პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზან კადიროვის 2 არასრულწლოვანი ვაჟი საიდუმლოდ დაქორწინდა ჩეჩნეთის გავლენიანი ოჯახების შთამომავლებზე - რატომ გადაწყდა თითქმის ბავშვების დაქორწინება?
რამაზან კადიროვის 2 არასრულწლოვანი ვაჟი საიდუმლოდ დაქორწინდა ჩეჩნეთის გავლენიანი ოჯახების შთამომავლებზე  -  რატომ გადაწყდა თითქმის ბავშვების დაქორწინება?

Novaya Gazeta Europe-ს წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, 8 ივ­ნისს, ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, კა­დი­რო­ვის ორი ვა­ჟის - 17 წლის ელი კა­დი­რო­ვის და 16 წლის ადამ კა­დი­რო­ვის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის უფ­რო­სი ვა­ჟის, ახ­მა­ტის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც 2023 წლის მარ­ტში იყო, ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დი­ამ­დე არ მი­ეღ­წია.

ჩეჩ­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ვა­ლე­ბას კარ­გად გა­არ­თვა თავი, რომ არა ერთი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. 8 ივ­ნისს, ქორ­წი­ლის დღეს, ცენ­ტრა­ლურ გზატ­კე­ცილ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­და, რათა ქორ­წი­ლის მან­ქა­ნებს უპ­რობ­ლე­მოდ გა­ევ­ლოთ. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ყუ­რა­დღე­ბა მო­ა­დუ­ნა და "ფორ­დის" ფირ­მის მან­ქა­ნა გზა­ზე გა­და­ვი­და, სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა სა­ქორ­წი­ნო კო­ლო­ნა, რომ­ლის პირ­ვე­ლი­ვე მან­ქა­ნა Rolls-Royce - მთე­ლი სიჩ­ქა­რით და­ე­ჯა­ხა "ფორდს" და გზა გა­აგ­რძე­ლა. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფორ­დის მძღო­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი გზატ­კე­ცი­ლის "გა­სუფ­თა­ვე­ბა“, მკაც­რად და­ი­სა­ჯნენ.

ელი კა­დი­რო­ვის მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ ერ­თა­დერ­თი წყა­რო თა­ვად ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. 8 ივ­ნისს სი­ახ­ლე თა­ვის Telegram-ის არხზე გა­ა­ზი­ა­რა. კა­დი­რო­ვი წერ­და, რომ ქორ­წი­ლის წინა დღეს ელი პუ­ტინს შეხ­ვდა. ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელს სი­ტყვა არ უთ­ქვამს, რომ ელის­თან ერ­თად მე­ო­რე ვაჟი, ადა­მიც ქორ­წინ­დე­ბო­და. მე­დია წერს, რომ მი­ზე­ზი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა ასა­კია, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ელი კა­დი­რო­ვის შეხ­ვედ­რა
  • პა­ტარ­ძლე­ბი

ელი კა­დი­როვ­მა ცო­ლად ჩეჩ­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტის ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვის უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნა, ხოლო 16 წლის ადამ კა­დი­როვ­მა ჩე­ჩე­ნი სე­ნა­ტო­რის სუ­ლე­ი­მან გე­რე­მე­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბობს ორი ვი­დეო, დე­ლიმ­ხა­ნო­ვე­ბის ოჯა­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ერთ ვი­დე­ო­ში გო­გო­ნა საყ­ვა­რელ ბა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს. მე­ო­რე­ში კი დე­დის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მღე­რის. ორი­ვე ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია ექ­ვსი წლის წინ და მათ­ში დე­ლიმ­ხა­ნო­ვის შვი­ლიშ­ვი­ლი მთლად ბავ­შვია.

გო­გო­ნა დე­ლიმ­ხა­ნო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ხე­დას შვი­ლია, რომ­ლის გა­მოც, მამა ერთხელ უკვე გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. 2020 წელს ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლი იყო ხე­დას და­ბა­დე­ბის დღე­ზე. სი­უ­ჟე­ტი აღე­ბუ­ლი იყო ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე". ვი­დე­ო­ში ხედა ამ­ბობს: "მე, ხედა დე­ლიმ­ხა­ნო­ვა, ადამ სულ­თა­ნო­ვი­ჩი­სა და მაკა ზა­ურ­ბე­კოვ­ნას­გან და­ბა­დე­ბუ­ლი... მზი­სა და მთვა­რის სულ­თა­ნი...“

ვი­დე­ომ კა­დი­რო­ვის თვალ­ში არამ­ხო­ლოდ ხედა არა­მედ მთე­ლი დე­ლიმ­ხა­ნო­ვის ოჯა­ხი და­ა­ზა­რა­ლა. ჩეჩ­ნეთ­ში ხომ მხო­ლოდ ერთი "სულ­თა­ნია“ - აი­შატ კა­დი­რო­ვა, რამ­ზან კა­დი­რო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას ხედა 31 წლის იყო. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი ასა­კი­სა და ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღის მი­ხედ­ვით, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა 14 წელ­ზე მე­ტის იყოს.

  • ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი

ოთხი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­დან, რო­მელ­თა ქორ­წი­ლიც ჩეჩ­ნეთ­ში 8 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა, სულ მცი­რე სამი არას­რულ­წლო­ვა­ნია.

ეს სა­ი­დუმ­ლო, სწრა­ფი და სა­ეჭ­ვო ქორ­წი­ნე­ბე­ბი, ირი­ბად ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ ჩეჩ­ნეთ­ში ვი­თა­რე­ბა ბოლო დროს ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით მი­დის.

წე­ლი­წად ნა­ხევ­რის წინ, კა­დი­რო­ვის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ (პანკრე­ა­სის ნეკ­რო­ზი) პროგ­რე­სი­რე­ბა და­ი­წყო და გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში მას ახა­ლი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რა­მაც, წყა­როს თქმით, სა­სო­წარ­კვე­თა­ში ჩა­აგ­დო. ის შე­აშ­ფო­თა თა­ვი­სი შთა­მო­მავ­ლე­ბის მო­მა­ვალ­მა, რად­გან იცის რა საფრ­თხე­ე­ბი შე­უქ­მნა შვი­ლებს თა­ვი­სი სას­ტი­კი მმარ­თვე­ლო­ბით. ამი­ტომ ცდი­ლობს და­იც­ვას ისი­ნი ყვე­ლა შე­საძ­ლო გზით, ერთ-ერ­თია მისი ვა­ჟე­ბის პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბი პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნებს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო კავ­ში­რებს გავ­ლე­ნი­ან ჩეჩ­ნურ ოჯა­ხებ­თან, ესეც შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტია მას შემ­დეგ, რაც თა­ვად გარ­და­იც­ვლე­ბა. ამი­ტომ ჩქა­რობს.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის შვი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი აი­შა­ტი და­ქორ­წინ­და სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე. მო­მა­ვა­ლი ქმა­რი ქორ­წი­ლამ­დე ორი კვი­რით ადრე გა­იც­ნო. თუმ­ცა, მის ქმარს, ვის­ხან მა­წუ­ევს, მა­მის ზე­ლიმ­ხა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რამ­ზან კა­დი­რო­ვი მფარ­ვე­ლობ­და. სი­ძის მამა 2010 წელს და­ი­ღუ­პა კა­დი­რო­ვე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სო­ფელ ცენ­ტო­რო­ი­ზე "ბო­ე­ვი­კე­ბის" თავ­დას­ხმის დროს. კა­დი­რო­ვის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი აბუ­ზა­იდ ვის­მუ­რა­დო­ვის მსგავ­სად, ზემ­ლი­ხან მა­წუ­ე­ვიც იყო კა­დი­რო­ვის თა­ნაკ­ლა­სე­ლი და ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნა­მო­აზ­რე.

კა­დი­რო­ვის კი­დევ ორი ​​ქა­ლიშ­ვი­ლი, ხა­დი­ჟა­ტი და ტა­ბა­რი­კი, 17 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­დნენ, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე. ხა­დი­ჟა­ტი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია რუს­ლან ალ­ხა­ნო­ვის შვილ­ზე, ახ­მატ-ხაჯი კა­დი­რო­ვის მე­გო­ბარ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­ზე.

ხა­დი­ჟა­ტი ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვ­თან ერ­თად

ტა­ბა­რიკ კა­დი­რო­ვი ასე­ვე და­ქორ­წინ­და აბუ­ზა­იდ ვის­მუ­რა­დო­ვის ვაჟ­ზე, კაც­ზე, რო­მელ­საც კა­დი­რო­ვი, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, ძმა­ზე უფრო ახ­ლობ­ლად თვლის.

ყვე­ლა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლია ოჯა­ხებ­ში, რო­მელ­თა ერ­თგუ­ლე­ბა კა­დი­რო­ვი­სად­მი ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ფული არ ჰქონ­და. ის იმე­დოვ­ნებს, რომ ეს ჩეჩ­ნუ­რი ოჯა­ხე­ბი შეძ­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი რძლე­ბის დაც­ვას მისი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში.

ტა­ბა­რი­კი მა­მას­თან ერ­თად

ვა­ჟე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ჟებს ელი­სა და ადამს, მათი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ქორ­წი­ლე­ბი აშ­კა­რად იმა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­საც დე­ბის ქორ­წი­ნე­ბა. დე­ლიმ­ხა­ნო­ვე­ბი და გე­რე­მე­ე­ვე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან და გავ­ლე­ნით, სიმ­დიდ­რი­თა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, ერ­თად შე­უძ­ლი­ათ კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ თა­ვად კა­დი­როვს. მას რომ აჯო­ბონ, მხო­ლოდ ერთი რამ აკ­ლი­ათ - ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან.

მაგ­რამ ახლა, რო­დე­საც კა­დი­რო­ვი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, ამ ფაქ­ტორს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს. არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია, რომ პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი ძვე­ლე­ბუ­რად იქ­ნე­ბა გან­წყო­ბი­ლი კა­დი­რო­ვე­ბის ოჯა­ხის მი­მართ. რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან მა­შინ დე­ლიმ­ხა­ნოვ-გე­რე­მე­ე­ვე­ბი ახალ რე­ა­ლო­ბა­ში? - ერ­თის მხრივ, ისი­ნი თა­ვად არი­ან დიდი რის­კის ქვეშ, რად­გან სწო­რედ პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­რო­ვის ახ­ლობ­ლო­ბა არის მათ­თვის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის „ფარი“. მე­ო­რეს მხრივ, თა­ვად ქმნი­ან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კლანს ჩეჩ­ნეთ­ში.

ადამ კა­დი­რო­ვი

ამ სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი ლო­გი­კი­დან ამო­ვარ­დნი­ლია კა­დი­რო­ვის უფ­რო­სი ვა­ჟის, ახ­მა­ტის ქორ­წი­ლი. წყა­როს ცნო­ბით, ის მისი დის აი­შა­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ქორ­წინ­და, რად­გან ახ­მატს ვნე­ბი­ა­ნად შე­უყ­ვარ­და ქალი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მისი შე­სა­ფე­რი­სი არ იყო. ქალი იყო მას­ზე უფ­რო­სი, "უბ­რა­ლო“ ოჯა­ხი­დან და გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის რომ ჩა­მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა, აი­შატ­მა ძმა ჩეჩ­ნეთ­ში სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის ქსე­ლის მფლო­ბე­ლის მემ­კვიდ­რე­ზე და­ა­ქორ­წი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­ზან კა­დი­რო­ვის პირ­ვე­ლი რძლის ოჯახ­მა ბევ­რი არა­ფე­რი შე­მა­ტა მის კლანს, ჩეჩ­ნე­თის მე­თა­ურ­მა ამ­ჯე­რად აი­შა­ტის გამო დათ­მო.

ავტორი:

რამაზან კადიროვის 2 არასრულწლოვანი ვაჟი საიდუმლოდ დაქორწინდა ჩეჩნეთის გავლენიანი ოჯახების შთამომავლებზე - რატომ გადაწყდა თითქმის ბავშვების დაქორწინება?

რამაზან კადიროვის 2 არასრულწლოვანი ვაჟი საიდუმლოდ დაქორწინდა ჩეჩნეთის გავლენიანი ოჯახების შთამომავლებზე  -  რატომ გადაწყდა თითქმის ბავშვების დაქორწინება?

Novaya Gazeta Europe-ს წყაროების თანახმად, 8 ივნისს, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, კადიროვის ორი ვაჟის - 17 წლის ელი კადიროვის და 16 წლის ადამ კადიროვის ქორწილი გაიმართა. ჩეჩნეთის მეთაურის უფროსი ვაჟის, ახმატის ძვირადღირებული ქორწილისგან განსხვავებით, რომელიც 2023 წლის მარტში იყო, ამჯერად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ინფორმაციას მედიამდე არ მიეღწია.

ჩეჩნეთის უშიშროების სამსახურმა დავალებას კარგად გაართვა თავი, რომ არა ერთი ინციდენტი, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. 8 ივნისს, ქორწილის დღეს, ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეიზღუდა, რათა ქორწილის მანქანებს უპრობლემოდ გაევლოთ. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ პოლიციამ ყურადღება მოადუნა და "ფორდის" ფირმის მანქანა გზაზე გადავიდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა საქორწინო კოლონა, რომლის პირველივე მანქანა Rolls-Royce - მთელი სიჩქარით დაეჯახა "ფორდს" და გზა გააგრძელა. წყაროს ინფორმაციით, ფორდის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ საგზაო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ვერ უზრუნველყოფდნენ კავკასიის ფედერალური გზატკეცილის "გასუფთავება“, მკაცრად დაისაჯნენ.

ელი კადიროვის მოახლოებული ქორწილის შესახებ ერთადერთი წყარო თავად ჩეჩნეთის ხელმძღვანელი იყო. 8 ივნისს სიახლე თავის Telegram-ის არხზე გააზიარა. კადიროვი წერდა, რომ ქორწილის წინა დღეს ელი პუტინს შეხვდა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელს სიტყვა არ უთქვამს, რომ ელისთან ერთად მეორე ვაჟი, ადამიც ქორწინდებოდა. მედია წერს, რომ მიზეზი ახალდაქორწინებულთა ასაკია, რომლებიც არასრულწლოვანები არიან.

ვლადიმერ პუტინისა და ელი კადიროვის შეხვედრა
  • პატარძლები

ელი კადიროვმა ცოლად ჩეჩნეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ადამ დელიმხანოვის უფროსი შვილიშვილი მოიყვანა, ხოლო 16 წლის ადამ კადიროვმა ჩეჩენი სენატორის სულეიმან გერემეევის ქალიშვილი.

სოციალურ ქსელში არსებობს ორი ვიდეო, დელიმხანოვების ოჯახის მონაწილეობით. ერთ ვიდეოში გოგონა საყვარელ ბაბუას დაბადების დღეს ულოცავს. მეორეში კი დედის დაბადების დღეზე მღერის. ორივე ვიდეო გადაღებულია ექვსი წლის წინ და მათში დელიმხანოვის შვილიშვილი მთლად ბავშვია.

გოგონა დელიმხანოვის უფროსი ქალიშვილის ხედას შვილია, რომლის გამოც, მამა ერთხელ უკვე გაეხვა სკანდალში. 2020 წელს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც გადაღებული იყო ხედას დაბადების დღეზე. სიუჟეტი აღებული იყო ცნობილი თურქული სერიალიდან "დიდებული საუკუნე". ვიდეოში ხედა ამბობს: "მე, ხედა დელიმხანოვა, ადამ სულთანოვიჩისა და მაკა ზაურბეკოვნასგან დაბადებული... მზისა და მთვარის სულთანი...“

ვიდეომ კადიროვის თვალში არამხოლოდ ხედა არამედ მთელი დელიმხანოვის ოჯახი დააზარალა. ჩეჩნეთში ხომ მხოლოდ ერთი "სულთანია“ - აიშატ კადიროვა, რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი.

ვიდეოს გამოქვეყნებისას ხედა 31 წლის იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ასაკისა და ქორწინების თარიღის მიხედვით, მისი ქალიშვილი არ შეიძლება 14 წელზე მეტის იყოს.

  • ქალიშვილები

ოთხი ახალდაქორწინებულიდან, რომელთა ქორწილიც ჩეჩნეთში 8 ივნისს გაიმართა, სულ მცირე სამი არასრულწლოვანია.

ეს საიდუმლო, სწრაფი და საეჭვო ქორწინებები, ირიბად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩეჩნეთში ვითარება ბოლო დროს ფორსმაჟორული სცენარის მიხედვით მიდის.

წელიწად ნახევრის წინ, კადიროვის გახანგრძლივებულმა დაავადებამ (პანკრეასის ნეკროზი) პროგრესირება დაიწყო და გასული წლის სექტემბერში მას ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რამაც, წყაროს თქმით, სასოწარკვეთაში ჩააგდო. ის შეაშფოთა თავისი შთამომავლების მომავალმა, რადგან იცის რა საფრთხეები შეუქმნა შვილებს თავისი სასტიკი მმართველობით. ამიტომ ცდილობს დაიცვას ისინი ყველა შესაძლო გზით, ერთ-ერთია მისი ვაჟების პირადი შეხვედრები პრეზიდენტ პუტინთან, რითაც საზოგადოებას აჩვენებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები ვრცელდება მემკვიდრეებზე.

რაც შეეხება საქორწინო კავშირებს გავლენიან ჩეჩნურ ოჯახებთან, ესეც შვილების უსაფრთხოების მთავარი გარანტია მას შემდეგ, რაც თავად გარდაიცვლება. ამიტომ ჩქარობს.

ჩეჩნეთის ლიდერის შვილებიდან მხოლოდ უფროსი ქალიშვილი აიშატი დაქორწინდა სრულწლოვანებამდე. მომავალი ქმარი ქორწილამდე ორი კვირით ადრე გაიცნო. თუმცა, მის ქმარს, ვისხან მაწუევს, მამის ზელიმხანის გარდაცვალების შემდეგ რამზან კადიროვი მფარველობდა. სიძის მამა 2010 წელს დაიღუპა კადიროვების საგვარეულო სოფელ ცენტოროიზე "ბოევიკების" თავდასხმის დროს. კადიროვის უახლოესი მეგობარი აბუზაიდ ვისმურადოვის მსგავსად, ზემლიხან მაწუევიც იყო კადიროვის თანაკლასელი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანამოაზრე.

კადიროვის კიდევ ორი ​​ქალიშვილი, ხადიჟატი და ტაბარიკი, 17 წლის ასაკში დაქორწინდნენ, სკოლის დამთავრებისთანავე. ხადიჟატი დაქორწინებულია რუსლან ალხანოვის შვილზე, ახმატ-ხაჯი კადიროვის მეგობარსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე.

ხადიჟატი ადამ დელიმხანოვთან ერთად

ტაბარიკ კადიროვი ასევე დაქორწინდა აბუზაიდ ვისმურადოვის ვაჟზე, კაცზე, რომელსაც კადიროვი, მისივე სიტყვებით, ძმაზე უფრო ახლობლად თვლის.

ყველა უფროსი ქალიშვილი დაბინავებულია ოჯახებში, რომელთა ერთგულება კადიროვისადმი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ძალაუფლება და ფული არ ჰქონდა. ის იმედოვნებს, რომ ეს ჩეჩნური ოჯახები შეძლებენ თავიანთი რძლების დაცვას მისი სიკვდილის შემთხვევაში.

ტაბარიკი მამასთან ერთად

ვაჟები

რაც შეეხება ვაჟებს ელისა და ადამს, მათი მოულოდნელი ქორწილები აშკარად იმავე მიზანს ემსახურება, რასაც დების ქორწინება. დელიმხანოვები და გერემეევები ნათესავები არიან და გავლენით, სიმდიდრითა და შეიარაღებული შენაერთების რაოდენობით, ერთად შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ თავად კადიროვს. მას რომ აჯობონ, მხოლოდ ერთი რამ აკლიათ - ახლო ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან.

მაგრამ ახლა, როდესაც კადიროვი სასიკვდილოდ დაავადებულია, ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. არ არსებობს გარანტია, რომ პრეზიდენტი პუტინი ძველებურად იქნება განწყობილი კადიროვების ოჯახის მიმართ. როგორ მოიქცევიან მაშინ დელიმხანოვ-გერემეევები ახალ რეალობაში? - ერთის მხრივ, ისინი თავად არიან დიდი რისკის ქვეშ, რადგან სწორედ პუტინისა და კადიროვის ახლობლობა არის მათთვის ხელშეუხებლობის „ფარი“. მეორეს მხრივ, თავად ქმნიან ყველაზე ძლიერი კლანს ჩეჩნეთში.

ადამ კადიროვი

ამ სრულიად გასაგები ლოგიკიდან ამოვარდნილია კადიროვის უფროსი ვაჟის, ახმატის ქორწილი. წყაროს ცნობით, ის მისი დის აიშატის ინიციატივით დაქორწინდა, რადგან ახმატს ვნებიანად შეუყვარდა ქალი, რომელიც ოჯახის გადაწყვეტილებით მისი შესაფერისი არ იყო. ქალი იყო მასზე უფროსი, "უბრალო“ ოჯახიდან და განქორწინებული. საყვარელი ქალისთვის რომ ჩამოეცილებინა, აიშატმა ძმა ჩეჩნეთში სტომატოლოგიური კლინიკების ქსელის მფლობელის მემკვიდრეზე დააქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ რამზან კადიროვის პირველი რძლის ოჯახმა ბევრი არაფერი შემატა მის კლანს, ჩეჩნეთის მეთაურმა ამჯერად აიშატის გამო დათმო.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"