საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე" - ვინ არის გურამ კაშიას სამართალმცოდნე მეუღლე: კაპიტნის პირადი ცხოვრება და ოჯახური იდილია
"საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე" - ვინ არის გურამ კაშიას სამართალმცოდნე მეუღლე: კაპიტნის პირადი ცხოვრება და ოჯახური იდილია

"დღეს ოქ­როს ბი­ჭის და­ბა­დე­ბის დღეა, შენ სა­უ­კე­თე­სო ხარ, კა­პიტ­ნად და­ბა­დე­ბუ­ლი, ოჯა­ხის სი­ა­მა­ყე, მიყ­ვარ­ხარ“ – ასე მი­უ­ლო­ცა ორი დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტანს გუ­რამ კა­ში­ას მე­უღ­ლემ და­ბა­დე­ბის დღე.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის მი­მართ გა­ი­ზარ­და. ყო­ველ­დღი­უ­რად მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნდე­ბა მათ ცო­ლებ­ზე, მშობ­ლებ­ზე, შვი­ლებ­ზე. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გუ­რამ კა­ში­აა. 37 წლის კა­პი­ტან­მა 22 წლის ასაკ­ში თამ­თა გი­გაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, ალექ­სან­დრა.

თამ­თა პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა, თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ყო­ველ­თვის მე­უღ­ლეს ახ­ლავს იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ის თა­მა­შობს. მისი ცხოვ­რე­ბა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბი­სას ჰგავს. ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მე­დი­ის­გან და უარი სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ზე.

ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გა­აც­ნოთ, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და მალე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბევ­რი აღარ უფიქ­რი­ათ და და­ო­ჯა­ხე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მა­შინ ორი­ვე 22 წლის იყ­ვნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თამ­თა იხ­სე­ნებ­და:

- ერ­თად თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დით და ერ­თმა­ნე­თის ყო­ველ­თვის უთ­ქმე­ლად გვეს­მო­და. დიდი ქორ­წი­ლი არ გვქო­ნია, რად­გან არც მე და არც გუ­რამს არ გვქონ­და ამის სურ­ვი­ლი. ჩვე­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­ვნიშ­ნეთ... თეთ­რი კა­ბის ჩაც­მა­სა და ქორ­წილ­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, სა­ქორ­წი­ლო კაბა ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­მო­ვიც­ვა­ლე.

კა­პი­ტა­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლეა, ამას 15 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბაც მოწ­მობს. ცოლი ამ­ბობს, რომ მათ ოჯახ­ში სრუ­ლი იდი­ლი­აა და ილუ­ზი­ე­ბით არ ცხოვ­რო­ბენ.

- სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლეა და ამა­ვე დროს, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი­ცაა. რო­მან­ტი­კუ­ლი "ნა­ტუ­რა" არც ერთი არ ვართ. ცხოვ­რე­ბას რე­ა­ლუ­რი თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ, ილუ­ზი­ე­ბით არ ვცხოვ­რობთ. ხა­სი­ა­თე­ბი­თაც ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან. თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, რის გა­მოც ჩვენს ოჯახ­ში სრუ­ლი იდი­ლი­აა.

მას­თან ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ყა­ვი. არ მახ­სოვს, რომ რა­ი­მე­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად გვე­კა­მა­თოს, ყვე­ლა­ფერ­ზე ვთან­ხმდე­ბით და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­ში.

ბედ­ნი­ე­რია გუ­რამ კა­ში­აც, რო­მე­ლიც წლე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლე­ზე იტყვის, რომ ის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნია ვინც კი შეხ­ვედ­რია.

- პირ­ვე­ლი­ვე და­ნახ­ვა­ზე ვიგ­რძე­ნი, რომ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც კი შემ­ხვედ­რია. ვე­ცა­დე რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და გა­მო­მი­ვი­და. ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის და პი­რად სივ­რცეს პა­ტივს ვცემთ. ვეხ­მა­რე­ბით ერ­თმა­ნეთს.

2021 წლი­დან ოჯა­ხი სლო­ვა­კეთ­ში ცხოვ­რობს. გუ­რამ კა­შია „სლო­ვა­ნის“ ფეხ­ბურ­თე­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი გუ­რამ კა­ში­ა­ზე

თამ­თამ და გუ­რამ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნეს. მათი გო­გო­ნა, ალექ­სან­დრა 2013 წელს და­ი­ბა­და.

გუ­რამ კა­ში­ას ჰყავს ორი წლით უფ­რო­სი ძმა, შოთა კა­შია, რო­მე­ლიც ასე­ვე ფეხ­ბურ­თე­ლია და 2013 წლი­დან სა­ჩხე­რის „ჩი­ხუ­რა­ში“ თა­მა­შობს. კა­პი­ტან­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი უფ­რო­სი ძმა იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც მან ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და­ი­წყო."თა­ვი­დან არ მქო­ნია ფეხ­ბურ­თის ამო­ჩე­მე­ბა. სპორ­ტი ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ჯერ კა­ლათ­ბურ­თი მი­ზი­დავ­და, შემ­დეგ რაგ­ბი - მა­მა­ჩე­მი იყო მო­რაგ­ბე და უნ­დო­და, რომ მე­ო­რე შვი­ლი მა­ინც გაჰ­ყო­ლო­და ამ გზას, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც ფეხ­ბურ­თმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავ­ყე­ვი. მა­მის ტრა­დი­ცია არც ერ­თმა არ გა­ვაგ­რძე­ლეთ" - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში, „ვი­ტეს­ში“ თა­მა­ში­სას, კა­ში­ას ცი­სარ­ტყე­ლა სამ­კლა­უ­რი ეკე­თა, Coming Out Day-ის ფარ­გლებ­ში. მის მიერ გე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ცია გა­ი­მარ­თა, ისი­ნი ნაკ­რე­ბი­დან კა­ში­ას გაყ­ვა­ნას ითხოვ­დნენ. აქ­ცი­ა­ზე რვა ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

„მე ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ძა­ლა­დო­ბის. მა­ნამ, სა­ნამ ადა­მი­ა­ნი სხვებს რა­ი­მე ცუდს არ გა­უ­კე­თებს, მე მხარს და­ვუ­ჭერ მას,” - ამ­ბობ­და კა­პი­ტა­ნი.

2018 წლის დე­კემ­ბერ­ში მა­შინ­დელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი გა­დას­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე" - ვინ არის გურამ კაშიას სამართალმცოდნე მეუღლე: კაპიტნის პირადი ცხოვრება და ოჯახური იდილია

"საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე" - ვინ არის გურამ კაშიას სამართალმცოდნე მეუღლე: კაპიტნის პირადი ცხოვრება და ოჯახური იდილია

"დღეს ოქროს ბიჭის დაბადების დღეა, შენ საუკეთესო ხარ, კაპიტნად დაბადებული, ოჯახის სიამაყე, მიყვარხარ“ – ასე მიულოცა ორი დღის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას მეუღლემ დაბადების დღე.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პარალელურად ინტერესი საქართველოს ნაკრების წევრების მიმართ გაიზარდა. ყოველდღიურად მედიაში არაერთი ინფორმაცია ქვეყნდება მათ ცოლებზე, მშობლებზე, შვილებზე. გამონაკლისი არც გურამ კაშიაა. 37 წლის კაპიტანმა 22 წლის ასაკში თამთა გიგაშვილზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ალექსანდრა.

თამთა პროფესიით სამართალმცოდნეა, თუმცა დაოჯახების შემდეგ, ყოველთვის მეუღლეს ახლავს იმ ქვეყანაში, სადაც ის თამაშობს. მისი ცხოვრება ფეხბურთელების ცოლებისას ჰგავს. ხშირი მოგზაურობა, ყურადღება მედიისგან და უარი საკუთარ კარიერაზე.

ერთმანეთი საერთო მეგობარმა გააცნოთ, თუმცა მოვლენები სწრაფად განვითარდა და მალე აღმოაჩინეს, რომ შეყვარებულები იყვნენ. ბევრი აღარ უფიქრიათ და დაოჯახება გადაწყვიტეს, მაშინ ორივე 22 წლის იყვნენ.

მოგვიანებით თამთა იხსენებდა:

- ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ... თეთრი კაბის ჩაცმასა და ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ალბათ ამიტომაც, საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე.

კაპიტანი საუკეთესო მეუღლეა, ამას 15 წლიანი ქორწინებაც მოწმობს. ცოლი ამბობს, რომ მათ ოჯახში სრული იდილიაა და ილუზიებით არ ცხოვრობენ.

- საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული "ნატურა" არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ, ილუზიებით არ ვცხოვრობთ. ხასიათებითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახში სრული იდილიაა.

მასთან ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვიყავი. არ მახსოვს, რომ რაიმეზე სერიოზულად გვეკამათოს, ყველაფერზე ვთანხმდებით და სრული თავისუფლება გვაქვს ერთმანეთში.

ბედნიერია გურამ კაშიაც, რომელიც წლების შემდეგ, მეუღლეზე იტყვის, რომ ის ყველაზე ლამაზი ადამიანია ვინც კი შეხვედრია.

- პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო, ვინც კი შემხვედრია. ვეცადე რომ ურთიერთობაში შევსულიყავი და გამომივიდა. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და პირად სივრცეს პატივს ვცემთ. ვეხმარებით ერთმანეთს.

2021 წლიდან ოჯახი სლოვაკეთში ცხოვრობს. გურამ კაშია „სლოვანის“ ფეხბურთელია.

საინტერესო ფაქტები გურამ კაშიაზე

თამთამ და გურამმა 2009 წელს იქორწინეს. მათი გოგონა, ალექსანდრა 2013 წელს დაიბადა.

გურამ კაშიას ჰყავს ორი წლით უფროსი ძმა, შოთა კაშია, რომელიც ასევე ფეხბურთელია და 2013 წლიდან საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობს. კაპიტანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი უფროსი ძმა იყო მიზეზი, რის გამოც მან ბავშვობაში ფეხბურთის თამაში დაიწყო."თავიდან არ მქონია ფეხბურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა, შემდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაჰყოლოდა ამ გზას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ" - იხსენებდა მოგვიანებით.

2017 წლის ნოემბერში, „ვიტესში“ თამაშისას, კაშიას ცისარტყელა სამკლაური ეკეთა, Coming Out Day-ის ფარგლებში. მის მიერ გეების უფლებებისადმი მხარდაჭერის გამოხატვის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა, ისინი ნაკრებიდან კაშიას გაყვანას ითხოვდნენ. აქციაზე რვა ადამიანი დააკავეს.

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ, სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას,” - ამბობდა კაპიტანი.

2018 წლის დეკემბერში მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.