პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ბაზები გირჩევნიათ, სადაც ახლა ვარჯიშობთ, თუ ის, სადაც რუსეთში ცხოვრობდით?" - კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას, ფეხბურთელის პასუხი და უეფას შენიშვნა ჟურნალისტს
"ის ბაზები გირჩევნიათ, სადაც ახლა ვარჯიშობთ, თუ ის, სადაც რუსეთში ცხოვრობდით?" -  კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას, ფეხბურთელის პასუხი და უეფას შენიშვნა ჟურნალისტს

26 ივ­ნისს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­რე­მარბმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ა­კე­თა:

"ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ თით­ქოს აქ ყოფ­ნას არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით, თით­ქოს გაგ­ვი­მარ­თლა, თუმ­ცა გან­ვლი­ლი ორი თა­მა­შით ვაჩ­ვე­ნეთ რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყოფ­ნას ვიმ­სა­ხუ­რებთ. ჯერ კი­დევ გვაქვს შან­სი და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ აქ ტუ­რის­ტე­ბად არ ჩა­მოვ­სულ­ვართ და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დაძ­ლე­ვა შეგ­ვიძ­ლია" - თქვა "კვა­რამ".

მისი თქმით, ხვალ გუნ­დი მო­სა­გე­ბად გავა. მას კი­თხვა და­უს­ვეს რო­ნალ­დუს წი­ნა­აღ­მდეგ თა­მაშ­ზეც:

"რო­ნალ­დოს­თან შეხ­ვედ­რის გამო ღელ­ვას არ ვგრძნობ, პი­რი­ქით, ვოც­ნე­ბობ­დი, მის წი­ნა­აღ­მდეგ მე­თა­მა­შა. რო­ნალ­დო ბო­ლოს ევ­რო­პა­შიც აღარ თა­მა­შობს და სა­სი­ა­მოვ­ნოა, სა­ნაკ­რე­ბო დო­ნე­ზე რომ შევ­ხვდე­ბი. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ და იმე­დი მაქვს, მის მა­ი­სურს მი­ვი­ღებ.

პე­პეს წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში დიდი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ გა­ვი­ტა­ნოთ! თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მზა­დაა, მაქ­სი­მუ­მი და­დოს. ბევ­რჯერ მოგ­ვი­გია ან მო­გე­ბაც შეგ­ვეძ­ლო. ხვალ მო­სა­გე­ბად გა­ვალთ!..

ბოლო წუ­თებ­ზე გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბი ცუ­დად გვახ­სოვს, მაგ­რამ ისიც ვი­ცით, გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა ყო­ველ­თვის შეგ­ვიძ­ლია. ლეაო ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ რომ ვერ ითა­მა­შებს, ეს სამ­წუ­ხა­როა, ამავდრო­უ­ლად კი, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა. უფრო მეტს ვიმ­სა­ხუ­რებ­დით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, უფრო მეტი ქულა გვქო­ნო­და.

ჩე­ხეთ­თან ვგრძნობ­დით, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვთა­მა­შობ­დით. სა­დაც მწვრთნე­ლი გა­და­წყვეტს, იქ ვი­თა­მა­შებ. ზო­გა­დად, ძი­რი­თა­დად, ფლანგზე ვთა­მა­შობ. ვეც­დე­ბი, ჩემი მაქ­სი­მუ­მი პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მო­მი­ვი­დეს" - თქვა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

ფოტო: ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იყო ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტიც, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა კვა­რა­ცხე­ლი­ას რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და­უს­ვა კი­თხვა. ამ ეპი­ზოდს GEO TEAM ავ­რცე­ლებს:

ჟურ­ნა­ლის­ტი: ევრო 2024-ის წინ თქვენ მი­ე­ცით ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ ცხოვ­რობ­დით ლო­კო­მო­ტი­ვის ბა­ზა­ზე. ეს სი­ტყვე­ბი რუ­სეთ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. ის ბა­ზე­ბი გირ­ჩევ­ნი­ათ, სა­დაც ახლა ვარ­ჯი­შობთ გერ­მა­ნი­ა­ში, თუ ის, სა­დაც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­დით?

ხვი­ჩა: ინ­გლი­სუ­რად ვუ­პა­სუ­ხო თუ ქარ­თუ­ლად?

ამ მო­მენ­ტში სფფ-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი უე­ფას პრეს­სამ­სა­ხურს უყუ­რებს უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით.

ხვი­ჩა: ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. აქ პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მატჩზე სა­სა­უბ­როდ ვარ.

უე­ფას პრეს­სამ­სა­ხუ­რი: გთხოვთ, კი­თხვე­ბი და­ის­ვას მხო­ლოდ ხვა­ლინ­დელ მატჩთან და­კავ­ში­რე­ბით.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
3

ჟიჟილაშვილი იქნებოდა :)

Ჯიმა
4

Მოსწონს თუ არა ვინმეს, დიდი სპორტი პოლიტიკაც არის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ის ბაზები გირჩევნიათ, სადაც ახლა ვარჯიშობთ, თუ ის, სადაც რუსეთში ცხოვრობდით?" - კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას, ფეხბურთელის პასუხი და უეფას შენიშვნა ჟურნალისტს

"ის ბაზები გირჩევნიათ, სადაც ახლა ვარჯიშობთ, თუ ის, სადაც რუსეთში ცხოვრობდით?" -  კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას, ფეხბურთელის პასუხი და უეფას შენიშვნა ჟურნალისტს

26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"ბევრი ფიქრობდა, რომ თითქოს აქ ყოფნას არ ვიმსახურებდით, თითქოს გაგვიმართლა, თუმცა განვლილი ორი თამაშით ვაჩვენეთ რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას ვიმსახურებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია" - თქვა "კვარამ".

მისი თქმით, ხვალ გუნდი მოსაგებად გავა. მას კითხვა დაუსვეს რონალდუს წინააღმდეგ თამაშზეც:

"რონალდოსთან შეხვედრის გამო ღელვას არ ვგრძნობ, პირიქით, ვოცნებობდი, მის წინააღმდეგ მეთამაშა. რონალდო ბოლოს ევროპაშიც აღარ თამაშობს და სასიამოვნოა, სანაკრებო დონეზე რომ შევხვდები. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, მის მაისურს მივიღებ.

პეპეს წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ! თითოეული ფეხბურთელი მზადაა, მაქსიმუმი დადოს. ბევრჯერ მოგვიგია ან მოგებაც შეგვეძლო. ხვალ მოსაგებად გავალთ!..

ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტები ცუდად გვახსოვს, მაგრამ ისიც ვიცით, გარდატეხის შეტანა ყოველთვის შეგვიძლია. ლეაო ჩვენ წინააღმდეგ რომ ვერ ითამაშებს, ეს სამწუხაროა, ამავდროულად კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. უფრო მეტს ვიმსახურებდით, შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქულა გვქონოდა.

ჩეხეთთან ვგრძნობდით, რომ თითქოს საქართველოში ვთამაშობდით. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. ზოგადად, ძირითადად, ფლანგზე ვთამაშობ. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი პორტუგალიასთან გამომივიდეს" - თქვა კვარაცხელიამ.

ფოტო: ეროვნული ნაკრები

პრესკონფერენციაზე იყო ერთი საინტერესო მომენტიც, როდესაც ჟურნალისტმა კვარაცხელიას რუსეთში ცხოვრებაზე დაუსვა კითხვა. ამ ეპიზოდს GEO TEAM ავრცელებს:

ჟურნალისტი: ევრო 2024-ის წინ თქვენ მიეცით ინტერვიუ, სადაც გაიხსენეთ, როგორ ცხოვრობდით ლოკომოტივის ბაზაზე. ეს სიტყვები რუსეთში განხილვის საგანი გახდა. ის ბაზები გირჩევნიათ, სადაც ახლა ვარჯიშობთ გერმანიაში, თუ ის, სადაც რუსეთში ცხოვრობდით?

ხვიჩა: ინგლისურად ვუპასუხო თუ ქართულად?

ამ მომენტში სფფ-ს პრესსამსახური უეფას პრესსამსახურს უყურებს უკმაყოფილო სახით.

ხვიჩა: ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. აქ პორტუგალიასთან მატჩზე სასაუბროდ ვარ.

უეფას პრესსამსახური: გთხოვთ, კითხვები დაისვას მხოლოდ ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით.

წაიკითხეთ ასევე: