პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფეხბურთელი პოლონური ცხოვრებით, ნათელმირონობა საბა ლობჟანიძესთან და შვილი, რომელმაც "მავნე ჩვევას" გადააჩვია - ოთარ კაკაბაძის სპორტული გზა
ქართველი ფეხბურთელი პოლონური ცხოვრებით, ნათელმირონობა საბა ლობჟანიძესთან და შვილი, რომელმაც "მავნე ჩვევას" გადააჩვია - ოთარ კაკაბაძის სპორტული გზა

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 28 წლის მარ­ჯვე­ნა მცვე­ლი, ოთარ კა­კა­ბა­ძე 2021 წლი­დან პო­ლო­ნე­თის გუნდ "კრა­კო­ვი­ა­ში" თა­მა­შობს.

186 სმ სი­მაღ­ლის სპორ­ტსმენ­მა თა­მა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად "დი­ნა­მოს" ახალ­გაზ­რდულ გუნდში და­ი­წყო. მისი პირ­ვე­ლი ტრანსფე­რი კი ეს­პა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. 2016-2018 წლებ­ში კა­კა­ბა­ძემ Club Gimnastic de Tarragona-ში (ეს­პა­ნე­თის მე-2ლიგა) ითა­მა­შა. ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი და­ნი­ის უმაღ­ლეს ლი­გის გუნდში Esbjerg fB-ში გა­და­ვი­და.

ეს­პა­ნე­თი­დან სა­თა­მა­შოდ შვე­ი­ცა­რი­ის უმაღ­ლე­სი ლი­გის კლუბ FC Luzern გა­და­ვი­და, სა­დაც 2020 წლამ­დე დარ­ჩა, თუმ­ცა ერთი წლით ისევ ეს­პა­ნეთს და­უბ­რუნ­და და მე­ო­რე ლი­გის ეს­პა­ნურ კლუბ CD Tenerife გა­აგ­რძე­ლა თა­მა­ში. 2021 წლი­დან კა­კა­ბა­ძე ოჯახ­თან ერ­თად პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობს და კონ­ტრაქ­ტი 2027 წლამ­დე გა­უგ­რძე­ლეს.

ოთარ კა­კა­ბა­ძეს თბი­ლი­სის დი­ნა­მოს­თან ერ­თად მო­გე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ორი თასი (2015, 2016 წლებ­ში), ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ორი სუ­პერ­თა­სი (2015, 2016 წლებ­ში) და ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი (2016 წელს). მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 600 000 ევ­როა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფასი - 1 მი­ლი­ო­ნი ევრო ოთარ კა­კა­ბა­ძე 2018 წლის 12 მარტს ღირ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე, მშობ­ლი­ურ ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ, კა­კა­ბა­ძეს­თან პო­ლო­ნურ­მა მე­დი­ამ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს.

"პირ­ველ მატჩს ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვე­ლო­დით, რად­გან მწვრთნე­ლის გარ­და, ევ­რო­ზე არ­ცერ­თს არ გვი­თა­მა­შია. მო­ლო­დი­ნი? ჩვენ გვინ­და, რომ ყვე­ლა მატჩში ვიბ­რძო­ლოთ და ჯგუ­ფი­დან გა­ვი­დეთ, აქ მხო­ლოდ 3 მატ­ჩის­თვის არ მოვ­სულ­ვართ. გუნდში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა გვყავს, ასე­ვე ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ბიჭი თა­მა­შობს ევ­რო­პის ტოპ კლუ­ბებ­ში. ჩვენ გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი ვი­თა­მა­შოთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ან მო­მა­ვალ ევ­რო­ზე.“

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე რო­გორ მი­ი­ღო "კრა­კო­ვი­ას­თან" კონ­ტრაქ­ტის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ­ბობს:

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 2-3 თვე გაგ­რძელ­და. ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვი­და. ჩემი ოჯა­ხი აქ არის და გა­და­ად­გი­ლე­ბა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. აქ ძა­ლი­ან კარ­გად ვცხოვ­რობთ. ამი­ტომ მი­ხა­რია აქ თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა.

შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწვრთნე­ლი გვყავს, რო­მელ­საც კარ­გი კონ­ტაქ­ტი აქვს ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობთ მას­თან. ეს სე­ზო­ნი, უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ვართ ჩვე­ნი თა­მა­შით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ მწვრთნელ­თან ერ­თად მო­მა­ვალ სე­ზონ­ში ბევ­რად მე­ტის მიღ­წე­ვა შეგ­ვიძ­ლია".

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე ვის წა­იყ­ვან­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან "კრა­კო­ვი­ა­ში" სა­თა­მა­შოდ, კა­კა­ბა­ძემ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­ა­სა­ხე­ლა. ხოლო არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში რო­მელ ფეხ­ბურ­თელს და­უ­მა­ტებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს, ბარ­სე­ლო­ნას ფორ­ვარ­დი რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­სკი აირ­ჩია.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ოთარ კა­კა­ბა­ძემ მა­რი­ამ ჩავ­ლე­იშ­ვილ­ზე 2019 წელს იქორ­წი­ნა. წყვილს ჯვა­რი თბი­ლის­ში, ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მამა შალ­ვამ დას­წე­რა.

კა­კა­ბა­ძის პა­ტა­რა ოჯა­ხი პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობს. წყვი­ლი პა­ტა­რა იო­ა­ნეს ზრდი­ან.

იო­ა­ნეც თბი­ლის­ში ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ი­ნათ­ლა, მისი ერთ-ერთი ნათ­ლია ნაკ­რე­ბის წევ­რი საბა ლობ­ჟა­ნი­ძეა.

სპორ­ტულ მე­დია europop-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ იო­ა­ნეს გა­ჩე­ნამ ფლე­ის­თე­ი­შე­ნის თა­მაშს და­ა­ნე­ბე­ბი­ნა თავი. ახლა თა­ვი­სუ­ფალ დროს მხო­ლოდ შვილს უთ­მობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქართველი ფეხბურთელი პოლონური ცხოვრებით, ნათელმირონობა საბა ლობჟანიძესთან და შვილი, რომელმაც "მავნე ჩვევას" გადააჩვია - ოთარ კაკაბაძის სპორტული გზა

ქართველი ფეხბურთელი პოლონური ცხოვრებით, ნათელმირონობა საბა ლობჟანიძესთან და შვილი, რომელმაც "მავნე ჩვევას" გადააჩვია - ოთარ კაკაბაძის სპორტული გზა

საქართველოს ნაკრების 28 წლის მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე 2021 წლიდან პოლონეთის გუნდ "კრაკოვიაში" თამაშობს.

186 სმ სიმაღლის სპორტსმენმა თამაში ტრადიციულად "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. მისი პირველი ტრანსფერი კი ესპანეთში განხორციელდა. 2016-2018 წლებში კაკაბაძემ Club Gimnastic de Tarragona-ში (ესპანეთის მე-2ლიგა) ითამაშა. ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ კი დანიის უმაღლეს ლიგის გუნდში Esbjerg fB-ში გადავიდა.

ესპანეთიდან სათამაშოდ შვეიცარიის უმაღლესი ლიგის კლუბ FC Luzern გადავიდა, სადაც 2020 წლამდე დარჩა, თუმცა ერთი წლით ისევ ესპანეთს დაუბრუნდა და მეორე ლიგის ესპანურ კლუბ CD Tenerife გააგრძელა თამაში. 2021 წლიდან კაკაბაძე ოჯახთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუგრძელეს.

ოთარ კაკაბაძეს თბილისის დინამოსთან ერთად მოგებული აქვს საქართველოს ორი თასი (2015, 2016 წლებში), ასევე საქართველოს ორი სუპერთასი (2015, 2016 წლებში) და ეროვნული ჩემპიონატი (2016 წელს). მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულებაა 600 000 ევროა. ყველაზე მაღალი ფასი - 1 მილიონი ევრო ოთარ კაკაბაძე 2018 წლის 12 მარტს ღირდა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მშობლიურ ნაკრებში გამოძახების შემდეგ, კაკაბაძესთან პოლონურმა მედიამ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. გთავაზობთ საინტერესო მომენტებს.

"პირველ მატჩს ყველა აღფრთოვანებული ველოდით, რადგან მწვრთნელის გარდა, ევროზე არცერთს არ გვითამაშია. მოლოდინი? ჩვენ გვინდა, რომ ყველა მატჩში ვიბრძოლოთ და ჯგუფიდან გავიდეთ, აქ მხოლოდ 3 მატჩისთვის არ მოვსულვართ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, ასევე ბევრი ახალგაზრდა ბიჭი თამაშობს ევროპის ტოპ კლუბებში. ჩვენ გვაქვს პოტენციალი ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე ან მომავალ ევროზე.“

ჟურნალისტის კითხვაზე როგორ მიიღო "კრაკოვიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ამბობს:

"მოლაპარაკებები 2-3 თვე გაგრძელდა. ჩემთვის ადვილი არ იყო, მაგრამ რაღაც მომენტში დასასრულამდე მივიდა. ჩემი ოჯახი აქ არის და გადაადგილება ადვილი არ იქნება. აქ ძალიან კარგად ვცხოვრობთ. ამიტომ მიხარია აქ თამაშის გაგრძელება.

შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც კარგი კონტაქტი აქვს ფეხბურთელებთან და სიამოვნებით ვმუშაობთ მასთან. ეს სეზონი, უკმაყოფილოები ვართ ჩვენი თამაშით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მწვრთნელთან ერთად მომავალ სეზონში ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია".

ჟურნალისტის კითხვაზე ვის წაიყვანდა საქართველოს ნაკრებიდან "კრაკოვიაში" სათამაშოდ, კაკაბაძემ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ხოლო არჩევანის შემთხვევაში რომელ ფეხბურთელს დაუმატებდა საქართველოს ნაკრებს, ბარსელონას ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი აირჩია.

პირადი ცხოვრება

ოთარ კაკაბაძემ მარიამ ჩავლეიშვილზე 2019 წელს იქორწინა. წყვილს ჯვარი თბილისში, ვაკის სამების ეკლესიაში მამა შალვამ დასწერა.

კაკაბაძის პატარა ოჯახი პოლონეთში ცხოვრობს. წყვილი პატარა იოანეს ზრდიან.

იოანეც თბილისში ვაკის სამების ეკლესიაში მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძეა.

სპორტულ მედია europop-თან ინტერვიუში ამბობს, რომ იოანეს გაჩენამ ფლეისთეიშენის თამაშს დაანებებინა თავი. ახლა თავისუფალ დროს მხოლოდ შვილს უთმობს.

წაიკითხეთ ასევე: