საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იშვიათად სანახავი წყვილი გამოჩნდა" - ბრედ პიტი შეყვარებულთან ერთად: სად დააფიქსირეს მსახიობი და სამკაულების დიზაინერი (ფოტოები)
"იშვიათად სანახავი წყვილი გამოჩნდა" - ბრედ პიტი შეყვარებულთან ერთად: სად დააფიქსირეს მსახიობი და სამკაულების დიზაინერი (ფოტოები)

ბრედ პიტი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ინეს დე რა­მო­ნი, 2024 წლის ბრი­ტა­ნე­თის "გრან პრი­ზე" ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

წვი­მი­ა­ნი ფორ­მუ­ლა 1-ის რბო­ლის ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ მი­უ­ძღვის უკან გაწ­ვდი­ლი ხე­ლით ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი სამ­კა­უ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნერს ხალ­ხში, სილ­ვერ­სტო­უ­ნის ტრა­სა­ზე.

60 წლის პიტს ღია ყვი­თე­ლი ელვა შე­საკ­რა­ვი­ა­ნი ქურ­თუ­კი და თეთრ მა­ი­სურ­თან ერ­თად შე­სა­ბა­მი­სი შარ­ვა­ლი ეცვა, ორ­ნა­მენ­ტი­ა­ნი ქუდი ეხუ­რა და მფრი­ნა­ვის სათ­ვა­ლე ეკე­თა.

ამა­სო­ბა­ში, 34 წლის დე რა­მო­ნი მოკ­ლე ცის­ფე­რი კა­ბით, ოქ­როს ყელ­სა­ბა­მით და შავი სათ­ვა­ლით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

იშ­ვი­ა­თად ნა­ნა­ხი წყვი­ლი რბო­ლა­ზე, რო­მე­ლიც მერ­სე­დე­სის პი­ლოტ­მა ლუის ჰა­მილ­ტონ­მა მო­ი­გო, მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რაც ფორ­მუ­ლა 1-მა და Apple Original Films-მა პი­ტის მო­მა­ვა­ლი ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს, რო­მელ­საც "F1" ერ­ქმე­ვა.

სპორ­ტულ დრა­მა­ში მსა­ხი­ო­ბი სონი ჰე­ი­სის, მრბო­ლე­ლის როლს ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლია, 1990-იან წლებ­ში მძი­მე ავა­რი­ის შემ­დეგ რბო­ლას თავი და­ა­ნე­ბოს. ფილ­მი ეკ­რა­ნებ­ზე 2025 წლის 27 ივ­ნისს გა­მო­ვა.

პიტი და დე რა­მო­ნი პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­უ­კავ­ში­რეს, რო­დე­საც ისი­ნი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ბო­ნოს კონ­ცერტს ერ­თად და­ეს­წრნენ, თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ უკვე "რამ­დე­ნი­მე თვის" გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა.

თე­ბერ­ვალ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე რა­მო­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად პიტ­თან გა­და­ვი­და და "ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რია, ვიდ­რე ოდეს­მე".

კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ადრე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­ზე, რო­მელ­თა­ნაც ექ­ვსი შვი­ლი ჰყავს. წყვი­ლი 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­შორ­და, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი მწვა­ვე გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი ჯერ არ და­უს­რუ­ლე­ბი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე რა­მონს, ის Vampire Diaries-ის ვარ­სკვლავ პოლ უეს­ლი­ზე 2019 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2024 წლის მარ­ტამ­დე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"იშვიათად სანახავი წყვილი გამოჩნდა" - ბრედ პიტი შეყვარებულთან ერთად: სად დააფიქსირეს მსახიობი და სამკაულების დიზაინერი (ფოტოები)

"იშვიათად სანახავი წყვილი გამოჩნდა" - ბრედ პიტი შეყვარებულთან ერთად: სად დააფიქსირეს მსახიობი და სამკაულების დიზაინერი (ფოტოები)

ბრედ პიტი და მისი შეყვარებული, ინეს დე რამონი, 2024 წლის ბრიტანეთის "გრან პრიზე" ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.

წვიმიანი ფორმულა 1-ის რბოლის ფოტოებზე ჩანს, როგორ მიუძღვის უკან გაწვდილი ხელით ოსკაროსანი მსახიობი სამკაულების დიზაინერს ხალხში, სილვერსტოუნის ტრასაზე.

60 წლის პიტს ღია ყვითელი ელვა შესაკრავიანი ქურთუკი და თეთრ მაისურთან ერთად შესაბამისი შარვალი ეცვა, ორნამენტიანი ქუდი ეხურა და მფრინავის სათვალე ეკეთა.

ამასობაში, 34 წლის დე რამონი მოკლე ცისფერი კაბით, ოქროს ყელსაბამით და შავი სათვალით იყო წარმოდგენილი.

იშვიათად ნანახი წყვილი რბოლაზე, რომელიც მერსედესის პილოტმა ლუის ჰამილტონმა მოიგო, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ფორმულა 1-მა და Apple Original Films-მა პიტის მომავალი ფილმის სახელწოდება გამოაცხადეს, რომელსაც "F1" ერქმევა.

სპორტულ დრამაში მსახიობი სონი ჰეისის, მრბოლელის როლს ასრულებს, რომელიც იძულებულია, 1990-იან წლებში მძიმე ავარიის შემდეგ რბოლას თავი დაანებოს. ფილმი ეკრანებზე 2025 წლის 27 ივნისს გამოვა.

პიტი და დე რამონი პირველად ერთმანეთს 2022 წლის ნოემბერში დაუკავშირეს, როდესაც ისინი ლოს-ანჯელესში ბონოს კონცერტს ერთად დაესწრნენ, თუმცა როგორც ირკვევა, მათ უკვე "რამდენიმე თვის" განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა.

თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე რამონი საცხოვრებლად პიტთან გადავიდა და "ყველაზე ბედნიერია, ვიდრე ოდესმე".

კინოვარსკვლავი ადრე დაქორწინებული იყო ანჯელინა ჯოლიზე, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავს. წყვილი 2016 წლის სექტემბერში დაშორდა, მაგრამ თავიანთი მწვავე განქორწინების პროცესი ჯერ არ დაუსრულებიათ.

რაც შეეხება დე რამონს, ის Vampire Diaries-ის ვარსკვლავ პოლ უესლიზე 2019 წლის თებერვლიდან 2024 წლის მარტამდე იყო დაქორწინებული.

წყარო