სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული თანამგზავრი ორბიტაზე 100-ზე მეტ ნამსხვრევად დაიშალა - ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება გამოეწვია საწვავის ნარჩენების აფეთქებას
რუსული თანამგზავრი ორბიტაზე 100-ზე მეტ ნამსხვრევად დაიშალა - ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება გამოეწვია საწვავის ნარჩენების აფეთქებას

წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი რუ­სუ­ლი თა­ნამ­გზავ­რი RESURS-P1 ორ­ბი­ტა­ზე 100-ზე მეტ ნამ­სხვრე­ვად და­ი­შა­ლა - ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ ნამ­სხვრე­ვე­ბის გრო­ვას. მა­თი­ვე თქმით, მომ­ხდა­რის გამო სხვა თა­ნამ­გზავ­რებს უშუ­ა­ლო საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია რა გახ­და RESURS-P1-ის დაშ­ლის ზუს­ტი მი­ზე­ზი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია თა­ნამ­გზავრზე საწ­ვა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბის აფეთ­ქე­ბას.

შემ­თხვე­ვა ოთხშა­ბათს, კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რის მახ­ლობ­ლად მოხ­და - შე­დე­გად, ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ დროს სად­გურ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­ანთ ხო­მალდს აფა­რებ­დნენ თავს. რუ­სულ კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ნარ­ჩე­ნებს ორ­ბი­ტი­დან გა­მოს­ვლი­სა და ატ­მოს­ფე­რო­ში დაწ­ვის­თვის ათწლე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი ის წარ­მო­ად­გენს კოს­მო­სურ ნა­გავს დე­და­მი­წის ისე­დაც გა­დატ­ვირ­თულ ორ­ბი­ტა­ზე. "ორ­ბი­ტა­ზე დიდი ნამ­სხვრე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ თან­და­თან უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ხდე­ბა ის, რომ კოს­მო­სი გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­ტე­ლი­ტუ­რი ქსე­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­და­მი­წა­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის, კოს­მო­სუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი კი მათ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას საფრ­თხეს უქ­მნის", - წე­რია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რუსული თანამგზავრი ორბიტაზე 100-ზე მეტ ნამსხვრევად დაიშალა - ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება გამოეწვია საწვავის ნარჩენების აფეთქებას

რუსული თანამგზავრი ორბიტაზე 100-ზე მეტ ნამსხვრევად დაიშალა - ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება გამოეწვია საწვავის ნარჩენების აფეთქებას

წყობილებიდან გამოსული რუსული თანამგზავრი RESURS-P1 ორბიტაზე 100-ზე მეტ ნამსხვრევად დაიშალა - ინფორმაციას აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ ნამსხვრევების გროვას. მათივე თქმით, მომხდარის გამო სხვა თანამგზავრებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებათ.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა RESURS-P1-ის დაშლის ზუსტი მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება გამოეწვია თანამგზავრზე საწვავის ნარჩენების აფეთქებას.

შემთხვევა ოთხშაბათს, კოსმოსური სადგურის მახლობლად მოხდა - შედეგად, ამერიკელი ასტრონავტები, რომლებიც იმ დროს სადგურზე იმყოფებოდნენ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში თავიანთ ხომალდს აფარებდნენ თავს. რუსულ კოსმოსურ სააგენტოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ნარჩენებს ორბიტიდან გამოსვლისა და ატმოსფეროში დაწვისთვის ათწლეულები დასჭირდება. მანამდე კი ის წარმოადგენს კოსმოსურ ნაგავს დედამიწის ისედაც გადატვირთულ ორბიტაზე. "ორბიტაზე დიდი ნამსხვრევები იშვიათია, მაგრამ თანდათან უფრო შემაშფოთებელი ხდება ის, რომ კოსმოსი გადატვირთულია სატელიტური ქსელებით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ყოველდღიური ცხოვრებისათვის, კოსმოსური ნარჩენები კი მათ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.