სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან სასაზღვრო “კედელს” აშენებს? - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან სასაზღვრო “კედელს” აშენებს? - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან სა­ზღვრის ზო­გი­ერთ ად­გი­ლას ისეთ კონ­სტრუქ­ცი­ებს აშე­ნებს, რაც კე­დელს ჰგავს.

  • BBC Verify-ის მიერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ასე­ვე მი­უ­თი­თებს, რომ დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ზო­ნის შიგ­ნით მიწა გაწ­მენ­დი­ლია, რაც ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, შე­იძ­ლე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან ხან­გრძლი­ვი ზა­ვის დარ­ღვე­ვად იყოს ჩათ­ვლი­ლი.

დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ზონა 4 კმ (2.5 მილი) სი­გა­ნის ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნაა ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კო­რე­ას შო­რის, რომ­ლე­ბიც ტექ­ნი­კუ­რად კვლავ ომში იმ­ყო­ფე­ბი­ან, რად­გან სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­თვის ხელი არას­დროს მო­უ­წე­რი­ათ. ზონა ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი და თი­თო­ე­უ­ლი მხა­რე შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნის მიერ კონ­ტროლ­დე­ბა.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ეს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბა "უჩ­ვე­უ­ლოა" და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდას ემ­თხვე­ვა.

"ამ ეტაპ­ზე ჩვენ მხო­ლოდ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ცდი­ლობს, სა­ზღვარ­ზე თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ყოფ­ნა და სი­მაგ­რე­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს", - აღ­ნიშ­ნავს NK News-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი შრე­ი­ას რედი, რო­მე­ლიც სე­ულ­ში საქ­მი­ა­ნობს.

  • BBC Verify-მ მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნამ­გზავ­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი სა­ზღვრის 7 კმ მო­ნაკ­ვე­თის­თვის და­უკ­ვე­თა, იმ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც იკ­ვლევს ცვლი­ლე­ბებს, რა­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახორ­ცი­ე­ლებს.

ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც ჩანს, აჩ­ვე­ნებს სულ მცი­რე სამ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ბა­რი­ე­რე­ბი დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ზო­ნის მახ­ლობ­ლა­დაა აღ­მარ­თუ­ლი, რაც ჯამ­ში სა­ზღვრის აღ­მო­სავ­ლეთ ბო­ლოს­თან ახ­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 1 კმ-ს ფა­რავს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ბა­რი­ე­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ზღვრის სხვა მო­ნაკ­ვე­თებ­ზეც გან­ხორ­ცი­ელ­და.

მშე­ნებ­ლო­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­რინ­დე­ლი მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო უც­ნო­ბია. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი 2023 წლის ივ­ნის­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე არ ჩან­და.

"ჩემი პი­რა­დი შე­ფა­სე­ბით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც მათ ად­გი­ლე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მო­ყო­ფის მიზ­ნით, ბა­რი­ე­რი აა­შე­ნეს", - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს სე­უ­ლის პო­ლი­ტი­კის კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სამ­ხედ­რო და თავ­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა, დოქ­ტორ­მა უკ იან­გმა.

  • "1990-იან წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ომის შემ­თხვე­ვა­ში ტან­კე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კედ­ლე­ბი აა­შე­ნა. მაგ­რამ ბოლო დროს ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა 2-3 მეტ­რის სი­მაღ­ლის კედ­ლებს აშე­ნებს და ისი­ნი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კედ­ლებს არ ჰგავს", - აღ­ნიშ­ნავს იან­გი.

მი­სი­ვე თქმით, კედ­ლე­ბის ფორ­მა მი­უ­თი­თებს, რომ ისი­ნი არ არის დაბ­რკო­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ტან­კე­ბის­თვის, არა­მედ, ტე­რი­ტო­რი­ის და­ყო­ფას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

არ­სე­ბობს ასე­ვე დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნა­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მხა­რეს მი­წის გაწ­მენ­დის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც. სა­ზღვრის აღ­მო­სავ­ლეთ ბო­ლოს უახ­ლე­სი თა­ნამ­გზავ­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ახ­ლად შექ­მნილ გზას აჩ­ვე­ნებს.

"მი­წის გაწ­მენ­და შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე არა­სამ­ხედ­რო მიზ­ნებს", - ამ­ბობს კო­რე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფე­სო­რი, კილ ჯუ ბანი. მი­სი­ვე თქმით, "ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ად­ვი­ლად და­იდ­გას სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პოს­ტე­ბი, რათა ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში სამ­ხედ­რო აქ­ტი­ვო­ბებს და­აკ­ვირ­დეს”.

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, სა­სა­ზღვრო ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვით ჩრდი­ლო­ე­თი სიგ­ნალს იძ­ლე­ვა, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ არ ის­წრაფ­ვის. ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ქმე­დე­ბა კიმ ჩენ ინის უფრო ფარ­თო ქმე­დე­ბე­ბის ჩარ­ჩო­ში ჯდე­ბა.

ოქსფორდში კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის მკვლე­ვა­რი, დოქ­ტო­რი ედ­ვარდ ჰო­უ­ე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა თავ­საც კი აღარ აჩ­ვე­ნებს, თით­ქოს აშშ-სთან ან სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან სურ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მათ შო­რის, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ია­პო­ნი­ის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მცდე­ლო­ბე­ბიც უკუ­აგ­დო.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან სასაზღვრო “კედელს” აშენებს? - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან სასაზღვრო “კედელს” აშენებს? - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან საზღვრის ზოგიერთ ადგილას ისეთ კონსტრუქციებს აშენებს, რაც კედელს ჰგავს.

  • BBC Verify-ის მიერ გაანალიზებული გამოსახულებები ასევე მიუთითებს, რომ დემილიტარიზებული ზონის შიგნით მიწა გაწმენდილია, რაც ექსპერტების თქმით, შეიძლება სამხრეთ კორეასთან ხანგრძლივი ზავის დარღვევად იყოს ჩათვლილი.

დემილიტარიზებული ზონა 4 კმ (2.5 მილი) სიგანის ბუფერული ზონაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, რომლებიც ტექნიკურად კვლავ ომში იმყოფებიან, რადგან სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ხელი არასდროს მოუწერიათ. ზონა ორადაა გაყოფილი და თითოეული მხარე შესაბამისი ქვეყნის მიერ კონტროლდება.

ექსპერტების თქმით, ეს ბოლოდროინდელი აქტივობა "უჩვეულოა" და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდას ემთხვევა.

"ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოეთ კორეა ცდილობს, საზღვარზე თავისი სამხედრო ყოფნა და სიმაგრეები გააძლიეროს", - აღნიშნავს NK News-ის კორესპონდენტი შრეიას რედი, რომელიც სეულში საქმიანობს.

  • BBC Verify-მ მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული გამოსახულებები საზღვრის 7 კმ მონაკვეთისთვის დაუკვეთა, იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც იკვლევს ცვლილებებს, რასაც ჩრდილოეთ კორეა ამ ტერიტორიაზე ახორციელებს.

ეს გამოსახულებები, როგორც ჩანს, აჩვენებს სულ მცირე სამ მონაკვეთს, სადაც ბარიერები დემილიტარიზებული ზონის მახლობლადაა აღმართული, რაც ჯამში საზღვრის აღმოსავლეთ ბოლოსთან ახლოს დაახლოებით 1 კმ-ს ფარავს. შესაძლებელია, რომ ბარიერების მშენებლობა საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც განხორციელდა.

მშენებლობის ზუსტი თარიღი ამ ტერიტორიაზე ადრინდელი მაღალი რეზოლუციის გამოსახულებების ნაკლებობის გამო უცნობია. თუმცა, აღნიშნული სტრუქტურები 2023 წლის ივნისში გადაღებულ ფოტოებზე არ ჩანდა.

"ჩემი პირადი შეფასებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ადგილების ერთმანეთისგან გამოყოფის მიზნით, ბარიერი ააშენეს", - განუცხადა BBC-ს სეულის პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის სამხედრო და თავდაცვის ექსპერტმა, დოქტორმა უკ იანგმა.

  • "1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეამ ომის შემთხვევაში ტანკების შესაჩერებლად ტანკსაწინააღმდეგო კედლები ააშენა. მაგრამ ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეა 2-3 მეტრის სიმაღლის კედლებს აშენებს და ისინი ტანკსაწინააღმდეგო კედლებს არ ჰგავს", - აღნიშნავს იანგი.

მისივე თქმით, კედლების ფორმა მიუთითებს, რომ ისინი არ არის დაბრკოლებები მხოლოდ ტანკებისთვის, არამედ, ტერიტორიის დაყოფას ემსახურება.

არსებობს ასევე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის მხარეს მიწის გაწმენდის მტკიცებულებაც. საზღვრის აღმოსავლეთ ბოლოს უახლესი თანამგზავრული გამოსახულება ახლად შექმნილ გზას აჩვენებს.

"მიწის გაწმენდა შეიძლება ემსახურებოდეს როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო მიზნებს", - ამბობს კორეის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების პროფესორი, კილ ჯუ ბანი. მისივე თქმით, "ეს საშუალებას იძლევა, ადვილად დაიდგას სადამკვირვებლო პოსტები, რათა ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში სამხედრო აქტივობებს დააკვირდეს”.

ზოგიერთი ექსპერტის თქმით, სასაზღვრო ბარიერების აღმართვით ჩრდილოეთი სიგნალს იძლევა, რომ გაერთიანებისკენ არ ისწრაფვის. ექსპერტების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ქმედება კიმ ჩენ ინის უფრო ფართო ქმედებების ჩარჩოში ჯდება.

ოქსფორდში კორეის ნახევარკუნძულის მკვლევარი, დოქტორი ედვარდ ჰოუელი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა თავსაც კი აღარ აჩვენებს, თითქოს აშშ-სთან ან სამხრეთ კორეასთან სურდეს მოლაპარაკებები, მათ შორის, მოლაპარაკებების დასაწყებად იაპონიის ბოლოდროინდელი მცდელობებიც უკუაგდო.

წყარო