მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხალისეებისთვის უცნობმა პირმა მოწამლული წყალი მიიტანა, ნანგრევებიდან 2 ბავშვისა და დედის ცხედარი ამოასვენეს" - კიევის დაბომბვის უმძიმესი დეტალები
"მოხალისეებისთვის უცნობმა პირმა მოწამლული წყალი მიიტანა, ნანგრევებიდან 2 ბავშვისა და დედის ცხედარი ამოასვენეს" - კიევის დაბომბვის უმძიმესი დეტალები

კი­ევ­ში დღეს გლო­ვის დღეა. უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ზე და კი­დევ 3 ქა­ლაქ­ზე რუ­სე­თის მიერ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას პა­ტივს მი­ა­გე­ბენ. კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “9 ივ­ლი­სი გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და. ქა­ლა­ქის ყვე­ლა შე­ნო­ბა­ზე დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. აკ­რძა­ლუ­ლია ყო­ველ­გვა­რი გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა“.

სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წამს იზ­რდე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 41 ადა­მი­ა­ნი, და­შა­ვე­ბუ­ლია 80-ზე მეტი. მხო­ლოდ კი­ევ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 27-ს მი­აღ­წია.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლებ­მა 19 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. მათი ნა­წი­ლი ჩა­მოშ­ლი­ლი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, 8 ივ­ლისს, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის 4 ქა­ლა­ქი რა­კე­ტე­ბით და­ბომ­ბა, რის შე­დე­გა­დაც გა­ნად­გურ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ად­გი­ლი­დან უმ­ძი­მეს კად­რებს ავ­რცე­ლებ­და. თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ინ­გრა კი­ევ­ში მდე­ბა­რე ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო "Okhmatdyt". ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ბავ­შვთა კლი­ნი­კა უკ­რა­ი­ნა­ში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ად­გი­ლი­დან სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში ბავ­შვე­ბი­სა და მათი დე­დე­ბის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და, რო­მელ­თა ევა­კუ­ა­ცია ონ­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის კა­ბი­ნე­ტი­დან მოხ­და. შე­ნო­ბა­ში ასე­ვე იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­ა­ლიზს იკე­თებ­დნენ.

გარ­და ამი­სა, გავ­რცელ­და მძი­მე დე­ტა­ლე­ბი და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ის­ტო­რი­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, თავ­დას­ხმის დროს ერთ-ერთი ექი­მი პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­ას უკე­თებ­და, დარ­ტყმის ტალ­ღამ კი ისი­ნი უკან გა­და­აგ­დო. შე­დე­გის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

  • უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია გა­ნახ­ლე­ბებ­თან ერ­თად ახალ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს.

“უნი­ა­ნის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უც­ნობ­მა პი­რებ­მა ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო “ოჰ­მატ­დი­ტში“, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ენ­ტებს დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ, მო­წამ­ლუ­ლი წყა­ლი მი­ი­ტა­ნეს.

მო­ხა­ლი­სე კა­ტე­რი­ნა ტე­რე­ხო­ვა წყა­როს უყ­ვე­ბა, რომ წყლის ბოთ­ლი პო­ლი­ცი­ამ გვი­ან სა­ღა­მოს აღ­მო­ა­ჩი­ნა, როცა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა უკვე და­ას­რუ­ლეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სახ­ლში წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. ყვე­ლამ, ვინც ამ წყალ­თან შე­ხე­ბა­ში იყო, ქი­მი­უ­რი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო.

ღა­მით, დე­და­ქა­ლაქ­ში, შევ­ჩენ­კოს რა­ი­ონ­ში ნან­გრე­ვე­ბის გაწ­მენ­დის დროს, ბი­ჭის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნან­გრე­ვებ­ში იპო­ვეს ორი ბავ­შვის და მათი დე­დის ცხე­და­რი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნად­გურ­და სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბის ორი სარ­თუ­ლი, სა­დაც 2 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"მოხალისეებისთვის უცნობმა პირმა მოწამლული წყალი მიიტანა, ნანგრევებიდან 2 ბავშვისა და დედის ცხედარი ამოასვენეს" - კიევის დაბომბვის უმძიმესი დეტალები

"მოხალისეებისთვის უცნობმა პირმა მოწამლული წყალი მიიტანა, ნანგრევებიდან 2 ბავშვისა და დედის ცხედარი ამოასვენეს" - კიევის დაბომბვის უმძიმესი დეტალები

კიევში დღეს გლოვის დღეა. უკრაინის დედაქალაქზე და კიდევ 3 ქალაქზე რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, “9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა“.

სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველ წამს იზრდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 41 ადამიანი, დაშავებულია 80-ზე მეტი. მხოლოდ კიევში დაღუპულთა რიცხვმა 27-ს მიაღწია.

ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათი ნაწილი ჩამოშლილი ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ივლისს, რუსეთმა უკრაინის 4 ქალაქი რაკეტებით დაბომბა, რის შედეგადაც განადგურდა ინფრასტრუქტურა. უკრაინული მედია ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო "Okhmatdyt". ეს არის ყველაზე დიდი ბავშვთა კლინიკა უკრაინაში.

უკრაინული მედია ადგილიდან საავადმყოფოს დერეფანში ბავშვებისა და მათი დედების ფოტოებს აქვეყნებდა, რომელთა ევაკუაცია ონკოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის კაბინეტიდან მოხდა. შენობაში ასევე იყვნენ ბავშვები, რომლებიც დიალიზს იკეთებდნენ.

გარდა ამისა, გავრცელდა მძიმე დეტალები და დაზარალებულთა ისტორიები. მაგალითად, თავდასხმის დროს ერთ-ერთი ექიმი პაციენტს ოპერაციას უკეთებდა, დარტყმის ტალღამ კი ისინი უკან გადააგდო. შედეგის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • უკრაინული მედია განახლებებთან ერთად ახალ დეტალებს ავრცელებს.

“უნიანის“ ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბავშვთა საავადმყოფო “ოჰმატდიტში“, მოხალისეებისთვის, რომლებიც პაციენტებს დახმარებას უწევდნენ, მოწამლული წყალი მიიტანეს.

მოხალისე კატერინა ტერეხოვა წყაროს უყვება, რომ წყლის ბოთლი პოლიციამ გვიან საღამოს აღმოაჩინა, როცა მოხალისეებმა უკვე დაასრულეს სამუშაოები და სახლში წასასვლელად ემზადებოდნენ. ყველამ, ვინც ამ წყალთან შეხებაში იყო, ქიმიური დამწვრობა მიიღო.

ღამით, დედაქალაქში, შევჩენკოს რაიონში ნანგრევების გაწმენდის დროს, ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. ნანგრევებში იპოვეს ორი ბავშვის და მათი დედის ცხედარი. არსებული ინფორმაციით, განადგურდა საავადმყოფოს შენობის ორი სართული, სადაც 2 ზრდასრული ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი.

ასევე იხილეთ: