სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია... არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს" - რას წერს ქოჩორაშვილი?
"დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია... არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს" - რას წერს ქოჩორაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ქარ­თველ ხალ­ხს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის გუ­შინ­დელ მატჩზე წერს და ამ­ბობს, რომ თავს ისე გრძნობ­დნენ, თით­ქოს სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე თა­მა­შობ­დნენ და ეს მთლი­ა­ნად გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გერ­მა­ნი­ა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია. დე­ბი­უ­ტან­ტი გუნ­დი, რო­მელ­მაც გა­აც­ნო ყვე­ლას თავი სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბით. 26 მარ­ტის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას ერთი მი­ზა­ნი გვქონ­და: ტურ­ნირ­ზე ჩვე­ნი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ქარ­თველ ხალ­ხს თავი ამა­ყად ეგ­რძნო და ვფიქ­რობ, ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. ყვე­ლა ის წამი, რო­მე­ლიც შეკ­რე­ბის და­წყე­ბის დღი­დან ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი და და­უ­ვი­წყა­რი იყო.

ვფიქ­რობ, ამ ერ­თი­ა­ნო­ბამ მო­ი­ტა­ნა ის შე­დე­გი, რომ­ლი­თაც დღეს შეგ­ვიძ­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ, ხვა­ლინ­დე­ლი დღის უკე­თე­სი შე­დე­გის იმე­დად. ბევ­რჯერ მით­ქვამს და არას­დროს და­ვიღ­ლე­ბი იმის თქმით, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გვყავს, რო­მე­ლიც არას­დროს გვტო­ვებს მარ­ტო. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/8 ფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, გერ­მა­ნი­ა­ში, თავს სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე ვგრძნობ­დით.

მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, ტრი­ბუ­ნი­დან, ქუ­ჩის ეკ­რა­ნე­ბი­დან, თუ სახ­ლი­დან, ყვე­ლა ძალა ჩვე­ნამ­დე სრუ­ლი სი­ზუს­ტით მო­ვი­და და ამან ყვე­ლა ეტაპ­ზე გაგ­ვაძ­ლი­ე­რა. მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე" - წერს ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და­ას­რუ­ლა. მატ­ჩის პირ­ველ ტა­იმ­ში, სწრაფ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა, გოლი სა­კუ­თარ კარ­ში მეთ­ვრა­მე­ტე წუთ­ზე ლე ნორ­მან­დმა შე­აგ­დო. ეს­პა­ნე­თის მხრი­დან კი პირ­ვე­ლი გოლი სა­ქარ­თვე­ლოს კარ­ში შეხ­ვედ­რის მე­თექ­ვსმე­ტე წუთ­ზე გა­ვი­და. ეს­პა­ნე­ლებ­მა მატ­ჩის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი­დევ 3 გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლეს და სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში ეს­პა­ნე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 4:1 დას­რულ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
0

UEFA-ში ჩვენი დახვედრა რომ ნახეს, თასი გადაამოწმეს, ხომ იყო ადგილზე..

 

ქომაგი
0

არა,რა წავაგეთ,არ წაგვიგია,ეს იყო მოთელვა და მზადება გამარჯვებისთვის.ეს თამაში რომ მოგვეგო,ერი ვერ გაუძლებდა.ახლა მზად ვართ და გავიმარჯვებთ კიდეც!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია... არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს" - რას წერს ქოჩორაშვილი?

"დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია... არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს" - რას წერს ქოჩორაშვილი?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის. სოციალურ ქსელში ის გუშინდელ მატჩზე წერს და ამბობს, რომ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ და ეს მთლიანად გულშემატკივრების დამსახურებაა.

"დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია. დებიუტანტი გუნდი, რომელმაც გააცნო ყველას თავი საკუთარი იდენტობით. 26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. ყველა ის წამი, რომელიც შეკრების დაწყების დღიდან ერთად გავატარეთ, მართლაც უნიკალური და დაუვიწყარი იყო.

ვფიქრობ, ამ ერთიანობამ მოიტანა ის შედეგი, რომლითაც დღეს შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, ხვალინდელი დღის უკეთესი შედეგის იმედად. ბევრჯერ მითქვამს და არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ, გერმანიაში, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდით.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ტრიბუნიდან, ქუჩის ეკრანებიდან, თუ სახლიდან, ყველა ძალა ჩვენამდე სრული სიზუსტით მოვიდა და ამან ყველა ეტაპზე გაგვაძლიერა. მომავალ შეხვედრამდე" - წერს ქოჩორაშვილი.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩის პირველ ტაიმში, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

წაიკითხეთ ასევე: