პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა და გამარჯვების მოპოვება რთული იქნება" - ესპანეთის მწვრთნელი
"საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა და გამარჯვების მოპოვება რთული იქნება" - ესპანეთის მწვრთნელი

30 ივ­ნისს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მე­ტო­ქე გუნ­დის მწვრთნელ­მა ლუის დელა ფუ­ენ­ტემ ისა­უბ­რა:

„გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გა­სას­ვლე­ლად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ. მათ ხომ პორ­ტუ­გა­ლი­ას მო­უ­გეს. ეს გუნ­დი ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და. ჩვე­ნი სტი­ლი ლა­მა­ზად თა­მა­შია და შეც­ვლას არ ვა­პი­რებთ.

ბოლო ორ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან გა­ტა­ნი­ლი 10 გოლი? ეს უკვე სულ სხვა ტურ­ნი­რია. ქარ­თვე­ლებ­თან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა გვექ­ნე­ბა. ისი­ნი სწრა­ფად გა­და­დი­ან კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე და რამ­დე­ნი­მე გოლი გა­ი­ტა­ნეს. ამით არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გვჭირ­დე­ბა. ჩვენ­თვის ბურ­თის ფლო­ბა საკ­ვან­ძო იქ­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე სტან­დარ­ტუ­ლებ­ზე სა­ხი­ფა­თო­ნი არი­ან. ყვე­ლა­ფერ­ზე ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა გვმარ­თებს.

შვე­ი­ცა­რი­ამ იტა­ლია გა­მო­აგ­დო, ამი­ტომ ფა­ვო­რი­ტო­ბა­ზე სა­უ­ბარს უნდა მო­ვე­რი­დოთ და ქარ­თვე­ლე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად ჩვენს სა­უ­კე­თე­სოო დო­ნე­ზე ვი­ყოთ. სა­ქარ­თვე­ლოს­თან 7:1 მო­გე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ჩვე­ნი კლა­სი და ერ­თი­ა­ნო­ბა და­ვამ­ტკი­ცეთ. მა­შინ ია­მა­ლის დე­ბი­უ­ტი შედ­გა.

26 ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე მყავს, მაგ­რამ სას­ტარ­ტო­ში სა­უ­კე­თე­სო­ებს და­ვა­ყე­ნებ. თუ ვინ­მე მე­ო­რე ყვი­თელ ბა­რათს მი­ი­ღებს, პრობ­ლე­მა არ გვექ­ნე­ბა, რა­მე­თუ მათი შემ­ცვლე­ლე­ბი გვყავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რე­ბებს 2015 წლი­დან ვიც­ნობ. არ მგო­ნია, რომ უხე­შად ითა­მა­შე­ბენ, ვი­ნა­ი­დან აქ­ცენტს ხა­რის­ხი­ან ფეხ­ბურთზე აკე­თე­ბენ. სა­ნი­ოლ­მა დიდი სა­მუ­შაო გას­წია. მა­მარ­დაშ­ვილ­მა თქვა, რომ „კვა­რა“ მთელ ეს­პა­ნეთ­ზე უკე­თე­სია? მან თა­ნა­გუნ­დელ­ზე ასე უნდა ილა­პა­რა­კოს, რომ მას სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს. „კვა­რა“ ტო­პია. მეც ვთვლი, რომ ჩემი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან“.

sportall.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა და გამარჯვების მოპოვება რთული იქნება" - ესპანეთის მწვრთნელი

"საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა და გამარჯვების მოპოვება რთული იქნება" - ესპანეთის მწვრთნელი

30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ისაუბრა:

„გამარჯვების მოპოვება ძალიან რთული იქნება. მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მათ ხომ პორტუგალიას მოუგეს. ეს გუნდი ძალიან გაიზარდა. ჩვენი სტილი ლამაზად თამაშია და შეცვლას არ ვაპირებთ.

ბოლო ორ მატჩში საქართველოს ნაკრებთან გატანილი 10 გოლი? ეს უკვე სულ სხვა ტურნირია. ქართველებთან ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ისინი სწრაფად გადადიან კონტრშეტევაზე და რამდენიმე გოლი გაიტანეს. ამით არიან გამორჩეულები. მაქსიმალური ყურადღება გვჭირდება. ჩვენთვის ბურთის ფლობა საკვანძო იქნება. აგრეთვე სტანდარტულებზე სახიფათონი არიან. ყველაფერზე ყურადღების მიქცევა გვმართებს.

შვეიცარიამ იტალია გამოაგდო, ამიტომ ფავორიტობაზე საუბარს უნდა მოვერიდოთ და ქართველების დასამარცხებლად ჩვენს საუკეთესოო დონეზე ვიყოთ. საქართველოსთან 7:1 მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი კლასი და ერთიანობა დავამტკიცეთ. მაშინ იამალის დებიუტი შედგა.

26 ფანტასტიკური მოთამაშე მყავს, მაგრამ სასტარტოში საუკეთესოებს დავაყენებ. თუ ვინმე მეორე ყვითელ ბარათს მიიღებს, პრობლემა არ გვექნება, რამეთუ მათი შემცვლელები გვყავს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს 2015 წლიდან ვიცნობ. არ მგონია, რომ უხეშად ითამაშებენ, ვინაიდან აქცენტს ხარისხიან ფეხბურთზე აკეთებენ. სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია. მამარდაშვილმა თქვა, რომ „კვარა“ მთელ ესპანეთზე უკეთესია? მან თანაგუნდელზე ასე უნდა ილაპარაკოს, რომ მას საუკეთესოდ მიიჩნევს. „კვარა“ ტოპია. მეც ვთვლი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან“.

sportall.ge