობ შუაშისტურ ხმებზე და ძალიან საკამათოა ნეიტრალური ამომრჩეველი რამდენად მიემხრობა ამ ფრთას, ყოველ შემთხვევაში ნეიტრალური ამომრჩევლის როლი აქ ძალიან დიდი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად დალაგდა დღესდღეობით - "ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის სრული ათვისება მოხდება. ეს გამორიცხავს იმას, რომ რომელიმე მათგანმა ვერ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. როგორ გაიყოფა ხმები, ეგ სხვა თემაა. მე ვფიქრობ, ჯერჯერობით, პირველ ადგილზე მაინც "ნაციონალური მოძრაობაა“ და მეორეზე - "ახლები“, თუ რაღაც შეიცვლება ამ საარჩევნო პროცესში, ამას დავაკვირდებით და ვნახავთ, მაგრამ მეეჭვება.

პრობლემა ის არის, რომ მოხდა განხეთქილება, გარკვეული პოზიციების შეუჯერებლობა. "ახლები“ ხომ ჰაერიდან არ წარმოშობილან? - იქ იყო კეზერაშვილის ფაქტორი, იყო სააკაშვილის ფაქტორი, ამიტომ ამან გარკვეული განხეთქილება გამოიწვია ამ მოძრაობის შიგნით. ისევე როგორც თავის დროზე "ევროპულმა“ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეწარმოებინა დამოუკიდებელი პოლიტიკა. ამიტომ რეალობა გვაქვს დღეს ასეთი. ერთი ფაქტორია კიდევ - არ ვიცით, როგორ დაჯგუფდება შუაშისტური "ლელო-გახარიას“ ტანდემი. შედგება მათი გაერთიანება თუ არ შედგება. პროცესი ახლა დაიწყო, ბოლომდე ხომ ჩამოყალიბებული არ არის. ამას თან სდევს ახალი პოლიტიკური გაერთიანებების თუ მოძრაობების გაჩენა, ეს პროცესიც დაიწყება და კიდევ მოსალოდნელია, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტები გაჩნდებიან, გაცოცხლდებიან ძველებიც. პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ოპოზიციურ ფლანგზე ის სწორი მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

  • "უკვე ჩანს არა 3, არამედ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის კონტურები. 4 უკვე არის კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაცია. თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე მოქალაქეები არამხოლოდ ხელისუფლებას ირჩევენ, არამედ ირჩევენ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს.

"როგორც ვითარდება მოვლენები, ეს არ არის ბუნებრივი განაწილება. თუ ჩვენ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს სეგმენტებად დავყოფთ და სრულ დაფარვაზე ვიფიქრებთ, რა სურათიც დღეის მდგომარეობით გვაქვს, ეს არ არის ბუნებრივი განაწილება. ბუნებრივი განაწილება იქნებოდა სამი ძირითადი ოპოზიციური ცენტრის ფორმირება. ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობა“, "ლელო“ და "ახალი“ და მესამე ესაა გახარია, როგორც მესამე ოპოზიციური ცენტრი. ეს იქნებოდა ოპტიმალური განაწილება, იმისთვის, რომ ნაშთების პრობლემა მოგვარებულიყო და მისი მინიმიზაცია მომხდარიყო, პარტიები კი ამ სამი ძირითადი პოლიტიკური ცენტრის ორბიტაზე განთავსებულიყვნენ. რატომღაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ვერ შედგა "ლელოსა“ და “ახალის“ გაერთიანება, ეს გარკვეულწილად, ოპოზიციურ ფლანგზე რისკებს ზრდის. იმიტომ, რომ უკვე ჩანს არა სამი, არამედ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის კონტურები და 4 უკვე არის კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაცია. თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში.

ისე უცნაურად მიდის პროცესი, არ არის გამორიცხული მე-5 ცენტრიც გაჩნდეს. ვფიქრობ, ოპოზიცია პირადი ამბიციებით და უცნაური მოლაპარაკებებითაა დაკავებული მაშინ, როცა ქარტიის სახით გამაერთიანებელი დოკუმენტი მაგიდაზეა და არსებობს. ეს ბუნდოვანება, ამომრჩეველში ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იწვევს, რაც ლაიტმოტივად გასდევს უახლეს ისტორიას. ამით მხოლოდ ხელისუფლება ისარგებლებს. მე მაინც ვისურვებდი რაღაცნაირად განახლდეს მოლაპარაკებები "ლელოსა“ და "ახალს“ შორის იმისთვის, რომ მათ შეძლონ ერთობა. მათ გასაყოფი ჯერ არაფერი აქვთ. დღეს ამოცანაა ძალაუფლებიდან "ქართული ოცნების“ ჩამოშორება. ეს არის ფუნდამენტური ამოცანა, სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ხომ არ ვირჩევთ, ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს.

ამომრჩეველი 26 ოქტომბერს არჩევნებზე რომ წავა, ის, პირველ რიგში, ირჩევს არა პარტიებს, არამედ ირჩევს ქვეყნის მომავალს. დასავლეთი თუ რუსეთი? - რეფერენდუმზე მიდის. ამ დიდ არჩევანთან ერთად გვაქვს კიდევ ქვეარჩევანი. კი ბატონო, დასავლურ პარტიას უნდა მივცე ხმა და ამ დასავლურ პარტიებშიც მას აქვს ქვეარჩევანი, არასტანდარტული არჩევნებია. თუ "ლელო“ ახალთან გაერთიანდებოდა, იქნებოდა იდეალური კონფიგურაცია. სამი პოლიტიკური ცენტრი რომ იყოს, კარგი იქნება,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.