მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარაკეტო თავდასხმა ანექსირებულ სევასტოპოლზე: 5 დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა - რას ჰყვებიან რუსი დამსვენებლები?
სარაკეტო თავდასხმა ანექსირებულ სევასტოპოლზე: 5 დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა - რას ჰყვებიან რუსი დამსვენებლები?

2024 წლის 23 ივ­ნისს, 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სე­ვას­ტო­პოლ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად.

რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლია 150-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 27 ბავ­შვია.

სე­ვას­ტო­პო­ლის და­ბომბვის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა შო­რის არის მა­გა­და­ნის მე­რის მო­ად­გი­ლის ოლეგ ავე­რი­ა­ნო­ვის ცხრა წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ნა­პი­რო­ზე, - გა­ნა­ცხა­და მა­გა­და­ნის მერ­მა იური გრი­შან­მა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ATACMS ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ­ტკი­ცებს, რომ სე­ვას­ტო­პოლ­ში გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბი­დან ოთხი ჩა­მო­აგ­დეს.

"კი­დევ ერთი რა­კე­ტა, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, აფეთ­ქდა ჰა­ერ­ში, ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მოს­კო­ვის მიერ და­ნიშ­ნულ­მა სე­ვას­ტო­პო­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხა­ილ რაზ­ვოჟა­ევ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი ქა­ლა­ქის ხალ­ხმრა­ვალ სა­ნა­პი­როს და­ე­ცა.

  • "ვფიქ­რობ­დით, რომ ეს ვარ­ჯი­ში იყო"

ად­გი­ლობ­რი­ვი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" "Chp/Sevastopol" ცი­ტი­რებს თავ­დას­ხმის დროს, სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი დამ­სვე­ნებ­ლის კო­მენ­ტარს:

"იმ მო­მენ­ტში ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი უჩკუ­ევ­კას სა­ნა­პი­რო­ზე. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ ამ სა­ში­ნე­ლე­ბი­სა და კოშ­მა­რის აღ­სა­წე­რად. ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე წამ­ში მოხ­და. არც გაქ­ცე­ვის და არც სად­მე და­მალ­ვის დრო არ გვქონ­და. ჩვენ, უბ­რა­ლოდ, ვი­წე­ქით ქვი­შა­ში და ყუ­რებ­ზე ვი­ფა­რებ­დით ხე­ლებს. ქმა­რი სხე­უ­ლით გა­და­მე­ფა­რა, მე კი ვყვი­რო­დი და ღმერ­თს ვთხოვ­დი გა­დარ­ჩე­ნას... გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ეს ხმე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბა არას­დროს მო­მას­ვე­ნებს“, - ამ­ბობს ქალი.

"ბი­ნა­ში ვი­ყა­ვი, თა­ვი­დან გვე­გო­ნა, რომ ეს იყო ვარ­ჯი­ში. მერე სა­ნა­პი­რო­ზე, ჩვენ­გან ცოტა მო­შო­რე­ბით, აფეთ­ქე­ბე­ბი და­ი­წყო. მზიდ კე­დელ­თან მივ­ვარ­დით... მერე შე­ვე­ცა­დე დახ­მა­რე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, მი­ვე­ცი წყა­ლი და პირ­სა­ხო­ცე­ბი“, - ამ­ბობს სე­ვას­ტო­პო­ლის "ტე­ლეგ­რა­მარხთან" სხვა მო­ქა­ლა­ქეს.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სე­ვას­ტო­პოლ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გა ხნით ადრე მო­უ­წო­და ყი­რი­მის მა­ცხოვ­რებ­ლებს და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და "და­ე­ლო­დონ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის დე­ო­კუ­პა­ცი­ას კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში“.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ამე­რი­კუ­ლი რა­კე­ტე­ბით სე­ვას­ტო­პო­ლის და­ბომბვის გამო, აშშ-ის ელჩი, ლინ ტრე­ი­სი უწყე­ბა­ში და­ი­ბა­რეს.

"მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და დე­მარ­ში ვა­შინგტო­ნის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კი­ე­ვის რე­ჟი­მის ახალ სის­ხლი­ან და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, ელჩს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა და სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სარაკეტო თავდასხმა ანექსირებულ სევასტოპოლზე: 5 დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა - რას ჰყვებიან რუსი დამსვენებლები?

სარაკეტო თავდასხმა ანექსირებულ სევასტოპოლზე: 5 დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა - რას ჰყვებიან რუსი დამსვენებლები?

2024 წლის 23 ივნისს, 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვია.

სევასტოპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის არის მაგადანის მერის მოადგილის ოლეგ ავერიანოვის ცხრა წლის ქალიშვილი, რომელიც მშობლებთან ერთად იმყოფებოდა სანაპიროზე, - განაცხადა მაგადანის მერმა იური გრიშანმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ATACMS ტაქტიკური რაკეტების გამოყენებით. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სევასტოპოლში გაშვებული რაკეტებიდან ოთხი ჩამოაგდეს.

"კიდევ ერთი რაკეტა, ფინალურ ეტაპზე საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად, აფეთქდა ჰაერში, ქალაქის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მოსკოვის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა.

როგორც ცნობილია, რაკეტის ნამსხვრევები ქალაქის ხალხმრავალ სანაპიროს დაეცა.

  • "ვფიქრობდით, რომ ეს ვარჯიში იყო"

ადგილობრივი "ტელეგრამარხი" "Chp/Sevastopol" ციტირებს თავდასხმის დროს, სანაპიროზე მყოფი დამსვენებლის კომენტარს:

"იმ მომენტში ახლობლებთან ერთად ვიყავი უჩკუევკას სანაპიროზე. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ საშინელებისა და კოშმარის აღსაწერად. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. არც გაქცევის და არც სადმე დამალვის დრო არ გვქონდა. ჩვენ, უბრალოდ, ვიწექით ქვიშაში და ყურებზე ვიფარებდით ხელებს. ქმარი სხეულით გადამეფარა, მე კი ვყვიროდი და ღმერთს ვთხოვდი გადარჩენას... გადაგვარჩინა. ეს ხმები და მდგომარეობა არასდროს მომასვენებს“, - ამბობს ქალი.

"ბინაში ვიყავი, თავიდან გვეგონა, რომ ეს იყო ვარჯიში. მერე სანაპიროზე, ჩვენგან ცოტა მოშორებით, აფეთქებები დაიწყო. მზიდ კედელთან მივვარდით... მერე შევეცადე დახმარებოდა დაზარალებულებს, მივეცი წყალი და პირსახოცები“, - ამბობს სევასტოპოლის "ტელეგრამარხთან" სხვა მოქალაქეს.

უკრაინის ხელისუფლებას სევასტოპოლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინის ხელისუფლებამ კარგა ხნით ადრე მოუწოდა ყირიმის მაცხოვრებლებს დაეტოვებინათ და "დაელოდონ ნახევარკუნძულის დეოკუპაციას კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყნებში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული რაკეტებით სევასტოპოლის დაბომბვის გამო, აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი უწყებაში დაიბარეს.

"მის მიმართ განხორციელდა დემარში ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული კიევის რეჟიმის ახალ სისხლიან დანაშაულთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ელჩს განუცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯები დაუსჯელი არ დარჩება და საპასუხო ზომები მოჰყვება.