კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია" - სალომე ღვინიაშვილის ემოციური პოსტი
"წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია" - სალომე ღვინიაშვილის ემოციური პოსტი

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ი­დან, კერ­ძოდ გელ­ზენ­კირ­ხე­ნი­დან, კუ­ლუ­ა­რულ ფოტო - ვი­დეო მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს და მე­უღ­ლეს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს.

ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. მის სა­ფეხ­ბურ­თო მე­ნე­ჯმენ­ტში მოხ­ვედ­რას და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი. ვილი სა­ნი­ოლ­თან ერ­თად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლომ რამ­დე­ნი­მე უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და ფეხ­ბურ­თის უახ­ლე­სი ის­ტო­რია და­წე­რა.

“ბედ­ნი­ე­რე­ბის პიკი! წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არ გიყ­ვარ­დეს ფეხ­ბურ­თი, როცა ამ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ცხოვ­რობ 20 წე­ლია. მად­ლო­ბა, რომ არ­ცერ­თი წა­მით არ და­გი­კარ­გავს რწმე­ნა. @zurakhizana... მად­ლო­ბა ყვე­ლას ერ­თად და ცალ-ცალ­კე. გი­ჟე­ბი ხართ“, - წერს სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და აქ­ვეყ­ნებს მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, კუ­ლუ­ა­რებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რებს, სა­დაც ჩანს აღელ­ვე­ბუ­ლი ვილი სა­ნი­ო­ლი, რო­მელ­საც ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ამ­ხნე­ვებს.

მატჩს სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან - ტასო და ნიტა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და:

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი წლე­ბია, რაც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. სა­ლო­მეს­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. ულა­მა­ზეს მო­დელს და ტე­ლე­წამ­ყვანს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 21 წლის ვაჟი, და­თუ­ნა აბუ­ლა­ძე ჰყავს. სა­ლო­მე და ზურა ორ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვილს ზრდი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ. რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი 2:0 და­ა­მარ­ცხა. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 4 ქულა მო­ი­პო­ვა და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და. მატ­ჩის პირ­ვე­ლი გოლი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბი­დან მე­ო­რე წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნა, ხოლო მე­ო­რე გოლი, მე­ო­რე ტა­იმ­ში, პე­ნალ­ტით გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ი­ტა­ნა.

30 ივ­ნისს, მერ­ვე­დფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლო ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
ავტორი:

"წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია" - სალომე ღვინიაშვილის ემოციური პოსტი

"წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია" - სალომე ღვინიაშვილის ემოციური პოსტი

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი გერმანიიდან, კერძოდ გელზენკირხენიდან, კულუარულ ფოტო - ვიდეო მასალას აქვეყნებს და მეუღლეს ამაღელვებელი სიტყვებით მიმართავს.

ზურა ხიზანიშვილი უკვე რამდენიმე წელიწადია ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოზიციას იკავებს. მის საფეხბურთო მენეჯმენტში მოხვედრას დაემთხვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებები. ვილი სანიოლთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, საქართველომ რამდენიმე უდიდესი წარმატება მოიპოვა და ფეხბურთის უახლესი ისტორია დაწერა.

“ბედნიერების პიკი! წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია. მადლობა, რომ არცერთი წამით არ დაგიკარგავს რწმენა. @zurakhizana... მადლობა ყველას ერთად და ცალ-ცალკე. გიჟები ხართ“, - წერს სალომე ღვინიაშვილი და აქვეყნებს მატჩის მიმდინარეობისას, კულუარებში გადაღებული კადრებს, სადაც ჩანს აღელვებული ვილი სანიოლი, რომელსაც ზურა ხიზანიშვილი ამხნევებს.

მატჩს სალომე ღვინიაშვილი შვილებთან - ტასო და ნიტა ხიზანიშვილებთან ერთად ესწრებოდა:

სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი წლებია, რაც დაქორწინებულები არიან. სალომესთვის ეს მეორე ქორწინებაა. ულამაზეს მოდელს და ტელეწამყვანს პირველი ქორწინებიდან 21 წლის ვაჟი, დათუნა აბულაძე ჰყავს. სალომე და ზურა ორ საერთო ქალიშვილს ზრდიან.

შეგახსენებთ. რომ ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ: