სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტენერიფეზე 19 წლის ბრიტანელ ბიჭს ეძებენ - ძებნის ოპერაცია თითქმის 10 დღეა მიმდინარეობს, მაგრამ ჯეის კვალი არ ჩანს: რა დეტალები ხდება ცნობილი?
ტენერიფეზე 19 წლის ბრიტანელ ბიჭს ეძებენ - ძებნის ოპერაცია თითქმის 10 დღეა მიმდინარეობს, მაგრამ ჯეის კვალი არ ჩანს: რა დეტალები ხდება ცნობილი?

უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა ჯეი სლე­ი­ტე­რი ეს­პა­ნეთ­ში, კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფე­ზე 17 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიჭი მას შემ­დეგ და­ი­კარ­გა, რაც ავ­ტო­ბუს­მა გა­ას­წრო და თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ფე­ხით დაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ცა­და.

19 წლის ბიჭი წარ­მო­შო­ბით ლან­კა­ში­რის საგ­რა­ფო­დან, კერ­ძოდ, ოს­ვალ­დტვის­ლი­დან არის. ის ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფე­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და, მაგ­რამ 17 ივ­ნი­სის მერე აღა­რა­ვის უნა­ხავს.

ამ­ჟა­მად, კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე მი­უ­ვალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მას­შტა­ბუ­რი სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 16 ივ­ნი­სის ღა­მეს, ჯეი სო­ფელ მას­კას მახ­ლობ­ლად, Airbnb-ის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სახ­ლში წას­ვლა როცა და­ა­პი­რა, უთხრეს, რომ ლოს-კრის­ტი­ა­ნო­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ის რჩე­ბო­და, ავ­ტო­ბუ­სი ყო­ველ 10 წუთ­ში ერთხელ მი­დი­ო­და.

Airbnb-ის სა­ცხოვ­რებ­ლის მფლო­ბელ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­ნა­ხა, რო­გორ მი­დი­ო­და აღ­მარ­თზე ახალ­გაზ­რდა. ჯე­ი­მი, რომ­ლე­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ იცო­და, რომ ამ მარ­შრუ­ტით სი­ა­რულს და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბო­და.

დი­ლის 8:30-ზე მან თა­ვის მე­გო­ბარ ლუ­სის და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ავ­ტო­ბუს­მა გა­ას­წრო და "უკაც­რი­ელ ად­გი­ლას" და­ი­კარ­გა. მისი თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი და­დი­ო­და, წყა­ლი სწყუ­რო­და, ფეხი კაქ­ტუს­ზე გა­იჭ­რა და ტე­ლე­ფო­ნის ელე­მენ­ტი მხო­ლოდ 1%-ზე იყო.

შემ­დეგ ზარი გა­წყდა და ბოლო სიგ­ნა­ლი მთი­ან Teno Rural პარკში და­ფიქ­სირ­და.

დი­ლის 9:00 სა­ათ­ზე და­კარ­გუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ შე­ი­ტა­ნეს გან­ცხა­დე­ბა, ჯეის ძებ­ნა კი უკვე დღე­ე­ბია დრო­ნე­ბით, ძაღ­ლე­ბი­თა და ვერ­ტმფრე­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ცნო­ბე­ბი, რომ ჯეი თით­ქოს კუნ­ძუ­ლის ამა თუ იმ არე­ალ­ში ნა­ხეს, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბი­ჭის კვა­ლი არ ჩანს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ტენერიფეზე 19 წლის ბრიტანელ ბიჭს ეძებენ - ძებნის ოპერაცია თითქმის 10 დღეა მიმდინარეობს, მაგრამ ჯეის კვალი არ ჩანს: რა დეტალები ხდება ცნობილი?

ტენერიფეზე 19 წლის ბრიტანელ ბიჭს ეძებენ - ძებნის ოპერაცია თითქმის 10 დღეა მიმდინარეობს, მაგრამ ჯეის კვალი არ ჩანს: რა დეტალები ხდება ცნობილი?

უცხოური მედიის ცნობით, ბრიტანელი ახალგაზრდა ჯეი სლეიტერი ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე 17 ივნისს გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ბიჭი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ავტობუსმა გაასწრო და თავის საცხოვრებელში ფეხით დაბრუნებას შეეცადა.

19 წლის ბიჭი წარმოშობით ლანკაშირის საგრაფოდან, კერძოდ, ოსვალდტვისლიდან არის. ის ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე მეგობრებთან ერთად, მუსიკალურ ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა, მაგრამ 17 ივნისის მერე აღარავის უნახავს.

ამჟამად, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიუვალ ტერიტორიაზე მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, 16 ივნისის ღამეს, ჯეი სოფელ მასკას მახლობლად, Airbnb-ის საცხოვრებელში წვეულებაზე იმყოფებოდა. სახლში წასვლა როცა დააპირა, უთხრეს, რომ ლოს-კრისტიანოსის მიმართულებით, სადაც ის რჩებოდა, ავტობუსი ყოველ 10 წუთში ერთხელ მიდიოდა.

Airbnb-ის საცხოვრებლის მფლობელმა მოგვიანებით დაინახა, როგორ მიდიოდა აღმართზე ახალგაზრდა. ჯეიმი, რომლემაც, სავარაუდოდ, არ იცოდა, რომ ამ მარშრუტით სიარულს დაახლოებით 10 საათი დასჭირდებოდა.

დილის 8:30-ზე მან თავის მეგობარ ლუსის დაურეკა და უთხრა, რომ ავტობუსმა გაასწრო და "უკაცრიელ ადგილას" დაიკარგა. მისი თქმით, დაახლოებით ნახევარი საათი დადიოდა, წყალი სწყუროდა, ფეხი კაქტუსზე გაიჭრა და ტელეფონის ელემენტი მხოლოდ 1%-ზე იყო.

შემდეგ ზარი გაწყდა და ბოლო სიგნალი მთიან Teno Rural პარკში დაფიქსირდა.

დილის 9:00 საათზე დაკარგული პირის შესახებ შეიტანეს განცხადება, ჯეის ძებნა კი უკვე დღეებია დრონებით, ძაღლებითა და ვერტმფრენით მიმდინარეობს.

გასული დღეების განმავლობაში იყო ცნობები, რომ ჯეი თითქოს კუნძულის ამა თუ იმ არეალში ნახეს, თუმცა, ჯერჯერობით, ბიჭის კვალი არ ჩანს.

წყარო