სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში 2024-2025 სა­აღ­მზრდე­ლო წლის­თვის აღ­საზ­რდელ­თა ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცია ივ­ლის­ში და­ი­წყე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, კახა აბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რე­გის­ტრა­ცია სამ ეტა­პად თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე წა­რი­მარ­თე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 8 ივ­ლისს, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 14 ივ­ლისს 00:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ხოლო რე­გის­ტრა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი 15 ივ­ლისს, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 21 ივ­ლისს 00:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. (ამ ეტაპ­ზე და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი).

მე­სა­მე ეტა­პი კი სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც 22 ივ­ლისს, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას ყვე­ლა ის ბავ­შვი შეძ­ლებს, რო­მელ­საც სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო წლის და­სა­წყის­ში, 16 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, ორი წელი შე­უს­რულ­დე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მშო­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს ბავ­შვის ელექტრო­ნულ რე­გის­ტრა­ცი­ას, მას შე­უძ­ლია, გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თოს სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნულ სერ­ვის ცენ­ტრს ან სა­სურ­ველ სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივლისს 00:00 საათამდე გაგრძელდება. (ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები).

მესამე ეტაპი კი საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაციის გავლას ყველა ის ბავშვი შეძლებს, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, ორი წელი შეუსრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვის ცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.