18 ივნისს, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რომელშიც გამოყენებულია "როიტერისა" და "ასოშეიტეტ პრესის" ფოტოებიც:
კარგი თამაში იყო, მადლობა ბიჭებს!!!მაგრამ,.. სურათებს ვათვალიერებდი და შევამჩნიე, ვინმეს რომ ომი გამოეცხადებია გუში საქართველოსთვის კაციშვილი არ იქნებოდა პასუხის გამცემი თბილისში, არც მთავრობა და არც ოპოზიცია. ყვლეა დორტმუნდში იყო, დაგეტოვათ ვინმე თქვე კაი ხალხო. და მეორე, პოლიტიკოსებს სხვანაირი ალგორითმი აძლევს ბილეთებს თუ როგორ იყო ასე ყველამ დედაბუდიანად რომ იშოვა ბილეთი?