საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა
გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­რი­გი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა და კი­ბერ თაღ­ლი­თო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა უცხო ქვეყ­ნის ორი მო­ქა­ლა­ქის და ორი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­მართ და­ი­წყო. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი შექ­მნეს.

"წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და მათ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ეც­ნო­ბოდ­ნენ არარ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად, შე­დი­ოდ­ნენ მათ­თან ნდო­ბა­ში და თით­ქოს­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერთ-ერთ სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ძე­ნად სა­ჭი­რო თან­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­თი­ვე კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბულ ფიქ­ტი­უ­რად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე არი­ცხვი­ნებ­დნენ.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს, და­ახ­ლო­ე­ბით 150 000 აშშ დო­ლარს თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ.

შემ­დგომ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მის მიზ­ნით, ყალ­ბი ინ­ვო­ი­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თან­ხე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მა­თი­ვე კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბულ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გა­და­რი­ცხეს, რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე და­ი­წყო, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­ი­წყო, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ლიკ­ვი­და­ცი­ას ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბულ ფი­ზი­კურ პი­რებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­დათ.

კი­ბერ თაღ­ლი­თო­ბი­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

"წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი პირები, გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ არარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებად, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად საჭირო თანხებს საქართველოში მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ფიქტიურად დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე არიცხვინებდნენ.

  • აღნიშნული გზით, ბრალდებულები ფიზიკური პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

შემდგომში, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, თანხები საზღვარგარეთ მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

კიბერ თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.