სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხბურთის იტალიელი ლეგენდა, რობერტო ბაჯო ჰოსპიტალიზებულია - ფეხბურთელის ვილაში შეჭრილმა მძარცველებმა ბაჯოს იარაღის კონდახი ჩაარტყეს და...
ფეხბურთის იტალიელი ლეგენდა, რობერტო ბაჯო ჰოსპიტალიზებულია - ფეხბურთელის ვილაში შეჭრილმა მძარცველებმა ბაჯოს იარაღის კონდახი ჩაარტყეს და...

20 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს, იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთს შო­რის ევრო 2024-ის მატ­ჩის დროს, ფეხ­ბურ­თის იტა­ლი­ე­ლი ლე­გენ­დის, რო­ბერ­ტო ბა­ჯოს სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მძარ­ცვე­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ.

  • 57 წლის ბაჯო ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, ალ­ტა­ვი­ლა ვი­ჩენ­ტი­ნა­ში, რო­მე­ლიც ვე­ნე­ცი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზეა, თა­ვის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე, ვი­ლა­ში ხუთ­კა­ცი­ა­ნი ბან­და შე­იჭ­რა.

რო­დე­საც ბა­ჯომ მძარ­ცვე­ლებ­თან შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სცა­და, მას თავ­ში ია­რა­ღის კონ­და­ხი ჩა­არ­ტყეს, შემ­დეგ კი ისიც და მისი ოჯა­ხიც ერთ-ერთ ოთახ­ში ჩა­კე­ტეს. ყა­ჩა­ღებ­მა მო­ი­პა­რეს სა­ა­თე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და ფული. წა­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

  • ბა­ჯომ ოთა­ხი­დან თა­ვი­სი ოჯა­ხის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლო, მაგ­რამ იმ დრო­ის­თვის მძარ­ცვე­ლე­ბი უკვე გაქ­ცე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. Corriere della Sera-ს ცნო­ბით, ძარ­ცვა 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

გა­მომ­ძი­ე­ბელ პო­ლი­ცი­ე­ლებს ვი­დე­ოთ­ვა­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­და­ე­ცათ.

ამა­სო­ბა­ში, შუბ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ბა­ჯოს არ­ზი­ნი­ა­ნოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წას­ვლა მო­უ­წია. მას ნა­კე­რე­ბი და­ა­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის წევ­რებს არა­ფე­რი და­შა­ვე­ბი­ათ, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ისი­ნი ამ ინ­ცი­დენ­ტის გამო ჯერ კი­დევ ში­შის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ბა­ჯომ თა­ვი­სი 22-წლი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა, თა­მა­შობ­და ქვეყ­ნის სამ ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვან კლუბ­ში: “იუ­ვენ­ტუს­ში”, “მი­ლან­სა” და “ინ­ტერ­ში, ასე­ვე სხვა პა­ტა­რა კლუ­ბებ­ში. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მო­ი­გო იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი - სე­რია A.

ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­წყე­ბი­დან სულ სამი წლის შემ­დეგ, 1985 წელს მი­ღე­ბულ­მა ტრავ­მამ მის კა­რი­ე­რას საფრ­თხე შე­უქ­მნა. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მან რე­ლი­გია შე­იც­ვა­ლა და კა­თო­ლი­ციზ­მი­დან ბუ­დიზ­მზე გა­და­ვი­და. თუმ­ცა, თა­ვი­სი კა­თო­ლი­კუ­რი ფეს­ვე­ბიც არ და­უ­კარ­გავს, 1989 წელს კა­თო­ლი­კუ­რი წე­სით იქორ­წი­ნა დიდი ხნის პარტნი­ორ­ზე, ან­დრე­ი­ნა ფა­ბი­ზე. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბის გარ­და, იგი ბიზ­ნეს­მე­ნიც იყო, ვი­ჩენ­ცა­ში ფლობ­და სპორ­ტუ­ლი სა­ქონ­ლის მა­ღა­ზია Baggio Sport-ს, რო­მე­ლიც 2012 წელს, გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის შე­დე­გად და­ი­ხუ­რა.

ფეხ­ბურ­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ბაჯო იტა­ლი­ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი გახ­და და ტექ­ნი­კურ გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 2013 წელს, გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რად­გან, მისი თქმით, სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნო ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტე­ბის აღ­ზრდის შე­სა­ხებ მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ უს­მენ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ფეხბურთის იტალიელი ლეგენდა, რობერტო ბაჯო ჰოსპიტალიზებულია - ფეხბურთელის ვილაში შეჭრილმა მძარცველებმა ბაჯოს იარაღის კონდახი ჩაარტყეს და...

ფეხბურთის იტალიელი ლეგენდა, რობერტო ბაჯო ჰოსპიტალიზებულია - ფეხბურთელის ვილაში შეჭრილმა მძარცველებმა ბაჯოს იარაღის კონდახი ჩაარტყეს და...

20 ივნისის საღამოს, იტალიასა და ესპანეთს შორის ევრო 2024-ის მატჩის დროს, ფეხბურთის იტალიელი ლეგენდის, რობერტო ბაჯოს სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ.

  • 57 წლის ბაჯო ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში, ალტავილა ვიჩენტინაში, რომელიც ვენეციიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა, თავის სახლში იმყოფებოდა, როდესაც, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, ვილაში ხუთკაციანი ბანდა შეიჭრა.

როდესაც ბაჯომ მძარცველებთან შეწინააღმდეგება სცადა, მას თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს, შემდეგ კი ისიც და მისი ოჯახიც ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს. ყაჩაღებმა მოიპარეს საათები, სამკაულები და ფული. წაღებული ქონების საერთო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

  • ბაჯომ ოთახიდან თავისი ოჯახის გამოყვანა შეძლო, მაგრამ იმ დროისთვის მძარცველები უკვე გაქცეულები იყვნენ. Corriere della Sera-ს ცნობით, ძარცვა 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

გამომძიებელ პოლიციელებს ვიდეოთვალის ჩანაწერები გადაეცათ.

ამასობაში, შუბლის დაზიანების სამკურნალოდ ბაჯოს არზინიანოს საავადმყოფოში წასვლა მოუწია. მას ნაკერები დაადეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს არაფერი დაშავებიათ, ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ამ ინციდენტის გამო ჯერ კიდევ შიშის ქვეშ იმყოფებიან.

ბაჯომ თავისი 22-წლიანი სპორტული კარიერა იტალიაში გაატარა, თამაშობდა ქვეყნის სამ ყველაზე ტიტულოვან კლუბში: “იუვენტუსში”, “მილანსა” და “ინტერში, ასევე სხვა პატარა კლუბებში. ამ დროის განმავლობაში ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი - სერია A.

ფეხბურთის თამაშის პროფესიონალურად დაწყებიდან სულ სამი წლის შემდეგ, 1985 წელს მიღებულმა ტრავმამ მის კარიერას საფრთხე შეუქმნა. ამ ინციდენტის შემდეგ მან რელიგია შეიცვალა და კათოლიციზმიდან ბუდიზმზე გადავიდა. თუმცა, თავისი კათოლიკური ფესვებიც არ დაუკარგავს, 1989 წელს კათოლიკური წესით იქორწინა დიდი ხნის პარტნიორზე, ანდრეინა ფაბიზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

წარმატებული ფეხბურთელობის გარდა, იგი ბიზნესმენიც იყო, ვიჩენცაში ფლობდა სპორტული საქონლის მაღაზია Baggio Sport-ს, რომელიც 2012 წელს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო მიღებული ზარალის შედეგად დაიხურა.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ბაჯო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი გახდა და ტექნიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2013 წელს, გადადგომის შესახებ განაცხადა, რადგან, მისი თქმით, სპორტული ორგანო ახალგაზრდა ტალანტების აღზრდის შესახებ მის რეკომენდაციებს არ უსმენდა.

წყარო