პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულნატკენ" პრინც ჰარის მეფე ჩარლზისა და ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან - "სამეფო ოჯახი არ ენდობა ჰარის..."
"გულნატკენ" პრინც ჰარის მეფე ჩარლზისა და ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან - "სამეფო ოჯახი არ ენდობა ჰარის..."

სა­მე­ფო ოჯახ­ზე შექ­მნი­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რის თქმით, პრინ­ცი ჰარი "გულ­ნატ­კე­ნი" იქ­ნე­ბა იმის გამო, რომ მეფე ჩარლ­ზი­სა და პრინ­ცე­სა ქე­ი­თის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არის.

  • სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია სა­ვა­რა­უ­დოდ, წლე­ვან­დელ "ფე­რე­ბის აღ­ლუმ­ზე" არ მი­იწ­ვი­ეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­მე­ფო ოჯა­ხის ბევ­რი წევ­რი ეს­წრე­ბო­და.

Fabulous-თან სა­უბ­რი­სას, ფილ დემ­პი­ერ­მა თქვა: "არა­ნა­ი­რი შან­სი არ არ­სე­ბობს, რომ მეფე ან პრინ­ცი უი­ლი­ა­მი ჰა­რის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის დე­ტა­ლებს გა­უ­ზი­ა­რებ­დნენ. ისი­ნი უბ­რა­ლოდ, არ ენ­დო­ბი­ან მას და ეში­ნი­ათ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რა­საც ჩარლ­ზის ან კეტ­რი­ნის შე­სა­ხებ ეტყვი­ან, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა: პრე­სა­ში, პოდ­კას­ტში ან სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში. ყვე­ლამ ვი­ცით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნად გა­უ­ა­რეს­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ვში­შობ, შე­რი­გე­ბის შან­სის გა­ჩე­ნა­საც კი ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

თუ ჰარი თავს გა­რი­ყუ­ლად გრძნობს და იზო­ლი­რე­ბუ­ლად გრძნობს, ვში­შობ, ეს მისი ბრა­ლია. ჰარი შე­იძ­ლე­ბა გულ­ნატ­კე­ნი იყოს, რომ თა­ვი­სი ოჯა­ხის­გან ამ­ბავს ვერ იგებს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს უნდა და­აბ­რა­ლოს".

ფილ­მა, რო­მე­ლიც არის წიგ­ნის "Royally Suited: Harry and Meghan in Their Own Words" ავ­ტო­რი, აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ის­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ოთხდღი­ა­ნი ვი­ზი­ტი­სას, პრინ­ცი ჰარი თა­ვის მა­მას ან ძმას არ შეხ­ვედ­რია. სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მეფე ჩარლ­ზის გა­დატ­ვირ­თულ გან­რიგს მი­ა­წე­რა.

ფი­ლის თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა პრინც უი­ლი­ამს, მისი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ქე­ი­თის დაც­ვაა.

"უი­ლი­ა­მის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, და­იც­ვას კეტ­რი­ნი ნე­ბის­მი­ე­რი სტრე­სი­სა და უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან. მე­ფეც არ არის გან­წყო­ბი­ლი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად ჰა­რის­თან რა­ღაც ემო­ცი­უ­რი ამე­რი­კუ­ლი მთე­ბი გა­ი­ა­როს. მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში ჰა­რიმ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მან სა­მუ­და­მოდ და­ა­ზი­ა­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვის სის­ხლით ნა­თე­სა­ვებ­თან, მაგ­რამ ამა­ზე ფსონს არ დავ­დებ­დი. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან ჰარი ოდეს­ღაც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მეფე კი თა­ვის შვი­ლიშ­ვი­ლებს ვერ ხე­დავს".

პრინ­ცე­სა ქე­ით­მა ცოტა ხნის წინ ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­რე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მან “ინ­სტაგ­რამ­ზე” და­წე­რა, რომ მხარ­და­ჭე­რის გზავ­ნი­ლე­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლი და მად­ლი­ე­რია და ის პროგ­რესს გა­ნიც­დის.

“მაგ­რამ, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, ვინც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას გა­დის, იცის, რომ არ­სე­ბობს კარ­გი დღე­ე­ბი და ცუდი დღე­ე­ბი. იმ ცუდ დღე­ებ­ში თავს სუს­ტად გრძნობ, დაღ­ლი­ლი ხარ და შენს სხე­ულს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცე. მაგ­რამ კარგ დღე­ებ­ში, როცა თავს უფრო ძლი­ე­რად გრძნობ, გინ­და, კარ­გად ყოფ­ნის ეს შეგ­რძნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნო”, - და­წე­რა ქე­ით­მა. მისი თქმით­ვე, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­დე­ბა.

მისი სი­მა­მა­ცე პრინცმა უი­ლი­ამ­მა და მეფე ჩარლზ­მა შე­ა­ქეს, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ფეს, ჩარლზ­მა გა­დი­დე­ბუ­ლი პროს­ტა­ტის გამო ლონ­დო­ნის კლი­ნი­კა­ში მა­კო­რექ­ტი­რე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა გა­ი­ა­რა. სა­სახ­ლის ცნო­ბით, მეფე ჩარლ­ზის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბებ­თან და­საბ­რუ­ნებ­ლად შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ით­ვა­ლა.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გულნატკენ" პრინც ჰარის მეფე ჩარლზისა და ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან - "სამეფო ოჯახი არ ენდობა ჰარის..."

"გულნატკენ" პრინც ჰარის მეფე ჩარლზისა და ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან - "სამეფო ოჯახი არ ენდობა ჰარის..."

სამეფო ოჯახზე შექმნილი წიგნის ავტორის თქმით, პრინცი ჰარი "გულნატკენი" იქნება იმის გამო, რომ მეფე ჩარლზისა და პრინცესა ქეითის კიბოს მკურნალობის შესახებ ინფორმირებული არ არის.

  • სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სავარაუდოდ, წლევანდელ "ფერების აღლუმზე" არ მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებას სამეფო ოჯახის ბევრი წევრი ესწრებოდა.

Fabulous-თან საუბრისას, ფილ დემპიერმა თქვა: "არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მეფე ან პრინცი უილიამი ჰარის კიბოს მკურნალობის დეტალებს გაუზიარებდნენ. ისინი უბრალოდ, არ ენდობიან მას და ეშინიათ, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ჩარლზის ან კეტრინის შესახებ ეტყვიან, საჯარო სივრცეში აღმოჩნდება: პრესაში, პოდკასტში ან სოციალურ მედიაში. ყველამ ვიცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენად გაუარესდა ურთიერთობები და ვშიშობ, შერიგების შანსის გაჩენასაც კი ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

თუ ჰარი თავს გარიყულად გრძნობს და იზოლირებულად გრძნობს, ვშიშობ, ეს მისი ბრალია. ჰარი შეიძლება გულნატკენი იყოს, რომ თავისი ოჯახისგან ამბავს ვერ იგებს, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს".

ფილმა, რომელიც არის წიგნის "Royally Suited: Harry and Meghan in Their Own Words" ავტორი, აღნიშნა, რომ მაისში, გაერთიანებულ სამეფოში ოთხდღიანი ვიზიტისას, პრინცი ჰარი თავის მამას ან ძმას არ შეხვედრია. სასექსის ჰერცოგის წარმომადგენელმა აღნიშნული მეფე ჩარლზის გადატვირთულ განრიგს მიაწერა.

ფილის თქმით, რაც შეეხება პრინც უილიამს, მისი მთავარი პრიორიტეტი ქეითის დაცვაა.

"უილიამის მთავარი პრიორიტეტია, დაიცვას კეტრინი ნებისმიერი სტრესისა და უსიამოვნებისგან. მეფეც არ არის განწყობილი, არაპროგნოზირებად ჰარისთან რაღაც ემოციური ამერიკული მთები გაიაროს. მინდა ვიფიქრო, რომ რაღაც მომენტში ჰარიმ გააცნობიერა, რომ მან სამუდამოდ დააზიანა ურთიერთობა თავის სისხლით ნათესავებთან, მაგრამ ამაზე ფსონს არ დავდებდი. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჰარი ოდესღაც ძალიან პოპულარული იყო, მეფე კი თავის შვილიშვილებს ვერ ხედავს".

პრინცესა ქეითმა ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის პროგრესის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მან “ინსტაგრამზე” დაწერა, რომ მხარდაჭერის გზავნილებით გაოცებული და მადლიერია და ის პროგრესს განიცდის.

“მაგრამ, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ქიმიოთერაპიას გადის, იცის, რომ არსებობს კარგი დღეები და ცუდი დღეები. იმ ცუდ დღეებში თავს სუსტად გრძნობ, დაღლილი ხარ და შენს სხეულს დასვენების საშუალება უნდა მისცე. მაგრამ კარგ დღეებში, როცა თავს უფრო ძლიერად გრძნობ, გინდა, კარგად ყოფნის ეს შეგრძნება მაქსიმალურად გამოიყენო”, - დაწერა ქეითმა. მისი თქმითვე, მკურნალობა გრძელდება და კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.

მისი სიმამაცე პრინცმა უილიამმა და მეფე ჩარლზმა შეაქეს, რომლებმაც საკუთარი განცხადებები გამოაქვეყნეს.

რაც შეეხება მეფეს, ჩარლზმა გადიდებული პროსტატის გამო ლონდონის კლინიკაში მაკორექტირებელი პროცედურა გაიარა. სასახლის ცნობით, მეფე ჩარლზის მდგომარეობა საჯარო მოვალეობებთან დასაბრუნებლად შესაბამისად ჩაითვალა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: