სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს" - შაჰინი
"გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს" - შაჰინი

გვსურს, მკა­ფი­ოდ გან­ვუ­ცხა­დოთ [სა­ქარ­თვე­ლოს] ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ ლი­დე­რებს, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რომ მათ ქმე­დე­ბას შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა - ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, გავ­ლე­ნას ჩვენს სამ­ხედ­რო კავ­ში­რებ­ზეც ახ­დენს, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იმას, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს, შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა და ეს აშშ-დან დახ­მა­რე­ბა­ზეც მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

"იმე­დი გვაქვს, ეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რომ დად­გე­ბა შე­დე­გე­ბი იმის სა­პა­სუ­ხოდ, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ. ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს დახ­მა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც ისი­ნი იღე­ბენ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან და ისეთ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რაც [სა­ქარ­თვე­ლოს] ლი­დე­რე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, როცა მათი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას თვა­ლი და­სავ­ლე­თის­კენ უჭი­რავს, სურს იყოს ევ­რო­კავ­ში­რის ნა­წი­ლი, იყუ­რე­ბა ნა­ტოს­კენ და ძალ­ზე და­დე­ბი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ“, - ამ­ბობს სე­ნა­ტო­რი.

ამას­თან, სე­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, ის, რაც ახლა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გავ­ლე­ნას ახ­დენს ქვეყ­ნებს შო­რის ამ სამ­ხედ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც.

"რო­გორც იცით, ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი სამ­ხედ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა, მას შემ­დეგ რაც [სა­ქარ­თვე­ლომ] და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. გვინ­და, ნათ­ლად გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ის, რაც ახლა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გავ­ლე­ნას ახ­დენს ქვეყ­ნებს შო­რის ამ სამ­ხედ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც. მარ­თა­ლია, ეს [ჩვე­ნი] სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა ცალ­კეა წარ­დგე­ნი­ლი, თუმ­ცა ის ასე­ვე აი­სა­ხა თავ­დაც­ვის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­ვი­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კო­მი­ტეტ­ში",- ამ­ბობს სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი.

გარ­და ამი­სა, შა­ჰი­ნის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

"ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვე­ნი­ვე ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუტ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ ინ­სტი­ტუტს, რომ­ლებ­მაც ასე­თი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ისი­ნი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით] და­წეს­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნავს ჯინ შა­ჰი­ნი.

ცნო­ბის­თვის, კონ­გრეს­ში სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰი­ნის მიერ წარ­დგე­ნი­ლია ორ­პარ­ტი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, „ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აქტი“, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას მუდ­მივს ხდის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს" - შაჰინი

"გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს" - შაჰინი

გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუსას განაცხადა.

მისი თქმით, იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, შედეგი მოჰყვება და ეს აშშ-დან დახმარებაზეც მოახდენს გავლენას.

"იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ“, - ამბობს სენატორი.

ამასთან, სენატორის განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც.

"როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში",- ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

გარდა ამისა, შაჰინის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.

"ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში“, - აღნიშნავს ჯინ შაჰინი.

ცნობისთვის, კონგრესში სენატორ ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილია ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მუდმივს ხდის.