სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს" - იენს სტოლტენბერგი
"ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს" - იენს სტოლტენბერგი

ნატო, რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის მხრი­დან მზარ­დი საფრ­თხის ფონ­ზე, მეტი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­თავ­სე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა The Telegraph-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბლოკ­მა მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სი ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლი უნდა აჩ­ვე­ნოს, რათა პირ­და­პი­რი მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნოს მტრებს.

იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­მარ­ტე­ბით, ალი­ან­სის წევ­რებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს პირ­და­პი­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი რა­კე­ტე­ბის სა­ცა­ვი­დან ამო­ღე­ბი­სა და მათი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი უნდა იყოს.

"არ შე­ვე­ხე­ბი ოპე­რა­ცი­ულ დე­ტა­ლებს იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი უნდა იყოს მოქ­მე­დი და რო­მე­ლი უნდა იყოს შე­ნა­ხუ­ლი, მაგ­რამ გვჭირ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ამ სა­კი­თხებ­ზე. ეს არის ზუს­ტად ის, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ,” - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მისი მტკი­ცე­ბით, ბირ­თვუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბა უნდა იყოს ნატო-ს ბირ­თვუ­ლი სტრა­ტე­გი­ის ქვა­კუ­თხე­დი, რათა ალი­ან­სი უფრო სა­ში­ში მსოფ­ლი­ოს­თვის მო­ამ­ზა­დოს.

"გამჭვირ­ვა­ლო­ბა გვეხ­მა­რე­ბა პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლის გაგ­ზავ­ნა­ში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირ­თვუ­ლი ალი­ან­სი. ნატო-ს მი­ზა­ნია, რა თქმა უნდა, მსოფ­ლიო ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­რე­შე, მაგ­რამ მა­ნამ, სა­ნამ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი იარ­სე­ბებს, ჩვენ დავ­რჩე­ბით ბირ­თვულ ალი­ან­სად, რად­გან მსოფ­ლიო, სა­დაც რუ­სეთს, ჩი­ნეთს და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას აქვთ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, ნა­ტოს კი არა, უფრო სა­ში­ში მსოფ­ლი­ოა“, - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს" - იენს სტოლტენბერგი

"ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს" - იენს სტოლტენბერგი

ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს.

"არ შევეხები ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი მტკიცებით, ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი უფრო საშიში მსოფლიოსთვის მოამზადოს.

"გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიში მსოფლიოა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.