საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ შეიძლება ალექსანდრა პაიჭაძეზე თქვას, მახინჯიაო?! ასეთი ამბების გამო არ ვარ სოცქსელებში, ეს ადგილი ინტრიგების, ჭორების წყაროა" - დავით დვალი ახალ როლზე
"როგორ შეიძლება ალექსანდრა პაიჭაძეზე თქვას, მახინჯიაო?! ასეთი ამბების გამო არ ვარ სოცქსელებში, ეს ადგილი ინტრიგების, ჭორების წყაროა" - დავით დვალი ახალ როლზე

და­ვით დვალ­მა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გაჩა ზვე­რა­ძის უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟით (სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი") და­ა­მახ­სოვ­რა თავი, ახ­ლა­ხან კი სე­რი­ალ "მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­შიც" გა­მოჩ­ნდა. მას პარტნი­ო­რო­ბას ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე უწევს...

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში", ჩემს პერ­სო­ნაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა დიდ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა - ეკ­რანს უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დი: წი­ნათ, არც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ვი­ყა­ვი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ახლა "იუ­თუბ" არ­ხიც კი მაქვს. მა­ყუ­რებ­ლებ­თან ასე ვკონ­ტაქ­ტობ, რომ­ლებ­თა­ნაც ალ­ბათ, ბევ­რი სა­ერ­თო გა­მიჩ­ნდა, ვერ­თო­ბით... ასე­ვე, სე­რი­ალ "მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ. კი­დევ, რა­ღაც კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე, ოღონდ - ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ ამ­ბავს სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ. აქაც სე­რი­ალ­ზეა სა­უ­ბა­რი...

- "იუ­თუბ­ზე" რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რობთ, რო­გორ კონ­ტენტს ქმნით?

- ხან­და­ხან ვმღე­რი, ხან - რა­ღა­ცას ვამ­ბობ, ზღა­პარ­საც ვყვე­ბი (იცი­ნის)... გა­სარ­თო­ბი კონ­ტენ­ტია, ოღონდ - არა იუ­მო­რის­ტუ­ლი.

- ვინ­მე გეხ­მა­რე­ბათ?

- არა, არა­ვინ და ალ­ბათ, ეს შე­სამ­ჩნე­ვიც არის, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ვი­დეო და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლია. ყვე­ლა ვი­დე­ოს პირ­და­პირ, ერთი ჩა­წე­რით, მონ­ტა­ჟის გა­რე­შე "ვა­კე­თებ". სა­ერ­თოდ, ხან­და­ხან მონ­ტა­ჟი, გა­ფორ­მე­ბა ვი­დე­ოს უხ­დე­ბა, მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა არ ვიცი, სხვის­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა კი მე­რი­დე­ბა... მგო­ნია, რომ ნა­ტუ­რა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც არა უშავს - მგო­ნი, და­უ­მონ­ტა­ჟე­ბელ მა­სა­ლას მა­ყუ­რე­ბე­ლი ნორ­მა­ლუ­რად აღიქ­ვამს...

"მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო"

- სხვა პლატ­ფორ­მებ­ზეც ხომ არ გა­აქ­ტი­ურ­დით?

- არა. ხომ იცით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად სა­ში­ნელ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ზოგი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლია, ზოგს - სა­ერ­თოდ, სახე აქვს და­კარ­გუ­ლი. ცდი­ლო­ბენ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რამე მავ­ნებ­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნონ. ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტა­რებ­ზე რე­აქ­ცია არას­დროს მქო­ნია, რად­გან ვიცი, რა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი წერს ამას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა კო­მენ­ტარ­მა ისე გა­მა­ღი­ზი­ა­ნა, რომ პა­სუ­ხი გა­ვე­ცი, ოღონდ - კორ­პო­რა­ცი­უ­ლი გვერ­დი­დან. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის შე­სა­ხებ თქვას, მა­ხინ­ჯი­აო?! შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს, მის გე­მოვ­ნე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, მაგ­რამ - მა­ხინ­ჯი (იცი­ნის)?!. ასე­თი რა­ღა­ცე­ბის წერა დიდი სულმდაბ­ლო­ბაა. ძა­ლი­ან გავ­ღი­ზი­ან­დი... შემ­დეგ იმ ადა­მი­ან­ზე და­ი­წყეს ზე­წო­ლა, ვინც ის ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა. ამა­ნაც გული დამ­წყვი­ტა, რა თქმა უნდა. ზუს­ტად ასე­თი ამ­ბე­ბის გამო არ ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ეს ად­გი­ლი ინ­ტრი­გე­ბის, ჭო­რე­ბის და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის წყა­როა, მე კი მშვი­დი, წყნა­რი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს.

- სე­რი­ალ "მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ში" რო­გორ მოხ­ვდით?

- ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­თან სტუ­დენ­ტო­ბი­დან ვმე­გობ­რობ. სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდს ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს. და­მი­რე­კა, - ჩვენ­თან ხომ არ მოხ­ვა­ლო? სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლად უარი ვუ­თხა­რი, რად­გან სხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბა მქონ­და ნათ­ქვა­მი. 2 პრო­ექ­ტში ერ­თდრო­უ­ლად "ჩარ­თვა" სწო­რად არ მი­მაჩ­ნდა. ისე მოხ­და, რომ სხვა პრო­ექ­ტი გა­და­ი­დო. ალე­კო კი­დევ შემ­ხვდა - ხომ არ გა­და­გი­ფიქ­რე­ბი­აო?.. მოკ­ლედ, "მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დავ­თან­ხმდი.

- ჯერ სე­ზო­ნის რამ­დე­ნი­მე სე­რია გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც კარ­გად არ იკ­ვე­თე­ბა, თუ რო­გო­რი ტი­პის ადა­მი­ა­ნია თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი. გახ­მა­უ­რე­ბულ გაჩა ზვე­რა­ძეს ჰგავს?

- არა, მას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო, პი­რი­ქით... არ მინ­და, მა­ყუ­რებ­ლე­ბი "და­ვას­პო­ი­ლე­რო", მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით მე­ხუ­თე სე­რი­ა­ში კვან­ძი გა­იხ­სნე­ბა და გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია.

- ხალ­ხი ზვე­რა­ძეს­თან ხომ არ აი­გი­ვებს?

- კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არის. და­წე­რეს - სხვა­ნა­ი­რი ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. ალ­ბათ, ისე­თი­ვე­აო... რე­ა­ლუ­რად, სე­რი­ა­ლის 2 პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ში გა­მოვ­ჩნდი. პერ­სო­ნაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იქი­დან დას­კვნას ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ტანს, ვერ შე­ა­ფა­სე­ბენ. მით უმე­ტეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სცე­ნე­ბი იყო - ჩემს გმირს არა­ვი­თა­რი რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბა არ ჩა­უ­დე­ნია, მაგ­რამ ეტყო­ბა, ადა­მი­ა­ნებს გაჩა უფრო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­და და ჰგო­ნი­ათ, რომ "მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­შიც" ის უნდა იყოს. პი­რა­დად მე, ეს ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი მინ­და ისე­თი წარ­მო­ვა­ჩი­ნო, რო­გო­რიც არის. ალ­ბათ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩემ­თვის ეს პა­ტა­რა ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვა იქ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სხვა პერ­სო­ნა­ჟა­დაც აღ­მიქ­ვან.

- გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რა ხდე­ბა? თქვენს ეკ­რა­ნულ პარტნი­ორს - ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს რო­გორ შე­ე­წყვეთ?

- მუ­შა­ო­ბა­ში ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რად "მოგ­ყვე­ბა" - კმა­ყო­ფი­ლი ვარ. რო­გორც პარტნი­ო­რი, კომ­ფორ­ტუ­ლია.

- და­მე­გობ­რდით?

- კი. რა თქმა უნდა, უკვე ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობთ. ძა­ლი­ან გულ­თბი­ლი, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ხან­და­ხან მი­ზან­სცე­ნა იც­ვლე­ბა. ერ­თად ვთათ­ბი­რობთ, გა­და­ღე­ბა რო­გორ სჯობს და ა.შ. მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი მე­გობ­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- ახლა სად ხართ, ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს რო­გორ ატა­რებთ?

- ახლა ბა­თუმ­ში ვარ: გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნია მაქვს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გამო ჩა­მო­ვე­დი. ვინ­ტა­ჟუ­რი ნივ­თე­ბის მა­ღა­ზი­ა­საც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ... მერე გა­და­ღე­ბა­ზე გავ­რბი­ვარ, შემ­დეგ - რა­ღაც მშე­ნებ­ლო­ბა­ზე... ბევრ თე­მას ვარ "მო­დე­ბუ­ლი" - ვცდი­ლობ, "ცო­ცხა­ლი ცხოვ­რე­ბა" მქონ­დეს. დღეს ფან­ტას­ტი­კუ­რი მზის ჩას­ვლა იყო - ისე­თი, რომ გულ­მა ვერ გა­მიძ­ლო და წყალ­ში ჩავ­ხტი! მზის ჩას­ვლი­სას ასე­თი სა­ო­ცა­რი ფე­რე­ბი იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს... შემ­დეგ, ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო "იუ­თუბ­ზეც" ავ­ტვირ­თე, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ვი­დე­ო­ში ისე არ არის ასა­ხუ­ლი, რო­გო­რი სა­ო­ცა­რიც რე­ა­ლუ­რად იყო... რო­გორ­ღაც, საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, გან­ტვირ­თვა­საც ვა­ხერ­ხებ - ადა­მი­ანს სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ის სა­ი­დან­მე მი­ღე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია ზღვამ, მზემ და იმ ადა­მი­ა­ნებ­მა მომ­ცეს, რომ­ლე­ბიც თბი­ლი მზე­რით მი­ყუ­რე­ბენ, მი­მე­გობ­რდე­ბი­ან, ჩემ­თან ერ­თად ფო­ტო­ებს იღე­ბენ და ძა­ლი­ან მა­ხა­რე­ბენ. მარ­თა­ლია, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" უარ­ყო­ფით პერ­სო­ნაჟს ვა­სა­ხი­ე­რებ­დი, მაგ­რამ ჩემ მი­მართ ადა­მი­ა­ნე­ბი და­დე­ბი­თად, გულ­თბი­ლად, მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი არი­ან. მეც ძა­ლი­ან "მე­საყ­ვარ­ლე­ბი­ან" (იღი­მის)...

- გან­ტვირ­თვი­სას ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნით?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა. ისეთს არა­ფერს ვა­კე­თებ, რომ და­სა­მა­ლი იყოს, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მარ­თლა მაქვს, რად­გან მა­გა­ლი­თად, ფი­ცხი მძღო­ლი ვარ. შე­იძ­ლე­ბო­და, წი­ნათ, ვი­ღა­ცის­თვის "შე­მე­კურ­თხე­ბი­ნა", ახლა ამას ვე­ღარ ვა­კე­თებ, რად­გან ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა. ერთი ფაქ­ტის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით: "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი სე­რი­ე­ბი ეთერ­ში ახა­ლი გა­სუ­ლი იყო, როცა სა­ჭეს­თან მჯდომ­მა ვი­ღა­ცას "შე­ვუ­კურ­თხე", რად­გან ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ო­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი გვერ­დით რომ მო­მი­ყე­ნა, ვი­ფიქ­რე, ახლა ცუდი ამ­ბა­ვია ატყდე­ბა-მეთ­ქი, მან კი მი­თხრა, - აუ, მაგ­რად მე­ვა­სე­ბიო! იცი, რო­გორ "გა­მი­ტყდა"? ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ეს რა გა­ვა­კე­თე-მეთ­ქი?! მას მერე, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში თავს ძა­ლი­ან ვა­კონ­ტრო­ლებ.

- რო­გორც ვიცი, მსა­ხი­ო­ბო­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გსურ­დათ...

- რა თქმა უნდა, ბავ­შვო­ბა­ში ეს პრო­ფე­სია თით­ქმის ყვე­ლას მოს­წონს, ალ­ბათ - თა­ვის გა­მო­ჩე­ნის, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის, მხი­ა­რუ­ლე­ბის, კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო... "ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი" და­ვამ­თავ­რე - პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ. სტუ­დენ­ტო­ბი­სას "მან­სან­კან­ში" ვთა­მა­შობ­დი. შემ­დეგ ეტყო­ბა, სცე­ნა­ზე დგო­მამ ისე გა­მი­ტა­ცა, რომ თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე. თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით და­ვი­წყე, მაგ­რამ ისე მო­მე­წო­ნა, რომ ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მივ­ყა­ვი ხელი. რა თქმა უნდა, იქ თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია იყო, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა­საც გვას­წავ­ლიდ­ნენ. იქ შე­მიყ­ვარ­და თე­ატ­რი, მსა­ხი­ო­ბო­ბა... სწავ­ლა ისეთ დროს და­ვამ­თავ­რე, როცა მსა­ხი­ო­ბო­ბით ოჯა­ხის რჩე­ნა, თა­ვის გა­ტა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი იყო, მით უმე­ტეს, თუკი და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა გინ­დო­და, მე კი ცო­ლის მოყ­ვა­ნა მსურ­და, რად­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდით. ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე და თე­ატრს თავი და­ვა­ნე­ბე (იცი­ნის). გარ­კვე­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი იყო, პრო­ფე­სი­ულ თე­ატ­რში რომ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა ეს არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. ამი­ტომ ახლა ამა­ზე სა­უ­ბარს აზრი არა აქვს... მოკ­ლედ, თე­ატ­რის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი სულ თან მდევ­და, მაგ­რამ ჩემს საქ­მე­ებ­ში, ბიზ­ნეს­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, სულ ვმუ­შა­ობ­დი... ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას დროს ვერ ვუთ­მობ­დი, მაგ­რამ ახლა კინო ისე მო­მე­წო­ნა, რომ მგო­ნი, უკვე "კი­ნოშ­ნი­კი" გავ­ხდი - თე­ატრზე მე­ტად, კინო მომ­წონს...წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"როგორ შეიძლება ალექსანდრა პაიჭაძეზე თქვას, მახინჯიაო?! ასეთი ამბების გამო არ ვარ სოცქსელებში, ეს ადგილი ინტრიგების, ჭორების წყაროა" - დავით დვალი ახალ როლზე

"როგორ შეიძლება ალექსანდრა პაიჭაძეზე თქვას, მახინჯიაო?! ასეთი ამბების გამო არ ვარ სოცქსელებში, ეს ადგილი ინტრიგების, ჭორების წყაროა" - დავით დვალი ახალ როლზე

დავით დვალმა ფართო საზოგადოებას გაჩა ზვერაძის უარყოფითი პერსონაჟით (სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები") დაამახსოვრა თავი, ახლახან კი სერიალ "მარჯვენა სანაპიროშიც" გამოჩნდა. მას პარტნიორობას ალექსანდრა პაიჭაძე უწევს...

- "ჩემი ცოლის დაქალებში", ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებულმა დიდმა აჟიოტაჟმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა - ეკრანს უფრო დავუახლოვდი: წინათ, არც ერთ სოციალურ ქსელში არ ვიყავი დარეგისტრირებული, ახლა "იუთუბ" არხიც კი მაქვს. მაყურებლებთან ასე ვკონტაქტობ, რომლებთანაც ალბათ, ბევრი საერთო გამიჩნდა, ვერთობით... ასევე, სერიალ "მარჯვენა სანაპიროში" ვმონაწილეობ. კიდევ, რაღაც კასტინგი გავიარე, ოღონდ - ჯერჯერობით, ამ ამბავს საიდუმლოდ დავტოვებ. აქაც სერიალზეა საუბარი...

- "იუთუბზე" რა მიმართულებით აქტიურობთ, როგორ კონტენტს ქმნით?

- ხანდახან ვმღერი, ხან - რაღაცას ვამბობ, ზღაპარსაც ვყვები (იცინის)... გასართობი კონტენტია, ოღონდ - არა იუმორისტული.

- ვინმე გეხმარებათ?

- არა, არავინ და ალბათ, ეს შესამჩნევიც არის, რადგან აბსოლუტურად ყველა ვიდეო დაუმონტაჟებელია. ყველა ვიდეოს პირდაპირ, ერთი ჩაწერით, მონტაჟის გარეშე "ვაკეთებ". საერთოდ, ხანდახან მონტაჟი, გაფორმება ვიდეოს უხდება, მაგრამ ამის გაკეთება არ ვიცი, სხვისთვის დახმარების თხოვნა კი მერიდება... მგონია, რომ ნატურალურ ურთიერთობასაც არა უშავს - მგონი, დაუმონტაჟებელ მასალას მაყურებელი ნორმალურად აღიქვამს...

"მარჯვენა სანაპირო"

- სხვა პლატფორმებზეც ხომ არ გააქტიურდით?

- არა. ხომ იცით, სოციალურ ქსელებში ხშირად საშინელ კომენტარებს წერენ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ზოგი გაბოროტებულია, ზოგს - საერთოდ, სახე აქვს დაკარგული. ცდილობენ, სოციალურ ქსელებში რამე მავნებლობა ჩაიდინონ. ნეგატიურ კომენტარებზე რეაქცია არასდროს მქონია, რადგან ვიცი, რა კატეგორიის ხალხი წერს ამას. რამდენიმე დღის წინ, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა კომენტარმა ისე გამაღიზიანა, რომ პასუხი გავეცი, ოღონდ - კორპორაციული გვერდიდან. როგორ შეიძლება, ადამიანმა ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ თქვას, მახინჯიაო?! შეიძლება არ მოსწონდეს, მის გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, მაგრამ - მახინჯი (იცინის)?!. ასეთი რაღაცების წერა დიდი სულმდაბლობაა. ძალიან გავღიზიანდი... შემდეგ იმ ადამიანზე დაიწყეს ზეწოლა, ვინც ის ნეგატიური კომენტარი დაწერა. ამანაც გული დამწყვიტა, რა თქმა უნდა. ზუსტად ასეთი ამბების გამო არ ვარ სოციალურ ქსელებში. ეს ადგილი ინტრიგების, ჭორების და მსგავსი რაღაცების წყაროა, მე კი მშვიდი, წყნარი და ნატურალური ცხოვრება მიყვარს.

- სერიალ "მარჯვენა სანაპიროში" როგორ მოხვდით?

- ალეკო მალხაზიშვილთან სტუდენტობიდან ვმეგობრობ. სერიალის შემოქმედებით გუნდს ის ხელმძღვანელობს. დამირეკა, - ჩვენთან ხომ არ მოხვალო? სხვათა შორის, პირველად უარი ვუთხარი, რადგან სხვა პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა მქონდა ნათქვამი. 2 პროექტში ერთდროულად "ჩართვა" სწორად არ მიმაჩნდა. ისე მოხდა, რომ სხვა პროექტი გადაიდო. ალეკო კიდევ შემხვდა - ხომ არ გადაგიფიქრებიაო?.. მოკლედ, "მარჯვენა სანაპიროში" მონაწილეობას დავთანხმდი.

- ჯერ სეზონის რამდენიმე სერია გამოქვეყნდა, სადაც კარგად არ იკვეთება, თუ როგორი ტიპის ადამიანია თქვენი პერსონაჟი. გახმაურებულ გაჩა ზვერაძეს ჰგავს?

- არა, მასთან არაფერი აქვს საერთო, პირიქით... არ მინდა, მაყურებლები "დავასპოილერო", მაგრამ დაახლოებით მეხუთე სერიაში კვანძი გაიხსნება და გამოჩნდება, როგორი ადამიანია.

- ხალხი ზვერაძესთან ხომ არ აიგივებს?

- კი, ჯერჯერობით, ასეთი შემთხვევები არის. დაწერეს - სხვანაირი ვერ წარმოგვიდგენია. ალბათ, ისეთივეაო... რეალურად, სერიალის 2 პატარა მონაკვეთში გამოვჩნდი. პერსონაჟთან დაკავშირებით, იქიდან დასკვნას ვერავინ გამოიტანს, ვერ შეაფასებენ. მით უმეტეს, აბსოლუტურად ჩვეულებრივი სცენები იყო - ჩემს გმირს არავითარი რადიკალური ქმედება არ ჩაუდენია, მაგრამ ეტყობა, ადამიანებს გაჩა უფრო მეტად დაუახლოვდა და ჰგონიათ, რომ "მარჯვენა სანაპიროშიც" ის უნდა იყოს. პირადად მე, ეს ახალი პერსონაჟი მინდა ისეთი წარმოვაჩინო, როგორიც არის. ალბათ, გარკვეულწილად, ჩემთვის ეს პატარა ბარიერის დაძლევა იქნება, რომ ადამიანებმა სხვა პერსონაჟადაც აღმიქვან.

- გადასაღებ მოედანზე რა ხდება? თქვენს ეკრანულ პარტნიორს - ალექსანდრა პაიჭაძეს როგორ შეეწყვეთ?

- მუშაობაში ძალიან მოქნილია, ყველანაირად "მოგყვება" - კმაყოფილი ვარ. როგორც პარტნიორი, კომფორტულია.

- დამეგობრდით?

- კი. რა თქმა უნდა, უკვე ყველანი ვმეგობრობთ. ძალიან გულთბილი, კარგი ადამიანები არიან. გადასაღებ მოედანზე, ხანდახან მიზანსცენა იცვლება. ერთად ვთათბირობთ, გადაღება როგორ სჯობს და ა.შ. მუშაობის პროცესი მეგობრულად მიმდინარეობს.

- ახლა სად ხართ, ზაფხულის ცხელ დღეებს როგორ ატარებთ?

- ახლა ბათუმში ვარ: გადაზიდვების კომპანია მაქვს და მასთან დაკავშირებული საქმეების გამო ჩამოვედი. ვინტაჟური ნივთების მაღაზიასაც ვხელმძღვანელობ... მერე გადაღებაზე გავრბივარ, შემდეგ - რაღაც მშენებლობაზე... ბევრ თემას ვარ "მოდებული" - ვცდილობ, "ცოცხალი ცხოვრება" მქონდეს. დღეს ფანტასტიკური მზის ჩასვლა იყო - ისეთი, რომ გულმა ვერ გამიძლო და წყალში ჩავხტი! მზის ჩასვლისას ასეთი საოცარი ფერები იშვიათად მინახავს... შემდეგ, ამის ამსახველი ვიდეო "იუთუბზეც" ავტვირთე, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიდეოში ისე არ არის ასახული, როგორი საოცარიც რეალურად იყო... როგორღაც, საქმის პარალელურად, განტვირთვასაც ვახერხებ - ადამიანს სასიცოცხლო ენერგიის საიდანმე მიღება სჭირდება. ამჯერად, სასიცოცხლო ენერგია ზღვამ, მზემ და იმ ადამიანებმა მომცეს, რომლებიც თბილი მზერით მიყურებენ, მიმეგობრდებიან, ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ და ძალიან მახარებენ. მართალია, "ჩემი ცოლის დაქალებში" უარყოფით პერსონაჟს ვასახიერებდი, მაგრამ ჩემ მიმართ ადამიანები დადებითად, გულთბილად, მეგობრულად განწყობილი არიან. მეც ძალიან "მესაყვარლებიან" (იღიმის)...

- განტვირთვისას ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნით?

- ჯერჯერობით - არა. ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ დასამალი იყოს, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა მართლა მაქვს, რადგან მაგალითად, ფიცხი მძღოლი ვარ. შეიძლებოდა, წინათ, ვიღაცისთვის "შემეკურთხებინა", ახლა ამას ვეღარ ვაკეთებ, რადგან ძალიან უხერხული იქნება. ერთი ფაქტის შესახებ მოგიყვებით: "ჩემი ცოლის დაქალების" ჩემი მონაწილეობით გადაღებული სერიები ეთერში ახალი გასული იყო, როცა საჭესთან მჯდომმა ვიღაცას "შევუკურთხე", რადგან ძალიან ცუდად იქცეოდა. ავტომობილი გვერდით რომ მომიყენა, ვიფიქრე, ახლა ცუდი ამბავია ატყდება-მეთქი, მან კი მითხრა, - აუ, მაგრად მევასებიო! იცი, როგორ "გამიტყდა"? ძალიან ვინერვიულე, ეს რა გავაკეთე-მეთქი?! მას მერე, ასეთ სიტუაციებში თავს ძალიან ვაკონტროლებ.

- როგორც ვიცი, მსახიობობა ადრეული ასაკიდანვე გსურდათ...

- რა თქმა უნდა, ბავშვობაში ეს პროფესია თითქმის ყველას მოსწონს, ალბათ - თავის გამოჩენის, თავგადასავლების, მხიარულების, კარგი სიტუაციის გამო... "ჯავახიშვილი" დავამთავრე - პროფესიით ეკონომისტი ვარ. სტუდენტობისას "მანსანკანში" ვთამაშობდი. შემდეგ ეტყობა, სცენაზე დგომამ ისე გამიტაცა, რომ თეატრის რეჟისორისგან შემოთავაზება მივიღე. თეატრში სიარული ხუმრობა-ხუმრობით დავიწყე, მაგრამ ისე მომეწონა, რომ ამ საქმეს სერიოზულად მივყავი ხელი. რა თქმა უნდა, იქ თეატრალური სტუდია იყო, სადაც სამსახიობო ხელოვნებასაც გვასწავლიდნენ. იქ შემიყვარდა თეატრი, მსახიობობა... სწავლა ისეთ დროს დავამთავრე, როცა მსახიობობით ოჯახის რჩენა, თავის გატანა განსაკუთრებულად რთული იყო, მით უმეტეს, თუკი დამოუკიდებლად ცხოვრება გინდოდა, მე კი ცოლის მოყვანა მსურდა, რადგან შეყვარებული გახლდით. ცოლი მოვიყვანე და თეატრს თავი დავანებე (იცინის). გარკვეული შემოთავაზებები იყო, პროფესიულ თეატრში რომ გადავსულიყავი, თუმცა ეს არ გახმაურებულა. ამიტომ ახლა ამაზე საუბარს აზრი არა აქვს... მოკლედ, თეატრის მიმართ სიყვარული სულ თან მდევდა, მაგრამ ჩემს საქმეებში, ბიზნესში ვიყავი ჩართული, სულ ვმუშაობდი... ძალიან დატვირთული ცხოვრება მქონდა. სამსახიობო კარიერას დროს ვერ ვუთმობდი, მაგრამ ახლა კინო ისე მომეწონა, რომ მგონი, უკვე "კინოშნიკი" გავხდი - თეატრზე მეტად, კინო მომწონს...წაიკითხეთ ასევე