პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას" - რა თქვა ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე
"უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას" - რა თქვა ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე

"ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვედ­რა ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა იყო, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღე ამ ემო­ცი­ებ­ში იყ­ვნენ და ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ზე გად­მორ­თვა გა­უ­ჭირ­დათ კი­დეც, თუმ­ცა შეკ­რე­ბის და­წყე­ბის წინ, ჩვენ მათ ვე­სა­უბ­რეთ, ვუ­თხა­რით, რომ ახლა სწო­რე­ბა ახალ მიზ­ნებ­ზე უნდა ავი­ღოთ, ამი­ტომ ეს ეტა­პი ყვე­ლამ დაძ­ლია, ისი­ნი მზად არი­ან", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ო­ლიმ დორ­ტმუნდში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის დიდი მუხ­ტი და ძა­ლაა, როცა იცი­ან, რომ მათ გვერ­დით მთე­ლი ქვე­ყა­ნა დგას.

“ყვე­ლა ქო­მაგ­მა ჩა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ არის აქ, ან ვინ დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­ცით, რომ ყვე­ლა ერ­თი­ა­ნე­ბი ვართ, ზოგი ტრი­ბუ­ნა­ზე, ზოგი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, ზოგი შინ, ნე­ბის­მი­ერ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ და გრძნო­ბენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ეს ძა­ლი­ან დიდი მუხ­ტი და ძა­ლაა, უფრო ძლი­ე­რი ხარ, როცა შენს უკან მთე­ლი ქვე­ყა­ნა დგას”,- გა­ნა­ცხა­და ვილი სა­ნი­ო­ლიმ.

ასე­ვე, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა, გუ­რამ კა­ში­ამ, მისი თქმით, ნაკ­რებ­მა და­იმ­სა­ხუ­რა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყოფ­ნა, ამი­ტომ მათ სურთ და­ამ­ტკი­ცონ რა შე­უძ­ლი­ათ.

“რო­დე­საც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვეთ, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ღა­მო იყო, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ იმით, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ, ამით უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ, გა­მორ­ჩე­უ­ლი დღე იყო. რო­დე­საც შეკ­რე­ბა და­ვი­წყეთ, ვთქვით, რომ ყვე­ლა ემო­ცია უკან უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და ახა­ლი მიზ­ნე­ბი დაგ­ვე­სა­ხა, აქ ვართ, რად­გან გვინ­და, რომ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მი­ვი­ღოთ, და­ვიმ­სა­ხუ­რეთ აქ ყოფ­ნა და გვინ­და და­ვამ­ტკი­ცოთ რა შეგ­ვიძ­ლია. ქვე­ყა­ნა­ში სა­ფეხ­ბურ­თო ენერ­გია მძვინ­ვა­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ფეხ­ბურთზე სა­უბ­რობს და იმ მიღ­წე­ვა­ზე რაც ერ­თად შევ­ძე­ლით, გუ­შინ აქ ქო­მა­გი იყო მო­სუ­ლი, რო­მელ­მაც სკუ­ტე­რით უამ­რა­ვი კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა და აქ დრო­შა ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა, ეს ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ყვე­ლა­ნი ამა­ყე­ბი ვართ იმით, რომ აქ ვართ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელს წარ­ვად­გენთ, დიდ ენერ­გი­ას და მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ ჩვე­ნი ხალ­ხის­გან და ეს ბევ­რს ნიშ­ნავს”,- გა­ნა­ცხა­და კა­ში­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ველ მატჩს თურ­ქეთ­თან 18 ივ­ნისს გა­მარ­თავს. შეხ­ვედ­რა დორ­ტმუნ­დის „BVB არე­ნა­ზე“ თბი­ლი­სის დრო­ით 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ამას­თან, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ, დას­წრე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას" - რა თქვა ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე

"უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას" - რა თქვა ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე

"ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ოცნების ასრულება იყო, ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა შეკრების დაწყების წინ, ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვუთხარით, რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ, ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია, ისინი მზად არიან", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის დიდი მუხტი და ძალაა, როცა იციან, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას.

“ყველა ქომაგმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აქ, ან ვინ დარჩა საქართველოში, ვიცით, რომ ყველა ერთიანები ვართ, ზოგი ტრიბუნაზე, ზოგი სოციალურ მედიაში, ზოგი შინ, ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და გრძნობენ ფეხბურთელები, ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას”,- განაცხადა ვილი სანიოლიმ.

ასევე, პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, მისი თქმით, ნაკრებმა დაიმსახურა ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა, ამიტომ მათ სურთ დაამტკიცონ რა შეუძლიათ.

“როდესაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ყველაზე ბედნიერი და გამორჩეული საღამო იყო, ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ, ამით უზომოდ ბედნიერი ვარ, გამორჩეული დღე იყო. როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ყველა ემოცია უკან უნდა დაგვეტოვებინა და ახალი მიზნები დაგვესახა, აქ ვართ, რადგან გვინდა, რომ ახალი გამოწვევები მივიღოთ, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია. ქვეყანაში საფეხბურთო ენერგია მძვინვარებს, საქართველოში ყველა ფეხბურთზე საუბრობს და იმ მიღწევაზე რაც ერთად შევძელით, გუშინ აქ ქომაგი იყო მოსული, რომელმაც სკუტერით უამრავი კილომეტრი გაიარა და აქ დროშა ჩამოგვიტანა, ეს ძალიან ემოციური იყო, ყველანი ამაყები ვართ იმით, რომ აქ ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელს წარვადგენთ, დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ხალხისგან და ეს ბევრს ნიშნავს”,- განაცხადა კაშიამ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან 18 ივნისს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.